მოსკოვში დააკავეს და 10-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, რომელმაც WI-FI-ის ქსელს "დიდება უკრაინას" დაარქვა.
მოსკოვის სასამართლომ ის "ექსტრემისტული ორგანიზაციების სიმბოლოების" საჯარო დემონსტრირებაში ცნო დამნაშავე
სასამართლოს დოკუმენტების თანახმად, ოფიცრებმა შეამოწმეს ოთახი უნივერსიტეტის სტუდენტურ საცხოვრებელში და აღმოაჩინეს დაკავებულის პერსონალური კომპიუტერი და wi-fi როუტერი. პოლიციამ ისინი ნივთმტკიცებებად ამოიღო.
Amnesty International-ის თანახმად, გასულ წელს 21 000-ზე მეტი ადამიანი გახდა სამიზნე რუსეთის "რეპრესიული კანონებისა“, რომლებიც გამოიყენებოდა "ომის საწინააღმდეგო აქტივისტების დარბევის მიზნით“.
არ უნდა დაეპატიმრებინათ?
ერთი რუსების პატრონიც და მაგათი ბალეშჩიკებისაც, მაგრამ კიევში რომ ვინმემ რამეს "დიდება რუსეთს" დაარქვას, რამდენი დღით დააპატიმრებენ?