მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ფოტოშოპი ჰგონებიათ" - 23 წლის მხატვარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით: როგორია ლაზარე გელაშვილის ისტორია?
"ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ფოტოშოპი ჰგონებიათ" - 23 წლის მხატვარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით: როგორია ლაზარე გელაშვილის ისტორია?

"ხში­რად მქო­ნია შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც ფო­ტო­შო­პი ჰგო­ნე­ბი­ათ, სა­ნამ ცო­ცხლად არ ნა­ხავ­დნენ... შემ­დეგ იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რულ­სა და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩემს მი­მართ. მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წინ დიდი მო­მა­ვა­ლი მაქვს" - ამ­ბობს 23 წლის ლა­ზა­რე გე­ლაშ­ვი­ლი.

მისი მი­ზა­ნია გახ­დეს სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში, და ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვებ­საც გა­უ­ზი­ა­როს.. თვლის, რომ ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში (თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი) ვინც ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მზე მუ­შა­ობს და უნდა, რომ უფრო ცნო­ბა­დი და მო­თხოვ­ნა­დი გახ­დეს...

- და­ვი­ბა­დე ქა­ლაქ რუს­თავ­ში 2000 წლის, 8 ივ­ნისს... ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სო ბავ­შვო­ბა მქონ­და, ჩემს უსაყ­ვარ­ლეს მშობ­ლებ­თან და და-ძმებ­თან ერ­თად. მყავს ორი ძმა და და­ი­კო. ზა­ფხუ­ლო­ბით ჩავ­დი­ო­დი კა­ხეთ­ში, ბოდ­ბის­ხევ­ში ბე­ბი­ას­თან და პა­პას­თან, რო­მელ­თაც ჩემს აღ­ზრდა­ში დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვით. პირ­ვე­ლი რამ­დე­ნი­მე წელი ჩემს უფ­როს ძმას­თან ერ­თად რუს­თა­ვის 22-ე სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. სა­ცხოვ­რე­ბე­ლი ად­გი­ლის შეც­ვლის შემ­დეგ გა­და­ვე­დი მე- 7 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, სა­დაც მე­ა­თე კლა­სამ­დე ვსწავ­ლობ­დი. ბოლო წლე­ბი გა­ვა­ტა­რე სკო­ლა "ლა­ზა­რე­ში"... სწავ­ლით დი­დად არ გა­მო­ვირ­ჩე­ო­დი, პი­რი­ქით, იყო საგ­ნე­ბი, რომ­ლებ­საც სა­ერ­თოდ ვერ ვსწავ­ლობ­დი და ძა­ლი­ან და­ბა­ლი ნიშ­ნე­ბი მქონ­და. ამ დროს გა­ტა­ცე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ტან­ვარ­ჯი­შით, ხელ­ბურ­თით, შემ­დეგ ხაზ­ვით...

რო­გორც ყვე­ლა პა­ტა­რა მოს­წავ­ლე, მეც ყო­ველ გაკ­ვე­თილ­ზე ვჯღაბ­ნი­დი რვე­უ­ლის ბოლო ფურ­ცლებ­ზე და არა­ნა­ი­რი ხატ­ვის ნიჭი არ მე­ტყო­ბო­და. 15 წლის ასაკ­ში ღა­მით გა­დავ­წყვი­ტე და­მე­ხა­ტა პორ­ტრე­ტი. ძა­ლი­ან ბევ­რი ცდის შემ­დეგ, როცა არა­ფე­რი არ გა­მო­ვი­და დი­ლა­ად­რი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბულ­მა და­ვი­ძი­ნე. ასე გაგ­რძელ­და რამ­დე­ნი­მე თვე, სა­ნამ ისე­თი ნა­ხა­ტი არ შევ­ქმე­ნი, რო­მე­ლიც მო­მე­წო­ნე­ბო­და და სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რებ­დი შე­დეგს... აქე­დან და­ი­წყო ჩემი სიყ­ვა­რუ­ლი და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ხატ­ვის მი­მართ. რამ­დე­ნი­მე წლი­ა­ნი ვარ­ჯი­შის შემ­დეგ ნა­ხა­ტის ფო­ტო­ე­ბი გან­ვა­თავ­სე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რა­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა... ბევ­რი მსურ­ვე­ლი მყავ­და, რომ და­მე­ხა­ტა. ავი­ღე შეკ­ვე­თე­ბიც, და­ვუ­მე­გობ­რდი ბევრ მხატ­ვარს, ამ დროს გა­მიჩ­ნდა იდე­აც, რომ ხატ­ვა პრო­ფე­სი­ად მექ­ცია და უკე­თე­სად შე­მეს­წავ­ლა.

- ანუ თვით­ნას­წავ­ლი მხატ­ვა­რი ხართ?

- ერთი წელი ვემ­ზა­დე­ბო­დი თბი­ლის­ში და შემ­დეგ სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­ში, არ­ქი­ტექ­ტუ­რის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე... სა­ბო­ლო­ოდ, არ­ქი­ტექ­ტუ­რას ხატ­ვა ვამ­ჯო­ბი­ნე.

- ცნო­ბი­ლე­ბი­დან პირ­ვე­ლად ვინ და­ხა­ტეთ?

- პირ­ვე­ლად მა­რი­ამ ელი­ეშ­ვი­ლის პორ­ტრე­ტი დავ­ხა­ტე. მა­რი­ა­მი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში და­მი­მე­გობ­რდა, ერთი დღით ჩემი ნა­ხა­ტი პრო­ფი­ლის ფო­ტო­ზეც და­ა­ყე­ნა, ეს ჩემ­თვის ძა­ლი­ან ბევ­რს ნიშ­ნავ­და, უფრო მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი, ცნო­ბა­დი გავ­ხდი. ძა­ლი­ან ბევ­რმა მომ­წე­რა და შე­მიკ­ვე­თა თა­ვი­სი პორ­ტრე­ტი და­სა­ხა­ტად...

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მხატ­ვრე­ბი რო­გორ აფა­სე­ბენ შენს ნა­მუ­შევ­რებს?

- ბევ­რმა პრო­ფე­სი­ო­ნალ­მა მხატ­ვარ­მა ნახა ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი, ზოგს ძა­ლი­ან მოს­წონს, ზოგი ამ­ბობს, რომ ეს ხე­ლოვ­ნე­ბა არ არის, რომ ფე­რებ­ში უნდა ვხა­ტო. თუმ­ცა ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნია, მიყ­ვარს შავ-თეთ­რად მუ­შა­ო­ბა ფო­ტო­რე­ა­ლიზ­მზე და ვფიქ­რობ, რაც ადა­მი­ანს ბედ­ნი­ე­რე­ბას, სი­ა­მოვ­ნე­ბას ანი­ჭებს, ის უნდა გა­ა­კე­თოს. ამი­ტომ მეც იმას ვა­კე­თებ, რაც მომ­წონს და მიყ­ვარს, თუნ­დაც ეს ხე­ლოვ­ნე­ბად არ ჩა­მით­ვა­ლონ... ყვე­ლა სხვა­დას­ხვა რჩე­ვას მაძ­ლევს, ზოგი მე­უბ­ნე­ბა რომ მხატ­ვა­რი უნდა ფას­დე­ბო­დეს სა­კუ­თა­რი სტი­ლით და ემო­ცი­ე­ბით, რო­მე­ლიც ფე­რებ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა, რომ შე­დევ­რს ისე ვერ შევ­ქმნი. ზოგს სხვა­დას­ხვა მხატ­ვრე­ბი მოჰ­ყავთ მა­გა­ლი­თად, რომ­ლე­ბიც ფე­რებ­ში ქმნიდ­ნენ შე­დევ­რებს, ზოგი ამ­ბობს იმას, რომ ნა­ხა­ტი არ უნდა ჰგავ­დეს ფო­ტოს.

- რო­გორც ვიცი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბაც ბევ­რი ყო­ფი­ლა...

- და­დე­ბით შე­ფა­სე­ბა­ზე რო­დე­საც არის სა­უ­ბა­რი, ყო­ველ­თვის გა­მო­არ­ჩევ­დნენ ჩემს ასაკს, რომ ამ ასაკ­ში შევ­ძე­ლი ასე­თი რე­ა­ლიზ­მის შექ­მნა, ხში­რად მქო­ნია შემ­თხვე­ვა რო­დე­საც ფო­ტო­შო­პი ჰგო­ნე­ბი­ათ, სა­ნამ ცო­ცხლად არ ნა­ხავ­დნენ... შემ­დეგ იმ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლის და პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ხა­ტავ­დნენ ჩემს მი­მართ, მე­უბ­ნე­ბი­ან, რომ წინ დიდი მო­მა­ვა­ლი მაქვს...

- ისევ ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის პორ­ტრე­ტებ­ზე სა­უ­ბარს რომ და­ვუბ­რუნ­დეთ...

- მა­რი­ა­მის შემ­დეგ დავ­ხა­ტე თათა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი, დავ­დე ერთ -ერთ ჯგუფ­ში, სა­დაც იმ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა, რომ თა­თამ­დეც მი­ვი­და ეს ამ­ბა­ვი და სა­კუ­თარ გვერ­დზეც გა­ა­ზი­ა­რა. ამ ამ­ბავ­მაც ძა­ლი­ან გა­მა­ხა­რა. ძა­ლი­ან ბევ­რმა მომ­წე­რა და და­მი­მე­გობ­რდა...შემ­დეგ დავ­ხა­ტე ბაბი კირ­კი­ტა­ძე, ბა­ბის ნა­ხატ­საც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. აღ­მოჩ­ნდა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი იც­ნობ­და ბა­ბის ძმას და ასე ვა­ჩუ­ქე ნა­ხა­ტი. ინ­სტაგ­რამ­ზეც გვქონ­და მი­მო­წე­რა და მი­თხრა, რომ ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა და გა­უ­ხარ­და.

- უფ­რო­სი თა­ო­ბის ცნო­ბილ პი­როვ­ნე­ბებს არ ხა­ტავთ?

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ დავ­ხა­ტე ილია მე­ო­რე უბ­რა­ლო ფან­ქრე­ბით, რო­მე­ლიც შემ­დეგ და­ბა­დე­ბის დღე­ზე აჩუ­ქეს ერთ ადა­მი­ანს. მსა­ხი­ო­ბე­ბი­დან და­ხა­ტუ­ლი მყავს ლიკა ქა­ვჟა­რა­ძე და ლე­ი­ლა ყი­ფი­ა­ნი...

- რო­გო­რია თქვე­ნი დღე­ვან­დე­ლო­ბა და სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი?

- რუს­თავ­ში ხატ­ვას ვას­წავ­ლი, ბევ­რი მოს­წავ­ლე მყავს... ასე­ვე პა­რა­ლე­ლუ­რად ვი­ღებ შეკ­ვე­თებს და ეს არის ჩემი შე­მო­სავ­ლის წყა­რო. დრო­დად­რო, ერთი-ორი თვის შუ­ა­ლედ­ში ვხა­ტავ ერთ გა­მორ­ჩე­ულ ფო­ტოს და ვცდი­ლობ ცო­ტა­თი უკე­თე­სი დავ­ხა­ტო, ვიდ­რე ოდეს­მე და­მი­ხა­ტავს. ყო­ველ მომ­დევ­ნო ნა­მუ­შე­ვარ­ზე ვი­ყე­ნებ ახალ მა­სა­ლებს, რომ უფრო დიდი ცოდ­ნა და გა­მოც­დი­ლე­ბა და­მიგ­როვ­დეს. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვა­კე­თებ გა­თა­მა­შე­ბებს რომ ჩემი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბიც გა­ვა­ხა­რო, ყო­ველ გა­თა­მა­შე­ბა­ზე ვცდი­ლობ ახა­ლი რამ მო­ვი­ფიქ­რო. მა­გა­ლი­თად ბოლო ასე­თი გა­თა­მა­შე­ბა დღეს მქონ­და: ავარ­ჩიე ერთ-ერთი ფოტო და მთე­ლი ღამე ვხა­ტავ­დი გა­უ­ჩე­რებ­ლად რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­მო­მავ­ლო გეგ­მებს, ჩემი მი­ზა­ნია გავ­ხდე სა­უ­კე­თე­სო მხატ­ვა­რი (ჩემს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა­ში) სა­ქარ­თვე­ლო­ში და შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში, და ეს ყვე­ლა­ფე­რი სხვებ­საც გა­ვუ­ზი­ა­რო, ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნია სა­ქარ­თვე­ლო­ში (თი­თებ­ზე ჩა­მო­სათ­ვლე­ლი) ვინც ჰი­პე­რრე­ა­ლიზ­მზე მუ­შა­ობს და მინ­და რომ უფრო ცნო­ბა­დი და მო­თხოვ­ნა­დი გახ­დეს. სა­მო­მავ­ლოდ და­გეგ­მი­ლი მაქვს გა­მო­ფე­ნე­ბის მო­წყო­ბა, უნდა შევ­ქმნა ისე­თი ნა­მუ­შევ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ჩემს მო­ფიქ­რე­ბულ იდე­ას, ემო­ცი­ას გად­მოს­ცემს და მინ­და ამით ვე­სა­უბ­რო ადა­მი­ა­ნებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დარეჯან სოსელია
0

ლაზარე, უნიჭიერესი ხარ! არაჩვეულებრივი ნამუშევრები გაქვს. მომავაში შეიძლება ფერადი ნახატები გქონდეს, ღვთის ნებაა. მსოფლიოში წარმატებული მხატვარი იქნები! იძლიერე! ❤️❤️❤️

სენაკელი
1

ყველა მხატვარს თავისი ხელწერა აქვს ,ამის უდავო მაგალითია ეს ახალგაზრდა,საოცარი ნამუშევრებია რაც ვნახე წარმატებებს ვუსურვებდი მომავალში-ყველა ნახატში უდიდეს სიცოცხლეს ვხედავ და არა გაყინულ სახეებს ასე რომ გააგრძელეთ თქვენი უნიკალური შემოქმედება...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

"ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ფოტოშოპი ჰგონებიათ" - 23 წლის მხატვარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით: როგორია ლაზარე გელაშვილის ისტორია?

"ხშირად მქონია შემთხვევა, როცა ჩემი ნახატი ფოტოშოპი ჰგონებიათ" - 23 წლის მხატვარი ჰიპერრეალისტური ნამუშევრებით: როგორია ლაზარე გელაშვილის ისტორია?

"ხშირად მქონია შემთხვევა, როდესაც ფოტოშოპი ჰგონებიათ, სანამ ცოცხლად არ ნახავდნენ... შემდეგ იმხელა სიყვარულსა და პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემს მიმართ. მეუბნებიან, რომ წინ დიდი მომავალი მაქვს" - ამბობს 23 წლის ლაზარე გელაშვილი.

მისი მიზანია გახდეს საუკეთესო მხატვარი საქართველოში და შემდეგ მსოფლიოში, და ეს ყველაფერი სხვებსაც გაუზიაროს.. თვლის, რომ ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში (თითებზე ჩამოსათვლელი) ვინც ჰიპერრეალიზმზე მუშაობს და უნდა, რომ უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახდეს...

- დავიბადე ქალაქ რუსთავში 2000 წლის, 8 ივნისს... ძალიან ხალისიანი და საინტერესო ბავშვობა მქონდა, ჩემს უსაყვარლეს მშობლებთან და და-ძმებთან ერთად. მყავს ორი ძმა და დაიკო. ზაფხულობით ჩავდიოდი კახეთში, ბოდბისხევში ბებიასთან და პაპასთან, რომელთაც ჩემს აღზრდაში დიდი წვლილი მიუძღვით. პირველი რამდენიმე წელი ჩემს უფროს ძმასთან ერთად რუსთავის 22-ე საჯარო სკოლაში ვსწავლობდი. საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემდეგ გადავედი მე- 7 საჯარო სკოლაში, სადაც მეათე კლასამდე ვსწავლობდი. ბოლო წლები გავატარე სკოლა "ლაზარეში"... სწავლით დიდად არ გამოვირჩეოდი, პირიქით, იყო საგნები, რომლებსაც საერთოდ ვერ ვსწავლობდი და ძალიან დაბალი ნიშნები მქონდა. ამ დროს გატაცებული ვიყავი ტანვარჯიშით, ხელბურთით, შემდეგ ხაზვით...

როგორც ყველა პატარა მოსწავლე, მეც ყოველ გაკვეთილზე ვჯღაბნიდი რვეულის ბოლო ფურცლებზე და არანაირი ხატვის ნიჭი არ მეტყობოდა. 15 წლის ასაკში ღამით გადავწყვიტე დამეხატა პორტრეტი. ძალიან ბევრი ცდის შემდეგ, როცა არაფერი არ გამოვიდა დილაადრიან იმედგაცრუებულმა დავიძინე. ასე გაგრძელდა რამდენიმე თვე, სანამ ისეთი ნახატი არ შევქმენი, რომელიც მომეწონებოდა და სხვებსაც გავუზიარებდი შედეგს... აქედან დაიწყო ჩემი სიყვარული და ასეთი დამოკიდებულება ხატვის მიმართ. რამდენიმე წლიანი ვარჯიშის შემდეგ ნახატის ფოტოები განვათავსე სოციალურ ქსელში, რასაც დიდი გამოხმაურება მოყვა... ბევრი მსურველი მყავდა, რომ დამეხატა. ავიღე შეკვეთებიც, დავუმეგობრდი ბევრ მხატვარს, ამ დროს გამიჩნდა იდეაც, რომ ხატვა პროფესიად მექცია და უკეთესად შემესწავლა.

- ანუ თვითნასწავლი მხატვარი ხართ?

- ერთი წელი ვემზადებოდი თბილისში და შემდეგ სამხატვრო აკადემიაში, არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩავაბარე... საბოლოოდ, არქიტექტურას ხატვა ვამჯობინე.

- ცნობილებიდან პირველად ვინ დახატეთ?

- პირველად მარიამ ელიეშვილის პორტრეტი დავხატე. მარიამი სოციალურ ქსელებში დამიმეგობრდა, ერთი დღით ჩემი ნახატი პროფილის ფოტოზეც დააყენა, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა, უფრო მოტივირებული, ცნობადი გავხდი. ძალიან ბევრმა მომწერა და შემიკვეთა თავისი პორტრეტი დასახატად...

- პროფესიონალი მხატვრები როგორ აფასებენ შენს ნამუშევრებს?

- ბევრმა პროფესიონალმა მხატვარმა ნახა ჩემი ნამუშევრები, ზოგს ძალიან მოსწონს, ზოგი ამბობს, რომ ეს ხელოვნება არ არის, რომ ფერებში უნდა ვხატო. თუმცა ეს ჩემი არჩევანია, მიყვარს შავ-თეთრად მუშაობა ფოტორეალიზმზე და ვფიქრობ, რაც ადამიანს ბედნიერებას, სიამოვნებას ანიჭებს, ის უნდა გააკეთოს. ამიტომ მეც იმას ვაკეთებ, რაც მომწონს და მიყვარს, თუნდაც ეს ხელოვნებად არ ჩამითვალონ... ყველა სხვადასხვა რჩევას მაძლევს, ზოგი მეუბნება რომ მხატვარი უნდა ფასდებოდეს საკუთარი სტილით და ემოციებით, რომელიც ფერებში გამოიხატება, რომ შედევრს ისე ვერ შევქმნი. ზოგს სხვადასხვა მხატვრები მოჰყავთ მაგალითად, რომლებიც ფერებში ქმნიდნენ შედევრებს, ზოგი ამბობს იმას, რომ ნახატი არ უნდა ჰგავდეს ფოტოს.

- როგორც ვიცი, აღფრთოვანებაც ბევრი ყოფილა...

- დადებით შეფასებაზე როდესაც არის საუბარი, ყოველთვის გამოარჩევდნენ ჩემს ასაკს, რომ ამ ასაკში შევძელი ასეთი რეალიზმის შექმნა, ხშირად მქონია შემთხვევა როდესაც ფოტოშოპი ჰგონებიათ, სანამ ცოცხლად არ ნახავდნენ... შემდეგ იმხელა სიყვარულის და პატივისცემას გამოხატავდნენ ჩემს მიმართ, მეუბნებიან, რომ წინ დიდი მომავალი მაქვს...

- ისევ ცნობილი ადამიანების პორტრეტებზე საუბარს რომ დავუბრუნდეთ...

- მარიამის შემდეგ დავხატე თათა გიორგობიანი, დავდე ერთ -ერთ ჯგუფში, სადაც იმხელა გამოხმაურება მოყვა, რომ თათამდეც მივიდა ეს ამბავი და საკუთარ გვერდზეც გააზიარა. ამ ამბავმაც ძალიან გამახარა. ძალიან ბევრმა მომწერა და დამიმეგობრდა...შემდეგ დავხატე ბაბი კირკიტაძე, ბაბის ნახატსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მეგობარი იცნობდა ბაბის ძმას და ასე ვაჩუქე ნახატი. ინსტაგრამზეც გვქონდა მიმოწერა და მითხრა, რომ ძალიან მოეწონა და გაუხარდა.

- უფროსი თაობის ცნობილ პიროვნებებს არ ხატავთ?

- რამდენიმე წლის წინ დავხატე ილია მეორე უბრალო ფანქრებით, რომელიც შემდეგ დაბადების დღეზე აჩუქეს ერთ ადამიანს. მსახიობებიდან დახატული მყავს ლიკა ქავჟარაძე და ლეილა ყიფიანი...

- როგორია თქვენი დღევანდელობა და სამომავლო გეგმები?

- რუსთავში ხატვას ვასწავლი, ბევრი მოსწავლე მყავს... ასევე პარალელურად ვიღებ შეკვეთებს და ეს არის ჩემი შემოსავლის წყარო. დროდადრო, ერთი-ორი თვის შუალედში ვხატავ ერთ გამორჩეულ ფოტოს და ვცდილობ ცოტათი უკეთესი დავხატო, ვიდრე ოდესმე დამიხატავს. ყოველ მომდევნო ნამუშევარზე ვიყენებ ახალ მასალებს, რომ უფრო დიდი ცოდნა და გამოცდილება დამიგროვდეს. სოციალურ ქსელში ვაკეთებ გათამაშებებს რომ ჩემი გულშემატკივრებიც გავახარო, ყოველ გათამაშებაზე ვცდილობ ახალი რამ მოვიფიქრო. მაგალითად ბოლო ასეთი გათამაშება დღეს მქონდა: ავარჩიე ერთ-ერთი ფოტო და მთელი ღამე ვხატავდი გაუჩერებლად რვა საათის განმავლობაში.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ჩემი მიზანია გავხდე საუკეთესო მხატვარი (ჩემს მიმდინარეობაში) საქართველოში და შემდეგ მსოფლიოში, და ეს ყველაფერი სხვებსაც გავუზიარო, ძალიან ცოტა ადამიანია საქართველოში (თითებზე ჩამოსათვლელი) ვინც ჰიპერრეალიზმზე მუშაობს და მინდა რომ უფრო ცნობადი და მოთხოვნადი გახდეს. სამომავლოდ დაგეგმილი მაქვს გამოფენების მოწყობა, უნდა შევქმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ჩემს მოფიქრებულ იდეას, ემოციას გადმოსცემს და მინდა ამით ვესაუბრო ადამიანებს.