მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში: "მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ გამოვედი დაჩაგრულიო"
გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში: "მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ  გამოვედი დაჩაგრულიო"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და ქორ­წი­ლის ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ პა­ტა­რა, ლა­მა­ზი გო­გო­ნა თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დის და მას ძმა აჩე­რებს. ვი­დე­ოს ძა­ლი­ან დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოყ­ვა. კო­მენ­ტა­რებ­ში ყვე­ლა აღ­ნიშ­ნავ­და და-ძმის გა­მორ­ჩე­ულ გა­რეგ­ნო­ბას, თუმ­ცა კო­მენ­ტა­რებ­ში ხალ­ხის ნა­წი­ლი წერ­და, რომ გო­გო­ნას ძმა ჩაგ­რავ­და, ზო­გიც ბიჭს უწო­ნებ­და საქ­ცი­ელს... ლა­მა­ზი და-ძმა მა­რი­ამ და ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი არი­ან.

ინ­ტერ­ვი­უ­ზე მათ უფ­როს დას, მეგი ვიბ­ლი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დი, რო­მელ­მაც ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მეგი ად­რეც იყო ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი, რო­დე­საც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რე­ბის სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლებს გვიყ­ვე­ბო­და.... (წა­ი­კი­თხეთ: რა­ტომ არ და­ტო­ვა ჩი­ნე­თის ჩა­კე­ტი­ლი ქა­ლა­ქი ქარ­თველ­მა პე­და­გოგ­მა - "თავი ფილ­მის გმი­რი მგო­ნია, ვერ ვი­ჯე­რებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი აქ ხდე­ბა")

- მეგი, ვი­დეო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თქვენ გა­ავ­რცე­ლეთ, ალ­ბათ, არც ელო­დით ასეთ გა­მოხ­მა­უ­რე­ბას?

- ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლის ქორ­წილ­ში ვი­ყა­ვით, პა­ტარ­ძალს ძა­ლი­ან ლა­მა­ზი, თეთ­რი თა­ი­გუ­ლი ეჭი­რა და რო­დე­საც უნდა ეს­რო­ლა, ჩემს დას, მა­რი­ამს ვუ­თხა­რი, მიდი, რა, მა­რი­ამ, და­ი­ჭი­რე და მო­მი­ტა­ნე, არ მინ­და, რომ გა­პუ­ტონ-თქო. თა­ვი­დან უარ­ზე იყო, მერე ადგა, მა­ინც მი­ვი­და. ირაკ­ლიმ რომ და­ი­ნა­ხა, თა­ი­გუ­ლის და­სა­ჭე­რად მი­დი­ო­და, უთხრა, რა თა­ი­გუ­ლიო, სწო­რედ ეს მო­მენ­ტი ჩანს ვი­დე­ო­ში, მა­რი­ამ­მა მე შე­მომ­ხე­და გაბ­რა­ზე­ბულ­მა, რა­ტომ გა­მიშ­ვიო. ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბამ­დე სვა­ნუ­რი სიმ­ღე­რა და­ვა­დე, რო­მე­ლიც ასე ითარ­გმნე­ბა, "გა­თხო­ვე­ბა როცა გინ­და და თვა­ლე­ბი გაქვს დიდი, მაგ­რამ საქ­მეს რომ გე­ტყვი­ან, მა­შინ ამ­ბობ, რომ ბავ­შვი ხარ".

იქამ­დე მა­რი­ამ­საც ვაჩ­ვე­ნე, დე­და­საც და ყვე­ლამ ბევ­რი ვი­ცი­ნეთ. არ ვე­ლო­დი თუ ამ­ხე­ლა გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი. სა­ერ­თოდ, ირაკ­ლი ძა­ლი­ან მო­სიყ­ვა­რუ­ლე ძმაა, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­ა­მის­თვის, მე მათ­ზე უფ­რო­სი ვარ და 11 წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­დან წა­სუ­ლი ვარ, ჩი­ნეთ­ში ვცხოვ­რობ. ესე­ნი სულ ერ­თად არი­ან და გა­გი­ჟე­ბუ­ლე­ბი არი­ან ერ­თმა­ნეთ­ზე. კო­მენ­ტა­რე­ბი რომ და­წე­რეს ირაკ­ლი­ზე, მა­რი­ა­მი გა­ო­ცე­ბუ­ლი მე­კი­თხე­ბო­და, რა­ტომ წერს ხალ­ხი ამას, და­ჩაგ­რუ­ლი რა­ტომ გა­მო­ვე­დიო. მე ხალ­ხი­საც მეს­მის, ნორ­მა­ლუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დათ, ვერ მიხ­ვდნენ, რა ხდე­ბო­და.

ირაკ­ლი და მეგი ვიბ­ლი­ა­ნე­ბი

- მეგი, თქვენს ოჯახ­ზე მოგ­ვი­ყე­ვი.

- ხუთი დედ­მა­მიშ­ვი­ლი ვართ, დე­დი­სა და მა­მის მხრი­დან შვი­დი თა­ო­ბა სვა­ნე­ბი. მე, ილია, ირაკ­ლი, მა­რი­ა­მი და ნა­ბო­ლა­რა 10 წლის სე­სი­ლი. ირაკ­ლი სამ­ჯერ იყო ჩი­ნეთ­ში ჩემ­თან ჩა­მო­სუ­ლი. ახლა ზა­ფხულ­ში მა­რი­ამ­საც წა­ვიყ­ვან, მინ­და, რომ ჩი­ნურ კო­ლე­ჯში შე­ვიყ­ვა­ნო და ენა ის­წავ­ლოს.

- მეგი, დიდი ხა­ნია რაც ჩი­ნეთ­ში ცხოვ­რობთ, თუმ­ცა ახლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ხართ, იმი­ტომ რომ მალე ბავ­შვს ელო­დე­ბით და აქ გა­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტეთ.

- შვი­დი წე­ლია და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი ვარ და ახლა პა­ტა­რას ვე­ლო­დე­ბი და დრო­ე­ბით ვარ სა­ქარ­თვე­ლო­ში. ძა­ლი­ან ტრა­დი­ცი­უ­ლი ოჯა­ხი გვაქვს, მით უმე­ტეს, მა­მაც სვა­ნი მყავს. რო­დე­საც და­ო­ჯა­ხე­ბა გა­დავ­წყვი­ტე, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მო­ვე­დი და მა­მას ვკი­თხე, მი­თხრა, ვინც გინ­და იმას უნდა გაჰ­ყვე, მაგ­რამ კარ­გად გა­ი­ცა­ნი, სა­ნამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მი­ი­ღე­ბო. გავ­ყე­ვი ჩი­ნელს და მთე­ლი ჩემი ოჯა­ხი გიჟ­დე­ბა ჩემს ქმარ­ზე, ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ.

მა­რი­ამ ვიბ­ლი­ა­ნი

- რო­დე­საც ეს ვი­დეო გავ­რცელ­და, მე­ო­რე დღეს, ირაკ­ლის ფო­ტო­ე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნეთ, სა­დაც ჩანს, რომ თით­ქოს სა­მო­დე­ლო სფე­რო­შია?

- არა, უბ­რა­ლოდ ჩი­ნეთ­ში ჩემ­თან იყო ჩა­მო­სუ­ლი და ქუ­ჩა­ში ფო­ტოგ­რაფ­მა გა­ა­ჩე­რა და ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა სთხო­ვა. მე ჩემი სა­კონ­ტაქ­ტო ნო­მე­რი მი­ვე­ცი და ასე შემ­თხვე­ვით მოხ­და ყვე­ლა­ფე­რი. იკა 21 წლის არის. ზო­გა­დად, ამ ვი­დე­ოს გავ­რცე­ლე­ბის შემ­დეგ ყვე­ლა­ზე ბედ­ნი­ე­რი ჩვენს ოჯახ­ში დედა იყო, უხა­რო­და, რომ ბევ­რი კომ­პლი­მენ­ტი მი­ი­ღეს მის­მა შვი­ლებ­მა. ვი­დე­ო­ში ქალი რომ ჩანს, მა­რი­ამს ამ­შვი­დებს, ყვე­ლას დედა ეგო­ნა, მაგ­რამ ჩვე­ნი ბი­ცო­ლაა.

ირაკ­ლი ვიბ­ლი­ა­ნი

ხალ­ხს ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­და, მაგ­რამ რე­ა­ლუ­რად მე უფრო ვარ მკაც­რი და, ვიდ­რე ირაკ­ლი. მა­რი­ა­მზე რე­ა­ლუ­რად, ერთი ცოტა ისე­თი კო­მენ­ტა­რიც არ ყო­ფი­ლა. ყვე­ლა ეროვ­ნე­ბის ადა­მი­ა­ნი უწერ­და, რომ ძა­ლი­ან ლა­მა­ზია. ეს ისე მი­ხა­რია, ყო­ველ­თვის და­ბა­ლი თვით­შე­ფა­სე­ბა ჰქონ­და. ირაკ­ლის და მა­რი­ამ­საც არა­სო­დეს ჰქო­ნი­ათ იმის ამ­ბი­ცია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი გამ­ხდა­რიყ­ვნენ. მი­ხა­რია, ორი­ვეს და­ვა­ჯე­რე, რომ იდე­ა­ლუ­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვთ. მა­რი­ა­მი ჩი­ნეთ­ში რომ წა­მო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩემ­თან იცხოვ­რებს, მო­დე­ლო­ბა უნდა. დე­დაც ჩემ­თან მო­დის ბავ­შვი რომ შე­მე­ძი­ნე­ბა, რად­გან სხვა­ნა­ი­რად მე ვერ ვი­მუ­შა­ვებ. სა­ერ­თოდ მა­რი­ა­მი ისე­თი ბავ­შვია, აკ­რძალ­ვე­ბი არ სჭირ­დე­ბა.

და-ძმა ვიბ­ლი­ა­ნე­ბის დედა

- და­ი­ჭი­რა ბო­ლოს თა­ი­გუ­ლი?

- ვერ და­ი­ჭი­რა და რო­გორც ვფიქ­რობ­დი, ის თეთ­რი თა­ი­გუ­ლი რე­ა­ლუ­რად გა­პუ­ტეს. ყვე­ლამ ძა­ლი­ან იხა­ლი­სა ამ ვი­დე­ო­ზე, პა­ტარ­ძალ­მაც. არც გვი­ფიქ­რია, რომ ასე­თი ამ­ბა­ვი მოჰ­ყვე­ბო­და.

მკითხველის კომენტარები / 93 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
习近平
2

რამდენი იუანია გადახდილი?

ოდიშელი
11

შეცდა ეგ ქალი ამ ვიდეოს გამოქვეყნებით, ნორმალურები მიხვდებიან რომ ეს ლამაზები არასწორად ცხოვრობენ და იქცევიან. სამწუხაროა რომ ამას ვერ ხვდება ვერც ვიდეოს ავტორი,ვერც მისი ოჯახი და ამ ვიდეოთი აღფრთოვანებული კომენტარების დამდებნიც.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?
ავტორი:

გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში: "მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ გამოვედი დაჩაგრულიო"

გაიცანით და-ძმა ვიბლიანები, რომელთა ვიდეომ ინტერნეტი მოიცვა - რა მოხდა რეალურად ქორწილში: "მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ  გამოვედი დაჩაგრულიო"

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ქორწილის ვიდეო, სადაც ჩანს, რომ პატარა, ლამაზი გოგონა თაიგულის დასაჭერად მიდის და მას ძმა აჩერებს. ვიდეოს ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა. კომენტარებში ყველა აღნიშნავდა და-ძმის გამორჩეულ გარეგნობას, თუმცა კომენტარებში ხალხის ნაწილი წერდა, რომ გოგონას ძმა ჩაგრავდა, ზოგიც ბიჭს უწონებდა საქციელს... ლამაზი და-ძმა მარიამ და ირაკლი ვიბლიანები არიან.

ინტერვიუზე მათ უფროს დას, მეგი ვიბლიანს დავუკავშირდი, რომელმაც ვიდეო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. მეგი ადრეც იყო ჩვენი რესპონდენტი, როდესაც ჩინეთში ცხოვრების საინტერესო დეტალებს გვიყვებოდა.... (წაიკითხეთ: რატომ არ დატოვა ჩინეთის ჩაკეტილი ქალაქი ქართველმა პედაგოგმა - "თავი ფილმის გმირი მგონია, ვერ ვიჯერებ, რომ ყველაფერი აქ ხდება")

- მეგი, ვიდეო სოციალურ ქსელში თქვენ გაავრცელეთ, ალბათ, არც ელოდით ასეთ გამოხმაურებას?

- ჩემი მამიდაშვილის ქორწილში ვიყავით, პატარძალს ძალიან ლამაზი, თეთრი თაიგული ეჭირა და როდესაც უნდა ესროლა, ჩემს დას, მარიამს ვუთხარი, მიდი, რა, მარიამ, დაიჭირე და მომიტანე, არ მინდა, რომ გაპუტონ-თქო. თავიდან უარზე იყო, მერე ადგა, მაინც მივიდა. ირაკლიმ რომ დაინახა, თაიგულის დასაჭერად მიდიოდა, უთხრა, რა თაიგულიო, სწორედ ეს მომენტი ჩანს ვიდეოში, მარიამმა მე შემომხედა გაბრაზებულმა, რატომ გამიშვიო. ვიდეოს გამოქვეყნებამდე სვანური სიმღერა დავადე, რომელიც ასე ითარგმნება, "გათხოვება როცა გინდა და თვალები გაქვს დიდი, მაგრამ საქმეს რომ გეტყვიან, მაშინ ამბობ, რომ ბავშვი ხარ".

იქამდე მარიამსაც ვაჩვენე, დედასაც და ყველამ ბევრი ვიცინეთ. არ ველოდი თუ ამხელა გამოხმაურება მოჰყვებოდა, მსოფლიოს მასშტაბით გახდა პოპულარული. საერთოდ, ირაკლი ძალიან მოსიყვარულე ძმაა, განსაკუთრებით მარიამისთვის, მე მათზე უფროსი ვარ და 11 წელია საქართველოდან წასული ვარ, ჩინეთში ვცხოვრობ. ესენი სულ ერთად არიან და გაგიჟებულები არიან ერთმანეთზე. კომენტარები რომ დაწერეს ირაკლიზე, მარიამი გაოცებული მეკითხებოდა, რატომ წერს ხალხი ამას, დაჩაგრული რატომ გამოვედიო. მე ხალხისაც მესმის, ნორმალური რეაქცია ჰქონდათ, ვერ მიხვდნენ, რა ხდებოდა.

ირაკლი და მეგი ვიბლიანები

- მეგი, თქვენს ოჯახზე მოგვიყევი.

- ხუთი დედმამიშვილი ვართ, დედისა და მამის მხრიდან შვიდი თაობა სვანები. მე, ილია, ირაკლი, მარიამი და ნაბოლარა 10 წლის სესილი. ირაკლი სამჯერ იყო ჩინეთში ჩემთან ჩამოსული. ახლა ზაფხულში მარიამსაც წავიყვან, მინდა, რომ ჩინურ კოლეჯში შევიყვანო და ენა ისწავლოს.

- მეგი, დიდი ხანია რაც ჩინეთში ცხოვრობთ, თუმცა ახლა საქართველოში ხართ, იმიტომ რომ მალე ბავშვს ელოდებით და აქ გაჩენა გადაწყვიტეთ.

- შვიდი წელია დაოჯახებული ვარ და ახლა პატარას ველოდები და დროებით ვარ საქართველოში. ძალიან ტრადიციული ოჯახი გვაქვს, მით უმეტეს, მამაც სვანი მყავს. როდესაც დაოჯახება გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვედი და მამას ვკითხე, მითხრა, ვინც გინდა იმას უნდა გაჰყვე, მაგრამ კარგად გაიცანი, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებო. გავყევი ჩინელს და მთელი ჩემი ოჯახი გიჟდება ჩემს ქმარზე, ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ.

მარიამ ვიბლიანი

- როდესაც ეს ვიდეო გავრცელდა, მეორე დღეს, ირაკლის ფოტოები გამოაქვეყნეთ, სადაც ჩანს, რომ თითქოს სამოდელო სფეროშია?

- არა, უბრალოდ ჩინეთში ჩემთან იყო ჩამოსული და ქუჩაში ფოტოგრაფმა გააჩერა და ფოტოების გადაღება სთხოვა. მე ჩემი საკონტაქტო ნომერი მივეცი და ასე შემთხვევით მოხდა ყველაფერი. იკა 21 წლის არის. ზოგადად, ამ ვიდეოს გავრცელების შემდეგ ყველაზე ბედნიერი ჩვენს ოჯახში დედა იყო, უხაროდა, რომ ბევრი კომპლიმენტი მიიღეს მისმა შვილებმა. ვიდეოში ქალი რომ ჩანს, მარიამს ამშვიდებს, ყველას დედა ეგონა, მაგრამ ჩვენი ბიცოლაა.

ირაკლი ვიბლიანი

ხალხს ადეკვატური რეაქცია ჰქონდა, მაგრამ რეალურად მე უფრო ვარ მკაცრი და, ვიდრე ირაკლი. მარიამზე რეალურად, ერთი ცოტა ისეთი კომენტარიც არ ყოფილა. ყველა ეროვნების ადამიანი უწერდა, რომ ძალიან ლამაზია. ეს ისე მიხარია, ყოველთვის დაბალი თვითშეფასება ჰქონდა. ირაკლის და მარიამსაც არასოდეს ჰქონიათ იმის ამბიცია, რომ პოპულარული გამხდარიყვნენ. მიხარია, ორივეს დავაჯერე, რომ იდეალური გარეგნობა აქვთ. მარიამი ჩინეთში რომ წამოვა, სავარაუდოდ, ჩემთან იცხოვრებს, მოდელობა უნდა. დედაც ჩემთან მოდის ბავშვი რომ შემეძინება, რადგან სხვანაირად მე ვერ ვიმუშავებ. საერთოდ მარიამი ისეთი ბავშვია, აკრძალვები არ სჭირდება.

და-ძმა ვიბლიანების დედა

- დაიჭირა ბოლოს თაიგული?

- ვერ დაიჭირა და როგორც ვფიქრობდი, ის თეთრი თაიგული რეალურად გაპუტეს. ყველამ ძალიან იხალისა ამ ვიდეოზე, პატარძალმაც. არც გვიფიქრია, რომ ასეთი ამბავი მოჰყვებოდა.