საზოგადოება
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად - "მეტროპოლსა" და "ვიანს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად - "მეტროპოლსა" და "ვიანს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“, კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში, ახალ­შო­ბი­ლებს 100-ლა­რი­ან დე­პო­ზიტს გა­უხ­სნის
  • პრო­ექ­ტში ჰოს­პიტ­ლე­ბის ქსე­ლი „ვი­ა­ნი“ ორი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბით ჩა­ერ­თვე­ბა

დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნია „მეტ­რო­პოლ­სა“ და ჰოს­პიტ­ლე­ბის ქსელ „ვი­ანს“ შო­რის ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუმს მო­ე­წე­რა ხელი. შე­თან­ხმე­ბის ფარ­გლებ­ში „მეტ­რო­პო­ლი“ „ვი­ა­ნის“ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვალ ბა­თუ­მის მურ­მან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლურ ჰოს­პი­ტალ­სა და თბი­ლი­სის ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა­ში და­ბა­დე­ბულ ყვე­ლა ახალ­შო­ბილს 100-ლა­რი­ან დე­პო­ზიტს გა­უხ­სნის.

ურ­თი­ერ­თთა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი თბი­ლის­ში, ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პი­ტალ­ში გა­ფორმ­და. დო­კუ­მენტს ხელი მო­ა­წე­რეს „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ, მა­მუ­კა იმე­დაშ­ვილ­მა და ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტორ­მა, ლაშა ფირ­ცხა­ლა­ვამ.

მა­მუ­კა იმე­დაშ­ვი­ლი, „მეტ­რო­პო­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე: „მო­ხა­რუ­ლე­ბი ვართ, რომ ჰოს­პიტ­ლე­ბის ქსელ „ვი­ან­თან“ და­ვი­წყეთ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. გვსურს, ერ­თობ­ლი­ვი ძა­ლის­ხმე­ვით მხა­რი და­ვუ­ჭი­როთ ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს და ეს ჩვე­ნი CSR ხედ­ვის ნა­წი­ლია. მათ კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვა „მეტ­რო­პო­ლის“ საქ­მი­ა­ნო­ბის ძი­რი­თა­დი შე­მად­გე­ნე­ლია, რაც ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში სან­დო და უსაფრ­თხო მომ­სა­ხუ­რე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბით გა­მო­ი­ხა­ტე­ბა. ახა­ლი პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი სა­მიზ­ნე აუ­დი­ტო­რია ფარ­თოა და არ არის ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი უშუ­ა­ლოდ „მეტ­რო­პო­ლის“ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე. თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის ორ კლი­ნი­კა­ში და­ბა­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი ახალ­შო­ბი­ლის სა­ხელ­ზე კომ­პა­ნია 100-ლა­რი­ან დე­პო­ზიტს გახ­სნის და მშო­ბელს გა­დას­ცემს. CSR კამ­პა­ნი­ის ფარ­გლებ­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია სა­ინ­ფორ­მა­ციო მხარ­და­ჭე­რაც - გვინ­და, მო­ქა­ლა­ქე­ებს კი­დევ ერთხელ შე­ვახ­სე­ნოთ იმ სა­ხელ­მწი­ფო პროგ­რა­მის შე­სა­ხებ, რო­მე­ლიც ეხე­ბა იპო­თე­კუ­რი სეს­ხე­ბის პრო­ცენ­ტის სუბ­სი­დი­რე­ბას ოჯა­ხე­ბი­სათ­ვის, რომ­ლებ­საც ახალ­შო­ბი­ლი შე­ე­ძი­ნე­ბათ ან სამი ან მეტი შვი­ლი ჰყავთ. იმე­დი გვაქვს, ჩვენს პარტნი­ორ­თან ერ­თად, და­ვეხ­მა­რე­ბით ოჯა­ხებს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში“.

„მეტ­რო­პოლ­სა“ და „ვი­ანს“ შო­რის გა­ფორ­მე­ბუ­ლი მე­მო­რან­დუ­მის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლი პრო­ექ­ტის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სა­ქარ­თვე­ლოს ორი ქა­ლა­ქი, თბი­ლი­სი და ბა­თუ­მი, შე­ირ­ჩა. გა­ნი­სა­ზღვრა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბიც: „ვი­ა­ნის“ ქსელ­ში შე­მა­ვა­ლი ბა­თუ­მის მურ­მან იაშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის დე­და­თა და ბავ­შვთა ცენ­ტრა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლი და თბი­ლი­სის ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო კლი­ნი­კა. „ვი­ა­ნი“ 7 მსხვილ ჰოს­პი­ტალს აერ­თი­ა­ნებს, სა­დაც თა­ნაბ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მია ამ­ბუ­ლა­ტო­რი­უ­ლი და სტა­ცი­ო­ნა­რუ­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბა.

ლაშა ფირ­ცხა­ლა­ვა, „ივა­ნე ბო­კე­რი­ას სა­ხე­ლო­ბის სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ჰოს­პიტ­ლის დი­რექ­ტო­რი: „ბო­კე­რი­ას ჰოს­პი­ტა­ლი უწყვეტ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, რათა ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე ზრუნ­ვა კი­დევ უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დეს ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბის­თვის. ამას­თა­ნა­ვე, ბო­კე­რი­ას ჰოს­პი­ტა­ლი მი­ე­სალ­მე­ბა კორ­პო­რა­ცი­უ­ლი სო­ცი­ა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის ფარ­გლებ­ში გა­მარ­თულ კამ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც მი­მარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­სა და მხარ­და­ჭე­რა­ზე“.

დე­ვე­ლო­პე­რულ კომ­პა­ნია „მეტ­რო­პოლ­სა“ და ჰოს­პიტ­ლე­ბის ქსელ „ვი­ანს“ შო­რის თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მის გა­ფორ­მე­ბის შემ­დეგ ეს პირ­ვე­ლი ერ­თობ­ლი­ვი კამ­პა­ნი­აა. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, „მეტ­რო­პო­ლი“ „ვი­ა­ნის“ ქსელ­ში შე­მა­ვალ სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ში სა­ხელ­მწი­ფო სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მის შე­სა­ხებ სა­ინ­ფორ­მა­ციო სტენ­დებ­საც გა­ნა­თავ­სებს, მომ­ზად­დე­ბა პოს­ტე­რე­ბი და და­რიგ­დე­ბა ფლა­ე­რე­ბი.

ცნო­ბის­თვის, სა­ხელ­მწი­ფო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, ყვე­ლა ოჯახს, რო­მელ­თაც ჰყავთ 1 წლამ­დე ასა­კის შვი­ლი, შე­უძ­ლი­ათ ისარ­გებ­ლონ სუბ­სი­დი­რე­ბის პროგ­რა­მით იპო­თე­კურ სეს­ხებ­ზე. პი­რო­ბე­ბის თა­ნახ­მად, უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის შე­ძე­ნი­სა და სახ­ლის აშე­ნე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ასეთ ოჯა­ხებს სეს­ხის მნიშ­ვნე­ლო­ვან პრო­ცენტს უფი­ნან­სებს. სუბ­სი­დი­რე­ბით სარ­გებ­ლო­ბის­თვის სეს­ხის მაქ­სი­მა­ლუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 200 000 ლა­რამ­დეა.

„მეტ­რო­პო­ლის“ შე­სა­ხებ: დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია „მეტ­რო­პო­ლი“ სა­ქარ­თვე­ლო­ში 2022 წელს და­ფუძნ­და. კომ­პა­ნია ქვეყ­ნის მას­შტა­ბით ოთხ პრო­ექტს ახორ­ცი­ე­ლებს. თბი­ლის­ში ორი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის „მეტ­რო­პოლ ბა­გე­ბი­სა“ და „მეტ­რო­პოლ ქავ­თა­რა­ძის“ მშე­ნებ­ლო­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს. ბა­თუმ­ში კი „მეტ­რო­პოლ კუბი“ და „მეტ­რო­პოლ ოვა­ლი“ შენ­დე­ბა, სა­დაც ფრან­გულ კომ­პა­ნი­ას­თან, Louvre Hotels Group-თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით 5-ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო Royal Tulip გან­თავ­სდე­ბა.

„ვი­ა­ნის“ შე­სა­ხებ: „ვი­ა­ნი“, ქვეყ­ნის მას­შტა­ბით, 7 მრა­ვალპრო­ფი­ლურ ჰოს­პი­ტალს აერ­თი­ა­ნებს და უზ­რუნ­ველ­ყოფს სრულ­ფა­სო­ვან ამ­ბუ­ლა­ტო­რი­ულ და სტა­ცი­ო­ნა­რულ მომ­სა­ხუ­რე­ბას ყვე­ლა ასა­კის პა­ცი­ენ­ტის­თვის.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები
ავტორი:

პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად - "მეტროპოლსა" და "ვიანს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

პარტნიორობა მოქალაქეთა მხარდასაჭერად - "მეტროპოლსა" და "ვიანს" შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
  • დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“, კამპანიის ფარგლებში, ახალშობილებს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის
  • პროექტში ჰოსპიტლების ქსელი „ვიანი“ ორი სამედიცინო დაწესებულებით ჩაერთვება

დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და ჰოსპიტლების ქსელ „ვიანს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეთანხმების ფარგლებში „მეტროპოლი“ „ვიანის“ შემადგენლობაში შემავალ ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალსა და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში დაბადებულ ყველა ახალშობილს 100-ლარიან დეპოზიტს გაუხსნის.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში გაფორმდა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, მამუკა იმედაშვილმა და ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორმა, ლაშა ფირცხალავამ.

მამუკა იმედაშვილი, „მეტროპოლის“ გენერალური დირექტორის მოადგილე: „მოხარულები ვართ, რომ ჰოსპიტლების ქსელ „ვიანთან“ დავიწყეთ თანამშრომლობა. გვსურს, ერთობლივი ძალისხმევით მხარი დავუჭიროთ ჩვენს თანამოქალაქეებს და ეს ჩვენი CSR ხედვის ნაწილია. მათ კეთილდღეობაზე ზრუნვა „მეტროპოლის“ საქმიანობის ძირითადი შემადგენელია, რაც ყოველდღიურობაში სანდო და უსაფრთხო მომსახურების შეთავაზებით გამოიხატება. ახალი პროექტის ფარგლებში ჩვენი სამიზნე აუდიტორია ფართოა და არ არის ფოკუსირებული უშუალოდ „მეტროპოლის“ მომხმარებელზე. თბილისისა და ბათუმის ორ კლინიკაში დაბადებული თითოეული ახალშობილის სახელზე კომპანია 100-ლარიან დეპოზიტს გახსნის და მშობელს გადასცემს. CSR კამპანიის ფარგლებში გათვალისწინებულია საინფორმაციო მხარდაჭერაც - გვინდა, მოქალაქეებს კიდევ ერთხელ შევახსენოთ იმ სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომელიც ეხება იპოთეკური სესხების პროცენტის სუბსიდირებას ოჯახებისათვის, რომლებსაც ახალშობილი შეეძინებათ ან სამი ან მეტი შვილი ჰყავთ. იმედი გვაქვს, ჩვენს პარტნიორთან ერთად, დავეხმარებით ოჯახებს საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში“.

„მეტროპოლსა“ და „ვიანს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად საქართველოს ორი ქალაქი, თბილისი და ბათუმი, შეირჩა. განისაზღვრა კონკრეტული სამედიცინო დაწესებულებებიც: „ვიანის“ ქსელში შემავალი ბათუმის მურმან იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი და თბილისის ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა. „ვიანი“ 7 მსხვილ ჰოსპიტალს აერთიანებს, სადაც თანაბრად ხელმისაწვდომია ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურება.

ლაშა ფირცხალავა, „ივანე ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის დირექტორი: „ბოკერიას ჰოსპიტალი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს სამედიცინო სერვისების განვითარებაზე, რათა ჯანმრთელობაზე ზრუნვა კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მომხმარებლებისთვის. ამასთანავე, ბოკერიას ჰოსპიტალი მიესალმება კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში გამართულ კამპანიებს, რომლებიც მიმართული იქნება ჩვენი თანამოქალაქეების კეთილდღეობასა და მხარდაჭერაზე“.

დეველოპერულ კომპანია „მეტროპოლსა“ და ჰოსპიტლების ქსელ „ვიანს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების შემდეგ ეს პირველი ერთობლივი კამპანიაა. პროექტის ფარგლებში, „მეტროპოლი“ „ვიანის“ ქსელში შემავალ სამედიცინო დაწესებულებებში სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის შესახებ საინფორმაციო სტენდებსაც განათავსებს, მომზადდება პოსტერები და დარიგდება ფლაერები.

ცნობისთვის, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, ყველა ოჯახს, რომელთაც ჰყავთ 1 წლამდე ასაკის შვილი, შეუძლიათ ისარგებლონ სუბსიდირების პროგრამით იპოთეკურ სესხებზე. პირობების თანახმად, უძრავი ქონების შეძენისა და სახლის აშენების შემთხვევაში, სახელმწიფო ასეთ ოჯახებს სესხის მნიშვნელოვან პროცენტს უფინანსებს. სუბსიდირებით სარგებლობისთვის სესხის მაქსიმალური მოცულობა 200 000 ლარამდეა.

„მეტროპოლის“ შესახებ: დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ საქართველოში 2022 წელს დაფუძნდა. კომპანია ქვეყნის მასშტაბით ოთხ პროექტს ახორციელებს. თბილისში ორი საცხოვრებელი კომპლექსის „მეტროპოლ ბაგებისა“ და „მეტროპოლ ქავთარაძის“ მშენებლობა მიმდინარეობს. ბათუმში კი „მეტროპოლ კუბი“ და „მეტროპოლ ოვალი“ შენდება, სადაც ფრანგულ კომპანიასთან, Louvre Hotels Group-თან თანამშრომლობით 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Royal Tulip განთავსდება.

„ვიანის“ შესახებ: „ვიანი“, ქვეყნის მასშტაბით, 7 მრავალპროფილურ ჰოსპიტალს აერთიანებს და უზრუნველყოფს სრულფასოვან ამბულატორიულ და სტაციონარულ მომსახურებას ყველა ასაკის პაციენტისთვის.

NS