2023 წლის ოქტომბრის ბოლოს, ბიზნესმენმა სანდრო შელიამ ჟურნალისტ ნინა ხუბუტიაზე იქორწინა. წყვილმა ჯვარი იტალიაში დაიწერა, ცერემონიას ნეფე-პატარძლის ახლობლები და ოჯახის წევრები ესწრებოდნენ. წყვილის სიყვარულის ისტორიის შესახებ ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე გახდა ცნობილი, აღმოჩნდა, რომ შელიას მომავალი ცოლი ეკრანზე მოეწონა, მოგვიანებით კი მისი გულის მოგება სცადა.
სანდრო შელია ნინა ხუბუტიასთან ქორწინებამდე ორჯერ იყო დაოჯახებული, პირველი ცოლი უცხოელი ჰყავდა, მასთან ქორწინებისას ერთი შვილი ეყოლა, შემდეგ კი ცნობილ პიანისტზე თათია შარანგიაზე იქორწინა, რომელთანაც კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა.
წყვილის განქორწინება მოულოდნელი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის, მალე კი ცნობილი გახდა, რომ შარანგია მესამედ ჯარჯი თორაძეს მიყვებოდა ცოლად. ყოფილი ცოლის ქორწილიდან რამდენიმე თვეში იქორწინა შელიამაც.
"არ მომწონს სანდროს წარსულთან ჩემი დაკავშირება. მეც მაქვს წარსული ცხოვრება და ეს არის ნორმალური. უფრო სანდროზეა ნეგატიური კომენტარები, ამან რამდენი ცოლი უნდა მოიყვანოსო და ა.შ. იყო მომენტები, როდესაც წერდნენ, რომ როგორც ამას ექცევა, ისე ექცეოდა ყოფილ ცოლსაცო. პირად შეტყობინებაშიც კი მომწერეს, ვიდეო მქონდა გაზიარებული და მომწერეს, ზუსტად ასე მოაწერა ხელი ყოფილ ცოლთანო...“ - ამბობს ერთ-ერთ ინტერვიუში ნინა ხუბუტია.
შელია-ხუბუტიას წყვილი ბედნიერად ცხოვრობს, ისინი ბევრს მოგზაურობენ და როგორ ჩანს, ბიზნესმენი სანდრო შელია მესამე ცოლთან თანაცხოვრებისას საჯაროობას ამჯობინებს, რადგან ხშირად უხსნის სოციალური ქსელით სიყვარულს.
ნახეთ ასევე: