ბოლო დღეებია, რაც მსოფლიო მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის ვაჟის წინასაქორწილო წვეულებაა. მუკეშის ვაჟი ანანტი ცოლს ირთავს. მდიდრული წვეულების გასამართად 150 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. მას ესწრებოდნენ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები. მათ შორის, ბილ გეითსი და მარკ ცუკერბეგი. წვეულებაზე კი კონცერტი გამართა რიანამ.
ამჯერად გიამბობთ, ნეფის, ანატ ამბანის შესახებ, რომელიც ბევრი ადამიანისთვის შთაგონების წყარო გახდა და თავისი გამძლეობისა და მიზანდასახულობის გამო, ის ინდოეთში საზოგადოების დიდ ნაწილს ძალიან უყვარს.
საქმე ისაა, რომ ანანტი წლების განმავლობაში ჭარბწონიანობას ებრძოდა და ამის გამო მოზარდობის ასაკში არაერთხელ ყოფილა ბულინგის მსხვერპლი, წონის გამო, მას არაერთი დამამცირებელი სიტყვის მოსმენა უწევდა. შემდეგ საკუთარ თავში ჩაიკეტა და ცდილობდა, გარეთ აღარ გასულიყო.
თუმცა როცა 21 წლის გახდა, საკუთარ თავს დაჰპირდა, რომ აუცილებლად შეიცვლებოდა და მიუხედავად ქრონიკული დაავადებისა, თქვა, რომ რადაც უნდა დასჯდომოდა, მიზანს მიაღწევდა და წონაში დაიკლებდა. თავისი განზრახვის შესახებ დედას უთხრა, რომელიც მას დაეხმარა და ამ რთული მოგზაურობის განმავლობაში შვილს ამხნევებდა და მოტივაციას მატებდა.
მიზნის მისაღწევად მსოფლიოში სახელგანთქმული ფიტნეს ინსტრუქტორი, ვინო ჩანა დაიქირავეს, რომელმაც ანანტს ფიტნეს გეგმა შეუდგინა.
როგორც მოგვიანებით ჩანამ India Today-ს განუცხადა, ფიტნეს გეგმის შედგენისას გაითვალისწინეს ანანტის ჯანმრთელობის პრობლემები, თანმხლები დაავადებები, ქრონიკული ასთმა, რომელიც წონაში კლებას უფრო რთულს ხდიდა.
ინსტრუქტორის თქმით, ანანტის მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ფიზიკურად არ იყო აქტიური და მისმა კვებითმა ჩვევებმა ლეთარგია გამოიწვია.
ანანტი თავდადებული და ძალიან მონდომებული იყო, რათა მიზნისთვის მიეღწია, არასდროს ტოვებდა ვარჯიშს, ზოგჯერ ცხრა საათიდან შუაღამემდე ვარჯიშობდა. მკაცრმა დიეტამ და ვარჯიშმა შედეგი გამოიღო. 18 თვის შემდეგ, მედიაში გამოჩნდა ანანტის სურათები, სადაც ჩანდა, რომ მან მკვეთრად დაიკლო წონაში.
მედია წერდა, რომ მილიარდერის ვაჟმა დაახლოებით 108 კგ დაიკლო. ეს ამბავი მყისიერად გახდა შთაგონების წყარო ინდოეთში. რადგან ბევრს აინტერესებდა, როგორ მიაღწია ამას.
ანანტი 88 კგ გახდა და ის კმაყოფილი იყო ამგვარი შედეგით. ამის შემდეგ ამბანი პერიოდულად წონაში იმატებს ხოლმე, თუმცა ახლა იცის, როგორ ჩადგეს კვლავ მისთვის სასურველ ფორმაში.