მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს" - თამაზ ჭილაძის გახსენება
"ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს" -  თამაზ ჭილაძის გახსენება

2024 წლის 5 მარტს ჩემი ძვირ­ფა­სი, მო­ნატ­რე­ბუ­ლი და და­უ­ვი­წყა­რი ბა­ტო­ნი თა­მაზ ჭი­ლა­ძის და­ბა­დე­ბის დღე - კლა­სი­კო­სი მწერ­ლის, პუბ­ლი­ცის­ტი­სა და დრა­მა­ტურ­გის, ყო­ველ­მხრივ დიდი ადა­მი­ა­ნის - კა­ცო­ბით, დაძ­მო­ბით, სამ­შობ­ლოს სიყ­ვა­რუ­ლით, მე­გობ­რო­ბით, სი­სა­თუ­თით, სიყ­ვა­რუ­ლით, ნი­ჭი­ე­რე­ბით... თა­მაზ ჭი­ლა­ძე­ო­ბით! დღეს თა­მაზ ჭი­ლა­ძეს 93 წელი შე­უს­რულ­დე­ბო­და. იგი 2018 წლის 28 სექ­ტემ­ბერს 87 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

5 მარტს მზე იყო და სით­ბო, ზუს­ტად ისე­თი ამინ­დი, ბა­ტონ თა­მაზს რომ უყ­ვარ­და.

  • მარ­ტე­ლი მე­გობ­რე­ბი

თა­მაზ ჭი­ლა­ძეს 2010 წელს "პა­ლიტ­რა მე­დი­ის“ პრო­ექ­ტმა - "ქარ­თუ­ლი პრო­ზის სა­გან­ძურ­მა“ შე­მახ­ვედ­რა. ქარ­თვე­ლი მწერ­ლე­ბის მრა­ვალ­ტო­მე­ულ­ში მისი ნა­წარ­მო­ე­ბის გა­მო­ცე­მა გვინ­დო­და და ბა­ტო­ნი თა­მა­ზი სწო­რედ მე უნდა და­მე­ყო­ლი­ე­ბი­ნა. მწერ­ლის და­თან­ხმე­ბა არ­ცთუ ად­ვი­ლი აღ­მოჩ­ნდა. ლა­მის, კვი­რა­ში ერთხელ ვუ­რე­კავ­დი მო­წი­წე­ბით და ჩვენს პრო­ექ­ტში მისი მო­ნა­წი­ლე­ო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე ვე­სა­უბ­რე­ბო­დი. სა­ბო­ლო­ოდ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დას­რულ­და, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში კი ახა­ლი ეტა­პი და­ი­წყო...

მას­თან ხან­გრძლივ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რებს, სტუმ­რო­ბა­სა და ინ­ტერ­ვი­უ­ებს უკ­ვა­ლოდ არ ჩა­უვ­ლია. მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლისტ-რეს­პონ­დენ­ტი კი აღარ ვი­ყა­ვით, მან მე­გო­ბა­რი მი­წო­და და უკვე - "მარ­ტე­ლე­ბად“ ვი­ქე­ცით: იგი - 5 მარტს და­ბა­დე­ბუ­ლი და მე - 4 მარტს. თა­ვად მახ­სე­ნებ­და ხოლ­მე, ჩვენ ხომ მე­გობ­რე­ბი ვართ და ხომ შე­იძ­ლე­ბა, "შე­ნო­ბით“ ვი­სა­უბ­რო­თო. მე რო­გორ გავ­ბე­დავ­დი ასე გა­თავ­ხე­დე­ბას, მას კი უდი­დე­სი სი­ხა­რუ­ლით ვუ­დას­ტუ­რებ­დი, რომ შე­იძ­ლე­ბო­და კი არა, აუ­ცი­ლებ­ლად ასე უნდა მო­ე­მარ­თა...

მახ­სოვს, ერთხელ, ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბის გა­რიჟ­რაჟ­ზე ჩა­ვე­კი­თხე: მარ­ტში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ცვა­ლე­ბა­დი ბუ­ნე­ბა აქვთ, ხან­და­ხან გი­ჟუ­რიც, ინ­ტუ­ი­ცი­ი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, გა­ბუტ­ვაც სჩ­ვე­ვი­ათ და გუ­ლის­ხმი­ე­რე­ბი და ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნე­ბიც არი­ან, მე­ოც­ნე­ბე­ნიც, რო­გო­რია "თქვე­ნი მარ­ტის“ ბუ­ნე­ბა-მეთ­ქი? გა­ო­ცე­ბულ­მა შე­მომ­ხე­და და სი­ცი­ლით მი­პა­სუ­ხა, - ანუ, თქვე­ნი სი­ტყვით, მარ­ტში და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ანს ყვე­ლა ის თვი­სე­ბა ჰქო­ნია თან­და­ყო­ლი­ლი, რაც, სა­ერ­თოდ, ახა­სი­ა­თებს ადა­მი­ანს. არ ვიცი, სხვა დროს და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს რა თვი­სე­ბე­ბი და­ვუ­ტო­ვეთ, მაგ­რამ, სხვა რა დამ­რჩე­ნია, მად­ლო­ბა უნდა ვუ­თხრა ღმერ­თს, მა­ინც და მა­ინც მარ­ტში რომ გა­მა­ჩი­ნაო...

ბევ­რჯერ უთ­ქვამს, - რა კარ­გი ტან­დე­მი გა­მოგ­ვი­ვი­და, ერ­თმა­ნე­თის რა კარ­გად გვეს­მი­სო. ბა­ტონ­მა თა­მაზ­მა იცო­და, რომ მისი თი­თო­ე­უ­ლი სა­ქე­ბა­რი და თბი­ლი სი­ტყვა მა­ბედ­ნი­ე­რებ­და და სტი­მულს მაძ­ლევ­და, ამი­ტო­მაც არას­დროს იშუ­რებ­და ჩემ­თვის... და ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბაც წლი­დან წლამ­დე მყარ­დე­ბო­და, მას­თან ერ­თად კი, მა­ნათ­ლებ­და, მამ­დიდ­რებ­და და სამ­ყა­როს სა­უ­კე­თე­სო კუ­თხე-კუნ­ჭუ­ლებს მიჩ­ვე­ნებ­და... ამ ტან­დე­მის მუდ­მი­ვი თა­ნამ­გზავ­რი იყო ბა­ტო­ნი თა­მა­ზის უსათ­ნო­ე­სი უმ­ცრო­სი და, ძმე­ბის მიერ "დე­დის მა­გი­ე­რად“ წო­დე­ბუ­ლი ქალ­ბა­ტო­ნი თინა. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვე­ნი უძ­ვირ­ფა­სე­სი ქალ­ბა­ტო­ნი თინა 2023 წლის 15 ოქ­ტომ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა. მახ­სოვს, მის გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბელ სუფ­რა­ზე შე­სა­ნიშ­ნა­ვად აღ­ნიშ­ნა ზვი­ად კვა­რა­ცხე­ლი­ამ - თა­მაზ და ოთარ ჭი­ლა­ძე­ე­ბი დღემ­დე სწო­რედ თინა ჭი­ლა­ძემ შე­მოგ­ვი­ნა­ხაო. იმ­დე­ნად გა­ნუ­ყო­ფე­ლე­ბი იყ­ვნენ, ღრმად მწამს, რომ დღეს დაც უკვე ძმებ­თან ერ­თად არის, კვლავ ერთ ოჯა­ხად... მა­რა­დი­ულ სამ­ყო­ფელ­ში.

ბა­ტონ ოთარ ჭი­ლა­ძეს მხო­ლოდ მისი შე­მოქ­მე­დე­ბით ვიც­ნობ­დი, პი­რა­დად კი არას­დროს შევ­ხვედ­რი­ვარ, მაგ­რამ ბა­ტო­ნი თა­მა­ზი და ქალ­ბა­ტო­ნი თინა უერ­თმა­ნე­თოდ ვე­რაფ­რით წარ­მო­მედ­გი­ნა. ამ ორ შე­სა­ნიშ­ნავ ადა­მი­ან­თან, თბი­ლი­სუ­რი სა­ღა­მო­ე­ბის გარ­და, მა­კავ­ში­რებს უდი­დე­სი ზუგ­დიდ-ანაკ­ლი­უ­რი მო­გო­ნე­ბა, რა­საც ამ­ქვეყ­ნად ვე­რა­ფე­რი გა­ა­ხუ­ნებს, ვერ წაშ­ლის...

  • იუ­ბი­ლა­რი

2016 წელს ზუგ­დიდ­ში არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "არტ-უნი­ვერ­სა­ლის“ დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ხა­ტია ჯა­ნა­ში­ამ ბა­ტონ თა­მაზს 85 წლის სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ სა­უ­ცხოო დღე­სას­წა­უ­ლი მო­უ­წყო, შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­ღა­მო­თი და ქალ­ბა­ტონ თი­ნას­თან ერ­თად ანაკ­ლი­ა­ში ერ­თკვი­რი­ა­ნი დას­ვე­ნე­ბით. ამ მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ბა­ტო­ნი თა­მა­ზის და­ყო­ლი­ე­ბა ძა­ლი­ან გაგ­ვი­ჭირ­და, მაგ­რამ 30 წლის უნა­ხა­ვი ზუგ­დი­დის ხათ­რით მა­ინც დაგ­ვყა­ბულ­და. ეს იყო და­უ­ვი­წყა­რი ერთი კვი­რა.

ხა­ტი­ამ სა­ი­უ­ბი­ლე­ოდ რე­ჟი­სო­რი რო­ბერტ სტუ­რუ­აც და კომ­პო­ზი­ტო­რი გია ყან­ჩე­ლიც მი­იწ­ვია ზუგ­დიდ­ში და თა­მაზ ჭი­ლა­ძის პა­ტი­ვის­ცე­მი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით ისი­ნიც და­თან­ხმდნენ, თუმ­ცა ბოლო მო­მენ­ტში ჯან­მრთე­ლო­ბის გამო ბა­ტო­ნი გია ვე­ღარ წა­მო­ვი­და, ბა­ტონ­მა რო­ბერ­ტმა კი მხა­რი მო­ი­ტე­ხა, მაგ­რამ აშ­კა­რად თავი გა­და­დო, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის დი­რექ­ტორ­თან, ბა­ტონ გია თევ­ზა­ძეს­თან ერ­თად გა­და­წყვი­ტა წა­მოს­ვლა და ბა­ტო­ნი თა­მა­ზის პი­ე­სის მი­ხედ­ვით დად­გმუ­ლი სპექ­ტაკ­ლის - "ნა­დი­რო­ბის სე­ზო­ნის“ ზუგ­დი­დის სცე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნა­საც და­თან­ხმდა. გამ­გზავ­რე­ბამ­დე ბა­ტონ­მა თა­მაზ­მა მთხო­ვა, თინა (ქალ­ბა­ტო­ნი თინა ჭი­ლა­ძე - თა­მაზ და ოთარ ჭი­ლა­ძე­ე­ბის ერ­თა­დერ­თი და უერ­თგუ­ლე­სი და - ავტ.) მძღოლ­თან ერ­თად მან­ქა­ნით წა­მო­ვა, ფე­ხე­ბის ტკი­ვი­ლის გამო, მა­ტა­რე­ბელ­ში ვერ ავა, მე კი მან­ქა­ნით ასეთ შორ მან­ძილ­ზე მგზავ­რო­ბა გა­მი­ჭირ­დე­ბა. თინა მარ­ტოს არ მიშ­ვებს, იქ­ნებ შენც ჩემ­თან ერ­თად, ჩქა­როს­ნუ­ლი მა­ტა­რებ­ლით წა­მოხ­ვი­დეო. ასეთ ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე უარს რო­გორ ვი­ტყო­დი... ალ­ბათ, წარ­მო­იდ­გენთ, რო­გორ ვემ­ზა­დე­ბო­დი ამ მოგ­ზა­უ­რო­ბის­თვის და რა კოშ­კებს ვა­გებ­დი, გზად რამ­დენ ამ­ბავს მო­მიყ­ვე­ბა და ჩა­ვი­წერ-მეთ­ქი, მაგ­რამ... ბა­ტონ თა­მაზს სად­გურ­ზე უნდა შევ­ხვედ­რო­დი და ტაქ­სით გავ­ვარ­დი, გმირ­თა მო­ე­დან­ზე კი ისე­თი სა­ცო­ბი დამ­ხვდა, მისი გარ­ღვე­ვა წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო. მხო­ლოდ მა­შინ გა­მახ­სენ­და სა­ცო­ბის მი­ზე­ზი - რობი უი­ლი­ამ­სის კონ­ცერ­ტი. ბა­ტო­ნი თა­მა­ზი უკვე სად­გურ­ზე იყო, ვა­გონ­ში, მე კი მის­წრე­ბის შან­სიც აღარ მქონ­და. თა­ნაც, მა­ტა­რე­ბე­ლი გო­რამ­დე არ გა­ჩერ­დე­ბო­და. წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რო­გორ ნერ­ვი­უ­ლობ­და და ტაქ­სის მძღოლ მი­შას შე­ვე­ვედ­რე, გორ­ში წა­მიყ­ვა­ნეთ-მეთ­ქი. ლა­მის ვიფ­რი­ნეთ და მა­ტა­რე­ბელს ერთი წუ­თით მი­ვას­წა­რით ბა­ქან­ზე. მა­ტა­რებ­ლის ვა­გო­ნი­დან ბედ­ნი­ე­რი ბა­ტო­ნი თა­მა­ზი მიქ­ნევ­და ხელს და პა­ტა­რა ბავ­შვი­ვით ხა­რობ­და. სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნი იყო, ხვდე­ბო­და, რომ მეც ძა­ლი­ან ვი­ნერ­ვი­უ­ლე, თან მრცხვე­ნო­და კი­დეც და ერთი საყ­ვე­დუ­რიც არ დას­ცდე­ნია... მე კი, ჩემი დაბ­ნე­უ­ლო­ბა რომ და­მე­ფა­რა, დავ­სხე­დით თუ არა ვა­გონ­ში, სა­მახ­სოვ­რო სელ­ფის გა­და­ღე­ბა ვთხო­ვე. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო, რომ მი­ვუს­წა­რი, უყოყ­მა­ნოდ დამ­თან­ხმდა, თუმ­ცა... გარ­კვე­უ­ლი გზის გავ­ლის შემ­დეგ მი­თხრა, რა­ღაც ეს მა­ტა­რე­ბე­ლი დი­დად არ მომ­წონს, მე­გო­ნა, უკე­თე­სი იქ­ნე­ბო­და, მოდი, თი­ნას და­ვურ­ე­კოთ და ზეს­ტა­ფონ­ში მას­თან, მან­ქა­ნა­ში გა­დავ­სხდე­თო... ასე, დე­ლი­კა­ტუ­რად იცო­და თქმა, სხვა დრო­საც შე­მიმ­ჩნე­ვია... დე­ლი­კა­ტუ­რიც იყო და - რა­ინ­დიც, მუ­დამ გა­მორ­ჩე­უ­ლად გა­ლან­ტუ­რი. გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დარია
0

ნათელში იყოს. რა ლამაზი ბიჭი ყოფილა! ასაკშიც სიმპათიური იყო. მიჭიერი ხომ თავისთავად.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს" - თამაზ ჭილაძის გახსენება

"ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ გაცდენილი დღეები, წლები არ მქონია. საერთოდ, საეჭვოა ასეთი რამ არსებობდეს, თუკი ადამიანი ნამდვილად ცხოვრობს" -  თამაზ ჭილაძის გახსენება

2024 წლის 5 მარტს ჩემი ძვირფასი, მონატრებული და დაუვიწყარი ბატონი თამაზ ჭილაძის დაბადების დღე - კლასიკოსი მწერლის, პუბლიცისტისა და დრამატურგის, ყოველმხრივ დიდი ადამიანის - კაცობით, დაძმობით, სამშობლოს სიყვარულით, მეგობრობით, სისათუთით, სიყვარულით, ნიჭიერებით... თამაზ ჭილაძეობით! დღეს თამაზ ჭილაძეს 93 წელი შეუსრულდებოდა. იგი 2018 წლის 28 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

5 მარტს მზე იყო და სითბო, ზუსტად ისეთი ამინდი, ბატონ თამაზს რომ უყვარდა.

  • მარტელი მეგობრები

თამაზ ჭილაძეს 2010 წელს "პალიტრა მედიის“ პროექტმა - "ქართული პროზის საგანძურმა“ შემახვედრა. ქართველი მწერლების მრავალტომეულში მისი ნაწარმოების გამოცემა გვინდოდა და ბატონი თამაზი სწორედ მე უნდა დამეყოლიებინა. მწერლის დათანხმება არცთუ ადვილი აღმოჩნდა. ლამის, კვირაში ერთხელ ვურეკავდი მოწიწებით და ჩვენს პროექტში მისი მონაწილეობის აუცილებლობაზე ვესაუბრებოდი. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დასრულდა, ჩემს ცხოვრებაში კი ახალი ეტაპი დაიწყო...

მასთან ხანგრძლივ სატელეფონო საუბრებს, სტუმრობასა და ინტერვიუებს უკვალოდ არ ჩაუვლია. მხოლოდ ჟურნალისტ-რესპონდენტი კი აღარ ვიყავით, მან მეგობარი მიწოდა და უკვე - "მარტელებად“ ვიქეცით: იგი - 5 მარტს დაბადებული და მე - 4 მარტს. თავად მახსენებდა ხოლმე, ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და ხომ შეიძლება, "შენობით“ ვისაუბროთო. მე როგორ გავბედავდი ასე გათავხედებას, მას კი უდიდესი სიხარულით ვუდასტურებდი, რომ შეიძლებოდა კი არა, აუცილებლად ასე უნდა მოემართა...

მახსოვს, ერთხელ, ჩვენი მეგობრობის გარიჟრაჟზე ჩავეკითხე: მარტში დაბადებულ ადამიანებს ცვალებადი ბუნება აქვთ, ხანდახან გიჟურიც, ინტუიციითაც გამოირჩევიან, გაბუტვაც სჩვევიათ და გულისხმიერები და ყურადღებიანებიც არიან, მეოცნებენიც, როგორია "თქვენი მარტის“ ბუნება-მეთქი? გაოცებულმა შემომხედა და სიცილით მიპასუხა, - ანუ, თქვენი სიტყვით, მარტში დაბადებულ ადამიანს ყველა ის თვისება ჰქონია თანდაყოლილი, რაც, საერთოდ, ახასიათებს ადამიანს. არ ვიცი, სხვა დროს დაბადებულ ადამიანებს რა თვისებები დავუტოვეთ, მაგრამ, სხვა რა დამრჩენია, მადლობა უნდა ვუთხრა ღმერთს, მაინც და მაინც მარტში რომ გამაჩინაო...

ბევრჯერ უთქვამს, - რა კარგი ტანდემი გამოგვივიდა, ერთმანეთის რა კარგად გვესმისო. ბატონმა თამაზმა იცოდა, რომ მისი თითოეული საქებარი და თბილი სიტყვა მაბედნიერებდა და სტიმულს მაძლევდა, ამიტომაც არასდროს იშურებდა ჩემთვის... და ჩვენი მეგობრობაც წლიდან წლამდე მყარდებოდა, მასთან ერთად კი, მანათლებდა, მამდიდრებდა და სამყაროს საუკეთესო კუთხე-კუნჭულებს მიჩვენებდა... ამ ტანდემის მუდმივი თანამგზავრი იყო ბატონი თამაზის უსათნოესი უმცროსი და, ძმების მიერ "დედის მაგიერად“ წოდებული ქალბატონი თინა. სამწუხაროდ, ჩვენი უძვირფასესი ქალბატონი თინა 2023 წლის 15 ოქტომბერს გარდაიცვალა. მახსოვს, მის გამოსამშვიდობებელ სუფრაზე შესანიშნავად აღნიშნა ზვიად კვარაცხელიამ - თამაზ და ოთარ ჭილაძეები დღემდე სწორედ თინა ჭილაძემ შემოგვინახაო. იმდენად განუყოფელები იყვნენ, ღრმად მწამს, რომ დღეს დაც უკვე ძმებთან ერთად არის, კვლავ ერთ ოჯახად... მარადიულ სამყოფელში.

ბატონ ოთარ ჭილაძეს მხოლოდ მისი შემოქმედებით ვიცნობდი, პირადად კი არასდროს შევხვედრივარ, მაგრამ ბატონი თამაზი და ქალბატონი თინა უერთმანეთოდ ვერაფრით წარმომედგინა. ამ ორ შესანიშნავ ადამიანთან, თბილისური საღამოების გარდა, მაკავშირებს უდიდესი ზუგდიდ-ანაკლიური მოგონება, რასაც ამქვეყნად ვერაფერი გაახუნებს, ვერ წაშლის...

  • იუბილარი

2016 წელს ზუგდიდში არასამთავრობო ორგანიზაცია "არტ-უნივერსალის“ დამფუძნებელმა ხატია ჯანაშიამ ბატონ თამაზს 85 წლის საიუბილეოდ საუცხოო დღესასწაული მოუწყო, შესანიშნავი საღამოთი და ქალბატონ თინასთან ერთად ანაკლიაში ერთკვირიანი დასვენებით. ამ მოგზაურობაზე ბატონი თამაზის დაყოლიება ძალიან გაგვიჭირდა, მაგრამ 30 წლის უნახავი ზუგდიდის ხათრით მაინც დაგვყაბულდა. ეს იყო დაუვიწყარი ერთი კვირა.

ხატიამ საიუბილეოდ რეჟისორი რობერტ სტურუაც და კომპოზიტორი გია ყანჩელიც მიიწვია ზუგდიდში და თამაზ ჭილაძის პატივისცემითა და სიყვარულით ისინიც დათანხმდნენ, თუმცა ბოლო მომენტში ჯანმრთელობის გამო ბატონი გია ვეღარ წამოვიდა, ბატონმა რობერტმა კი მხარი მოიტეხა, მაგრამ აშკარად თავი გადადო, რუსთაველის თეატრის დირექტორთან, ბატონ გია თევზაძესთან ერთად გადაწყვიტა წამოსვლა და ბატონი თამაზის პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის - "ნადირობის სეზონის“ ზუგდიდის სცენაზე წარმოდგენასაც დათანხმდა. გამგზავრებამდე ბატონმა თამაზმა მთხოვა, თინა (ქალბატონი თინა ჭილაძე - თამაზ და ოთარ ჭილაძეების ერთადერთი და უერთგულესი და - ავტ.) მძღოლთან ერთად მანქანით წამოვა, ფეხების ტკივილის გამო, მატარებელში ვერ ავა, მე კი მანქანით ასეთ შორ მანძილზე მგზავრობა გამიჭირდება. თინა მარტოს არ მიშვებს, იქნებ შენც ჩემთან ერთად, ჩქაროსნული მატარებლით წამოხვიდეო. ასეთ ბედნიერებაზე უარს როგორ ვიტყოდი... ალბათ, წარმოიდგენთ, როგორ ვემზადებოდი ამ მოგზაურობისთვის და რა კოშკებს ვაგებდი, გზად რამდენ ამბავს მომიყვება და ჩავიწერ-მეთქი, მაგრამ... ბატონ თამაზს სადგურზე უნდა შევხვედროდი და ტაქსით გავვარდი, გმირთა მოედანზე კი ისეთი საცობი დამხვდა, მისი გარღვევა წარმოუდგენელი იყო. მხოლოდ მაშინ გამახსენდა საცობის მიზეზი - რობი უილიამსის კონცერტი. ბატონი თამაზი უკვე სადგურზე იყო, ვაგონში, მე კი მისწრების შანსიც აღარ მქონდა. თანაც, მატარებელი გორამდე არ გაჩერდებოდა. წარმოვიდგინე, როგორ ნერვიულობდა და ტაქსის მძღოლ მიშას შევევედრე, გორში წამიყვანეთ-მეთქი. ლამის ვიფრინეთ და მატარებელს ერთი წუთით მივასწარით ბაქანზე. მატარებლის ვაგონიდან ბედნიერი ბატონი თამაზი მიქნევდა ხელს და პატარა ბავშვივით ხარობდა. საოცარი ადამიანი იყო, ხვდებოდა, რომ მეც ძალიან ვინერვიულე, თან მრცხვენოდა კიდეც და ერთი საყვედურიც არ დასცდენია... მე კი, ჩემი დაბნეულობა რომ დამეფარა, დავსხედით თუ არა ვაგონში, სამახსოვრო სელფის გადაღება ვთხოვე. ისეთი ბედნიერი იყო, რომ მივუსწარი, უყოყმანოდ დამთანხმდა, თუმცა... გარკვეული გზის გავლის შემდეგ მითხრა, რაღაც ეს მატარებელი დიდად არ მომწონს, მეგონა, უკეთესი იქნებოდა, მოდი, თინას დავურეკოთ და ზესტაფონში მასთან, მანქანაში გადავსხდეთო... ასე, დელიკატურად იცოდა თქმა, სხვა დროსაც შემიმჩნევია... დელიკატურიც იყო და - რაინდიც, მუდამ გამორჩეულად გალანტური. გააგრძელეთ კითხვა