ავტორი:

"8 მარტი არ მიყვარს, ყალბ დღედ მიმაჩნია. დღეს ვინც მომილოცა, დარწმუნებული ვარ, ნაფიქრი აქვს, - ამას რა ქმარი ჰყავს, ცოლი ვერ გაუჩერებიაო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"8 მარტი არ მიყვარს, ყალბ დღედ მიმაჩნია. დღეს ვინც მომილოცა, დარწმუნებული ვარ, ნაფიქრი აქვს, - ამას რა ქმარი ჰყავს, ცოლი ვერ გაუჩერებიაო" - თამარ ჩერგოლეიშვილი

ქალთა საერთაშორისო დღეზე - 8 მარტზე "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში ისაუბრა:

"არ დაგიმალავთ, მე 8 მარტი არ მიყვარს. არ მიყვარს იმიტომ რომ ყალბ დღედ მიმაჩნია. დღეს ვინც 8 მარტი მომილოცა, დარწმუნებული ვარ, ჩემზე და ჩემს ქმარზე ნაფიქრი აქვს, - ამას რა ქმარი ჰყავს, ცოლი ვერ გაუჩერებიაო. 8 მარტს რაც ხდება, ეს არ გამოხატავს იმ რეალურ მდგომარეობას და იმ რეალურ პრობლემებს, რაც ქალებს აქვთ. ქალებს ის პრობლემა კი არ აქვთ, რომ პარლამენტში სათანადოდ არ არიან წარმოდგენილები და რაღაც პოსტებს ვერ იღებენ, ქალების პრობლემა არის ის, რომ მათ მეორეხარისხოვანი როლი აქვთ რეალურად. ამას ვერც სოციალური ინჟინერიით უშველი, ვერც კვოტებით და პარლამენტში მათი რაოდენობის გაზრდით და ვერ მოსამართლეთა 50%-ის ქალებით დაკომპლექტებით. იმიტომ, რომ სისტემა თუ ისეთია, რომელიც კორუფციას ახალისებს და ზემოდან ქვემოთ გკარნახობს და ემსახურება ხალხის ინტერესებს, გინდა ქალი იყავი, გინდა კაცი, ერთი სისტემის მსახური ხარ. როცა ქალებისა და კაცების თანასწორობაზე ვლაპარაკობთ, ეს უნდა იყოს უპირველესად იმის თანასწორობა, რომ ჩვენ გვაქვს თანასწორო, ერთნაირი ღირსება. ჩემს ღირსებასაც ისევე ლახავს ძალადობა, როგორც შენსას... ქალის ღირსებასაც ისევე ლახავს ღალატი, როგორც კაცის ღირსებას..."

იხილეთ ასევე: