მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის, თბი­ლი­სის, ქვე­მო ქარ­თლის, აჭა­რი­სა და გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტე­ბის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბოლო პე­რი­ოდ­ში კომ­პლექ­სუ­რად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის ბრალ­დე­ბით 6 პირი და­ა­კა­ვეს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ას ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის გა­სა­ღე­ბის, გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის, ასე­ვე, უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, მა­რი­ხუ­ა­ნას გა­სა­ღე­ბი­სა და უკა­ნო­ნო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვის, გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი მცე­ნა­რის უკა­ნო­ნო და­თეს­ვა-მოყ­ვა­ნა-კულ­ტი­ვი­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი არი­ან: 1996 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ბ.ნ., 1999 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ბ., 1989 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ე.ხ., წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვე­ბი -1986 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მ.ე., 2003 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ლ.უ. და 1985 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რ.ჯ.

"და­კა­ვე­ბუ­ლებს შო­რის არი­ან რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს, ასე­ვე, ბე­ლა­რუ­სის და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

და­ნა­შა­უ­ლი 17 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კის სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვე­ბის, ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მიერ მი­თი­თე­ბუ­ლი ლო­კა­ცი­ე­ბი­დან, მათი პი­რა­დი, ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბის და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ი­ღეს სხვა­დას­ხვა სა­ხის ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი.

ცენ­ტრა­ლუ­რი კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ე.ხ. -სგან მო­სა­მარ­თლის გან­ჩი­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "ჰე­რო­ი­ნის“ სა­კონ­ტრო­ლო შეს­ყიდ­ვა და აღ­ნიშ­ნუ­ლი შეს­ყიდ­ვის ფა­რუ­ლი აუ­დიო-ვი­დეო გა­და­ღე­ბა.

ამა­ვე დე­პარ­ტა­მენ­ტის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მიერ და­კა­ვე­ბუ­ლი რ.ჯ.-სგან ნივთმტკი­ცე­ბის სა­ხით ამო­ღე­ბუ­ლია "მე­ტა­დო­ნი“, ხოლო ბრალ­დე­ბუ­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად "ჰა­ში­ში“ ამო­ი­ღეს.

თბი­ლი­სის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ისა­ნი-სამ­გო­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, თბი­ლის­ში, ლ.უ. - ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მა­რი­ხუ­ა­ნა. გა­მო­ძი­ე­ბით, დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­სა­ღე­ბას სო­ცი­ა­ლუ­რი აპ­ლი­კა­ცი­ის - "ტე­ლეგ­რა­მის“ გა­მო­ყე­ნე­ბით ახ­დენ­და. ლ.უ.- ს მიერ თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გან­თავ­სე­ბუ­ლი მა­რი­ხუ­ა­ნა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

ქვე­მო ქარ­თლის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის რუს­თა­ვის სა­ქა­ლა­ქო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, რუს­თავ­ში ბ.ნ. - ს პი­რა­დი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს 60 შეკ­ვრა ნარ­კო­ტი­კუ­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა "მე­ფედ­რო­ნი". გა­მო­ძი­ე­ბით, ასე­ვე, დად­გინ­და, რომ ბ.ნ. ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს, შემ­დგო­მი რე­ა­ლი­ზა­ცი­ის მიზ­ნით ე.წ. და­დე­ბის მე­თო­დით სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე ათავ­სებ­და.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ თბი­ლის­ში, სხვა­დას­ხვა ლო­კა­ცი­ა­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის "მე­ტა­დო­ნის“ და "ალფა პვპ“ - ს შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს.

აჭა­რის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნუ­ლი სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, ბა­თუმ­ში, ი. ბ. - ს სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით მა­რი­ხუ­ა­ნა, ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბის შემ­ცვე­ლი 43 ძირი მცე­ნა­რე კა­ნა­ფი. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი მცე­ნა­რის კულ­ტი­ვი­რე­ბას თა­ვის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლში მო­წყო­ბილ სპე­ცი­ა­ლურ სათ­ბუ­რებ­ში ახ­დენ­და.

გუ­რი­ის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მ.ე. ოზურ­გე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში და­ა­კა­ვეს. სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის პი­რა­დი, ავ­ტო­მან­ქა­ნი­სა და სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ჩხრე­კის შე­დე­გად, ნივთმტკი­ცე­ბად ამო­ი­ღეს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა "სუ­ბო­ტექ­სი" და "მა­რი­ხუ­ა­ნა".

გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხ­ლე­ბი­თა და 273 -ე პრი­მა მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

Და ეგრევე რო ლიკვიდაცია გაანხორციელოთ არა?

ფაქტია
0

შსს უბრალოდ უძლურია თუმცა რა ხელფასაც უხდიან რიგითებს კიდე კარგად მუშაობენ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისსა და რეგიონებში ნარკოდანაშაულისთვის 6 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, თბილისის, ქვემო ქართლის, აჭარისა და გურიის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 6 პირი დააკავეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღების, გასაღების მცდელობის, ასევე, უკანონო შეძენა-შენახვის, მარიხუანას გასაღებისა და უკანონო შეძენა-შენახვის, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე დაკავებულები არიან: 1996 წელს დაბადებული ბ.ნ., 1999 წელს დაბადებული ი.ბ., 1989 წელს დაბადებული ე.ხ., წარსულში ნასამართლევები -1986 წელს დაბადებული მ.ე., 2003 წელს დაბადებული ლ.უ. და 1985 წელს დაბადებული რ.ჯ.

"დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, ბელარუსის და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები.

დანაშაული 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, განხორციელებული ნარკოტიკის საკონტროლო შესყიდვების, ასევე, ბრალდებულების მიერ მითითებული ლოკაციებიდან, მათი პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ბრალდებით დაკავებული ე.ხ. -სგან მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალება "ჰეროინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვის ფარული აუდიო-ვიდეო გადაღება.

ამავე დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ დაკავებული რ.ჯ.-სგან ნივთმტკიცების სახით ამოღებულია "მეტადონი“, ხოლო ბრალდებულის ავტომობილის ჩხრეკის შედეგად სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად "ჰაშიში“ ამოიღეს.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში, ლ.უ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა. გამოძიებით, დადგინდა, რომ ბრალდებული ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სოციალური აპლიკაციის - "ტელეგრამის“ გამოყენებით ახდენდა. ლ.უ.- ს მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე სარეალიზაციოდ განთავსებული მარიხუანა სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის რუსთავის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, რუსთავში ბ.ნ. - ს პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 60 შეკვრა ნარკოტიკული ნივთიერება ,,მეფედრონი". გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ ბ.ნ. ნარკოტიკულ საშუალებებს, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ე.წ. დადების მეთოდით სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.

სამართალდამცველებმა ბრალდებულის მიერ თბილისში, სხვადასხვა ლოკაციაზე განთავსებული ნარკოტიკული საშუალებების "მეტადონის“ და "ალფა პვპ“ - ს შემცველი ნივთიერებები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ბათუმში, ი. ბ. - ს საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით მარიხუანა, ნარკოტიკულ საშუალების შემცველი 43 ძირი მცენარე კანაფი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული აღნიშნული მცენარის კულტივირებას თავის საცხოვრებელ სახლში მოწყობილ სპეციალურ სათბურებში ახდენდა.

გურიის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა მ.ე. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი, ავტომანქანისა და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალება "სუბოტექსი" და "მარიხუანა".

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 19-260-ე, 265-ე მუხლებითა და 273 -ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.