მსოფლიო

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები
"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები

"ქალ­თა მი­მართ ძა­ლა­დო­ბა, ფე­მი­ცი­დი, ანუ ქალ­თა მკვლე­ლო­ბა, ეს არის პირ­და­პირ სირ­ცხვი­ლი ქვეყ­ნის­თვის, როცა ასეთ მოვ­ლე­ნებ­თან გვაქვს საქ­მე, რაც პირ­და­პირ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჩვენს კულ­ტუ­რას, იდენ­ტო­ბას და ყვე­ლა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბას, რაც ჩვენ გვა­ერ­თი­ა­ნებს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქალ­თა დღი­სად­მი მი­ძღვნილ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე.

სამ­წუ­ხა­როდ, ფე­მი­ცი­დის უსას­ტი­კე­სი და­ნა­შა­ულ მოხ­და ამ ცოტა ხნის წინ სო­ფელ წი­ნუ­ბან­ში. 28 თე­ბერ­ვლის დი­ლას გან­გა­ში იქა­ურ­მა მა­მა­კაც­მა ატე­ხა და საშ­ვე­ლად მე­ზობ­ლებს მას შემ­დეგ უხმო, რაც მისი სა­ამ­ქროს მიმ­დე­ბა­რედ, თხრილ­ში, გო­გო­ნას ცხე­და­რი იპო­ვა. მის და­ძა­ხილ­ზე პირ­ვე­ლი ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის მამა, კობა მი­ვი­და. გო­გო­ნას ცხე­და­რი მისი სახ­ლი­დან 50 მეტ­რის მო­შო­რე­ბით იპო­ვეს. მან მოჰ­კი­და ხელი პირ­ქვე დამ­ხო­ბილ გო­გო­ნას, რო­მე­ლიც, სა­უ­ბე­დუ­როდ, მისი ქა­ლიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ცხე­დარს ხე­ლე­ბი მავ­თუ­ლით ჰქონ­და უკან შეკ­რუ­ლი და ზე­მო­დან ქვე­ბი ეყა­რა... უკვე ცნო­ბი­ლია, რომ 21 წლის ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის დღეს ჩა­მო­ვი­და ჭუ­ბე­რი­დან თბი­ლის­ში ქე­თე­ვან ჯა­ვა­ხიშ­ვილ­თან შე­სახ­ვედ­რად. ის ჯერ ბე­ბი­ის სახ­ლში მი­ვი­და, რო­მე­ლიც იმა­ვე უბან­ში ცხოვ­რობს, მერე გო­გო­ნას მე­სი­ჯე­ბი მის­წე­რა და გვი­ან ღა­მით შეხ­ვედ­რა მოს­თხო­ვა.

  • ამ და­ნა­შა­ულ­ზე სტა­ტია მო­ამ­ზა­და გა­ზეთ­მა "კვი­რის პა­ლიტ­რამ" რომ­ლი­და­ნაც ამო­ნა­რიდს გთა­ვა­ზობთ:

ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნის მამა, თე­მურ ცინ­დე­ლი­ა­ნი, ირ­წმუ­ნე­ბა, რომ მის შვილს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი აქვს: "ჩემი შვი­ლი ფსი­ქი­კუ­რად ვერ არის ნარ­კო­ტი­კე­ბის გამო და იმი­ტომ მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. ერთხელ ბარ­სე­ლო­ნა­შიც მკურ­ნა­ლობ­და. ამის გამო ფსი­ქი­კუ­რად უჭირ­და, თო­რემ მა­გის გამ­კე­თე­ბე­ლი იყო? ჩემ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი ბო­ლოს სვა­ნეთ­ში, მაგ­რამ მე არ ვი­ყა­ვი სახ­ლში და უკან წა­მო­ვი­და".

ოთარ ცინ­დე­ლი­ანს რომ ფსი­ქი­კუ­რი პრობ­ლე­მე­ბი აქვს, ამის არ სჯე­რათ მოკ­ლუ­ლი გო­გო­ნას ახ­ლობ­ლებს. ისი­ნი დამ­ნა­შა­ვის უმ­კაც­რე­სად დას­ჯას ითხო­ვენ...

ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ოჯახ­ში 5 ბავ­შვი - 3 გო­გო­ნა და ორი ბიჭი გა­ზარ­დეს. ქეთი უფ­რო­სი შვი­ლი იყო. რო­გორც მე­ზობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი ეს­პა­ნეთ­ში იყო სა­ცხოვ­რებ­ლად წა­სუ­ლი და ერთი წე­ლია, რაც დაბ­რუნ­დნენ. ეს­პა­ნეთ­ში იყო ბრალ­დე­ბუ­ლი ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნიც. მისი დედა წლე­ბია ემიგ­რა­ცი­ა­შია. ამ ოჯა­ხებს ერ­თმა­ნეთ­თან ნა­თელ­მი­რო­ნო­ბა აკავ­ში­რებთ. ცინ­დე­ლი­ა­ნის მშობ­ლე­ბი დიდი ხა­ნია გა­შო­რე­ბუ­ლი არი­ან, ბრალ­დე­ბულს ბე­ბია ზრდი­და. ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი და ოთარ ცინ­დე­ლი­ა­ნი მარ­ტყო­ფის სა­ჯა­რო სკო­ლა­ში თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი იყ­ვნენ. ოჯა­ხებს ერ­თმა­ნეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქო­ნი­ათ. მე­ზობ­ლე­ბის ვა­რა­უ­დით, ბიჭს ქეთი შე­უყ­ვარ­და, მაგ­რამ ეტყო­ბა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბის გამო გო­გო­ნა ამ ურ­თი­ერ­თო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო.

"ქეთი ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი, ლა­მა­ზი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი გო­გო­ნა იყო. თუ რამე პრობ­ლე­მა გქონ­და, ეც­დე­ბო­და ხა­სი­ა­თის გა­მო­კე­თე­ბას, შენს დახ­მა­რე­ბას. ვერ ვი­ჯე­რებ, რომ აღარ არის. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, ვინც ქე­თი­ზე რა­ი­მე ცუდს იტყვის. ბევ­რი ოც­ნე­ბა ჰქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფე­რი წა­არ­თვეს. ცინ­დე­ლი­ა­ნი ისე­თი­ვე სი­სას­ტი­კით უნდა და­ი­სა­ჯოს, რო­გო­რი­თაც ჩემი ქეთი და­სა­ჯა. ბიჭს უყ­ვარ­დაო, რო­გორ უნდა შეჰ­ყვა­რე­ბო­და, როცა ნა­თელ­მი­რო­ნო­ბაა ამ ოჯა­ხებს შო­რის. ალ­ბათ, ემუქ­რე­ბო­და ქე­თის. იმა­ნაც იფიქ­რა, და­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი და თავს და­მა­ნე­ბებ­სო და, ალ­ბათ, ამი­ტომ შეხ­ვდა. შე­საძ­ლე­ბე­ლია ქე­თის ეს­პა­ნეთ­შიც ავიწ­რო­ებ­და და იფიქ­რა სა­ქარ­თვე­ლო­ში უსაფრ­თხოდ ვიქ­ნე­ბიო, მაგ­რამ ცინ­დე­ლი­ან­მა აქაც მო­აგ­ნო. ნე­ტავ ეთ­ქვა ვინ­მეს­თვის, რომ ავიწ­რო­ებ­და და და­ეხ­მა­რე­ბოდ­ნენ", - გვი­თხრა ქეთი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის ახ­ლო­ბელ­მა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Tsiko
0

უყვარდა არა..... ფულს სძალავდა ნარკოტიკისთვის და აღა დააგინანსა ცხონებულმა

??
10

დალაპარაკება შუაღამისას, ოჯახისგან ჩუმად, არ გამოიყურება მთლად მართებულად. ჭკვიანი და წარმატებული გოგო რატომ ვერ მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები

"ის ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა..." - უმძიმესი დანაშაულის რა დეტალებზე ლაპარაკობენ მოკლული გოგონას ახლობლები

"ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.

სამწუხაროდ, ფემიციდის უსასტიკესი დანაშაულ მოხდა ამ ცოტა ხნის წინ სოფელ წინუბანში. 28 თებერვლის დილას განგაში იქაურმა მამაკაცმა ატეხა და საშველად მეზობლებს მას შემდეგ უხმო, რაც მისი საამქროს მიმდებარედ, თხრილში, გოგონას ცხედარი იპოვა. მის დაძახილზე პირველი ქეთევან ჯავახიშვილის მამა, კობა მივიდა. გოგონას ცხედარი მისი სახლიდან 50 მეტრის მოშორებით იპოვეს. მან მოჰკიდა ხელი პირქვე დამხობილ გოგონას, რომელიც, საუბედუროდ, მისი ქალიშვილი აღმოჩნდა. ცხედარს ხელები მავთულით ჰქონდა უკან შეკრული და ზემოდან ქვები ეყარა... უკვე ცნობილია, რომ 21 წლის ოთარ ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დღეს ჩამოვიდა ჭუბერიდან თბილისში ქეთევან ჯავახიშვილთან შესახვედრად. ის ჯერ ბებიის სახლში მივიდა, რომელიც იმავე უბანში ცხოვრობს, მერე გოგონას მესიჯები მისწერა და გვიან ღამით შეხვედრა მოსთხოვა.

  • ამ დანაშაულზე სტატია მოამზადა გაზეთმა "კვირის პალიტრამ" რომლიდანაც ამონარიდს გთავაზობთ:

ოთარ ცინდელიანის მამა, თემურ ცინდელიანი, ირწმუნება, რომ მის შვილს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს: "ჩემი შვილი ფსიქიკურად ვერ არის ნარკოტიკების გამო და იმიტომ მოხდა ყველაფერი. ერთხელ ბარსელონაშიც მკურნალობდა. ამის გამო ფსიქიკურად უჭირდა, თორემ მაგის გამკეთებელი იყო? ჩემთან იყო ჩამოსული ბოლოს სვანეთში, მაგრამ მე არ ვიყავი სახლში და უკან წამოვიდა".

ოთარ ცინდელიანს რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, ამის არ სჯერათ მოკლული გოგონას ახლობლებს. ისინი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას ითხოვენ...

ქეთი ჯავახიშვილის ოჯახში 5 ბავშვი - 3 გოგონა და ორი ბიჭი გაზარდეს. ქეთი უფროსი შვილი იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, ჯავახიშვილების ოჯახი ესპანეთში იყო საცხოვრებლად წასული და ერთი წელია, რაც დაბრუნდნენ. ესპანეთში იყო ბრალდებული ოთარ ცინდელიანიც. მისი დედა წლებია ემიგრაციაშია. ამ ოჯახებს ერთმანეთთან ნათელმირონობა აკავშირებთ. ცინდელიანის მშობლები დიდი ხანია გაშორებული არიან, ბრალდებულს ბებია ზრდიდა. ქეთი ჯავახიშვილი და ოთარ ცინდელიანი მარტყოფის საჯარო სკოლაში თანაკლასელები იყვნენ. ოჯახებს ერთმანეთთან კარგი ურთიერთობა ჰქონიათ. მეზობლების ვარაუდით, ბიჭს ქეთი შეუყვარდა, მაგრამ ეტყობა ნათელმირონობის გამო გოგონა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყო.

"ქეთი ძალიან ჭკვიანი, ლამაზი, წარმატებული გოგონა იყო. თუ რამე პრობლემა გქონდა, ეცდებოდა ხასიათის გამოკეთებას, შენს დახმარებას. ვერ ვიჯერებ, რომ აღარ არის. არ არსებობს ადამიანი, ვინც ქეთიზე რაიმე ცუდს იტყვის. ბევრი ოცნება ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი წაართვეს. ცინდელიანი ისეთივე სისასტიკით უნდა დაისაჯოს, როგორითაც ჩემი ქეთი დასაჯა. ბიჭს უყვარდაო, როგორ უნდა შეჰყვარებოდა, როცა ნათელმირონობაა ამ ოჯახებს შორის. ალბათ, ემუქრებოდა ქეთის. იმანაც იფიქრა, დაველაპარაკები და თავს დამანებებსო და, ალბათ, ამიტომ შეხვდა. შესაძლებელია ქეთის ესპანეთშიც ავიწროებდა და იფიქრა საქართველოში უსაფრთხოდ ვიქნებიო, მაგრამ ცინდელიანმა აქაც მოაგნო. ნეტავ ეთქვა ვინმესთვის, რომ ავიწროებდა და დაეხმარებოდნენ", - გვითხრა ქეთი ჯავახიშვილის ახლობელმა. წაიკითხეთ სრულად