ანტილია - ინდოელი მილიარდერის, მუშეკ ამბნისა და მისი ოჯახის 27-სართულიანი რეზიდენცია მუმბაიში, ინდოეთში. შენობას სახელი მე-15 საუკუნის ლეგენდარული ესპანური კუნძულის, ანტილიას მიხედვით უწოდეს.
ცათამბჯენი აერთიანებს ავტოფარეხს, სამეჯლისო დარბაზს, 9 მაღალსიჩქარიან ლიფტს, 50-ადგილიან თეატრს, ტერასას, ბაღებს, საცურაო აუზს, სპას, ჯანმრთელობის ცენტრს, ტაძარსა და თოვლის ოთახს, რომელიც კედლებიდან ფიფქებს აფრქვევს.
2014 წლის მონაცემებით, იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ კერძო რეზიდენციად ითვლება - შენობა 4,6 მილიარდ დოლარადაა შეფასებული და 8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის გაძლება შეუძლია.
4,532 კვადრატული მეტრის (1,120 ჰექტარი) მიწაზე, რომელზეც ანტილია აშენდა, ადრე ბავშვთა სახლი იყო, სახელად Currimbhoy Ebrahim Khoja Yateemkhana. საქველმოქმედო ორგანიზაციამ, 2002 წლის ივლისში ტერიტორია 21,05 მლნ რუპლად (2,6 მილიონი აშშ დოლარი) მიჰყიდა Antilia Commercial Private Limited-ს, კომერციულ ერთეულს, რომელსაც მუკეშ ამბანი აკონტროლებს.
შენობა დაპროექტდა ორი ამერიკული არქიტექტურული ფირმის Perkins & Will-ის მიერ. სახლს აქვს 27 სართული ზედმეტად მაღალი ჭერით. (ეკვივალენტური სიმაღლის სხვა შენობებს შეიძლება ჰქონდეთ 60 სართული.) ინტერიერის დიზაინში გამოყენებულია ლოტოსის და მზის ფორმები. ეს ორი მახასიათებელი მეორდება მთელ შენობაში კრისტალების, მარმარილოსა და მარგალიტის გამოყენებით, თუმცა, არც ერთი სართული არ იყენებს ერთსა და იმავე მასალებს ან გეგმას, დიზაინის იდეა თანმიმდევრულია, მაგრამ არ მეორდება.
შენობას აქვს სამი ვერტმფრენი, თუმცა ისინი არ ფუნქციონირებს. ვერტმფრენები ინდოეთში უნდა იყოს სერტიფიცირებული სამოქალაქო ავიაციის გენერალური დირექტორის მიერ (DGCA) და ამბანის ჯერ არ მიუღია დამტკიცება ცენტრალური თავდაცვისა და გარემოს დაცვის სამინისტროებისგან.
ანტილაში პარკინგის სართულებზე 168 მანქანაა განთავსებული. ასე რომ, თუ ანტილაში წვეულებაა, სტუმრებს არ უწევთ ფიქრი გზისპირა პარკინგის პოვნაზე. ანტილიის სახლს მე-7 სართულზე მანქანების სერვისის სადგურიც კი აქვს.
2017 წლის 10 ივლისს მეცხრე სართულზე ხანძარი გაჩნდა, მაგრამ რამდენიმე წუთში ჩააქრეს. ექვსი სახანძრო ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან 10 წუთში მივიდა. თუმცა ხანძარი ანტილიას თანამშრომლებმა სახანძრო ბრიგადის მოსვლამდე ჩააქრეს, ფიქსირებული ხანძარსაწინააღმდეგო სისტემებისა და ცეცხლმაქრების გამოყენებით.
2021 წლის 25 თებერვალს ანტილიასთან იპოვეს მანქანა, რომელშიც ასაფეთქებელი მოწყობილობა და მუქარის წერილი იდო. მანქანა გაჩერებული იყო შენობიდან დაახლოებით 400 მეტრში, კარმაიკლის გზაზე. დაცვის თანამშრომელმა საეჭვო მანქანასთან დაკავშირებით პოლიციაში დარეკა. გამოძიების შემდეგ დაადგინეს, რომ ბომბი არ იყო აწყობილი, ასევე არ ჰონდა ბატარეა ან დეტონატორი.
გამოძიებას ხელმძღვანელობდა მუმბაის დანაშაულებრივი დაზვერვის განყოფილების უფროსი საჩინ ვაზე. საქმე ეროვნულ საგამოძიებო სააგენტოს გადაეცა, რომელმაც გაარკვია, რომ ამ ინციდენტში თავად ვაზე მონაწილეობდა და ის დააკავეს.
Tata Group-ის ყოფილი თავმჯდომარის რატან ტატას თქმით, ანტილია მდიდარი ინდიელების ღარიბების მიმართ თანაგრძნობის ნაკლებობის მაგალითია.
„ადამიანი, რომელიც იქ ცხოვრობს, ირგვლივ ყველაფერს უნდა ხედავდეს. საკუთარ თავს უნდა ეკითხებოდეს, როგორ შეუძლია ღარიბების დახმარება და ქვეყანაში არსებული გაჭირვების აღმოფხვრა. ინდოეთს სჭირდება ადამიანი, რომელიც თავის სიმდიდრეს მათ დასახმარებლად გამოყოფს" - განაცხადა ტატამ.
ნახეთ ასევე: