ავტორი:

გია ბურჯანაძე ქიმიოთერაპიის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში გამოჩნდა - რას გვიყვება მსახიობი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

გია ბურჯანაძე ქიმიოთერაპიის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში გამოჩნდა - რას გვიყვება მსახიობი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

მსახიობი გია ბურჯანაძე სიმსივნეს ებრძვის. პირველად ამის შესახებ სექტემბერში გადაცემა "ნოესთან“ ისაუბრა. მსახიობის თქმით, მთელი ცხოვრება ვარჯიშობდა, მაგრამ ერთ დღესაც ვარჯიშიდან დაბრუნებულს, უთხრეს, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნე ჰქონდა...

მალე სამკურნალოდ თურქეთში გაემგზავრა, გუშინ კი მარჯანიშვილის თეატრში ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის წარდგენისას გამოჩნდა.

  • AMBEBI.GE-სთან საუბრისას მსახიობმა აღნიშნა, რომ თურქეთიდან ახლახან დაბრუნდა და ქიმიოთერაპიის კურსს საქართველოში აგრძელებს

- ბატონო გია, მარჯანიშვილის თეატრში ძალიან გაგვიხარდა თქვენი დანახვა, როდის დაბრუნდით საქართველოში?

- ორშაბათიდან ისევ ვიწყებ ქიმიოთერაპიას, ახლახან ჩამოვედი თურქეთიდან, ათი დღეა და აქ ვიწყებ ქიმიოთერაპიას. სამ თვეში ისევ თურქეთში უნდა წავიდე.

- თავს როგორ გრძნობთ?

- სუსტად ვარ შედარებით, თან ახლა ქიმიას რომ ვიწყებ, ცოტა ისეთი პერიოდი მაქვს.

- გამოჯანმრთელებას გისურვებთ

- დიდი მადლობა, ღმერთმა გისმინოთ.