საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განადგურებული ვარ" - არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლის ქალიშვილი დააკავეს: რას წერს თამარ გუდავა?
"განადგურებული ვარ" - არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლის ქალიშვილი დააკავეს: რას წერს თამარ გუდავა?

აჭა­რის გა­ნათ­ლე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტრო­ში კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი თა­მარ გუ­დავა თა­ნამ­დე­ბო­ბას ტო­ვებს.

  • გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­მარ გუ­და­ვას ქა­ლიშ­ვი­ლი ნარ­კო­ტი­კე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს.

მან გა­ნა­ცხა­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის დას­რუ­ლე­ბამ­დე სა­მი­ნის­ტრო­ში და­კა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ი­დან მი­დის.

"მე­გობ­რე­ბო, ვარ მთლი­ა­ნად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი! პირ­ველ რიგ­ში იმი­ტომ, რომ მე თა­ვად არ ვიცი რა უბე­დუ­რე­ბა ხდე­ბა ჩემს თავს! მეც ახლა ვარ­კვევ სი­ტუ­ა­ცი­ას. მინ­და იცო­დეთ, რომ თუ და­დას­ტურ­და ინ­ფორ­მა­ცია ჩემი უფ­რო­სი შვი­ლის რა­ი­მე სა­ხის ბრა­ლე­უ­ლო­ბა­ზე, ის აუ­ცი­ლებ­ლად აგებს მკაც­რად პა­სუხს კა­ნო­ნის წი­ნა­შე! ყვე­ლა­ნა­ი­რი უხერ­ხუ­ლო­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად ვწერ გან­ცხა­დე­ბას და მივ­დი­ვარ კულ­ტუ­რის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის პო­ზი­ცი­ი­დან" - აცხა­დებს თა­მარ გუ­და­ვა.

  • საქ­მე ეხე­ბა ფაქტს, რო­მელ­ზეც დღეს პრო­კუ­რა­ტუ­რამ გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. კერ­ძოდ, ორმა პირ­მა ნარ­კო­ტი­კი გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით კონ­კრე­ტულ ლო­კა­ცი­ა­ზე მო­ა­თავ­სეს, შემ­დეგ კი თა­ვად მო­იხ­მა­რეს, რა დრო­საც ერთ-ერთი მათ­გა­ნი ზე­დო­ზი­რე­ბით და­ი­ღუ­პა.

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 1 მარტს, ორმა პირ­მა, შემ­დგომ­ში გა­სა­ღე­ბის მიზ­ნით, პო­ლი­ე­თი­ლე­ნის პა­კე­ტებ­ში და­ფა­სო­ე­ბუ­ლი დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა მე­თა­დო­ნი (ფუძე) სამ­ტრე­დი­ის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ერთ-ერთ სო­ფელ­ში მი­ი­ტა­ნეს და მდი­ნა­რის პი­რას ე.წ. "ლო­კა­ცი­ებ­ზე" გა­ნა­თავ­სეს.

გა­მო­ძი­ე­ბის თა­ნახ­მად, მათ ტე­ლე­ფო­ნის ფო­ტო­კა­მე­რით, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის კო­ორ­დი­ნა­ტე­ბის მი­თი­თე­ბით, თი­თო­ე­ულ ლო­კა­ცი­ას ფო­ტო­სუ­რა­თი გა­და­უ­ღეს, რათა შემ­დგომ­ში ისი­ნი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შემ­ძე­ნი პი­რე­ბის­თვის გა­და­ეგ­ზავ­ნათ.

  • გა­მო­ძი­ე­ბის მიერ ამ დრო­ის­თვის მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ ორი­ვე პირ­მა მო­იხ­მა­რა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რის შემ­დგო­მაც ერთ-ერთი მათ­გა­ნი სა­ვა­რა­უ­დოდ, ნარ­კო­ტი­კე­ბის ზე­დო­ზი­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

"სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლი 2 მარტს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 19, 260-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლის „ბ“ ქვე­პუნ­ქტით და მეშ­ვი­დე ნა­წი­ლის „ა“ ქვე­პუნ­ქტით (გან­სა­კუთ­რე­ბით დიდი ოდე­ნო­ბით ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბის ჯგუ­ფუ­რად გა­სა­ღე­ბის მცდე­ლო­ბის ფაქ­ტი) წა­რედ­გი­ნა, რაც სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად თო­თხმე­ტი­დან ოც წლამ­დე ან უვა­დო თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბულს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა უკვე შე­უ­ფარ­და" - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 44 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოწია
7

თვითონ ხომ არ შემოიტანდა სხვისას ასაღებდა,ამიტომ ამ გოგოს არაფერი მოწიონ, როგორც ხდება ხოლმე და მერე იტყვიან გააცნობიერა რასაც აკეტებდა და მიტომ გააკეთაო.

მაია
16

არცერთ დედას არ უნდა შვილი გზას აცდეს, ვინც ამ ქალს ამტყუნებს რამეში, გამოდის თქვენც მასეთი შვილები გყავთ და ამ თქვენი ღვარძლიანი კომენტარებით თავს იმართლებთ.

ავტორი:

"განადგურებული ვარ" - არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლის ქალიშვილი დააკავეს: რას წერს თამარ გუდავა?

"განადგურებული ვარ" - არსებული ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის აჭარის კულტურის სამინისტროს თანამშრომლის ქალიშვილი დააკავეს: რას წერს თამარ გუდავა?

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის უფროსი თამარ გუდავა თანამდებობას ტოვებს.

  • გავრცელებული ინფორმაციით, თამარ გუდავას ქალიშვილი ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს.

მან განაცხადა, რომ გამოძიების დასრულებამდე სამინისტროში დაკავებული პოზიციიდან მიდის.

"მეგობრებო, ვარ მთლიანად განადგურებული! პირველ რიგში იმიტომ, რომ მე თავად არ ვიცი რა უბედურება ხდება ჩემს თავს! მეც ახლა ვარკვევ სიტუაციას. მინდა იცოდეთ, რომ თუ დადასტურდა ინფორმაცია ჩემი უფროსი შვილის რაიმე სახის ბრალეულობაზე, ის აუცილებლად აგებს მკაცრად პასუხს კანონის წინაშე! ყველანაირი უხერხულობის თავიდან ასაცილებლად ვწერ განცხადებას და მივდივარ კულტურის დეპარტამენტის უფროსის პოზიციიდან" - აცხადებს თამარ გუდავა.

  • საქმე ეხება ფაქტს, რომელზეც დღეს პროკურატურამ განცხადება გაავრცელა. კერძოდ, ორმა პირმა ნარკოტიკი გასაღების მიზნით კონკრეტულ ლოკაციაზე მოათავსეს, შემდეგ კი თავად მოიხმარეს, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი ზედოზირებით დაიღუპა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 1 მარტს, ორმა პირმა, შემდგომში გასაღების მიზნით, პოლიეთილენის პაკეტებში დაფასოებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) სამტრედიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მიიტანეს და მდინარის პირას ე.წ. "ლოკაციებზე" განათავსეს.

გამოძიების თანახმად, მათ ტელეფონის ფოტოკამერით, ადგილმდებარეობის კოორდინატების მითითებით, თითოეულ ლოკაციას ფოტოსურათი გადაუღეს, რათა შემდგომში ისინი ნარკოტიკული საშუალებების შემძენი პირებისთვის გადაეგზავნათ.

  • გამოძიების მიერ ამ დროისთვის მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნულის შემდგომ ორივე პირმა მოიხმარა ნარკოტიკული საშუალება, რის შემდგომაც ერთ-ერთი მათგანი სავარაუდოდ, ნარკოტიკების ზედოზირებით გარდაიცვალა.

"სამართალდამცველებმა ბრალდებული 2 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ჯგუფურად გასაღების მცდელობის ფაქტი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად თოთხმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეუფარდა" - ნათქვამია პროკურატურის ინფორმაციაში.

წაიკითხეთ ასევე:

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"