პოლიტიკა
Faceამბები
მოზაიკა

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:23-ზე, მთვარე მორიელშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. არ არის რეკომენდებული ფოკუსირება მხოლოდ მატერიალურ ფასეულობებზე. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. ჯობია გამოიჩინოთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი.
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს... ეს კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს" - თამარ ჩერგოლეიშვილი
"ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს...  ეს კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს" -  თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტა­ბუ­ლას" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის შალა პა­პუ­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"პე­დო­ფი­ლი­ის ეპი­დე­მია რომ მძინ­ვა­რებს; მო­ზარ­დთა 67 პრო­ცენტს რომ წა­კი­თხუ­ლი­დან ში­ნა­არ­სი ვერ გა­მო­აქვს; ოჯა­ხე­ბი დახ­ლე­ჩი­ლია და ბავ­შვე­ბის დიდი ნა­წი­ლი მშობ­ლე­ბის გა­რე­შე იზ­რდე­ბა; ეს და სხვა მრა­ვა­ლი რე­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მა რომ დგას, ეს პო­ლი­ტი­კუ­რი არა­რა­ო­ბა კი­დევ დგას და სქე­სის არ­ჩე­ვა­ზე ლა­პა­რა­კობს.

უცხო­ე­ლი ბავ­შვე­ბის პრობ­ლე­მებს არ­ჩე­ვენ, ნაც­ვლად იმი­სა, რომ ქარ­თვე­ლი ბავ­შვე­ბის რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ილა­პა­რა­კონ.

შე­დე­გად ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხეს უზ­რდი­ან და ცხოვ­რე­ბას ურ­თუ­ლე­ბენ ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რებს, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ით და­ი­ბად­ნენ და არა­ფერ შუ­ა­ში არი­ან აი, ამ ორუ­ე­ლის ღო­რე­ბის ბოდ­ვებ­თან", - აცხა­დებს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, გუ­შინ ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლურ პრო­პა­გან­დას­თან და­კავ­ში­რე­ბით ლა­პა­რა­კი­სას, პა­პუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და:

"თუ და­აკ­ვირ­დე­ბით და­სავ­ლე­თის მე­დი­ა­ში და მათ შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის მსჯე­ლო­ბას, პირ­და­პირ არის მო­თხოვ­ნა, რომ სქე­სი არ არის ანა­ტო­მია და არის არ­ჩე­ვა­ნი, მი­უ­ხე­და­ვად ანა­ტო­მი­ი­სა. და არამ­ხო­ლოდ სქე­სი ორ სქესს შო­რის, არა­მედ ნე­ბის­მი­ე­რი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა სქე­სი­სა, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ერ სა­ხელს და­არ­ქმევ და იქ­ნე­ბი ის სქე­სი თუ გენ­დე­რი და ა.შ.

...

მახ­სოვს, ჯერ კი­დევ კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი რე­ფორ­მის დროს, 2017 წელს, რო­დე­საც ქორ­წი­ნე­ბის დე­ფი­ნი­ცია გა­ნი­სა­ზღვრა, რო­გორც კავ­ში­რი ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის, მა­შინ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სა­ჯა­რო ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბაც კი იყო ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით. სწო­რედ ისი­ნი ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ, რომ ქორ­წი­ნე­ბის დე­ფი­ნი­ცია ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც ორ სხვა­დას­ხვა სქესს შო­რის კავ­ში­რი. ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ იმ არ­გუ­მენ­ტა­ცი­ით, რომ დაშ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს, მათ შო­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ერ­თნა­ირ­სქე­სი­ან­თა ქორ­წი­ნე­ბის. დღეს ვხე­დავთ, რომ "ენ­ჯეო“ სექ­ტო­რი ჩუ­მად არის, თუმ­ცა ისი­ნი სხვა დროს არ იყ­ვნენ ჩუ­მად, ამ სა­კი­თხზე გარ­კვე­უ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი აქვთ. ეს არის სე­რი­ო­ზუ­ლი თემა, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას უდ­გას. საქ­მე იმა­შია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავ­დგეთ იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, სა­დაც სხვა ქვეყ­ნე­ბი უკვე აღ­მოჩ­ნდნენ, რო­დე­საც ამ მან­კი­ე­რი წრი­დან გა­მოს­ვლა უჭირთ უკვე და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის დო­ნე­ზე უწევთ შემ­დეგ რა­ღაც გან­ცხა­დე­ბე­ბის კე­თე­ბა. ჩვენ აქამ­დე არ უნდა მი­ვი­დეთ, რად­გან შემ­დეგ რთუ­ლია ამ მან­კი­ე­რი წრის გარ­ღვე­ვა. დრო არის, სივ­რცე ღიაა, რათა ვიმ­სჯე­ლოთ, რო­გორ მოხ­დეს იმის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, რომ, ერთი მხრივ, სრუ­ლად უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, მე­ო­რე მხრივ, ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უფ­ლე­ბე­ბი და მან­კი­ე­რი პრო­პა­გან­დის­გან იყოს და­ცუ­ლი“, - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა.

მკითხველის კომენტარები / 54 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლელი
3

შენ რომ გაინტერესებდა ქართველი ბავშვები იმიტომ გაუშვი 12 წლის გოგო შვილი მარტო საფრანგეთში საცხოვრებლად???

ნანა
10

ხოდა თქვენსთანების დამსახურებაა, ეხლა რა ვითარებაცაა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

"ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს... ეს კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს" - თამარ ჩერგოლეიშვილი

"ქვეყანაში პედოფილიის ეპიდემია მძვინვარებს...  ეს კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს" -  თამარ ჩერგოლეიშვილი

"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი პარლამენტის თავმჯდომარის შალა პაპუაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

"პედოფილიის ეპიდემია რომ მძინვარებს; მოზარდთა 67 პროცენტს რომ წაკითხულიდან შინაარსი ვერ გამოაქვს; ოჯახები დახლეჩილია და ბავშვების დიდი ნაწილი მშობლების გარეშე იზრდება; ეს და სხვა მრავალი რეალური პრობლემა რომ დგას, ეს პოლიტიკური არარაობა კიდევ დგას და სქესის არჩევაზე ლაპარაკობს.

უცხოელი ბავშვების პრობლემებს არჩევენ, ნაცვლად იმისა, რომ ქართველი ბავშვების რეალურ პრობლემებზე ილაპარაკონ.

შედეგად ძალადობის საფრთხეს უზრდიან და ცხოვრებას ურთულებენ ჩვენი საზოგადოების წევრებს, რომლებიც განსხვავებული სექსუალური ორიენტაციით დაიბადნენ და არაფერ შუაში არიან აი, ამ ორუელის ღორების ბოდვებთან", - აცხადებს ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, გუშინ ფსევდოლიბერალურ პროპაგანდასთან დაკავშირებით ლაპარაკისას, პაპუაშვილმა განაცხადა:

"თუ დააკვირდებით დასავლეთის მედიაში და მათ შორის საზოგადოების მსჯელობას, პირდაპირ არის მოთხოვნა, რომ სქესი არ არის ანატომია და არის არჩევანი, მიუხედავად ანატომიისა. და არამხოლოდ სქესი ორ სქესს შორის, არამედ ნებისმიერი მრავალფეროვნება სქესისა, რომელსაც ნებისმიერ სახელს დაარქმევ და იქნები ის სქესი თუ გენდერი და ა.შ.

...

მახსოვს, ჯერ კიდევ კონსტიტუციური რეფორმის დროს, 2017 წელს, როდესაც ქორწინების დეფინიცია განისაზღვრა, როგორც კავშირი ქალსა და მამაკაცს შორის, მაშინ არასამთავრობო ორგანიზაციების საჯარო ერთობლივი განცხადებაც კი იყო ამასთან დაკავშირებით. სწორედ ისინი ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ქორწინების დეფინიცია ყოფილიყო როგორც ორ სხვადასხვა სქესს შორის კავშირი. ეწინააღმდეგებოდნენ იმ არგუმენტაციით, რომ დაშვებული უნდა იყოს, მათ შორის შესაძლებლობა ერთნაირსქესიანთა ქორწინების. დღეს ვხედავთ, რომ "ენჯეო“ სექტორი ჩუმად არის, თუმცა ისინი სხვა დროს არ იყვნენ ჩუმად, ამ საკითხზე გარკვეული პოზიციები დაფიქსირებული აქვთ. ეს არის სერიოზული თემა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანას უდგას. საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ უნდა ჩავდგეთ იმ მდგომარეობაში, სადაც სხვა ქვეყნები უკვე აღმოჩნდნენ, როდესაც ამ მანკიერი წრიდან გამოსვლა უჭირთ უკვე და პრემიერ-მინისტრების დონეზე უწევთ შემდეგ რაღაც განცხადებების კეთება. ჩვენ აქამდე არ უნდა მივიდეთ, რადგან შემდეგ რთულია ამ მანკიერი წრის გარღვევა. დრო არის, სივრცე ღიაა, რათა ვიმსჯელოთ, როგორ მოხდეს იმის ჩამოყალიბება, რომ, ერთი მხრივ, სრულად უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებები, მეორე მხრივ, ასევე უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების უფლებები და მანკიერი პროპაგანდისგან იყოს დაცული“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.