სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ სე­რია A-ს ოფი­ცი­ა­ლურ "იუ­თუბ არხთან" ინ­ტერ­ვი­უ­ში სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე ისა­უბ­რა. "მი­ლა­ნის" ყო­ფილ­მა მცველ­მა "ნა­პო­ლი­ში" ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას ტრანსფე­რის აქამ­დე უც­ნო­ბი დე­ტა­ლე­ბი გა­იხ­სე­ნა.

"ხვი­ჩა შე­სა­ნიშ­ნა­ვი ბი­ჭია. მის მა­მას­თან, ბად­რის­თან, ხში­რად ვსა­უბ­რობ, უნი­კა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნია. სა­ნამ "კვა­რა" "ნა­პო­ლი­ში" გა­და­ვი­დო­და, "პარ­ტე­ნო­პე­ის" ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან ვი­სა­უბ­რე და ხვი­ჩას შე­სა­ხებ მო­ვუ­ყე­ვი. მინ­დო­და გა­ე­გოთ, თუ რო­გორ ადა­მი­ან­თან ჰქონ­დათ საქ­მე. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ და­მი­რე­კეს და მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­დეს.

"კვა­რა" სა­ქარ­თვე­ლოს­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ფეხ­ბურ­თე­ლია. ხვი­ჩა ჩვენ­თან უამ­რა­ვი ბავ­შვის კერ­პია. ვუ­სურ­ვებ, რომ კი­დევ უფრო მა­გარ კლუბ­ში გა­და­ვი­დეს და ჩემ­პი­ონ­თა ლი­გის მო­გე­ბა მო­ა­ხერ­ხოს", - გა­ნა­ცხა­და კა­ლა­ძემ.

შე­გახ­სე­ნებთ, "ნა­პო­ლი" სე­რია A-ს მომ­დევ­ნო ტუ­რის მატჩს დღეს, 8 მარტს, საბა სა­ზო­ნო­ვის "ტო­რი­ნოს" წი­ნა­აღ­მდეგ გა­მარ­თავს. შეხ­ვედ­რა თბი­ლი­სის დრო­ით 23:45 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა.

წყა­რო: sportall.ge

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ზვიადი მ
10

კალაძეს მართლა უყვარს სპორტი და ქართველი სპორტსმენები. ამჯერად ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა, ნამდვილად ვეთანხმები მას. კვარაცხელია ჩვენთვის სიამაყეა და მისი წარმატება იტალიაში ყველას გვახარებს. კარგია, რომ მერიც აფასებს ქართველ სპორტსმენებს და მხარს უჭერს მათ. ასეთი დამოკიდებულება სასიამოვნოა.

mixo
10

ამას მადლობა რისთვის,ალბათ მერმა გადაუხადა მადლობა როგორც მერს,,,,

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

"ნაპოლიდან" დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს" - რას ამბობს კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

თბილისის მერმა კახა კალაძემ სერია A-ს ოფიციალურ "იუთუბ არხთან" ინტერვიუში სხვადასხვა თემაზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილმა მცველმა "ნაპოლიში" ხვიჩა კვარაცხელიას ტრანსფერის აქამდე უცნობი დეტალები გაიხსენა.

"ხვიჩა შესანიშნავი ბიჭია. მის მამასთან, ბადრისთან, ხშირად ვსაუბრობ, უნიკალური ადამიანია. სანამ "კვარა" "ნაპოლიში" გადავიდოდა, "პარტენოპეის" ხელმძღვანელებთან ვისაუბრე და ხვიჩას შესახებ მოვუყევი. მინდოდა გაეგოთ, თუ როგორ ადამიანთან ჰქონდათ საქმე. გარკვეული დროის შემდეგ დამირეკეს და მადლობა გადამიხადეს.

"კვარა" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელია. ხვიჩა ჩვენთან უამრავი ბავშვის კერპია. ვუსურვებ, რომ კიდევ უფრო მაგარ კლუბში გადავიდეს და ჩემპიონთა ლიგის მოგება მოახერხოს", - განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს დღეს, 8 მარტს, საბა საზონოვის "ტორინოს" წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე გაიმართება.

წყარო: sportall.ge

წაიკითხეთ ასევე: