თურქი მსახიობი ბურაკ ოზჩივიტი, რომელიც ცნობილი გახდა სერიალ "დიდებულ საუკუნეში" მალკოჩოღლუ ბალი ბეის როლით, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხშირად სტუმრობს რუსეთს.
ოზჩივიტი რამდენიმე დღის წინაც იმყოფებოდა გრძელვადიანი ვიზიტით რუსეთში, ქვეყნის დატოვების შემდეგ კი გაირკვა, რომ მსახიობი სოჭს ეწვია, სადაც თქვა, რომ მოსწონდა რუსების ენერგია. უფრო მეტიც, ის მზადაა რუსულ ფილმებში ითამაშოს.
"თურქეთში მსახიობები მზად არიან რუსულ სერიალებში ითამაშონ. თუ ერთობლივ პროექტს შევქმნით, დარწმუნებული ვარ, წარმატებულები ვიქნებით და მომავალში ბევრ ფილმს გადავიღებთ. უფრო ხშირად მინდა რუსეთში ჩამოსვლა, მომწონს აქ. რუსებს უყვართ ჩემი როლები, რომლებიც სერიალებში შევასრულე“, - განაცხადა ბურაკმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.
მსახიობს ამის გამო არაერთი ადამიანი აკრიტიკებს და თვლიან, რომ საყვარელმა მსახიობმა იმედი გაუცრუათ, რადგან რუსეთის ქმედებების ფონზე, მისგან მსგავსი განცხადებები მიუღებელია.
ოზჩივიტი დაქორწინებულია ცნობილ მსახიობ ფეჰრიე ევჯენზე, წყვილს ორი საერთო შვილი ჰყავს.
ამას ჯიბეში პარტბილეთიც ექნება:)
"დიდებული საუკუნე" სერიალი საქართველოში დიდი პოპულარულობით სარგებლობს თურმე :( არა და ეს სერიალი ზუსტად იმ სულთანზეა, რომელიც წყალობითაც საქართველოს ჩამოშორდა სამცხე და ამასიის ზავის შედეგად საჰ თანმაზნმა და სულეიმან პირველმა საქართველო ორად გაქყვეს, მოკლედ იმის თქმა მინდა, რომ სიკეთე ამ სულთნისგან საქართველოს არ ახსოვს და მასზე გადაღებული სერიალი საქართველოში დიდი პოპულარობით სარგებლობს! სიტყვები ზედმეტია იმის ასაღწერად თუ რა დონეზე ვდეგრადირდით! ალბათ ისიც კი არ იცის ბევრმა ვისაც მოწონს ეს სერიალი თუ ვიზე და ან რამხელა ზიანოი მოგვადგა ჩვენ მისი მმართველობის პერიოდში.