სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოდანაშაულის მძიმე დეტალები: ცნობილია გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა, რომლის მეგობარი გოგონაც უმძიმესი ბრალდებით დააკავეს - რას წერენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?
ნარკოდანაშაულის მძიმე დეტალები: ცნობილია გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა, რომლის მეგობარი გოგონაც უმძიმესი ბრალდებით დააკავეს -  რას წერენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?

1- ლ მარტს, სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში 22 წლის ახალ­გაზ­რდა კაცი და­ი­ღუ­პა. მას­თან ერ­თად მყოფს კი ბრა­ლი წა­რედ­გი­ნა. ინ­ფორ­მა­ცია გუ­შინ პრო­კუ­რა­ტუ­რამ გა­ავ­რცე­ლა.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად ორმა პირ­მა, ქალ­მა და მა­მა­კაც­მა შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პარ­კებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა მე­ტა­დო­ნი, სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ლო­კა­ცი­ებ­ზე გა­ნა­თავ­სეს, შემ­დეგ კი ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა 22 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, მას­თან ერ­თად მყო­ფი 19 წლის ანა გუ­და­ვა ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყვი­ლი თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუ­ბან­ში გარ­დაც­ვლი­ლის სახ­ლში იმ­ყო­ფე­ბო­და, რო­დე­საც ნარ­კო­ტი­კი თა­ვა­დაც მო­იხ­მა­რეს. რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ახალ­გაზ­რდა კაცი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ზე­დო­ზი­რე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა. რო­გორც გა­ირ­კვა, და­კა­ვე­ბუ­ლი გო­გო­ნა აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის აწ უკვე ყო­ფი­ლი უფ­რო­სის, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლია. მან თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის თა­ო­ბა­ზე 5 მარტს გა­ნა­ცხა­და, მას მერე, რაც მომ­ხდა­რი გახ­მა­ურ­და. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მისი ქა­ლიშ­ვი­ლი უკვე 2 მარტს იყო და­კა­ვე­ბუ­ლი.

ambebi.ge თერ­ჯო­ლის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ბარ­დუბ­ნის მკვიდრს, გარ­დაც­ვლი­ლი ბი­ჭის მე­ზო­ბელს ესა­უბ­რა.

"გარ­დაც­ვლი­ლი 19 წლის არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეა, ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი. აჩი­კო პე­რი­ო­დუ­ლად სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და, ჯერ ქუ­თა­ის­ში, ბოლო დროს კი ბა­თუმ­ში იყო. ეტყო­ბა, ცუდ წრე­ში ჩა­ვარ­და, იმ გო­გო­ნას­თან ერ­თად ყო­ფი­ლა, რო­მე­ლიც მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ და­ა­კა­ვეს. რომ გი­თხრათ, რა­მე­ში შემ­ჩნე­უ­ლი იყო, მო­გა­ტყუ­ებთ, მაგ­რამ სოფ­ლი­დან რომ წა­ვი­დო­და, მერე რას აკე­თებ­და, ვინ რა იცის. აჩი­კოს მამა 6 წე­ლია, რაც გარ­და­იც­ვა­ლა, დედა მშრო­მე­ლი ქა­ლია, სათ­ბუ­რებ­ში და­დი­ო­და სა­მუ­შა­ოდ. აჩი­კოს­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, სუფ­რებ­ზეც ხში­რად ვხვდე­ბო­დით, რას წარ­მო­ვიდ­გენ­დი, ასეთ საქ­მე­ში თუ იყო ჩაბ­მუ­ლი. კი, არის ვერ­სია, რომ ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ ჭო­რებ­ზე რა ვთქვა. ჩვენ როცა მი­ვე­დით, აჩი­კოს ცხე­და­რი უკვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე იყო გა­დას­ვე­ნე­ბუ­ლი, ვიდ­რე პა­სუ­ხი არ მოვა, ძნე­ლია რა­მის თქმა... ორ­შა­ბათ ღამე მო­ას­ვე­ნეს, 4 სა­ა­თის მერე...

აჩი­კოს ოჯა­ხის წევ­რე­ბი შინ არ იყ­ვნენ, დედა სა­მუ­შა­ოდ იყო წა­სუ­ლი. მას ორი და ჰყავს, მათ­გან ერთი სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­ყო­ფე­ბო­და, მე­ო­რე კი ბა­თუმ­შია გა­თხო­ვი­ლი. სხვა­თა შო­რის, აჩი­კო გარ­დაც­ვა­ლე­ბის წინა დღეს ჩა­მო­სუ­ლა ბა­თუ­მი­დან. მე­ზობ­ლებ­მა და­რე­კეს და როცა სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბა მო­სუ­ლა, ბიჭი უკვე გარ­დაც­ვლი­ლი იყო. მო­ვი­და პო­ლი­ცი­აც და სას­წრა­ფომ ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნა. რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში დას­კვნა ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი და შო­კის­მომ­გვრე­ლი ამ­ბა­ვია, ამას ვე­რაფ­რით წარ­მო­ვიდ­გენ­დით“, - გვი­თხრა მან.

რო­გორც ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლა“ აცხა­დებს, ანა გუ­და­ვა, რო­მე­ლიც არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძეს­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და, დი­ლი­დან ცდი­ლობ­და მე­გობ­რის მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მოყ­ვა­ნას, და­სახ­მა­რებ­ლად და­უ­რე­კა ორ მე­გო­ბარს მა­ნამ, ვიდ­რე 112-ში და­რე­კავ­დნენ. "ფორ­მუ­ლა­სა­ვე" ინ­ფორ­მა­ცი­ით, თით­ქოს გარ­დაც­ვლილს თა­ვის არე­ში აღე­ნიშ­ნე­ბა და­ზი­ა­ნე­ბა.

გარ­დაც­ვლი­ლის და, მეგი ბარ­და­ვე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

"ჩემი მკვდა­რი ძმა­ა­აც გა­რი­ე­ე­ეე, ცო­ცხალს არ ინ­დობ­დი­იი, მკვდა­ა­არ­ზე­ე­ეც რა­ე­ბი ილა­პა­რა­კეე, ვინ იცი­ი­ი­ის..."

"ჩემს ძმას ვინც უსა­მარ­თლოდ და არას­წო­რად მო­ექ­ცა, ყვე­ლას უფა­ლი გა­და­უხ­დისს!!! იგი­ვეს ვუ­სურ­ვებ ყვე­ლას, რა­საც ეხლა ჩვენ გან­ვიც­დით!!!" - წერს არ­ჩილ ბარ­და­ვე­ლი­ძის მე­ო­რე და მაგ­და ბარ­და­ვე­ლი­ძე.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ტარ­და ჩხრე­კა, ამო­ი­ღეს 70 გრა­მამ­დე ნარ­კო­ტი­კი, რო­მე­ლიც სულ ცოტა 300 ადა­მი­ან­ზე მა­ინც იყო გათ­ვლი­ლი. რო­გორც ირ­კვე­ვა, ქალი სა­კუ­თარ ჩვე­ნე­ბა­ში ჰყვე­ბა, რომ ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მას ეკუთ­ვნო­და.

"მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 260-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თო­თხმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 91 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტერეზა მეი
1

მაგ გოგოს ბრალი მაინც წარედგინება. დროზე არ დაეხმარა ბიჭს, სასწრაფოს გამოძახების მაგიერ, მეგობრებთან რეკავდა. იქნებ, დროულ დახმარებას გამოეყვანა ეგ ბიჭი მდგომარეიბოდან, ვინ იცის! გოგოს ჩვენებას მნიშვნელობა არ აქვს.... დარწმუნებული ვარ, პოლიცია მშვენივრადაც დაადგენს, ვის ეკუთვნოდა ნარკოტიკი - ერთს, მეორეს, თუ - ორივეს! მთავარი ისაა, გოგოს დედის გავლენამ არ იმუშაოს ახლა და მაგის გამო არ აჰკიდონ ყველაფერი გარდაცვლილს.... 

საბა
5

ნუ ინერვიულებთ მეგობრებო,მალე გამოუშვებენ :D 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

ნარკოდანაშაულის მძიმე დეტალები: ცნობილია გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა, რომლის მეგობარი გოგონაც უმძიმესი ბრალდებით დააკავეს - რას წერენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?

ნარკოდანაშაულის მძიმე დეტალები: ცნობილია გარდაცვლილი ბიჭის ვინაობა, რომლის მეგობარი გოგონაც უმძიმესი ბრალდებით დააკავეს -  რას წერენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები?

1- ლ მარტს, სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით თერჯოლის მუნიციპალიტეტში 22 წლის ახალგაზრდა კაცი დაიღუპა. მასთან ერთად მყოფს კი ბრალი წარედგინა. ინფორმაცია გუშინ პროკურატურამ გაავრცელა.

გამოძიების თანახმად ორმა პირმა, ქალმა და მამაკაცმა შემდგომში გასაღების მიზნით პოლიეთილენის პარკებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება მეტადონი, სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ლოკაციებზე განათავსეს, შემდეგ კი ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს.

გარდაცვლილი ახალგაზრდა 22 წლის არჩილ ბარდაველიძეა, მასთან ერთად მყოფი 19 წლის ანა გუდავა ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით არის დაკავებული. გავრცელებული ინფორმაციით, წყვილი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბანში გარდაცვლილის სახლში იმყოფებოდა, როდესაც ნარკოტიკი თავადაც მოიხმარეს. რამდენიმე საათში ახალგაზრდა კაცი, სავარაუდოდ, ზედოზირების შედეგად დაიღუპა. როგორც გაირკვა, დაკავებული გოგონა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი უფროსის, თამარ გუდავას ქალიშვილია. მან თანამდებობის დატოვების თაობაზე 5 მარტს განაცხადა, მას მერე, რაც მომხდარი გახმაურდა. უნდა აღინიშნოს, რომ მისი ქალიშვილი უკვე 2 მარტს იყო დაკავებული.

ambebi.ge თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარდუბნის მკვიდრს, გარდაცვლილი ბიჭის მეზობელს ესაუბრა.

"გარდაცვლილი 19 წლის არჩილ ბარდაველიძეა, ჩვენი მეზობელი. აჩიკო პერიოდულად სხვადასხვა ადგილას მუშაობდა, ჯერ ქუთაისში, ბოლო დროს კი ბათუმში იყო. ეტყობა, ცუდ წრეში ჩავარდა, იმ გოგონასთან ერთად ყოფილა, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ დააკავეს. რომ გითხრათ, რამეში შემჩნეული იყო, მოგატყუებთ, მაგრამ სოფლიდან რომ წავიდოდა, მერე რას აკეთებდა, ვინ რა იცის. აჩიკოს მამა 6 წელია, რაც გარდაიცვალა, დედა მშრომელი ქალია, სათბურებში დადიოდა სამუშაოდ. აჩიკოსთან კარგი ურთიერთობა გვქონდა, სუფრებზეც ხშირად ვხვდებოდით, რას წარმოვიდგენდი, ასეთ საქმეში თუ იყო ჩაბმული. კი, არის ვერსია, რომ ზედოზირებით გარდაიცვალა, მაგრამ ჭორებზე რა ვთქვა. ჩვენ როცა მივედით, აჩიკოს ცხედარი უკვე ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული, ვიდრე პასუხი არ მოვა, ძნელია რამის თქმა... ორშაბათ ღამე მოასვენეს, 4 საათის მერე...

აჩიკოს ოჯახის წევრები შინ არ იყვნენ, დედა სამუშაოდ იყო წასული. მას ორი და ჰყავს, მათგან ერთი საზღვარგარეთ იმყოფებოდა, მეორე კი ბათუმშია გათხოვილი. სხვათა შორის, აჩიკო გარდაცვალების წინა დღეს ჩამოსულა ბათუმიდან. მეზობლებმა დარეკეს და როცა სასწრაფო დახმარება მოსულა, ბიჭი უკვე გარდაცვლილი იყო. მოვიდა პოლიციაც და სასწრაფომ ექსპერტიზაზე გადაიყვანა. რამდენიმე კვირაში დასკვნა ცნობილი გახდება. წარმოუდგენელი და შოკისმომგვრელი ამბავია, ამას ვერაფრით წარმოვიდგენდით“, - გვითხრა მან.

როგორც ტელეკომპანია "ფორმულა“ აცხადებს, ანა გუდავა, რომელიც არჩილ ბარდაველიძესთან ერთად იმყოფებოდა, დილიდან ცდილობდა მეგობრის მდგომარეობიდან გამოყვანას, დასახმარებლად დაურეკა ორ მეგობარს მანამ, ვიდრე 112-ში დარეკავდნენ. "ფორმულასავე" ინფორმაციით, თითქოს გარდაცვლილს თავის არეში აღენიშნება დაზიანება.

გარდაცვლილის და, მეგი ბარდაველიძე სოციალურ ქსელში წერს:

"ჩემი მკვდარი ძმაააც გარიეეეე, ცოცხალს არ ინდობდიიი, მკვდააარზეეეც რაები ილაპარაკეე, ვინ იციიიის..."

"ჩემს ძმას ვინც უსამართლოდ და არასწორად მოექცა, ყველას უფალი გადაუხდისს!!! იგივეს ვუსურვებ ყველას, რასაც ეხლა ჩვენ განვიცდით!!!" - წერს არჩილ ბარდაველიძის მეორე და მაგდა ბარდაველიძე.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ჩატარდა ჩხრეკა, ამოიღეს 70 გრამამდე ნარკოტიკი, რომელიც სულ ცოტა 300 ადამიანზე მაინც იყო გათვლილი. როგორც ირკვევა, ქალი საკუთარ ჩვენებაში ჰყვება, რომ ნარკოტიკული საშუალება მას ეკუთვნოდა.

"მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა", - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

იხილეთ ასევე: