ავტორი:

ფილიპ კირკოროვმა ალა პუგაჩოვასადმი მიძღვნილი პოსტები სოციალური ქსელებიდან წაშალა

ფილიპ კირკოროვმა ალა პუგაჩოვასადმი მიძღვნილი პოსტები სოციალური ქსელებიდან წაშალა

მომღერალმა ფილიპ კირკოროვმა სოციალური ქსელის ყველა პლატფორმიდან წაშალა ყოფილი მეუღლის, მომღერალ ალა პუგაჩოვასადმი მიძღვნილი ბოლო პოსტები. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

ერთი დღით ადრე, კირკოროვმა სოციალურ ქსელებში გამოაქვეყნა ალა პუგაჩოვას ახალი კომპოზიცია "ნუ ნერვიულობ ჩემზე", და კიდევ ერთი ვიდეო, რომელშიც ყოფილი მეუღლეები ერთად მღეროდნენ."იმღერე, ალა, მიყვარს", - წერდა კირკოროვი.

მიზეზი, თუ რატომ წაშალა ორივე ვიდეო, ფილიპ კირკოროვს საზოგადოებისთვის არ აუხსნია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში, ბლოგერის ანასტასია ივლეევას მიერ ორგანიზებულ "შიშველ წვეულებაში“ მონაწილეობის შემდეგ ფილიპ კირკოროვს ყველა ფედერალური არხის ეთერი დაუბლოკეს. მის მიერ შესრულებული სიმღერების კადრები ამოჭრეს საახალწლო კონცერტებიდან და ფილმიდან. იმჟამად რუსული მედია წერდა, რომ საჯარო კამპანია მომღერლის წინააღმდეგ კრემლიდან იყო ორგანიზებული.

მას შემდეგ, რაც კირკოროვმა ბოდიში მოიხადა და რუს სამხედროებს გორლოვკაში ესტუმრა, მომღერალი სამთავრობო არხებზე ისევ დაუშვეს.

იხილეთ ასევე: