პოლიტიკა
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 05:13-ზე, მთვარე 11:20-ზე ესტუმრება ვერძს კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, გამოცდილი მამაა... მე და გუგა ახლახან გადავედით ცალკე" - რას ჰყვება ნინო მუმლაძე რჩეულზე?
"ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, გამოცდილი მამაა... მე და გუგა ახლახან გადავედით ცალკე" - რას ჰყვება ნინო მუმლაძე რჩეულზე?

მსა­ხი­ო­ბი ნინო მუმ­ლა­ძე შვილს ელო­დე­ბა. ნინო ახ­ლა­ხან და­ო­ჯახ­და. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი და რა­ტომ ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და ორ­სუ­ლო­ბას მსა­ხი­ო­ბი, ამის შე­სა­ხებ თა­ვად გვე­სა­უბ­რე­ბა...

- ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რომ ადრე თუ გვი­ან, დედა აუ­ცი­ლებ­ლად გავ­ხდე­ბო­დი - ამის სურ­ვი­ლი სულ მქონ­და, თუმ­ცა მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ჯერ პი­როვ­ნუ­ლად უნდა შედ­გეს და სხვა მერე აღ­ზარ­დოს. არ მი­ვე­სალ­მე­ბი, როცა ბავ­შვებს ძა­ლი­ან ად­რე­ულ ასაკ­ში აჩე­ნენ. მგო­ნია, ასეთ დროს გა­ჩე­ნი­ლი ბავ­შვი ნა­წი­ლობ­რივ, "თა­ვი­სით" იზ­რდე­ბა... ბავ­შვი მა­ინც ოჯა­ხის, მშობ­ლე­ბის სარ­კეა და იმის­თვის, რომ ადა­მი­ა­ნი პი­როვ­ნუ­ლად გა­ი­ზარ­დოს, ჩა­მო­ყა­ლიბ­დეს, თვალ­წინ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი პი­როვ­ნე­ბის მა­გა­ლი­თი უნდა ჰყავ­დეს. ამი­ტომ ვფიქ­რობ­დი, რომ ჯობ­და, შვი­ლის გა­ჩე­ნის ამ­ბა­ვი ცოტა უფრო მომ­წი­ფე­ბულ ასაკ­ში მომ­ხდა­რი­ყო. შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცის­თვის ჩემი ასა­კი უკვე ნა­მეტ­ნა­ვად მომ­წი­ფე­ბუ­ლია, მაგ­რამ თუ მსოფ­ლი­ოს ტენ­დენ­ცი­ას თვალს გა­და­ვავ­ლებთ, ქა­ლე­ბი და­ო­ჯა­ხე­ბა­ზე ფიქ­რს ზუს­ტად ჩემს ასაკ­ში იწყე­ბენ. გარ­და ამი­სა, ვფიქ­რობ, ბავ­შვის გაზ­რდას­თან და­კავ­ში­რე­ბით, ყვე­ლას ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მე­თო­დი აქვს. რაკი ამის პრაქ­ტი­კუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბა ჯერ არ მქო­ნია, წი­ნას­წარ რა­მის თქმა რთუ­ლია: ერ­თია, რას გეგ­მავ და მე­ო­რე - პრაქ­ტი­კა­ში რა დაგ­ხვდე­ბა (იღი­მის). ის კი ვიცი, რომ ჩემს შვილს თვალ­წინ ექ­ნე­ბა მა­გა­ლი­თი, რას ნიშ­ნავს რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი, და­საქ­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი და შემ­დგა­რი ქალი. მარ­თა­ლია, ბიჭს ვე­ლო­დე­ბი, მაგ­რამ როცა მო­მა­ვალ­ში მე­უღ­ლე ეყო­ლე­ბა, ეცო­დი­ნე­ბა, რომ შე­იძ­ლე­ბა ქალს თა­ვი­სი საქ­მე, პრო­ფე­სია ჰქონ­დეს და ამას პა­ტი­ვი უნდა სცეს.

- თით­ქოს ორ­სუ­ლო­ბა ძა­ლი­ან გა­ა­სა­ი­დუმ­ლოე - ამის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კარ­გა ხანს არ იცო­და...

- ჰო. ნა­ად­რე­ვი აჟი­ო­ტა­ჟი არ მინ­დო­და. მსურ­და, ყვე­ლა­ფერ­ში "დავ­ლა­გე­ბუ­ლი­ყა­ვი", დავ­მშვი­დე­ბუ­ლი­ყა­ვი... სა­ბო­ლო­ოდ ვერ დავ­მა­ლავ­დი - მუ­ცე­ლი ხომ იზ­რდე­ბო­და, არა? ასე თუ ისე, ეს მა­ინც გა­მოჩ­ნდე­ბო­და. უბ­რა­ლოდ, ნა­ად­რე­ვად რა­ღა­ცე­ბის თქმა, ჩემს პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ხალ­ხის ჩა­რე­ვა არ მინ­დო­და. სა­ნამ ბავ­შვმა შე­სამ­ჩნე­ვად არ "წა­მო­ყო თავი", არა­ფერს ვამ­ბობ­დი (იცი­ნის).

- სქე­სის წი­ნას­წარ გა­გე­ბა ორი­ვე მშობ­ლის სურ­ვი­ლი იყო?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ეს სა­სა­ცი­ლოდ მოხ­და: ყო­ველ­თვის ბიჭი მინ­დო­და, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც მე­გო­ნა, რომ გოგო მე­ყო­ლე­ბო­და. სქე­სის გა­გე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბის მო­წყო­ბას არ ვა­პი­რებ­დი, მაგ­რამ ორ­სუ­ლო­ბის მე-12 კვი­რას, ექოს­კო­პი­ა­ზე რომ მი­ვე­დი და უბ­რა­ლოდ ვკი­თხე, სქე­სი ჩან­და თუ არა, პა­სუ­ხად მა­შინ­ვე მი­ვი­ღე - კ...უ აბი­აო (იცი­ნის)!.. ძა­ლი­ან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. გულ­ში გა­მე­ცი­ნა - ახლა სპე­ცი­ა­ლუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის მო­წყო­ბა მო­და­შია. იქ­ნებ, მეც რამე მქონ­და ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი, მა­შინ­ვე რა­ტომ "მა­ჯა­ხა"-მეთ­ქი?!

- მე­უღ­ლეს რო­გო­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, როცა შენი ორ­სუ­ლო­ბის, მერე კი უკვე ბავ­შვის სქე­სის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო?

- მე­უღ­ლეს პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან გო­გო­ნა ჰყავს. გა­მოც­დი­ლი მამა გახ­ლავთ - გო­გოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა იცის. რა­ტომ­ღაც, ორი­ვეს გვე­გო­ნა, რომ ჩვე­ნი შვი­ლიც გოგო იქ­ნე­ბო­და. მშვი­დად იყო. ახლა ბიჭ­მა აა­ფო­რი­ა­ქა - ბი­ჭის მა­მო­ბა სულ სხვა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა, მის­თვის სულ სხვა მა­გა­ლი­თი უნდა ვი­ყოო... ცო­ტა­თი აღელ­ვე­ბუ­ლია.

- შენს რჩე­ულ­ზე სა­უბ­რის­გან თავს იკა­ვებ­დი ხოლ­მე. ახლა მა­ინც გვი­თხა­რი, - ვინ არის, რო­მე­ლი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლია?..

- ჩემი მე­უღ­ლე მხატ­ვა­რი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ფერმ­წე­რი - გუგა გო­გი­ნაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. უბ­რა­ლოდ, სა­ჯა­როდ გა­მო­ჩე­ნა თა­ვად არ უყ­ვარს. ბევ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ი­დან დაგ­ვი­რე­კეს - სხვა­დას­ხვა გა­და­ცე­მა­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბი­ან, მაგ­რამ სულ უარს ამ­ბობ­და. კა­მე­რე­ბის წინ ზედ­მე­ტად გა­მო­ჩე­ნა არ მოს­წონს. ახ­ლა­ხან ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზეც კი არ წა­მომ­ყვა - ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თავი არ მაქ­ვსო და ხომ არ და­ვა­ძა­ლებ?!.

- ორ­სუ­ლო­ბი­სას ხა­სი­ა­თი ხომ არ შე­გეც­ვა­ლა, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნე­ბი, სურ­ვი­ლე­ბი ხომ არ გაქვს?

- სხვა­თა შო­რის - არა. ვწუ­წუ­ნებ ხოლ­მე, - ზოგი ქალი ორ­სუ­ლო­ბას იყე­ნებს, რომ სურ­ვი­ლე­ბი აის­რუ­ლოს, მე კი არა­ვი­თა­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­თხოვ­ნა არ მქო­ნია-მეთ­ქი. არც ტოქ­სი­კო­ზი, გარ­თუ­ლე­ბა ან რამე მსგავ­სი. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად მი­დის. პირ­ველ ტრი­მესტრში ძი­ლი­ა­ნო­ბა მა­ხა­სი­ა­თებ­და... ისე, ცო­ტა­თი ნერ­ვე­ბი მეშ­ლე­ბა: ზოგი ქალი ორ­სუ­ლო­ბას ნატ­რობს, რად­გან წა­მო­წო­ლი­ლე­ბი არი­ან და ყვე­ლა მათ ხუშ­ტუ­რებ­ზე და­დის, მე კი ისევ ისე ვმუ­შა­ობ, სა­ჭეს­თან ვზი­ვარ, აქ­ტი­უ­რი ვარ. არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, მხო­ლოდ მუ­ცე­ლი მეზ­რდე­ბა.

- ზოგი დედა ბავ­შვის "აღ­ზრდას" მისი მუც­ლად ყოფ­ნის პე­რი­ო­დი­დან­ვე იწყებს. ამ მხრივ, შენს შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ არის საქ­მე?

- გან­სა­კუთ­რე­ბულ რა­ღა­ცებს არ ვა­კე­თებ. უბ­რა­ლოდ ვცდი­ლობ, ნე­გა­ტი­ურ ინ­ფორ­მა­ცი­ას თავი ავა­რი­დო. რაც ჩემი შვი­ლი ჩა­ი­სა­ხა, ხან სპექ­ტაკ­ლებ­ში ვთა­მა­შობ, ხან - ფილ­მის პრე­მი­ე­რა­ზე ვარ. ერ­თა­დერ­თი, მე­ში­ნია, ამან პა­ტა­რა­ზე ზე­გავ­ლე­ნა არ მო­ახ­დი­ნოს - არ მინ­და, მსა­ხი­ო­ბი იყოს (იცი­ნის).

- ბავ­შვის­თვის სა­ხე­ლი ხომ არ შე­გირ­ჩე­ვია?

- სა­ხელ­თან და­კავ­ში­რე­ბით დიდი ორ­ჭო­ფო­ბა გვაქვს - ვერა და ვერ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დით. გარ­კვე­უ­ლი ვა­რი­ან­ტე­ბი გვაქვს. ალ­ბათ, სა­ნამ არ და­ი­ბა­დე­ბა, მა­ინც ვერ მო­ვი­ფიქ­რებთ.

- მე­უღ­ლის გო­გო­ნამ თუ იცის, რომ ძა­მი­კო ეყო­ლე­ბა? რო­გორ შეხ­ვდა ამ ამ­ბავს?

- ჯერ ძა­ლი­ან პა­ტა­რაა - 4 წლის გახ­ლავთ. ვუ­თხა­რით, მაგ­რამ მის ცნო­ბი­ე­რე­ბა­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვა­ნა­ი­რა­დაა. ერთი ის თქვა, - ტკბი­ლე­ულს ვაჭ­მე­ვო. რად­გან კონ­კრე­ტუ­ლად ის ტკბი­ლე­უ­ლი და­ა­სა­ხე­ლა, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად უყ­ვარს, ეტყო­ბა, მის­თვის ეს ამ­ბა­ვი მი­სა­ღე­ბია (იცი­ნის).

- ოჯა­ხურ თა­ნა­ცხოვ­რე­ბა­ზეც მოგ­ვი­ყე­ვი - შინ საქ­მე რო­გორ გაქვთ გა­ნა­წი­ლე­ბუ­ლი?

- ახ­ლა­ხან ცალ­კე გა­და­ვე­დით. მე­უღ­ლე ხელს მი­წყობს, რად­გან მუ­შა­ო­ბის მერე, რო­გორც წესი, შინ დაღ­ლი­ლი ვბრუნ­დე­ბი - რა თქმა უნდა, იმ­დე­ნი ენერ­გია აღარ მაქვს, რამ­დე­ნიც ორ­სუ­ლო­ბამ­დე მქონ­და. როცა მე­უღ­ლე ხე­დავს, რომ დაღ­ლი­ლი ვარ, ოჯა­ხურ საქ­მე­ებ­ში საკ­მა­ოდ მეხ­მა­რე­ბა. თა­ვა­დაც არ სცა­ლია - მუ­შა­ობს, მაგ­რამ მაქ­სი­მა­ლუ­რად მი­წყობს ხელს. ხან­და­ხან დედა და დე­ი­დაც მეხ­მა­რე­ბი­ან. ჩემს მდგო­მა­რე­ო­ბას ყვე­ლა ით­ვა­ლის­წი­ნებს და ცდი­ლო­ბენ, მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­მი­წყონ ხელი, რომ რამე არ გა­მირ­თულ­დეს... პრინ­ციპ­ში, ჩვე­ნი ცოლ­ქმრო­ბა ჩვე­ნი შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის პე­რი­ო­დის­გან დი­დად არ გან­სხვავ­დე­ბა. მგო­ნი, ჯერ კი­დევ ერ­თად ცხოვ­რე­ბის პირ­ვე­ლი ეი­ფო­რია გვაქვს - გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა.

- მე­უღ­ლე რო­მან­ტი­კუ­ლია?

- გარ­კვე­ულ­წი­ლად, კი. პო­ე­ზია, სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა უყ­ვარს. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რია. ვერ ვი­ტყვი, რომ და­გეგ­მი­ლად რა­ღა­ცებს აკე­თებს, მაგ­რამ იმპრო­ვი­ზა­ცი­ით სი­ურპრი­ზე­ბის მო­წყო­ბა სჩ­ვე­ვია, რაც სა­სი­ა­მოვ­ნოა...წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Eka
10

4წლის გოგონა და ცოლი როგორ მიატოვა....ეხლა დარწმუნებული ვარ ცოლი კარგი ლამაზი გოგო იქნება....უყუროს ახლა ამას ..და ისმინოს ამის გაუთავებელ ჭიხვინს

???
17

ეს ცოლიანი კაცები შენი სტიქიაა ჩემო ნინო, გინდ სერიალში (ჩცდ) და გინდ რეალურ ცხოვრებაში?????

ავტორი:

"ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, გამოცდილი მამაა... მე და გუგა ახლახან გადავედით ცალკე" - რას ჰყვება ნინო მუმლაძე რჩეულზე?

"ჩემს მეუღლეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს, გამოცდილი მამაა... მე და გუგა ახლახან გადავედით ცალკე" - რას ჰყვება ნინო მუმლაძე რჩეულზე?

მსახიობი ნინო მუმლაძე შვილს ელოდება. ნინო ახლახან დაოჯახდა. ვინ არის მისი რჩეული და რატომ ასაიდუმლოებდა ორსულობას მსახიობი, ამის შესახებ თავად გვესაუბრება...

- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ადრე თუ გვიან, დედა აუცილებლად გავხდებოდი - ამის სურვილი სულ მქონდა, თუმცა მიმაჩნია, რომ ადამიანი ჯერ პიროვნულად უნდა შედგეს და სხვა მერე აღზარდოს. არ მივესალმები, როცა ბავშვებს ძალიან ადრეულ ასაკში აჩენენ. მგონია, ასეთ დროს გაჩენილი ბავშვი ნაწილობრივ, "თავისით" იზრდება... ბავშვი მაინც ოჯახის, მშობლების სარკეა და იმისთვის, რომ ადამიანი პიროვნულად გაიზარდოს, ჩამოყალიბდეს, თვალწინ ჩამოყალიბებული პიროვნების მაგალითი უნდა ჰყავდეს. ამიტომ ვფიქრობდი, რომ ჯობდა, შვილის გაჩენის ამბავი ცოტა უფრო მომწიფებულ ასაკში მომხდარიყო. შეიძლება ვიღაცისთვის ჩემი ასაკი უკვე ნამეტნავად მომწიფებულია, მაგრამ თუ მსოფლიოს ტენდენციას თვალს გადავავლებთ, ქალები დაოჯახებაზე ფიქრს ზუსტად ჩემს ასაკში იწყებენ. გარდა ამისა, ვფიქრობ, ბავშვის გაზრდასთან დაკავშირებით, ყველას ინდივიდუალური მეთოდი აქვს. რაკი ამის პრაქტიკული გამოცდილება ჯერ არ მქონია, წინასწარ რამის თქმა რთულია: ერთია, რას გეგმავ და მეორე - პრაქტიკაში რა დაგხვდება (იღიმის). ის კი ვიცი, რომ ჩემს შვილს თვალწინ ექნება მაგალითი, რას ნიშნავს რეალიზებული, დასაქმებული ადამიანი და შემდგარი ქალი. მართალია, ბიჭს ველოდები, მაგრამ როცა მომავალში მეუღლე ეყოლება, ეცოდინება, რომ შეიძლება ქალს თავისი საქმე, პროფესია ჰქონდეს და ამას პატივი უნდა სცეს.

- თითქოს ორსულობა ძალიან გაასაიდუმლოე - ამის შესახებ საზოგადოებამ კარგა ხანს არ იცოდა...

- ჰო. ნაადრევი აჟიოტაჟი არ მინდოდა. მსურდა, ყველაფერში "დავლაგებულიყავი", დავმშვიდებულიყავი... საბოლოოდ ვერ დავმალავდი - მუცელი ხომ იზრდებოდა, არა? ასე თუ ისე, ეს მაინც გამოჩნდებოდა. უბრალოდ, ნაადრევად რაღაცების თქმა, ჩემს პირად ცხოვრებაში ხალხის ჩარევა არ მინდოდა. სანამ ბავშვმა შესამჩნევად არ "წამოყო თავი", არაფერს ვამბობდი (იცინის).

- სქესის წინასწარ გაგება ორივე მშობლის სურვილი იყო?

- სიმართლე გითხრათ, ეს სასაცილოდ მოხდა: ყოველთვის ბიჭი მინდოდა, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ გოგო მეყოლებოდა. სქესის გაგებასთან დაკავშირებული განსაკუთრებული ღონისძიების მოწყობას არ ვაპირებდი, მაგრამ ორსულობის მე-12 კვირას, ექოსკოპიაზე რომ მივედი და უბრალოდ ვკითხე, სქესი ჩანდა თუ არა, პასუხად მაშინვე მივიღე - კ...უ აბიაო (იცინის)!.. ძალიან მოულოდნელი იყო. გულში გამეცინა - ახლა სპეციალური ღონისძიებების მოწყობა მოდაშია. იქნებ, მეც რამე მქონდა ჩაფიქრებული, მაშინვე რატომ "მაჯახა"-მეთქი?!

- მეუღლეს როგორი რეაქცია ჰქონდა, როცა შენი ორსულობის, მერე კი უკვე ბავშვის სქესის შესახებ შეიტყო?

- მეუღლეს პირველი ქორწინებიდან გოგონა ჰყავს. გამოცდილი მამა გახლავთ - გოგოსთან ურთიერთობა იცის. რატომღაც, ორივეს გვეგონა, რომ ჩვენი შვილიც გოგო იქნებოდა. მშვიდად იყო. ახლა ბიჭმა ააფორიაქა - ბიჭის მამობა სულ სხვა პასუხისმგებლობაა, მისთვის სულ სხვა მაგალითი უნდა ვიყოო... ცოტათი აღელვებულია.

- შენს რჩეულზე საუბრისგან თავს იკავებდი ხოლმე. ახლა მაინც გვითხარი, - ვინ არის, რომელი სფეროს წარმომადგენელია?..

- ჩემი მეუღლე მხატვარი, პროფესიონალი ფერმწერი - გუგა გოგინაშვილი გახლავთ. უბრალოდ, საჯაროდ გამოჩენა თავად არ უყვარს. ბევრი ტელევიზიიდან დაგვირეკეს - სხვადასხვა გადაცემაში გვეპატიჟებიან, მაგრამ სულ უარს ამბობდა. კამერების წინ ზედმეტად გამოჩენა არ მოსწონს. ახლახან ფილმის პრემიერაზეც კი არ წამომყვა - ჟურნალისტების თავი არ მაქვსო და ხომ არ დავაძალებ?!.

- ორსულობისას ხასიათი ხომ არ შეგეცვალა, განსაკუთრებული მოთხოვნები, სურვილები ხომ არ გაქვს?

- სხვათა შორის - არა. ვწუწუნებ ხოლმე, - ზოგი ქალი ორსულობას იყენებს, რომ სურვილები აისრულოს, მე კი არავითარი განსაკუთრებული მოთხოვნა არ მქონია-მეთქი. არც ტოქსიკოზი, გართულება ან რამე მსგავსი. მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგად მიდის. პირველ ტრიმესტრში ძილიანობა მახასიათებდა... ისე, ცოტათი ნერვები მეშლება: ზოგი ქალი ორსულობას ნატრობს, რადგან წამოწოლილები არიან და ყველა მათ ხუშტურებზე დადის, მე კი ისევ ისე ვმუშაობ, საჭესთან ვზივარ, აქტიური ვარ. არაფერი შეცვლილა, მხოლოდ მუცელი მეზრდება.

- ზოგი დედა ბავშვის "აღზრდას" მისი მუცლად ყოფნის პერიოდიდანვე იწყებს. ამ მხრივ, შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?

- განსაკუთრებულ რაღაცებს არ ვაკეთებ. უბრალოდ ვცდილობ, ნეგატიურ ინფორმაციას თავი ავარიდო. რაც ჩემი შვილი ჩაისახა, ხან სპექტაკლებში ვთამაშობ, ხან - ფილმის პრემიერაზე ვარ. ერთადერთი, მეშინია, ამან პატარაზე ზეგავლენა არ მოახდინოს - არ მინდა, მსახიობი იყოს (იცინის).

- ბავშვისთვის სახელი ხომ არ შეგირჩევია?

- სახელთან დაკავშირებით დიდი ორჭოფობა გვაქვს - ვერა და ვერ ჩამოვყალიბდით. გარკვეული ვარიანტები გვაქვს. ალბათ, სანამ არ დაიბადება, მაინც ვერ მოვიფიქრებთ.

- მეუღლის გოგონამ თუ იცის, რომ ძამიკო ეყოლება? როგორ შეხვდა ამ ამბავს?

- ჯერ ძალიან პატარაა - 4 წლის გახლავთ. ვუთხარით, მაგრამ მის ცნობიერებაში ეს ყველაფერი სხვანაირადაა. ერთი ის თქვა, - ტკბილეულს ვაჭმევო. რადგან კონკრეტულად ის ტკბილეული დაასახელა, რომელიც ყველაზე მეტად უყვარს, ეტყობა, მისთვის ეს ამბავი მისაღებია (იცინის).

- ოჯახურ თანაცხოვრებაზეც მოგვიყევი - შინ საქმე როგორ გაქვთ განაწილებული?

- ახლახან ცალკე გადავედით. მეუღლე ხელს მიწყობს, რადგან მუშაობის მერე, როგორც წესი, შინ დაღლილი ვბრუნდები - რა თქმა უნდა, იმდენი ენერგია აღარ მაქვს, რამდენიც ორსულობამდე მქონდა. როცა მეუღლე ხედავს, რომ დაღლილი ვარ, ოჯახურ საქმეებში საკმაოდ მეხმარება. თავადაც არ სცალია - მუშაობს, მაგრამ მაქსიმალურად მიწყობს ხელს. ხანდახან დედა და დეიდაც მეხმარებიან. ჩემს მდგომარეობას ყველა ითვალისწინებს და ცდილობენ, მაქსიმალურად შემიწყონ ხელი, რომ რამე არ გამირთულდეს... პრინციპში, ჩვენი ცოლქმრობა ჩვენი შეყვარებულობის პერიოდისგან დიდად არ განსხვავდება. მგონი, ჯერ კიდევ ერთად ცხოვრების პირველი ეიფორია გვაქვს - განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.

- მეუღლე რომანტიკულია?

- გარკვეულწილად, კი. პოეზია, სიურპრიზების მოწყობა უყვარს. ძალიან ემოციურია. ვერ ვიტყვი, რომ დაგეგმილად რაღაცებს აკეთებს, მაგრამ იმპროვიზაციით სიურპრიზების მოწყობა სჩვევია, რაც სასიამოვნოა...წაიკითხეთ სრულად