გასულ კვირას დეკანოზი გიორგი მამალაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. სასულიერო პირმა რეაბილიტაციის პროცესი უკვე დაიწყო.
ფოტოებს თურქეთის კლინიკიდან მისი ძმა, თორნიკე მამალაძე ავრცელებს.
"დაიწყო რთული, ხანგრძლივი, თუმცა იმედის მომცემი პროცესი…" - წერს დეკანოზის ძმა.
ცნობისთვის, ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა.
სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
თქვენ ვინც უაზრო კომენტარებს ისვრით.?უფლის არ გეშინიათ? მეუფე გიორგი მამალაძე მსხვერპლ შეწირვა იყო...თეთრუაშვილი მაფიოზი და მისი ქვეშევრდომები ეკლესიას ანადგურებენ თქვე ყრუებო და ბრმებო... უფალი განგიკითხავთ ყველა ეშმაკად მოვლენილებს🤮
არ გრცხვენიათ??? ამ ღიპის პატრონს რამე მოუვა??? ამოდენა ბლეფობა და "დეკანოზი" რას ვიზამთ^!? ფული შეგიკრიბოოოთთთთ?
ძმობა მწამს ამათი მაგრამმმ ეგეთი ღვთის წინაშე სიაფანტობა?