რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკრაინამ "თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
”ეს ერთ-ერთი ინტერპრეტაციაა, მართალია, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ყველაზე ძლიერი ის არის, ვინც უყურებს სიტუაციას, ფიქრობს ხალხზე, აქვს თეთრი დროშის გამბედაობა და აწარმოებს მოლაპარაკებებს. როცა ხედავ, რომ დამარცხებული ხარ, რომ საქმეები კარგად არ მიდის, უნდა გქონდეს გამბედაობა მოლაპარაკებისთვის", - განაცხადა რომის პაპმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები უნდა მოხდეს საერთაშორისო ძალების დახმარებით.
Reuters-ი წერს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც რომის პაპმა ფრანცისკემ გამოიყენა ტერმინები, "თეთრი დროშა" და "დამარცხებული" უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას, თუმცა მოლაპარაკებების აუცილებლობაზე მას ადრეც უსაუბრია.
ვატიკანის პრესსპიკერმა, მატეო ბრუნიმ განმარტა, რომ პაპმა გამოიყენა ინტერვიუერის მიერ წარმოთქმული ტერმინი „თეთრი დროშა“ და გამოიყენა ის „საომარი მოქმედებების შეწყვეტისა და მოლაპარაკებების გამბედაობით მიღწეული ზავის აღსანიშნავად.
ვინ რას ბოდავს ვეღარ გაიგებს კაცი. ხალხს ყაჩაღები შემოუცვივდნენ სახლში და ესენი ეუბნებიან დანებდითო.....
კი კაცო-ს რუსეთი სულ რომ მაწასთან გასწორდეს თუ შემოსევა უნდა შემოგვესევა ორი ნაბიჯია ჩვენი ქვეყანა სულ,აბა უკრაინას ჩვენი დარდი აქვს მაგათ თავის ხალხის დარდი არ აქვს.თუ უკრაინა გაიმარჯვებს ისივ ტანკებით შემოსევას გვპირდება ასე რომ,ასე რომ.მოლსპარაკების მაგიდასთსნ ორივე იმპერიალისტი.ესაა სიმართლე ,მწარე,მაგრამ ასეა