კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთელი ეს გლამურული პროცედურები საერთოდ არ მსიამოვნებს" - 56 წლის პამელა ანდერსონის მორიგი ფოტოსესია უმაკიაჟოდ
"მთელი ეს გლამურული პროცედურები საერთოდ არ მსიამოვნებს" - 56 წლის პამელა ანდერსონის მორიგი ფოტოსესია უმაკიაჟოდ

პა­მე­ლა ან­დერ­სონს თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის­თვის მა­კი­ა­ჟი სუ­ლაც არ სჭირ­დე­ბა. 56 წლის მსა­ხი­ობ­მა კი­დევ ერთხელ გა­და­წყვი­ტა თა­ვი­სი ბუ­ნებ­რი­ვი სი­ლა­მა­ზის გა­მო­ჩე­ნა და ამ­ჯე­რად CR Fashion Book-სთვის გა­და­ღე­ბულ ფო­ტო­ებ­ში იპო­ზი­ო­რა.

  • ჟურ­ნალ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ფო­ტო­ებ­ში პა­მე­ლას Attico-ს გამჭვირ­ვა­ლე კოს­ტი­უ­მი და Schiaparelli- ს ქუს­ლი­ა­ნი ფეხ­საც­მე­ლი ეცვა. ფო­ტო­სე­სი­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მან Balenciaga-ს კა­ბა­სა და Prada-ს სა­მოს­შიც იპო­ზი­ო­რა.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას Playboy-ს ყო­ფილ­მა მო­დელ­მა 2023 წლის ოქ­ტომ­ბრის პა­რი­ზის მო­დის კვი­რე­ულ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი ვი­ზუ­ა­ლით პირ­ვე­ლად გა­მო­ჩე­ნა­ზეც ისა­უბ­რა. რო­გორც ან­დერ­სო­ნი ჰყვე­ბა, ბევ­რმა ჟურ­ნა­ლის­ტმა ჰკი­თხა, უმა­კი­ა­ჟოდ თავს არა­კომ­ფორ­ტუ­ლად ან და­უც­ვე­ლად ხომ არ გრძნობ­და: "ვფიქ­რობ, რომ ეს ჩემ­თვის გა­ვა­კე­თე. ჩემს თავს ვე­კი­თხე­ბო­დი, შე­მეძ­ლო თუ არა სახ­ლი­დან ასე­თი ვი­ზუ­ა­ლით გას­ვლა. სა­კუ­თარ კან­ში თავს მშვე­ნივ­რად ვგრძნობ. თან მთე­ლი გლა­მუ­რუ­ლი პრო­ცე­დუ­რე­ბი და თა­მა­ში სა­ერ­თოდ არ მე­ხა­ლი­სე­ბო­და."

პა­მე­ლა ამ­ბობს, რომ სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბის შეც­ვლა სურს. რო­გორც გა­მო­ცე­მას­თან ჰყვე­ბა, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი და მე­ნე­ჯე­რე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად აცხა­დებ­დნენ, რომ მას ვი­ზა­ჟის­ტე­ბის და სტი­ლის­ტე­ბის გუნ­დი სჭირ­დე­ბო­და. პა­მე­ლას თქმით, კრი­ტი­კამ კი­დევ უფრო უბიძ­გა, რომ მო­დის კვი­რე­ულ­ზე ბუ­ნებ­რი­ვი იმი­ჯით წა­სუ­ლი­ყო: "ვთქვი, რომ მა­კი­აჟს სა­ერ­თოდ არ გა­ვი­კე­თებ­დი და ასეც მო­ვი­ქე­ცი. თავს თა­ვი­სუფ­ლად ვგრძნობ­დი".

მას შემ­დეგ ან­დერ­სო­ნი სამ­ზა­დის­ში რამ­დე­ნი­მე სა­ათს აღარ ხარ­ჯავს და თა­ვის ბუ­ნებ­რივ გა­რეგ­ნო­ბას უფრო მე­ტად აფა­სებს:

"ამ ინ­დუსტრი­ა­ში ნა­ხე­ვარ ცხოვ­რე­ბას ვი­ზა­ჟის­ტე­ბის სკამ­ზე ვა­ტა­რებთ. ბევ­რი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გო­ბა­რი მყავს, რომ­ლე­ბიც ვი­ზა­ჟის­ტე­ბი და სტი­ლის­ტე­ბი არი­ან. ისი­ნი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ ისე გა­მო­დის, რომ ყო­ველ­დღი­უ­რად ვკარ­გავთ ჩვენს თავს".

წყა­რო: pagesix

ნა­ხეთ ასე­ვე:

"პა­ნი­კა­ში ვარ და უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ ეს სა­ში­ნე­ლე­ბა მო­ვი­შო­რო" - "მაშ­ვე­ლე­ბის" ვარ­სკვლავს სიმ­სივ­ნე და­უდ­გინ­და

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიული
6

წირპლებით რომლემა ''გენიალურმა'' ვიზაჟისტმა მორთო?

ნო
20

რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს იმ ახალგაზრდა, წითელ საცურაოში გამოწყობილს, ასეთი პამელა სჯობია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"მთელი ეს გლამურული პროცედურები საერთოდ არ მსიამოვნებს" - 56 წლის პამელა ანდერსონის მორიგი ფოტოსესია უმაკიაჟოდ

"მთელი ეს გლამურული პროცედურები საერთოდ არ მსიამოვნებს" - 56 წლის პამელა ანდერსონის მორიგი ფოტოსესია უმაკიაჟოდ

პამელა ანდერსონს თავდაჯერებულობისთვის მაკიაჟი სულაც არ სჭირდება. 56 წლის მსახიობმა კიდევ ერთხელ გადაწყვიტა თავისი ბუნებრივი სილამაზის გამოჩენა და ამჯერად CR Fashion Book-სთვის გადაღებულ ფოტოებში იპოზიორა.

  • ჟურნალში გამოქვეყნებულ ფოტოებში პამელას Attico-ს გამჭვირვალე კოსტიუმი და Schiaparelli- ს ქუსლიანი ფეხსაცმელი ეცვა. ფოტოსესიის განმავლობაში მან Balenciaga-ს კაბასა და Prada-ს სამოსშიც იპოზიორა.

გამოცემასთან საუბრისას Playboy-ს ყოფილმა მოდელმა 2023 წლის ოქტომბრის პარიზის მოდის კვირეულზე ბუნებრივი ვიზუალით პირველად გამოჩენაზეც ისაუბრა. როგორც ანდერსონი ჰყვება, ბევრმა ჟურნალისტმა ჰკითხა, უმაკიაჟოდ თავს არაკომფორტულად ან დაუცველად ხომ არ გრძნობდა: "ვფიქრობ, რომ ეს ჩემთვის გავაკეთე. ჩემს თავს ვეკითხებოდი, შემეძლო თუ არა სახლიდან ასეთი ვიზუალით გასვლა. საკუთარ კანში თავს მშვენივრად ვგრძნობ. თან მთელი გლამურული პროცედურები და თამაში საერთოდ არ მეხალისებოდა."

პამელა ამბობს, რომ სილამაზის სტანდარტების შეცვლა სურს. როგორც გამოცემასთან ჰყვება, მისი ოჯახის წევრები და მენეჯერები კატეგორიულად აცხადებდნენ, რომ მას ვიზაჟისტების და სტილისტების გუნდი სჭირდებოდა. პამელას თქმით, კრიტიკამ კიდევ უფრო უბიძგა, რომ მოდის კვირეულზე ბუნებრივი იმიჯით წასულიყო: "ვთქვი, რომ მაკიაჟს საერთოდ არ გავიკეთებდი და ასეც მოვიქეცი. თავს თავისუფლად ვგრძნობდი".

მას შემდეგ ანდერსონი სამზადისში რამდენიმე საათს აღარ ხარჯავს და თავის ბუნებრივ გარეგნობას უფრო მეტად აფასებს:

"ამ ინდუსტრიაში ნახევარ ცხოვრებას ვიზაჟისტების სკამზე ვატარებთ. ბევრი არაჩვეულებრივი მეგობარი მყავს, რომლებიც ვიზაჟისტები და სტილისტები არიან. ისინი ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოდის, რომ ყოველდღიურად ვკარგავთ ჩვენს თავს".

წყარო: pagesix

ნახეთ ასევე:

"პანიკაში ვარ და უბრალოდ მინდა, რომ ეს საშინელება მოვიშორო" - "მაშველების" ვარსკვლავს სიმსივნე დაუდგინდა

მოამზადა: ანა სიბოშვილმა