"ფეისბუქი", "მესენჯერი" და "ინსტაგრამი" გათიშულია, რის გამოც მომხმარებლებს თავიანთ ანგარიშებზე (ექაუნთებზე) წვდომა შეუჩერდათ. აპლიკაციებში პრობლემები, ჩვენი დროით, დაახლოებით 19: 20 საათიდან დაფიქსირდა. ანგარიშზე წვდომა არა მხოლოდ ვებსაიტზე, არამედ მობილურის აპლიკაციებშიც შეწყვეტილია. პრობლემა მთელი მსოფლიოში ფიქსირდება.
როგორც საერთაშორისო მედია იტყობინება, სოციალური მედიის გათიშვის მიზეზი უცნობია.
მსოფლიოს გარშემო მცხოვრებმა "ფეისბუქის" მომხმარებლებმა აღმოაჩინეს, რომ სისტემამ თვითონ გააგდო ისინი ანგარიშებიდან და უკან შესვლის უფლებას აღარ აძლევდათ. რაც შეეხება "ინსტაგრამს", ის საერთოდ აღარ ფუნცქიონირებს.
სამივე სოციალური ქსელის მშობელ კომპანია Meta-ს წინასწარ არანაირი განცხადება არ გაუკეთებია აპლიკაციების გათიშვის შესახებ.
წყარო: independent
სოციალური ქსელები თითქმის 2-საათიანი გათიშვის შემდეგ ჩაირთო. მფლობელი კომპანია META მიზეზებს განმარტავს და მომხმარებელს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. Facebook-ის მილიონობით მომხმარებლები ვერ ახერხდებდნენ საკუთარ ანგარიშზე შესვლას, რადგან სისტემა წერდა, რომ "არასწორი პაროლი" შეჰყავდათ.
მოამზადა: ანა სიბოშვილმა