კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო" - რატომ გაითიშა Facebook და Instagram? - Meta განცხადებას ავრცელებს
"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო" - რატომ გაითიშა Facebook და Instagram? - Meta განცხადებას ავრცელებს

სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი instagram და Facebook 5 მარტს 2 სა­ათ­ზე მეტი დრო­ით გა­ი­თი­შა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის მფლო­ბე­ლი კომ­პა­ნია META მი­ზე­ზებს გან­მარ­ტავს და მომ­ხმა­რე­ბელს შექ­მნი­ლი დის­კომ­ფორ­ტის გამო ბო­დიშს უხ­დის. Facebook-ის მი­ლი­ო­ნო­ბით მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერ ახერ­ხდებ­და სა­კუ­თარ ან­გა­რიშ­ზე შეს­ვლას, რად­გან სის­ტე­მა წერ­და, რომ "არას­წო­რი პა­რო­ლი" შეჰ­ყავ­დათ.

  • რო­გორც Meta გან­მარ­ტავს, ეს გა­მო­იწ­ვია "კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ­მა სის­ტე­მამ და სის­ტე­მა­ში არ­სე­ბულ­მა ხარ­ვეზ­მა".

"ფე­ის­ბუ­ქი გა­თი­შუ­ლი იყო და­ახ­ლო­ე­ბით 2,5 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში. ეს ყვე­ლა­ზე უა­რე­სი გა­თიშ­ვაა, რაც კი გვქო­ნია ბოლო 4 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და გვსურ­და, რომ პირ­ველ რიგ­ში, ბო­დი­ში მოგ­ვე­ხა­და თი­თო­ე­უ­ლი თქვენ­გა­ნის­თვის. ასე­ვე გვსურ­და მოგ­ვე­წო­დე­ბი­ნა ინ­ფორ­მა­ცია იმ ტექ­ნი­კურ დე­ტა­ლებ­ზე, რა­მაც გა­თიშ­ვა გა­მო­იწ­ვია.

კონ­ფი­გუ­რა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის ავ­ტო­მა­ტი­ზე­ბულ­მა სის­ტე­მამ გა­ცი­ლე­ბით მეტი ზი­ა­ნი გა­მო­იწ­ვია, ვიდ­რე და­ა­ფიქ­სი­რა. ამ სის­ტე­მის მი­ზა­ნია, შე­ა­მოწ­მოს კონ­ფი­გუ­რა­ცია და იპო­ვოს ხარ­ვე­ზე­ბი. ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში, სის­ტე­მამ არ იმუ­შა­ვა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

  • მა­თი­ვე ცნო­ბით, შე­ი­ტა­ნეს იმგვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სის­ტე­მა­ში, რო­მე­ლიც შე­ფას­და, რო­გორც "არას­წო­რი". სწო­რედ ამის გამო მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვე­ღარ ახერ­ხებ­დნენ თა­ვი­ანთ ან­გა­რი­შებ­ში შეს­ვლას.

"ამ ყვე­ლაფ­რის შე­ჩე­რე­ბა საკ­მა­ოდ რთუ­ლი პრო­ცე­სი იყო. სა­ჭი­რო გახ­და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბის გა­მორ­თვა. შემ­დეგ კი ნელ-ნელა და­ვუშ­ვით ადა­მი­ა­ნე­ბი სა­იტ­ზე.

კი­დევ ერთხელ ვიხ­დით ბო­დიშს გა­თიშ­ვის­თვის და გვსურს იცო­დეთ, რომ ჩვენ ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლად ვუ­ყუ­რებთ Facebook-ის მუ­შა­ო­ბას და მის სან­დო­ო­ბას", - ნათ­ქვა­მია Meta-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
IKOBE
2

დღე არ გავა ერთი უბედური ამბავი რო არ გაიგო

გიორგი
0

ნეტავ სამუდამოდ გაითიშოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო" - რატომ გაითიშა Facebook და Instagram? - Meta განცხადებას ავრცელებს

"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო" - რატომ გაითიშა Facebook და Instagram? - Meta განცხადებას ავრცელებს

სოციალური ქსელები instagram და Facebook 5 მარტს 2 საათზე მეტი დროით გაითიშა. სოციალური ქსელების მფლობელი კომპანია META მიზეზებს განმარტავს და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. Facebook-ის მილიონობით მომხმარებელი ვერ ახერხდებდა საკუთარ ანგარიშზე შესვლას, რადგან სისტემა წერდა, რომ "არასწორი პაროლი" შეჰყავდათ.

  • როგორც Meta განმარტავს, ეს გამოიწვია "კონფიგურაციის გადამოწმების ავტომატიზებულმა სისტემამ და სისტემაში არსებულმა ხარვეზმა".

"ფეისბუქი გათიშული იყო დაახლოებით 2,5 საათის განმავლობაში. ეს ყველაზე უარესი გათიშვაა, რაც კი გვქონია ბოლო 4 წლის განმავლობაში და გვსურდა, რომ პირველ რიგში, ბოდიში მოგვეხადა თითოეული თქვენგანისთვის. ასევე გვსურდა მოგვეწოდებინა ინფორმაცია იმ ტექნიკურ დეტალებზე, რამაც გათიშვა გამოიწვია.

კონფიგურაციის გადამოწმების ავტომატიზებულმა სისტემამ გაცილებით მეტი ზიანი გამოიწვია, ვიდრე დააფიქსირა. ამ სისტემის მიზანია, შეამოწმოს კონფიგურაცია და იპოვოს ხარვეზები. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, სისტემამ არ იმუშავა", - ნათქვამია განცხადებაში.

  • მათივე ცნობით, შეიტანეს იმგვარი ცვლილებები სისტემაში, რომელიც შეფასდა, როგორც "არასწორი". სწორედ ამის გამო მომხმარებლები ვეღარ ახერხებდნენ თავიანთ ანგარიშებში შესვლას.

"ამ ყველაფრის შეჩერება საკმაოდ რთული პროცესი იყო. საჭირო გახდა სოციალური ქსელების გამორთვა. შემდეგ კი ნელ-ნელა დავუშვით ადამიანები საიტზე.

კიდევ ერთხელ ვიხდით ბოდიშს გათიშვისთვის და გვსურს იცოდეთ, რომ ჩვენ ძალიან სერიოზულად ვუყურებთ Facebook-ის მუშაობას და მის სანდოობას", - ნათქვამია Meta-ს განცხადებაში.