საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს: "ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა"
ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს: "ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა"

ნი­გე­რი­ის ქა­ლაქ კუ­რი­გას ერთ-ერთი სკო­ლი­დან 280-ზე მეტი მოს­წავ­ლე და ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი გა­ი­ტა­ცეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას BBC-ი ოფი­ცი­ა­ლურ პი­რებ­ზე დაყ­რდნო­ბით ავ­რცე­ლებს.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოს­წავ­ლე­ე­ბი ათო­ბით შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა მო­ტო­ციკ­ლე­ტე­ბით გა­ი­ტა­ცა. მათი ასა­კი 8-15 წე­ლია.

ერთ-ერთი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მელ­მაც გაქ­ცე­ვა მო­ა­ხერ­ხა, ამ­ბობს, რომ ად­გი­ლობ­რი­ვებ­მა ბავ­შვე­ბის გა­დარ­ჩე­ნა სცა­დეს, მაგ­რამ ისი­ნი შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პი­რებ­მა მო­ი­გე­რი­ეს და და­პი­რის­პი­რე­ბას ერთი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ნი­გე­რი­ა­ში გამ­ტა­ცე­ბელ­მა ბან­დებ­მა, რომ­ლე­ბიც ბან­დი­ტე­ბის სა­ხე­ლით არი­ან ცნო­ბი­ლი, ბოლო წლებ­ში, გა­მო­სას­ყი­დის მი­ღე­ბის მიზ­ნით, ასო­ბით ადა­მი­ა­ნი გა­ი­ტა­ცეს. იან­ვარ­ში მათ სკო­ლის დი­რექ­ტო­რი მოკ­ლეს და მისი ცოლი გა­ი­ტა­ცეს.

ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ტა­ცე­ბის ფაქ­ტე­ბის აღ­მო­ფხვრის მცდე­ლო­ბის მიზ­ნით, 2022 წელს მი­ი­ღეს სა­კა­მა­თო კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც გა­მო­სას­ყი­დის გა­დახ­და და­ნა­შა­უ­ლად ით­ვლე­ბა და დამ­ნა­შა­ვეს მი­ნი­მუმ 15 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა, თუმ­ცა ჯერ არა­ვინ და­უ­პა­ტიმ­რე­ბი­ათ.

ვააა
29

ეხლა დაბერავენ და მერე გაუშვებენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს: "ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა"

ნიგერიის ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე გაიტაცეს: "ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა"

ნიგერიის ქალაქ კურიგას ერთ-ერთი სკოლიდან 280-ზე მეტი მოსწავლე და ერთი მასწავლებელი გაიტაცეს, - ინფორმაციას BBC-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მოსწავლეები ათობით შეიარაღებულმა პირმა მოტოციკლეტებით გაიტაცა. მათი ასაკი 8-15 წელია.

ერთ-ერთი მასწავლებელი, რომელმაც გაქცევა მოახერხა, ამბობს, რომ ადგილობრივებმა ბავშვების გადარჩენა სცადეს, მაგრამ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მოიგერიეს და დაპირისპირებას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.

ნიგერიაში გამტაცებელმა ბანდებმა, რომლებიც ბანდიტების სახელით არიან ცნობილი, ბოლო წლებში, გამოსასყიდის მიღების მიზნით, ასობით ადამიანი გაიტაცეს. იანვარში მათ სკოლის დირექტორი მოკლეს და მისი ცოლი გაიტაცეს.

ადამიანების გატაცების ფაქტების აღმოფხვრის მცდელობის მიზნით, 2022 წელს მიიღეს საკამათო კანონი, რომლითაც გამოსასყიდის გადახდა დანაშაულად ითვლება და დამნაშავეს მინიმუმ 15 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, თუმცა ჯერ არავინ დაუპატიმრებიათ.