საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Yandex Go შშმ მომხმარებლებს ადაპტირებულ აპლიკაციას სთავაზობს
Yandex Go შშმ მომხმარებლებს ადაპტირებულ აპლიკაციას სთავაზობს

Yandex Go-მ, რო­მე­ლიც ტაქ­სის გა­მო­ძა­ხე­ბის (ride-hailing) ონ­ლა­ინ­სერ­ვისს წარ­მო­ად­გენს, რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ა­ფორ­მა: "პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი - სა­ქარ­თვე­ლო", თბი­ლი­სის ბავ­შვთა ჰოს­პი­სი “ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა” და სა­ქარ­თვე­ლოს უსი­ნათ­ლო­თა კავ­ში­რი, რათა უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ იქ­ნეს უკე­თე­სი მო­ბი­ლო­ბა შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე პირ­თათ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. კომ­პა­ნია ყო­ველ­თვი­უ­რად აწ­ვდის ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს პრო­მო­კო­დებს, რომ­ლე­ბიც ფა­რა­ვენ მგზავ­რო­ბებს და ამა­ნა­თე­ბის მი­ტა­ნას.

ეს მგზავ­რო­ბე­ბი გან­კუთ­ვნი­ლია შშმ პი­რე­ბის­თვის, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, კომ­ფორ­ტუ­ლად იმ­გზავ­რონ სა­სურ­ველ და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლამ­დე. პრო­მო­კო­დე­ბი ასე­ვე შე­იძ­ლე­ბა, გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს სო­ცი­ა­ლუ­რი მუ­შა­კე­ბის - მე­დი­კო­სე­ბის, ფსი­ქო­ლო­გე­ბის თუ მო­ხა­ლი­სე­ე­ბის მიერ.

Yandex Go-ს თა­ნად­გო­მა ეხ­მა­რე­ბა აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს, შე­ამ­ცი­რონ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი, რაც მათ სა­შუ­ა­ლე­ბას აძ­ლევს, არ­სე­ბუ­ლი რე­სურ­სე­ბი უფრო კრი­ტი­კუ­ლი ამო­ცა­ნე­ბის­კენ მი­მარ­თონ.

სერ­ვის­მა უკვე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა თა­ვი­სი აპ­ლი­კა­ცი­ის ადაპ­ტი­რე­ბა შშმ პი­რე­ბის­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამი­ე­რი­დან, მომ­ხმა­რებ­ლებს სა­შუ­ა­ლე­ბა აქვთ, წი­ნას­წარ აც­ნო­ბონ მძღო­ლებს კონ­კრე­ტუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ - მა­გა­ლი­თად, თუ ავ­ტო­მო­ბილ­ში ჩაჯ­დო­მი­სას დახ­მა­რე­ბა ან ეტ­ლის­თვის სა­ბარ­გულ­ში ად­გი­ლი სჭირ­დე­ბათ. ამას­თან, მძღო­ლე­ბი იღე­ბენ რე­კო­მენ­და­ცი­ებს იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუ რო­გორ ჯობს ურ­თი­ერ­თო­ბა ამა თუ იმ მგზავ­რთან: სი­ტყვი­ე­რად თუ ჩა­ტის ფუნ­ქცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით. ყო­ვე­ლი­ვე ეს ხელს შე­უ­წყობს შშმ მომ­ხმა­რე­ბელ­თა მგზავ­რო­ბის ხა­რის­ხი­სა და კომ­ფორ­ტის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბას სა­ქარ­თვე­ლო­ში, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, შე­ამ­ცი­რებს მგზავ­რო­ბი­სას გა­უ­გებ­რო­ბის წარ­მოქ­მნის ალ­ბა­თო­ბას.

„მიგ­ვაჩ­ნია რომ ქა­ლა­ქის მას­შტა­ბით თა­ვი­სუფ­ლად და მო­სა­ხერ­ხებ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ყვე­ლას უნდა ჰქონ­დეს. საქ­ველ­მოქ­მე­დო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან ჩვე­ნი მიმ­დი­ნა­რე თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მი­ზა­ნია, უსას­ყიდ­ლოდ და­ვუდ­გეთ გვერ­დში მათ, ვი­საც სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­სა თუ მა­ღა­ზი­ებ­ში სი­ა­რუ­ლი ან სხვა ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მე­ე­ბის შეს­რუ­ლე­ბა უწევს“, — აღ­ნიშ­ნა Yandex Go‑ს პრეს­სამ­სა­ხურ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში.

"უკვე 25 წე­ლია, „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“ არის იმე­დი და მხარ­დამ­ჭე­რი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და მათი ოჯა­ხე­ბის­თვის; ის ყვე­ლა­ფერს აკე­თებს, რათა უზ­რუნ­ველ­ყოს მათი ღირ­სე­უ­ლი ცხოვ­რე­ბა. დიდი მად­ლო­ბა ჩვენს მე­გო­ბარ კომ­პა­ნი­ებს, რომ­ლე­ბიც ამ მიზ­ნის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბი­ან და მხარ­ში გვიდ­გა­ნან. კომ­პა­ნია „იან­დექს“-ის მხარ­და­ჭე­რით, ჩვე­ნი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი იმ ათე­უ­ლო­ბით ბავ­შვს გა­უ­წე­ვენ მომ­სა­ხუ­რე­ბას ბი­ნა­ზე, რო­მელ­თათ­ვი­საც აღ­ნიშ­ნუ­ლი სერ­ვი­სი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია. და­ვეხ­მა­რე­ბით პირ­ვე­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმა­ში“, - აღ­ნიშ­ნავს „პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რი, გუჩი თავ­ხე­ლი­ძე"

Yandex Go‑ს უფა­სო აპ­ლი­კა­ცია ხელ­მი­საწ­ვდო­მია რო­გორც iOS-ზე, ისე - Android-ზე ქარ­თულ, ინ­გლი­სურ და სხვა ენებ­ზე.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი — სა­ქარ­თვე­ლო“ - https://firststepgeorgia.org/

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“ 25 წე­ლია, ზრუ­ნავს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვებ­ზე. ორ­გა­ნი­ზა­ცია 900-ზე მეტ ბავ­შვს ემ­სა­ხუ­რე­ბა ყო­ველ­თვი­უ­რად და ახორ­ცი­ე­ლებს ათამ­დე პროგ­რა­მას, მათ შო­რის - ბავ­შვთა ად­რე­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის, აუ­ტიზ­მის, დღის ცენ­ტრის, ბი­ნა­ზე მოვ­ლის და სხვა პროგ­რა­მებს; ასე­ვე, და­ნერ­გა კუ­ლი­ნა­რი­ი­სა და სპორ­ტის წრე­ე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი­სა და მო­ზარ­დე­ბის­თვის.

„პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯი“ 1998 წელს და­არ­სდა და, და­არ­სე­ბის დღი­დან, აქვს მი­ზა­ნი, რომ გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი ცხოვ­რე­ბა და და­ეხ­მა­როს მათ, მი­ი­ღონ სა­ჭი­რო გა­ნათ­ლე­ბა, ის­წავ­ლონ ახა­ლი უნა­რე­ბი, რათა მოხ­დეს მათი ინ­ტეგ­რა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში.

თბი­ლი­სის ბავ­შვთა ჰოს­პი­სი „ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა“ - https://childrenshospice.org.ge

ბავ­შვთა ჰოს­პი­სი "ცი­ცი­ნა­თე­ლე­ბის ქვე­ყა­ნა" სრუ­ლი­ად უფა­სოდ უწევს პა­ლი­ა­ტი­ურ მზრუნ­ვე­ლო­ბას ბავ­შვებს და მათი ოჯა­ხის წევ­რებს.

ჰოს­პი­სის მი­ზა­ნია პა­ლი­ა­ტი­უ­რი მზრუნ­ვე­ლო­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე ბავ­შვთა ცხოვ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა რო­გორც მათ სხე­ულ­ზე, გო­ნე­ბა­სა და სუ­ლი­ერ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე აქ­ტი­უ­რი და ყო­ველ­მხრი­ვი ზრუნ­ვის, ისე - მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბის თა­ნად­გო­მი­სა და დახ­მა­რე­ბის გზით.

სა­ქარ­თვე­ლოს უსი­ნათ­ლო­თა კავ­ში­რი - http://www.gbu.ge/

სა­ქარ­თვე­ლოს უსი­ნათ­ლო­თა კავ­ში­რი ყვე­ლა­ზე დიდი, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე პირ­თა ორ­გა­ნი­ზა­ცი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში. იგი და­ფუძნ­და 1926 წელს და აერ­თი­ა­ნებს შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის მქო­ნე უსი­ნათ­ლო-მცი­რემ­ხედ­ველ 3000-მდე ადა­მი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს მაშ­ტა­ბით. უსი­ნათ­ლო­თა კავ­ში­რის მი­ზა­ნია უსი­ნათ­ლო მო­ქა­ლა­ქე­თა გა­მოვ­ლე­ნა და მათი შე­საძ­ლო შრო­მი­თი, სა­მე­დი­ცი­ნო, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი, სო­ცი­ა­ლურ-ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია, სა­მარ­თლებ­რი­ვი და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა, კულ­ტუ­რულ-სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო მომ­სა­ხუ­რე­ბა.

R

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მად
0

ცოტა ქართულიც ასწავლეთ კურიერებს 

Qeto
0

აბა, ჩაუჩხრიალეთ ურდოს კომპანიას ფულები....

ავტორი:

Yandex Go შშმ მომხმარებლებს ადაპტირებულ აპლიკაციას სთავაზობს

Yandex Go შშმ მომხმარებლებს ადაპტირებულ აპლიკაციას სთავაზობს

Yandex Go-მ, რომელიც ტაქსის გამოძახების (ride-hailing) ონლაინსერვისს წარმოადგენს, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა: "პირველი ნაბიჯი - საქართველო", თბილისის ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” და საქართველოს უსინათლოთა კავშირი, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უკეთესი მობილობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის საქართველოში. კომპანია ყოველთვიურად აწვდის ამ ორგანიზაციებს პრომოკოდებს, რომლებიც ფარავენ მგზავრობებს და ამანათების მიტანას.

ეს მგზავრობები განკუთვნილია შშმ პირებისთვის, რაც მათ საშუალებას აძლევს, კომფორტულად იმგზავრონ სასურველ დანიშნულების ადგილამდე. პრომოკოდები ასევე შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სოციალური მუშაკების - მედიკოსების, ფსიქოლოგების თუ მოხალისეების მიერ.

Yandex Go-ს თანადგომა ეხმარება აღნიშნულ ორგანიზაციებს, შეამცირონ ადმინისტრაციული ხარჯები, რაც მათ საშუალებას აძლევს, არსებული რესურსები უფრო კრიტიკული ამოცანებისკენ მიმართონ.

სერვისმა უკვე განახორციელა თავისი აპლიკაციის ადაპტირება შშმ პირებისთვის საქართველოში. ამიერიდან, მომხმარებლებს საშუალება აქვთ, წინასწარ აცნობონ მძღოლებს კონკრეტული საჭიროებების შესახებ - მაგალითად, თუ ავტომობილში ჩაჯდომისას დახმარება ან ეტლისთვის საბარგულში ადგილი სჭირდებათ. ამასთან, მძღოლები იღებენ რეკომენდაციებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ჯობს ურთიერთობა ამა თუ იმ მგზავრთან: სიტყვიერად თუ ჩატის ფუნქციის საშუალებით. ყოველივე ეს ხელს შეუწყობს შშმ მომხმარებელთა მგზავრობის ხარისხისა და კომფორტის გაუმჯობესებას საქართველოში, პარალელურად კი, შეამცირებს მგზავრობისას გაუგებრობის წარმოქმნის ალბათობას.

„მიგვაჩნია რომ ქალაქის მასშტაბით თავისუფლად და მოსახერხებლად გადაადგილების საშუალება ყველას უნდა ჰქონდეს. საქველმოქმედო ორგანიზაციებთან ჩვენი მიმდინარე თანამშრომლობის მიზანია, უსასყიდლოდ დავუდგეთ გვერდში მათ, ვისაც საავადმყოფოებსა თუ მაღაზიებში სიარული ან სხვა ყოველდღიური საქმეების შესრულება უწევს“, — აღნიშნა Yandex Go‑ს პრესსამსახურმა საქართველოში.

"უკვე 25 წელია, „პირველი ნაბიჯი“ არის იმედი და მხარდამჭერი განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მათი ოჯახებისთვის; ის ყველაფერს აკეთებს, რათა უზრუნველყოს მათი ღირსეული ცხოვრება. დიდი მადლობა ჩვენს მეგობარ კომპანიებს, რომლებიც ამ მიზნის განხორციელებაში გვეხმარებიან და მხარში გვიდგანან. კომპანია „იანდექს“-ის მხარდაჭერით, ჩვენი სპეციალისტები იმ ათეულობით ბავშვს გაუწევენ მომსახურებას ბინაზე, რომელთათვისაც აღნიშნული სერვისი უმნიშვნელოვანესია. დავეხმარებით პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმაში“, - აღნიშნავს „პირველი ნაბიჯის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი, გუჩი თავხელიძე"

Yandex Go‑ს უფასო აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS-ზე, ისე - Android-ზე ქართულ, ინგლისურ და სხვა ენებზე.

„პირველი ნაბიჯი — საქართველო“ - https://firststepgeorgia.org/

„პირველი ნაბიჯი“ 25 წელია, ზრუნავს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებზე. ორგანიზაცია 900-ზე მეტ ბავშვს ემსახურება ყოველთვიურად და ახორციელებს ათამდე პროგრამას, მათ შორის - ბავშვთა ადრეული განვითარების, აუტიზმის, დღის ცენტრის, ბინაზე მოვლის და სხვა პროგრამებს; ასევე, დანერგა კულინარიისა და სპორტის წრეები განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის.

„პირველი ნაბიჯი“ 1998 წელს დაარსდა და, დაარსების დღიდან, აქვს მიზანი, რომ გააუმჯობესოს განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვების ყოველდღიური ცხოვრება და დაეხმაროს მათ, მიიღონ საჭირო განათლება, ისწავლონ ახალი უნარები, რათა მოხდეს მათი ინტეგრაცია საზოგადოებაში.

თბილისის ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ - https://childrenshospice.org.ge

ბავშვთა ჰოსპისი "ციცინათელების ქვეყანა" სრულიად უფასოდ უწევს პალიატიურ მზრუნველობას ბავშვებს და მათი ოჯახის წევრებს.

ჰოსპისის მიზანია პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება როგორც მათ სხეულზე, გონებასა და სულიერ მდგომარეობაზე აქტიური და ყოველმხრივი ზრუნვის, ისე - მათი ოჯახის წევრების თანადგომისა და დახმარების გზით.

საქართველოს უსინათლოთა კავშირი - http://www.gbu.ge/

საქართველოს უსინათლოთა კავშირი ყველაზე დიდი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციაა საქართველოში. იგი დაფუძნდა 1926 წელს და აერთიანებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე უსინათლო-მცირემხედველ 3000-მდე ადამიანს საქართველოს მაშტაბით. უსინათლოთა კავშირის მიზანია უსინათლო მოქალაქეთა გამოვლენა და მათი შესაძლო შრომითი, სამედიცინო, ინტელექტუალური, სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია, სამართლებრივი და სოციალური დაცვა, კულტურულ-საყოფაცხოვრებო მომსახურება.

R