საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს, სადაც ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით, ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს
დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს, სადაც ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით, ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს

ოკუ­პანტ რუ­სეთ­ში, მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდულ ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ბრძა­ნე­ბით ტარ­დე­ბა, დე­ლე­გა­ცია სა­ქარ­თვე­ლო­და­ნაც ჩა­ვი­და. ფეს­ტი­ვა­ლი 1-ლ მარტს და­ი­წყო და ერთი კვი­რა გრძელ­დე­ბა. სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას­თან ერ­თად, ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღე­ბენ სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნე­ბის, აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ე­ბი, რომ­ლებ­შიც ახალ­გაზ­რდებ­თან ერ­თად, ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბიც შე­დი­ან. სოჭთან ახ­ლოს, "სი­რი­უ­სის“ ფე­დე­რა­ლურ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შას­თან ერ­თად გა­მო­ფე­ნი­ლია თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კე­ბის დრო­შე­ბიც.

სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას პრი­მა­კო­ვის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე ხელ­მძღვა­ნე­ლობს. "ჩვე­ნი ძმე­ბი, ინ­გუ­შე­ბი სა­ზე­ი­მოდ დაგ­ვხვდნენ სო­ჭის აე­რო­პორ­ტში“, - და­წე­რა მან 29 თე­ბერ­ვალს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ღია წყა­რო­ე­ბის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებს შო­რის არი­ან:

ანნა ხო­ტივ­რიშ­ვი­ლი - ის­ტო­რი­ის მეც­ნი­ე­რე­ბის კან­დი­და­ტი, პოსტსაბ­ჭო­თა ქვეყ­ნე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კავ­ში­რე­ბის კვლე­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე;

იუ­ლია კლი­უ­ჩი­კო­ვა - რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი გიდი თბი­ლი­სი­დან;

ინეს­სა რო­დი­ნა - სა­ქარ­თვე­ლოს სპორ­ტუ­ლი აკ­რო­ბა­ტი­კის სამ­გზის ჩემ­პი­ო­ნი მარ­ნე­უ­ლი­დან, ლორ­თქი­ფა­ნი­ძის თქმით, "რუსი ახალ­გაზ­რდე­ბის ლი­დე­რი სა­ქარ­თვე­ლო­ში“;

კა­რი­ნე არა­კე­ლი­ა­ნი - მას­წავ­ლე­ბე­ლი ნი­ნოწ­მინ­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ რო­დი­ო­ნოვ­კა­დან (ფა­რა­ვა­ნი);

ტა­ტი­ა­ნა ბა­ლა­ბა­ნო­ვა - გო­რე­ლოვ­კას მკვიდ­რი;

ფო­რუ­მის ერთ-ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ "ეხო კავ­კა­ზას“ უთხრა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს 35 ადა­მი­ა­ნი წა­რად­გენს.

"პი­რა­დად მე მო­ვე­დი, რომ ლექ­სე­ბი წა­ვი­კი­თხო, ვიმ­ღე­რო, მოვ­ყვე სა­ქარ­თვე­ლო­ზე, მო­ვი­ზი­დო უცხო­ე­ლე­ბი ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში. მინ­და, რომ ჩვე­ნი ქვეყ­ნის შე­სა­ხებ, რაც შე­იძ­ლე­ბა ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გა­ი­გოს და ჩვენ­თან ჩა­მო­ვი­დეს. და­მი­ჯე­რეთ, ზო­გი­ერ­თმა მო­ნა­წი­ლემ არც იცო­და, რომ ასე­თი ქვე­ყა­ნა არ­სე­ბობ­და“, - ამ­ბობს ის.

მისი სი­ტყვე­ბით, დე­ლე­გა­ცი­ის წევ­რებ­მა ფო­რუ­მის ოსი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი გა­იც­ნეს, მაგ­რამ "ყვე­ლა­ზე მე­ტად ინ­გუ­შე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­უ­მე­გობ­რდნენ“.

"მთა­ვა­რია მშვი­დო­ბა და მე­გობ­რო­ბა. ჩვენ ყვე­ლა აპო­ლი­ტი­კუ­რე­ბი ვართ, გვინ­და რომ პლა­ნე­ტა­ზე მშვი­დო­ბა იყოს“, - ამ­ბობს გო­გო­ნა, რომ­ლის თქმი­თაც, ის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენს.

სოჭ­ში იმ­ყო­ფე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტი ლალი მო­როშ­კი­ნაც, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დუ­ლად გა­მო­დის რუ­სულ ტე­ლე­არ­ხებ­ზე და კო­მენ­ტარს აკე­თებს სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე.

მო­როშ­კი­ნა ერთ-ერთ კო­მენ­ტარ­ში ამ­ბობს, რომ "სა­ქარ­თვე­ლომ "და­უ­ყოვ­ნებ­ლივ უნდა და­ი­წყოს მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მოს­კოვ­თან“.

ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის დე­ლე­გა­ცი­ა­ში 130 ადა­მი­ა­ნია. მას თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლე ალან ტი­ბი­ლო­ვი წა­რად­გენს. ცნო­ბის­თვის, ტი­ბი­ლო­ვი ჟურ­ნა­ლის­ტია.

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთს ფო­რუმ­ზე 100 ადა­მი­ა­ნი წა­რად­გენს.

ფეს­ტი­ვა­ლი, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო, რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის გავ­რცე­ლე­ბის მო­რი­გი ფო­რუ­მია. მისი ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლეა რუ­სე­თის ექ­სპრე­ზი­დენ­ტი და ამ­ჟა­მად უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლე დმიტ­რი მედ­ვე­დე­ვი, რომ­ლის პრე­ზენ­ტა­ცი­ას ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ცი­ტა­ტა "ამ­შვე­ნებ­და“: "რუ­სე­თის სა­ზღვრე­ბი არ­სად მთავ­რდე­ბა“.

  • მო­ამ­ზა­და ანრი კურ­ტა­ნი­ძემ
მკითხველის კომენტარები / 110 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
100%
14

ამ ფესტივალზე არ იყო წარმოდგენილი, დედამიწაზე რეგისტრირებულებიდან, მხოლოდ სამად - სამი ქვეყანა (სამოა, მარშალის კუნძულები...) მესამე დამავიწყდა, იქნებ დამეხმაროთ "ნაციონალებო", თქვენ ხომ ყველაფერი იცით!

Nik
45

რუსეთი გადამგდებია და არუნდა წავიდეთ მოლაპარაკებაზეო რომ გაიძახით ამერიკა არაა გადამგდებიი? ამერიკა და დასავლეთი არანაკლებია, ყველა იმპერია გადამგდებია და ფეხზე ჰკიდია პატარა ქვეყნების ინტერესები, ჩვენ უნდა გვქონდეს ჭკუა რომ სწორად ვიმოქმედოთ მოცემულ მდგომარეობაში, 30 წელზე მეტია გამოგვაშტერეს ნატო და ევროკავშირის ძახილით, სადაა ეგ ყველაფერი, რატომ არ გვიღებენ ამ ვითომ გაღებულ კარს? რატომ არ გვაქვს ამერიკასთან უვიზო მიმოსვლა? არც მიგვიღებენ არასოდეს და რაც უფრო მალე მივხვდებით რომ ზღაპარია ეგ ყველაფერი მით უკეთესი ჩვენთვის, რა გჭირს ამ ჩვენ თაობას მონური ფსიქოლოგია ჩამოგვიყალიბდა, ვიღაცას რუსეთის მონობა უნდა ისევ, სხვებს ეგ უტყდებათ და ამერიკის და ევროპის მონობა უფრო სვეცკური ჰგონიათ, ვაი თქვენს პატრონს ვინც ასე აზროვნებთ.

sponsored by ContentRoom
ავტორი:

დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს, სადაც ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით, ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს

დელეგაცია ოკუპანტ ქვეყანაში - ვინ სტუმრობდა საქართველოდან პუტინის ფესტივალს, სადაც ჩვენი ქვეყნის დროშის გვერდით, ოკუპირებული რეგიონების დროშები გამოფინეს

ოკუპანტ რუსეთში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ფესტივალზე, რომელიც ვლადიმირ პუტინის ბრძანებით ტარდება, დელეგაცია საქართველოდანაც ჩავიდა. ფესტივალი 1-ლ მარტს დაიწყო და ერთი კვირა გრძელდება. საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ფესტივალში მონაწილეობას იღებენ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების, აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციები, რომლებშიც ახალგაზრდებთან ერთად, ოფიციალური პირებიც შედიან. სოჭთან ახლოს, "სირიუსის“ ფედერალურ ტერიტორიაზე, საქართველოს დროშასთან ერთად გამოფენილია თვითგამოცხადებული რესპუბლიკების დროშებიც.

საქართველოს დელეგაციას პრიმაკოვის ცენტრის ხელმძღვანელი დიმიტრი ლორთქიფანიძე ხელმძღვანელობს. "ჩვენი ძმები, ინგუშები საზეიმოდ დაგვხვდნენ სოჭის აეროპორტში“, - დაწერა მან 29 თებერვალს სოციალურ ქსელში.

ღია წყაროების მიხედვით, საქართველოს დელეგაციის წევრებს შორის არიან:

ანნა ხოტივრიშვილი - ისტორიის მეცნიერების კანდიდატი, პოსტსაბჭოთა ქვეყნების საერთაშორისო კავშირების კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე;

იულია კლიუჩიკოვა - რუსულენოვანი გიდი თბილისიდან;

ინესსა როდინა - საქართველოს სპორტული აკრობატიკის სამგზის ჩემპიონი მარნეულიდან, ლორთქიფანიძის თქმით, "რუსი ახალგაზრდების ლიდერი საქართველოში“;

კარინე არაკელიანი - მასწავლებელი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ როდიონოვკადან (ფარავანი);

ტატიანა ბალაბანოვა - გორელოვკას მკვიდრი;

ფორუმის ერთ-ერთმა მონაწილემ "ეხო კავკაზას“ უთხრა, რომ საქართველოს 35 ადამიანი წარადგენს.

"პირადად მე მოვედი, რომ ლექსები წავიკითხო, ვიმღერო, მოვყვე საქართველოზე, მოვიზიდო უცხოელები ჩვენ ქვეყანაში. მინდა, რომ ჩვენი ქვეყნის შესახებ, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს და ჩვენთან ჩამოვიდეს. დამიჯერეთ, ზოგიერთმა მონაწილემ არც იცოდა, რომ ასეთი ქვეყანა არსებობდა“, - ამბობს ის.

მისი სიტყვებით, დელეგაციის წევრებმა ფორუმის ოსი მონაწილეები გაიცნეს, მაგრამ "ყველაზე მეტად ინგუშეთის წარმომადგენლებს დაუმეგობრდნენ“.

"მთავარია მშვიდობა და მეგობრობა. ჩვენ ყველა აპოლიტიკურები ვართ, გვინდა რომ პლანეტაზე მშვიდობა იყოს“, - ამბობს გოგონა, რომლის თქმითაც, ის საქართველოს წარმოადგენს.

სოჭში იმყოფება ჟურნალისტი ლალი მოროშკინაც, რომელიც პერიოდულად გამოდის რუსულ ტელეარხებზე და კომენტარს აკეთებს საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე.

მოროშკინა ერთ-ერთ კომენტარში ამბობს, რომ "საქართველომ "დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს მოლაპარაკებები მოსკოვთან“.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციაში 130 ადამიანია. მას თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე ალან ტიბილოვი წარადგენს. ცნობისთვის, ტიბილოვი ჟურნალისტია.

ოკუპირებულ აფხაზეთს ფორუმზე 100 ადამიანი წარადგენს.

ფესტივალი, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსული პროპაგანდის გავრცელების მორიგი ფორუმია. მისი ერთ-ერთი მონაწილეა რუსეთის ექსპრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი, რომლის პრეზენტაციას ვლადიმირ პუტინის ციტატა "ამშვენებდა“: "რუსეთის საზღვრები არსად მთავრდება“.

  • მოამზადა ანრი კურტანიძემ