აღმაშენებლის ხეივანსა და მარშალ გელოვანის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. აღნიშნულის შესახებ მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა ისაუბრა.
"ეს არის უმნიშვნელოვანესი კვანძი, შესაბამისად, მარშალ გელოვანის გამზირსა და აღმაშენებლის ხეივანზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ზოლები აუცილებლად გაჩნდება. ეს არის რეფორმის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი და რამდენადაც მტკივნეული არ უნდა იყოს, პროცესს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანთ.
დისკომფორტი იქნება ყველასთვის, რადგან იქ საჭიროა ინფრასტრუქტურული ჩარევა, რაც საკმაოდ გრძელვადიანი პროცესი იქნება. ურთულესი მონაკვეთია,..წაიკითხეთ ვრცლად
კითხვა მაქვს - პარკინგიდან ამოღებული ჯარიმები სად მიდის? მარტო ხელფასებში? ნორმალურად რომ ჩანდეს ნომრები ქუჩის ბოლოში გასვლა რომ არ გიჭევდეს, ასევე ადგილზე გადახდა რომ შეიძლებოდეს ამ ინვესტიციას კიდევ უფრო ჯარიმების გაზრდა სჭირდება? საღებავი ენანებათ?????
უფასო სადგომი , 5-10 წუთიანი, დაუჯარიმებლად რომ შეიძლება დგომა და აფთიაქში შერბენა, ან სიგარეტზე, პურზეც, თბილისში რამდენია ?! ისე, წადი ფეხით პურზე , სიგარეტზე და ბიომიცინზე , არა ?!