პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

27

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა... ძალიან ნიჭიერი იყო, უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას" - რას ჰყვება მეგობარი დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე?
"ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა,  6 თვის შვილი დარჩა... ძალიან ნიჭიერი იყო,  უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას" - რას ჰყვება მეგობარი დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე?
  • მთა­ვარ ფო­ტო­ზე: ნო­დარ ნა­სი­რო­ვი

რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" კი­დევ ორი მებ­რძო­ლი, ნო­დარ ნა­სი­რო­ვი და გი­ორ­გი გო­გი­აშ­ვი­ლი შე­ე­წი­რა. რო­გორც მათი თა­ნა­მებ­რძო­ლი ლაშა რუ­ხა­ია გვი­ამ­ბობს, ისი­ნი სხვა ლე­გი­ო­ნე­რებ­თან ერ­თად ზა­პო­რო­ჟი­ეს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, და­ვა­ლე­ბა­ზე. უკან გა­მობ­რუ­ნე­ბი­სას მა­სი­ურ და­ბომბვა­ში, ფა­რებ ჩამ­ქრა­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით მო­უ­წი­ათ გა­და­ად­გი­ლე­ბა, რო­ლის დრო­საც დამ­წვარ "ბე­ემ­პეს" და­ე­ჯახ­ნენ.

ნა­სი­რო­ვი და გო­გი­აშ­ვი­ლი წინ ის­ხდნენ და ად­გილ­ზე­ვე და­ი­ღუპ­ნენ, და­ნარ­ჩე­ნე­ბი გა­დარ­ჩნენ. ლაშა რუ­ხა­ია ამ­ბობს, რომ გი­ორ­გი გო­გი­აშ­ვი­ლის კარ­გად არ იც­ნობ­და, ნო­დარ ნა­სი­როვ­თან კი ჯერ კი­დევ სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­გობ­რობ­და.

ლაშა რუ­ხა­ია:

- მე და ნო­დარ ნა­სი­რო­ვი თბი­ლის­ში ერ­თად გა­ვი­ზარ­დეთ. მე უკვე უკ­რა­ი­ნა­ში ვი­ყა­ვი, ის რომ ჩა­მო­ვი­და. გა­დამ­ზა­დე­ბა წარ­მა­ტე­ბით გა­ი­ა­რა და მოხ­ვდა უკ­რა­ი­ნის კონ­ტრდაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურ­ში. იქ სა­დაც "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" ქვე­და­ნა­ყო­ფია. ნო­და­რი არც ომის ვე­ტე­რა­ნი იყო, არც სხვა ტი­პის საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ძა­ლი­ან მა­გა­რი მებ­რძო­ლი დად­გა. ალ­ბათ გახ­სოვთ, ამ ზამ­თარს "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ორი მებ­რძო­ლის რომ და­ი­ღუ­პა და 9 და­იჭ­რა. ისიც მათ შო­რის იყო. ცხრა­ვე დაჭ­რი­ლი ამ ერ­თმა კაც­მა გა­მო­იყ­ვა­ნა წინა ხა­ზი­დან. მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი გა­ო­ცე­ბუ­ლი მი­რე­კავ­და, ეს რა ბიჭი ყო­ფი­ლაო. სი­ტყვებს ვერ პო­უ­ლობ­და, მარ­თლაც, სუ­ლით და გუ­ლით მებ­რძო­ლი იყო. უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი უცხო­ეთ­ში აპი­რებ­დნენ მის გაგ­ზავ­ნას, გა­და­სამ­ზა­დებ­ლად. ახა­ლი ტი­პის ია­რა­ღის მოხ­მა­რე­ბა უნდა ეს­წავ­ლა. ძა­ლი­ან პერ­სპექ­ტი­უ­ლი სამ­ხედ­რო იყო. .

ნო­დარ ნა­სი­რო­ვი და გი­ორ­გი გო­გი­აშ­ვი­ლი

- წარ­მო­შო­ბით სა­ი­დან იყო?

- წარ­მო­შო­ბით ქურ­თი იყო, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ ქარ­თვე­ლებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბად უყ­ვარ­და სა­ქარ­თვე­ლო. ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი ბიჭი იყო, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე სწავ­ლობ­და, მეგ­რუ­ლად ისე ლა­პა­რა­კობ­და, ვერც კი მიხ­ვდე­ბო­დით, რომ მეგ­რე­ლი არ იყო. სა­ოც­რად კი­თხუ­ლობ­და ლექ­სებს, მო­თხრო­ბებს, ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და. სა­კუ­თარ ქორ­წილ­ში ქარ­თუ­ლი ჩოხა ეცვა, ქარ­თუ­ლად იცეკ­ვა და ქარ­თუ­ლად იმ­ღე­რა. სა­ოც­რად პატ­რი­ო­ტი ადა­მი­ა­ნი იყო. "ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის" მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლე ლე­ვან ფი­ფია აფხა­ზე­თი­დან დევ­ნი­ლია და ლექ­სებს წერს. მას ვუ­თხა­რი ნო­და­რის შე­სა­ხებ, ისიც წერს ლექ­სებს თქო. და­ინ­ტე­რეს­და და გა­ეც­ნენ ერ­თმა­ნე­თის შე­მოქ­მე­დე­ბას. ორი­ვე აღ­ტა­ცე­ბუ­ლი იყ­ვნენ ერ­თმა­ნე­თით. მერე ლე­გი­ო­ნის ბი­ჭებ­მა ნა­ხეს, რო­გორ უკ­რავ­და ნო­და­რი ფან­დურ­ზე და რო­გორ მღე­რო­და ქარ­თულ ხალ­ხურ სიმ­ღე­რებს, ყვე­ლა გა­გი­ჟე­ბუ­ლი იყო... ჩვე­ნი სული და გული იყო ეგ ადა­მი­ა­ნი, ძა­ლი­ან და­მე­ნა­ნა...

- რო­გორც ვიცი, უკ­რა­ი­ნა­ში და­ქორ­წინ­და. ?

- დიახ, უკ­რა­ი­ნა­ში და­ქორ­წინ­და, ცოტა ხნის წინ. ხუთი მეჯ­ვა­რე ჰყავ­და და ხუ­თი­ვეს ქარ­თუ­ლი ჩოხა ეცვა. მე­უღ­ლეს ქარ­თუ­ლი კაბა ჩა­აც­ვა. ქრის­ტი­ა­ნუ­ლად იყო მო­ნათ­ლუ­ლი. 6 თვის შვი­ლი დარ­ჩა. სხვა­თა შო­რის, ნო­და­რის სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ჩა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. მას უკ­რა­ი­ნის გმი­რის სტა­ტუ­სით, სა­პა­ტიო ყა­რა­უ­ლის თან­ხლე­ბით, უკ­რა­ი­ნა­ში დაკ­რძა­ლა­ვენ.

ნო­დარ ნა­სი­რო­ვი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- რა­ტომ?

- მის­მა მე­უღ­ლემ მა­მა­მისს სთხო­ვა, რომ შვი­ლის­თვის მა­მის საფ­ლავ­ზე გას­ვლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცა. გა­უ­ჭირ­და მა­მა­მისს ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ და­თან­ხმდა. ჩემი ტე­ლე­ფო­ნით ელა­პა­რაკ­ნენ დღეს ერ­თმა­ნეთს. სამ­შა­ბათს, „ქარ­თუ­ლი ლე­გი­ო­ნის“ ბა­ზა­ზე ბი­ჭე­ბი გა­მო­ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან და შემ­დეგ გმირ­თა სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლა­ვენ. ნო­და­რის მა­მას მა­მუ­კა მა­მუ­ლაშ­ვი­ლიც და­უ­კავ­შირ­და და უთხრა, რომ მისი უკ­რა­ი­ნა­ში ჩას­ვლის ხარ­ჯებს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დავითი
1

ისეთი პატარა და მცირე რიცხოვანი ერისთვის როგორიცაა საქართველო ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ, სამწუხაროდ თუ არაფერი შეიცვალა ამ მიმართულებით კიდევ დაიღვრება ჩვენი საჯიშე ბიჭების სისხლი, მეგობრებო გავიხსენოთ მაკარონის განცხადება უკრაინაში ჯარისკაცების გაგზავნასთან დაკავშირებით , რამხელა ვნებათაღელვა გამოიწვია როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, ჩვენ რატომ ვწყვეტთ ასე ადვილად ამ საკითხს?

აუცილებლად გასათვალისწინებელია აშშ-ის და სხვა სახელმწიფოს ლიდერების ბოლოდროინდელი შეცვლილი რიტორიკა, რაცპიდაპირ მინდა გითხრათ არ ბადებს კარგ აზრებს ადამიანების თავებში, მეგობრებო მე ვარ ბიძა უკრაინაში დაღუპული ერთ-ერთი ქართველი მებრძოლის, გვარს და სახელს შეგნებულად არ ვასახელებ, ამ ახალგაზრდა კაცს დარჩა ორი მცირეწლოვანი შვილი, ძალან დიდი ტკივილი და ტრაგედიაა, ამიტომ ძალიან ღრმად და საფუძვლიანად უნდა დავფიქრდეთ

ვახ
44

ნაიომნიკობა არაა კარგი საქმე

ავტორი:

"ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა, 6 თვის შვილი დარჩა... ძალიან ნიჭიერი იყო, უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას" - რას ჰყვება მეგობარი დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე?

"ნოდარი ცოტა ხნის წინ უკრაინაში დაქორწინდა,  6 თვის შვილი დარჩა... ძალიან ნიჭიერი იყო,  უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას" - რას ჰყვება მეგობარი დაღუპულ ქართველზე, ნოდარ ნასიროვზე?
  • მთავარ ფოტოზე: ნოდარ ნასიროვი

რუსეთ-უკრაინის ომს "ქართული ლეგიონის" კიდევ ორი მებრძოლი, ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი შეეწირა. როგორც მათი თანამებრძოლი ლაშა რუხაია გვიამბობს, ისინი სხვა ლეგიონერებთან ერთად ზაპოროჟიეს მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ, დავალებაზე. უკან გამობრუნებისას მასიურ დაბომბვაში, ფარებ ჩამქრალი ავტომობილით მოუწიათ გადაადგილება, როლის დროსაც დამწვარ "ბეემპეს" დაეჯახნენ.

ნასიროვი და გოგიაშვილი წინ ისხდნენ და ადგილზევე დაიღუპნენ, დანარჩენები გადარჩნენ. ლაშა რუხაია ამბობს, რომ გიორგი გოგიაშვილის კარგად არ იცნობდა, ნოდარ ნასიროვთან კი ჯერ კიდევ საქართველოში მეგობრობდა.

ლაშა რუხაია:

- მე და ნოდარ ნასიროვი თბილისში ერთად გავიზარდეთ. მე უკვე უკრაინაში ვიყავი, ის რომ ჩამოვიდა. გადამზადება წარმატებით გაიარა და მოხვდა უკრაინის კონტრდაზვერვის სამსახურში. იქ სადაც "ქართული ლეგიონის" ქვედანაყოფია. ნოდარი არც ომის ვეტერანი იყო, არც სხვა ტიპის საბრძოლო გამოცდილება ჰქონდა, მაგრამ ძალიან მაგარი მებრძოლი დადგა. ალბათ გახსოვთ, ამ ზამთარს "ქართული ლეგიონის“ ორი მებრძოლის რომ დაიღუპა და 9 დაიჭრა. ისიც მათ შორის იყო. ცხრავე დაჭრილი ამ ერთმა კაცმა გამოიყვანა წინა ხაზიდან. მამუკა მამულაშვილი გაოცებული მირეკავდა, ეს რა ბიჭი ყოფილაო. სიტყვებს ვერ პოულობდა, მართლაც, სულით და გულით მებრძოლი იყო. უკრაინელები უცხოეთში აპირებდნენ მის გაგზავნას, გადასამზადებლად. ახალი ტიპის იარაღის მოხმარება უნდა ესწავლა. ძალიან პერსპექტიული სამხედრო იყო. .

ნოდარ ნასიროვი და გიორგი გოგიაშვილი

- წარმოშობით საიდან იყო?

- წარმოშობით ქურთი იყო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ქართველებზე არანაკლებად უყვარდა საქართველო. ძალიან ნიჭიერი ბიჭი იყო, სამსახიობოზე სწავლობდა, მეგრულად ისე ლაპარაკობდა, ვერც კი მიხვდებოდით, რომ მეგრელი არ იყო. საოცრად კითხულობდა ლექსებს, მოთხრობებს, ძალიან კარგად მღეროდა. საკუთარ ქორწილში ქართული ჩოხა ეცვა, ქართულად იცეკვა და ქართულად იმღერა. საოცრად პატრიოტი ადამიანი იყო. "ქართული ლეგიონის" მეთაურის მოადგილე ლევან ფიფია აფხაზეთიდან დევნილია და ლექსებს წერს. მას ვუთხარი ნოდარის შესახებ, ისიც წერს ლექსებს თქო. დაინტერესდა და გაეცნენ ერთმანეთის შემოქმედებას. ორივე აღტაცებული იყვნენ ერთმანეთით. მერე ლეგიონის ბიჭებმა ნახეს, როგორ უკრავდა ნოდარი ფანდურზე და როგორ მღეროდა ქართულ ხალხურ სიმღერებს, ყველა გაგიჟებული იყო... ჩვენი სული და გული იყო ეგ ადამიანი, ძალიან დამენანა...

- როგორც ვიცი, უკრაინაში დაქორწინდა. ?

- დიახ, უკრაინაში დაქორწინდა, ცოტა ხნის წინ. ხუთი მეჯვარე ჰყავდა და ხუთივეს ქართული ჩოხა ეცვა. მეუღლეს ქართული კაბა ჩააცვა. ქრისტიანულად იყო მონათლული. 6 თვის შვილი დარჩა. სხვათა შორის, ნოდარის საქართველოში არ ჩამოასვენებენ. მას უკრაინის გმირის სტატუსით, საპატიო ყარაულის თანხლებით, უკრაინაში დაკრძალავენ.

ნოდარ ნასიროვი მეუღლესთან ერთად

- რატომ?

- მისმა მეუღლემ მამამისს სთხოვა, რომ შვილისთვის მამის საფლავზე გასვლის საშუალება მიეცა. გაუჭირდა მამამისს ასეთი გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ საბოლოოდ დათანხმდა. ჩემი ტელეფონით ელაპარაკნენ დღეს ერთმანეთს. სამშაბათს, „ქართული ლეგიონის“ ბაზაზე ბიჭები გამოემშვიდობებიან და შემდეგ გმირთა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ნოდარის მამას მამუკა მამულაშვილიც დაუკავშირდა და უთხრა, რომ მისი უკრაინაში ჩასვლის ხარჯებს უზრუნველყოფდა.