საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თებერვალში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საფრთხეები იზრდება: მეცნიერები შიშობენ, რომ მალე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ყინულის გარეშე დარჩება
თებერვალში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საფრთხეები იზრდება: მეცნიერები შიშობენ, რომ მალე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ყინულის გარეშე დარჩება

მეც­ნი­ე­რე­ბი სა­გან­გა­შო ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლე­ბენ. აღ­მოჩ­ნდა, რომ მსოფ­ლიო ოკე­ა­ა­ნის ტემ­პე­რა­ტუ­რამ ბოლო თვე­ში უპ­რე­ცე­დენ­ტოდ მო­ი­მა­ტა.

ეს ყვე­ლა­ფე­რი კი დე­და­მი­წის კლი­მატს სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვის წი­ნა­შე აყე­ნებს.

მა­გა­ლი­თად, თე­ბერ­ვალ­ში მსოფ­ლიო ოკე­ა­ნე­ე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რამ რე­კორ­დულ დო­ნეს +21,06° ცელ­სი­უსს მი­აღ­წია.

Reuters-ის ცნო­ბით, თე­ბერ­ვალ­ში ოკე­ა­ნის ზე­და­პი­რის სა­შუ­ა­ლო ტემ­პე­რა­ტუ­რამ უკვე გა­და­ა­ჭარ­ბა წინა რე­კორდს +20,98°-ს, რო­მე­ლიც 2023 წლის აგ­ვის­ტო­ში და­ფიქ­სირ­და.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ 2024 წლის თე­ბერ­ვა­ლი ზე­დი­ზედ მე­ცხრე თვე იყო, რო­მელ­მაც ოკე­ა­ნე­ე­ბის თვი­უ­რი ტემ­პე­რა­ტუ­რის რე­კორ­დი მოხ­სნა.

ცნო­ბი­ლია, რომ ელ - ნი­ნიო (ელ - ნი­ნიო, რო­გორც ანო­მა­ლი­უ­რი და გლო­ბა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა - გავ­ლე­ნას ახ­დენს მთე­ლი დე­და­მი­წის კლი­მატ­ზე), ადა­მი­ა­ნის მიერ გა­მოწ­ვე­უ­ლი კლი­მა­ტის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად, ასე­ვე ხელს უწყობს ტემ­პე­რა­ტუ­რის მა­ტე­ბას.

"კი­დევ უფრო გა­საკ­ვი­რი ის არის, რომ წყლის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის ზრდა რე­კორ­დულ დო­ნე­ზეა ელ-ნი­ნი­ოს ცენ­ტრი­დან მო­შო­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­შიც. მა­გა­ლი­თად, ტრო­პი­კულ ატ­ლან­ტი­სა და ინ­დო­ე­თის ოკე­ა­ნე­ში”, - ამ­ბობს კლი­მა­ტო­ლო­გი რი­ჩარდ ალა­ნი რე­დინ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან. მისი თქმით, ეს მი­უ­თი­თებს ატ­მოს­ფე­რო­ში სით­ბუ­რი გა­ზე­ბის გაზ­რდის ძლი­ერ გავ­ლე­ნა­ზე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ წყლის ზე­და­პი­რის ტემ­პე­რა­ტუ­რის გლო­ბა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლო მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი არ ით­ვა­ლის­წი­ნებს მსოფ­ლიო ოკე­ა­ნის პო­ლა­რულ ნა­წი­ლებს, იქაც ვი­თა­რე­ბა საკ­მა­ოდ მძი­მეა. ან­ტარ­ქტი­დის ზღვის ყი­ნულ­მა თე­ბერ­ვალ­ში მი­აღ­წია წლი­ურ მი­ნი­მუმს - მთე­ლი სივ­რცის 28%-ზე ყი­ნუ­ლის სა­ფა­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი სა­შუ­ა­ლო­ზე და­ბა­ლია.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ახალ­მა კვლე­ვამ აჩ­ვე­ნა, რომ ჩრდი­ლო­ე­თის ყი­ნუ­ლო­ვა­ნი ოკე­ა­ნე შე­იძ­ლე­ბა მალე დარ­ჩეს ზღვის ყი­ნუ­ლის გა­რე­შე, თით­ქმის 10 წლით უფრო ადრე, ვიდ­რე აქამ­დე წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლებ­დნენ.

"ეს გარ­დაქ­მნის არ­ქტი­კას სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბულ გა­რე­მოდ - თეთ­რი ზა­ფხუ­ლის არ­ქტი­კი­დან ლურჯ არ­ქტი­კამ­დე", - ამ­ბო­ბენ მეც­ნი­ე­რე­ბი.

მეც­ნი­ერ­თა თქმით, ელ-ნი­ნიო ეკ­ვა­ტო­რულ წყნარ ოკე­ა­ნე­ში ახლა სუს­ტდე­ბა, მაგ­რამ ოკე­ა­ნე­ებ­ზე ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა მა­ინც უჩ­ვე­უ­ლოდ მა­ღალ დო­ნე­ზე რჩე­ბა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
*&
6

მორიგი საკენკი, გლობალური დათბობა და სიგიჟეების სერიები გლობალისტებისგან!

ლორწოს გამოღვიძება
2

ადრე წავიკითხე,რომ ოკეანეებში და ზღვებში წყლის ტემპერატურის მომატება იწვევს მედუზების ძლიერ გამრავლებას,რაც საფრთხეს უქმნის წყლის სხვა ბინადართა არსებობას.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი
ავტორი:

თებერვალში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საფრთხეები იზრდება: მეცნიერები შიშობენ, რომ მალე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ყინულის გარეშე დარჩება

თებერვალში მსოფლიო ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ რეკორდულ ნიშნულს მიაღწია - საფრთხეები იზრდება: მეცნიერები შიშობენ, რომ მალე ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე ყინულის გარეშე დარჩება

მეცნიერები საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებენ. აღმოჩნდა, რომ მსოფლიო ოკეაანის ტემპერატურამ ბოლო თვეში უპრეცედენტოდ მოიმატა.

ეს ყველაფერი კი დედამიწის კლიმატს სერიოზული გამოწვევის წინაშე აყენებს.

მაგალითად, თებერვალში მსოფლიო ოკეანეების ტემპერატურამ რეკორდულ დონეს +21,06° ცელსიუსს მიაღწია.

Reuters-ის ცნობით, თებერვალში ოკეანის ზედაპირის საშუალო ტემპერატურამ უკვე გადააჭარბა წინა რეკორდს +20,98°-ს, რომელიც 2023 წლის აგვისტოში დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის თებერვალი ზედიზედ მეცხრე თვე იყო, რომელმაც ოკეანეების თვიური ტემპერატურის რეკორდი მოხსნა.

ცნობილია, რომ ელ - ნინიო (ელ - ნინიო, როგორც ანომალიური და გლობალური მოვლენა - გავლენას ახდენს მთელი დედამიწის კლიმატზე), ადამიანის მიერ გამოწვეული კლიმატის ცვლილებასთან ერთად, ასევე ხელს უწყობს ტემპერატურის მატებას.

"კიდევ უფრო გასაკვირი ის არის, რომ წყლის ზედაპირის ტემპერატურის ზრდა რეკორდულ დონეზეა ელ-ნინიოს ცენტრიდან მოშორებულ რეგიონებშიც. მაგალითად, ტროპიკულ ატლანტისა და ინდოეთის ოკეანეში”, - ამბობს კლიმატოლოგი რიჩარდ ალანი რედინგის უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, ეს მიუთითებს ატმოსფეროში სითბური გაზების გაზრდის ძლიერ გავლენაზე.

გავრცელებული ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ წყლის ზედაპირის ტემპერატურის გლობალური საშუალო მაჩვენებლები არ ითვალისწინებს მსოფლიო ოკეანის პოლარულ ნაწილებს, იქაც ვითარება საკმაოდ მძიმეა. ანტარქტიდის ზღვის ყინულმა თებერვალში მიაღწია წლიურ მინიმუმს - მთელი სივრცის 28%-ზე ყინულის საფარის მაჩვენებელი საშუალოზე დაბალია.

მეცნიერთა თქმით, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთის ყინულოვანი ოკეანე შეიძლება მალე დარჩეს ზღვის ყინულის გარეშე, თითქმის 10 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე წინასწარმეტყველებდნენ.

"ეს გარდაქმნის არქტიკას სრულიად განსხვავებულ გარემოდ - თეთრი ზაფხულის არქტიკიდან ლურჯ არქტიკამდე", - ამბობენ მეცნიერები.

მეცნიერთა თქმით, ელ-ნინიო ეკვატორულ წყნარ ოკეანეში ახლა სუსტდება, მაგრამ ოკეანეებზე ჰაერის ტემპერატურა მაინც უჩვეულოდ მაღალ დონეზე რჩება.