პარტნიორები:
    ავტორი:

    გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა

    გედევან ფოფხაძე ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს შეუერთდა

    "ახალის“ სახელით ცნობილ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გუნდს "ქართული ოცნების" ყოფილი დეპუტატი გედევან ფოფხაძე შეუერთდა. ერთობლივ ფოტოს ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    "ჩემი დიდი ხნის საამაყო მეგობრები: გედი და პროფესორები" - წერს გვარამია ფოტოს კომენტირებისას.

    ასევე გუშინ გახდა ცნობილი, რომ გვარამიას პოლიტიკურ გუნდს ყოფილი მოსამართლე მაია კოპალეიშვილიც შეუერთდა.

    ნიკა გვარამიამ ახალი პოლიტიკური გუნდის ჩამოყალიბებების შესახებ გასული წლის 28 დეკემბერს ტელეკომპანია "მთავარი არხის" ეთერში განაცხადა. მის პარტიას "ახალი" ერქმევა.

    ნახეთ ასევე: