პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს
როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს

სტარ­ტაპ კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მფრი­ნავ მან­ქა­ნებს SpaceX-ის მხარ­და­ჭე­რით აწარ­მო­ებს, აცხა­დებს, რომ წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თით უკვე 2850 მან­ქა­ნა გა­ყი­დეს. Model A-ს თი­თო­ე­უ­ლი მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნის ფასი $300 000-ს შე­ად­გენს. კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის თქმით, მან­ქა­ნის პირ­ვე­ლი პრო­ტო­ტი­პე­ბი მო­მა­ვა­ლი წლი­დან შე­მო­ვა ბა­ზარ­ზე და, შე­სა­ბა­მი­სად, ცა­ზეც.

  • სტარ­ტაპ კომ­პა­ნია Alef Aeronautics-მა გა­ნა­ცხა­და, რომ Model A-ს წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბის თან­ხა $850 მი­ლი­ონს აჭარ­ბებს.

385-კი­ლოგ­რა­მი­ა­ნი ორად­გი­ლი­ა­ნი მან­ქა­ნა პირ­ვე­ლად გა­სულ წელს წა­რად­გი­ნეს დეტ­რო­ი­ტის ავტო შო­უ­ზე. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ელექტრო­მან­ქა­ნას ჰა­ერ­ში 177 კმ/სთ სიჩ­ქა­რის გან­ვი­თა­რე­ბა შე­უძ­ლია, მი­წა­ზე კი 56 კმ/სთ-ის.

Model A-ს სა­ჰა­ე­რო ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის სპე­ცი­ა­ლუ­რი სერ­ტი­ფი­კა­ტი ფე­დე­რა­ლურ­მა სა­ა­ვი­ა­ციო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ მი­ა­ნი­ჭა, რაც ნიშ­ნავს, რომ კომ­პა­ნი­ის მან­ქა­ნებს გარ­კვე­ულ ლო­კა­ცი­ებ­ზე ფრე­ნის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ. თუმ­ცა ისიც აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ გზებ­ზე სა­სი­ა­რუ­ლოდ, მას საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გა­ნაც სჭირ­დე­ბა თან­ხმო­ბა.

ქა­ლა­ქებ­ში მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნე­ბის გა­და­ად­გი­ლე­ბის პრაქ­ტი­კულ ას­პექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯე­რაც ბევ­რი გა­და­უჭ­რე­ლი კი­თხვა რჩე­ბა. ამ დრო­ის­თვის არ არ­სე­ბობს სა­მარ­თლებ­რი­ვი ან მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი დე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც ქა­ლა­ქებ­ში მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნე­ბის მარ­შრუ­ტებ­სა და ტრა­ექ­ტო­რი­ებს და­ა­რე­გუ­ლი­რებს.

კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა ჯიმ დუ­ხოვ­ნიმ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და რომ "ის­ტო­რი­ა­ში პირ­ველ მფრი­ნავ მან­ქა­ნას" მა­რე­გუ­ლი­რებ­ლე­ბი, დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ამ­ტკი­ცებ­დნენ: "თუ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად წავა, პირ­ვე­ლი მან­ქა­ნის წარ­მო­ე­ბას 2025 წლი­დან და­ვი­წყებთ",- გა­ნა­ცხა­და დუ­ხოვ­ნიმ.

  • Model A-ს თა­ვი­სი კონ­კუ­რენ­ტე­ბის­გან ის გა­ნას­ხვა­ვებს, რომ ისი­ნი ვი­ზუ­ა­ლუ­რად გი­გან­ტურ დრო­ნებს წა­ა­გავს და მა­სა­ვით გზებ­ზე გა­და­ად­გი­ლე­ბა არ შე­უძ­ლი­ათ.

დუ­ხოვ­ნის 2035 წლის­თვის კი­დევ უფრო ამ­ბი­ცი­უ­რი გეგ­მე­ბი აქვს. მას სურს Model Z აწარ­მო­ოს, რო­მე­ლიც სავ­სე ავ­ზით ჰა­ერ­ში 321 კმ-ს და­ფა­რავს, გზა­ზე კი 643 კმ-ს. Model Z-ის სა­ვა­რა­უ­დო ფასი $35 000 იქ­ნე­ბა: "ჩვე­ნი მი­ზა­ნია, დავ­რწმუნ­დეთ, რომ ხალ­ხის­თვის ჩვე­ნი მან­ქა­ნე­ბის ფასი ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა",- დას­ძი­ნა კომ­პა­ნი­ის აღ­მას­რუ­ლე­ბელ­მა დი­რექ­ტორ­მა.

წყა­რო: nypost

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
თეორეტიკოსი
0

 ავტორს !

 იქნებ დაგუგლო "Xpeng Aeroht X2" და ნახო, რას ნიშნავს დასრულებული აერომობილი )))

კობა
0

გაზზე არ გადადის ნეტა,თხევადი ჯობია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს

როგორი იქნება და რა ეღირება მფრინავი მანქანები, რომელსაც სტარტაპ კომპანია SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს

სტარტაპ კომპანია, რომელიც მფრინავ მანქანებს SpaceX-ის მხარდაჭერით აწარმოებს, აცხადებს, რომ წინასწარი შეკვეთით უკვე 2850 მანქანა გაყიდეს. Model A-ს თითოეული მფრინავი მანქანის ფასი $300 000-ს შეადგენს. კომპანიის წარმომადგენლების თქმით, მანქანის პირველი პროტოტიპები მომავალი წლიდან შემოვა ბაზარზე და, შესაბამისად, ცაზეც.

  • სტარტაპ კომპანია Alef Aeronautics-მა განაცხადა, რომ Model A-ს წინასწარი შეკვეთების თანხა $850 მილიონს აჭარბებს.

385-კილოგრამიანი ორადგილიანი მანქანა პირველად გასულ წელს წარადგინეს დეტროიტის ავტო შოუზე. ოფიციალური ინფორმაციით, ელექტრომანქანას ჰაერში 177 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია, მიწაზე კი 56 კმ/სთ-ის.

Model A-ს საჰაერო ვარგისიანობის სპეციალური სერტიფიკატი ფედერალურმა საავიაციო ადმინისტრაციამ მიანიჭა, რაც ნიშნავს, რომ კომპანიის მანქანებს გარკვეულ ლოკაციებზე ფრენის უფლება ეძლევათ. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ გზებზე სასიარულოდ, მას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული ადმინისტრაციისგანაც სჭირდება თანხმობა.

ქალაქებში მფრინავი მანქანების გადაადგილების პრაქტიკულ ასპექტებთან დაკავშირებით ჯერაც ბევრი გადაუჭრელი კითხვა რჩება. ამ დროისთვის არ არსებობს სამართლებრივი ან მარეგულირებელი დებულებები, რომლებიც ქალაქებში მფრინავი მანქანების მარშრუტებსა და ტრაექტორიებს დაარეგულირებს.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯიმ დუხოვნიმ მედიასთან განაცხადა რომ "ისტორიაში პირველ მფრინავ მანქანას" მარეგულირებლები, დიდი ალბათობით, დაამტკიცებდნენ: "თუ ყველაფერი კარგად წავა, პირველი მანქანის წარმოებას 2025 წლიდან დავიწყებთ",- განაცხადა დუხოვნიმ.

  • Model A-ს თავისი კონკურენტებისგან ის განასხვავებს, რომ ისინი ვიზუალურად გიგანტურ დრონებს წააგავს და მასავით გზებზე გადაადგილება არ შეუძლიათ.

დუხოვნის 2035 წლისთვის კიდევ უფრო ამბიციური გეგმები აქვს. მას სურს Model Z აწარმოოს, რომელიც სავსე ავზით ჰაერში 321 კმ-ს დაფარავს, გზაზე კი 643 კმ-ს. Model Z-ის სავარაუდო ფასი $35 000 იქნება: "ჩვენი მიზანია, დავრწმუნდეთ, რომ ხალხისთვის ჩვენი მანქანების ფასი ხელმისაწვდომი იქნება",- დასძინა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა