სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"კვარა" განსაკუთრებულია, მე მას ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და კალცონას შეფასება: ქართველი "ბარსელონასთან" მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება
"კვარა" განსაკუთრებულია, მე მას ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და კალცონას შეფასება: ქართველი "ბარსელონასთან" მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება

სე­რია A-ს 28-ე ტურ­ში "ნა­პო­ლი­სა" და "ტო­რი­ნოს" მატ­ჩი 1:1 დას­რულ­და. მე­ტო­ქის კარ­ში ერთი გოლი ქარ­თველ­მა ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ამ გა­ი­ტა­ნა.

მო­ლო­დი­ნი­სა­მებრ მას­პინ­ძლე­ბი თა­ვი­დან­ვე და­ე­უფლნენ უპი­რა­ტე­სო­ბას, სტუმ­რებ­მა კი პრე­სინგს მი­მარ­თეს. პირ­ვე­ლი მო­მენ­ტი კვა­რა­ცხე­ლი­ამ შექ­მნა, რომ­ლის სა­ჯა­რი­მო­ში ჩა­წო­დე­ბულ ბურთზე პარტნი­ო­რებ­მა მე­ურ­ვე­ებს ვერ და­ას­წრეს. შემ­დეგ პო­ლი­ტა­ნომ ხვი­ჩა მე­კა­რეს­თან პი­რის­პირ გა­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ მის მიერ დარ­ტყმუ­ლი ბურ­თი მი­ლინ­კო­ვიჩ-სა­ვიჩ­მა ფე­ხით მო­ი­გე­რია.

მე­ო­რე ტა­ი­მი ნე­ა­პო­ლურ­მა გუნ­დმა აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო, მაგ­რამ მო­წი­ნა­აღ­მდე­გის კარ­ზე სა­ხი­ფა­თო იე­რი­შე­ბის მი­ტა­ნა უჭირ­და. თუმ­ცა, ქარ­თველ­მა მე­სა­მე ცდი­დან და­ლაშ­ქრა ტუ­რი­ნელ­თა კარი. მან ზე­დი­ზედ მე­სა­მე მატჩში გა­ი­ტა­ნა, რაც ნე­ა­პო­ლურ კა­რი­ე­რა­ში მე­ო­რედ მო­ა­ხერ­ხა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ნაბ­რი­ამ ლა­მა­ზი მაკ­რა­ტე­ლა­თი მა­ლე­ვე გა­ა­თა­ნაბ­რა ან­გა­რი­ში.

"ნა­პო­ლი" 44 ქუ­ლით მე-7 ად­გილ­ზეა და შემ­დეგ შეხ­ვედ­რას 13 მარტს ჩემ­პი­ონ­თა ლი­გა­ზე გას­ვლა­ზე "ბარ­სე­ლო­ნას­თან" ჩა­ა­ტა­რებს.

რა შე­ფა­სე­ბე­ბი მი­ი­ღეს კვა­რა­ცხე­ლი­ამ და სა­ზო­ნოვ­მა?

მათი თა­მა­ში ანა­ლი­ტი­კურ­მა სა­ი­ტებ­მა შე­ა­ფა­სეს - კვა­რა­ცხე­ლია: whoscored 8.0, sofascore 8.0, flashscore 8.0. ასე­თი­ვე მა­ღა­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი მხო­ლოდ "ტო­რი­ნოს" მე­კა­რე ვა­ნია მი­ლინ­კო­ვიჩ-სა­ვიჩ­მა მი­ი­ღო.

"ტო­რი­ნოს­თან" ფრედ დას­რუ­ლე­ბუ­ლი მატ­ჩის (1:1) შემ­დეგ კო­მენ­ტა­რი "ნა­პო­ლის" მწვრთნელ­მა ფრან­ჩეს­კო კალ­ცო­ნამ გა­ა­კე­თა:

"გუნ­დით კმა­ყო­ფი­ლი ვარ, დო­მი­ნი­რებ­და და ბევ­რი მო­მენ­ტი შექ­მნა. ჩვენ "ნა­პო­ლი" ვართ და "ბარ­სე­ლო­ნას­თან" შე­სახ­ვედ­რად ყო­ველ­გვა­რი ში­შის გა­რე­შე უნდა გა­ვემ­გზავ­როთ.

"კვა­რა"? გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია. მას თავ­და­ჯე­რე­ბა შევ­ძი­ნე, ვენ­დო­ბი, რაც და­ვა­ვა­ლე, ყვე­ლა­ფე­რი შე­ას­რუ­ლა. მა­რიო რუიც ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო იყო. რაც შე­ე­ხე­ბა ორ­სა­ტოს მსა­ჯო­ბას, მე­ო­რე ტა­იმ­ში 52 წუ­თი­დან ბურ­თი თა­მაშ­ში ფაქ­ტი­უ­რად, 24 წუთი იყო".

წყა­რო: sportall.ge

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლადო
3

როგორ არ გრცხვენიათ იმ ადამიანებს,ქალიან-კაციანათ,რომლებიც კვარას დროებით ჩავარდნას, მის ახალგაზრდა ცოლს აბრალებდით და აბულინგებდით!!!ახლა აღარ უშლის ხელს ცოლი??!!გრცხვენოდეთ!!!

ავთო
2

მარადონას თამაში მახსოვს. არც კვარას ვადარებ დიეგოს და არც ნაპოლის მაშინდელ არგენტინის ნაკრებს, მაგრამ ერთ კაცს ასე ეთრიოს გუნდი მთელი 90 წუთი, მარადონას მერე არ მინახავს. სერია ა-ს შვიდი მცველიდან ბურთიანად გამოძრომა ჩემთვის აუხსნელია. ბრავო!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"კვარა" განსაკუთრებულია, მე მას ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და კალცონას შეფასება: ქართველი "ბარსელონასთან" მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება

"კვარა" განსაკუთრებულია, მე მას ვენდობი" - ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი გოლი და კალცონას შეფასება: ქართველი "ბარსელონასთან" მატჩს ბრწყინვალე ფორმაში ხვდება

სერია A-ს 28-ე ტურში "ნაპოლისა" და "ტორინოს" მატჩი 1:1 დასრულდა. მეტოქის კარში ერთი გოლი ქართველმა ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა.

მოლოდინისამებრ მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ უპირატესობას, სტუმრებმა კი პრესინგს მიმართეს. პირველი მომენტი კვარაცხელიამ შექმნა, რომლის საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთზე პარტნიორებმა მეურვეებს ვერ დაასწრეს. შემდეგ პოლიტანომ ხვიჩა მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მილინკოვიჩ-სავიჩმა ფეხით მოიგერია.

მეორე ტაიმი ნეაპოლურმა გუნდმა აქტიურად დაიწყო, მაგრამ მოწინააღმდეგის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდა. თუმცა, ქართველმა მესამე ცდიდან დალაშქრა ტურინელთა კარი. მან ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა, რაც ნეაპოლურ კარიერაში მეორედ მოახერხა. სამწუხაროდ, სანაბრიამ ლამაზი მაკრატელათი მალევე გაათანაბრა ანგარიში.

"ნაპოლი" 44 ქულით მე-7 ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 მარტს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე "ბარსელონასთან" ჩაატარებს.

რა შეფასებები მიიღეს კვარაცხელიამ და საზონოვმა?

მათი თამაში ანალიტიკურმა საიტებმა შეაფასეს - კვარაცხელია: whoscored 8.0, sofascore 8.0, flashscore 8.0. ასეთივე მაღალი შეფასებები მხოლოდ "ტორინოს" მეკარე ვანია მილინკოვიჩ-სავიჩმა მიიღო.

"ტორინოსთან" ფრედ დასრულებული მატჩის (1:1) შემდეგ კომენტარი "ნაპოლის" მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ გააკეთა:

"გუნდით კმაყოფილი ვარ, დომინირებდა და ბევრი მომენტი შექმნა. ჩვენ "ნაპოლი" ვართ და "ბარსელონასთან" შესახვედრად ყოველგვარი შიშის გარეშე უნდა გავემგზავროთ.

"კვარა"? განსაკუთრებულია. მას თავდაჯერება შევძინე, ვენდობი, რაც დავავალე, ყველაფერი შეასრულა. მარიო რუიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო. რაც შეეხება ორსატოს მსაჯობას, მეორე ტაიმში 52 წუთიდან ბურთი თამაშში ფაქტიურად, 24 წუთი იყო".

წყარო: sportall.ge