სანკტ-პეტერბურგის პულკოვოს საერთაშორისო აეროპორტმა, უსაფრთხოების მიზნით, დროებით მუშაობა შეაჩერა, განცხადებას რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.
"მოქალაქეების უსაფრთხო ფრენის უზრუნველსაყოფად პულკოვოს აეროპორტი 10 მარტს, მოსკოვის დროით 17:00 საათზე მუშაობას წყვეტს".
როგორც ცნობილია, მანამდე აეროპორტთან ახლოს მდებარე ვოლხონსკოეს გზატკეცილზე ხანძარი გაჩნდა და სწორედ ეს გახდა ფრენების შეზღუდვის მიზეზი. ხანძრის შედეგად ორი ადამიანია დაშავებული.
აეროპორტში ფრენების შეზღუდვის მოხსნა ხანძრის ლოკალიზების შემდეგ მოხერხდა, ადგილობრივი დროით 18:22 საათზე. მოგვიანებით, ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ განაცხადა, რომ პულკოვოს აეროპორტში შეზღუდვები უკრაინული დრონების თავდასხმის საპასუხოდ დაწესდა.
წყარო: tass
მოამზადა: ანა სიბოშვილმა
ერმიტაჟი ალბათ მალე აღარ იქნება. რამდენი იწვალა დიდმა პეტრემ და დადგა ქალაქის ბოლო წლები
მშვენიერი! გამარჯვება უკრაინა!