მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

21

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 03:14, მთვარე თევზებშია - კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. კარგია ტერფების მასაჟი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დატყვევებული და ერთ სივრცეში განთავსებული ველური ცხოველები შესაძლოა ახალი პანდემიების წყაროდ იქცეს - საფრთხე, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით
დატყვევებული და ერთ სივრცეში განთავსებული ველური ცხოველები შესაძლოა ახალი პანდემიების წყაროდ იქცეს - საფრთხე, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით

ცხო­ველ­თა უფ­ლე­ბე­ბის დამ­ცველ­თა თქმით, დღეს­დღე­ო­ბით მსოფ­ლი­ო­ში უამ­რა­ვი ცხო­ვე­ლი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლია. და­ახ­ლო­ე­ბით, 5,5 მი­ლი­არ­დი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ბი­ნა­და­რი, გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი სას­ტიკ პი­რო­ბებ­ში იმ­ყო­ფე­ბა, რაც დიდ რისკს უქ­მნის რო­გორც თა­ვად ცხო­ვე­ლებს, ასე­ვე ადა­მი­ა­ნებს.

ერთ სივ­რცე­ში - იქ­ნე­ბა ეს ზო­ო­პარ­კე­ბი, თუ ე.წ. ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის ფერ­მე­ბი, დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მო­ბი­ნად­რე ცხო­ვე­ლის თავ­მოყ­რამ შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ჩი­ნოს დიდი რის­კი ამა თუ იმ და­ა­ვა­დე­ბის გა­ჩე­ნის, გავ­რცე­ლე­ბის და შე­საძ­ლოა, პან­დე­მი­ად ქცე­ვი­საც.

"ეს მხო­ლოდ დრო­ის სა­კი­თხია თუ რო­დის გა­და­ე­დე­ბათ ადა­მი­ა­ნებს ესა თუ ის და­ა­ვა­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ნახა Covid-19, თით­ქოს ეს იყო ერთჯე­რა­დი და­ა­ვა­დე­ბა, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ერთ-ერ­თია ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის გრძელ ხაზ­ში“, - ამ­ბობს ცხო­ველ­თა დამ­ცვე­ლი გლო­ბა­ლუ­რი კამ­პა­ნი­ე­ბის დი­რექ­ტო­რი ნიკ სტი­უ­არ­ტი.

მკვლევ­რებ­მა გა­მო­იკ­ვლი­ეს და შე­ის­წავ­ლეს ონ­ლა­ინ ჩა­ნა­წე­რე­ბი მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან, რათა და­ედ­გი­ნათ ვე­ლუ­რი ცხო­ვე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ტუ­რის­ტულ და ცხო­ველ­თა მოყ­ვა­რულ­თათ­ვის შექ­მნილ სივ­რცე­ებ­ში. ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ 2000-დან 2020 წლამ­დე ამ­გვარ სივ­რცე­ებ­ში 963 711 547 ცხო­ვე­ლი იყო მო­შე­ნე­ბუ­ლი. სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნო­ე­ბი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად კი, 2021-დან 2022 წლამ­დე კი­დევ 858 743 გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდა ამ ვი­თა­რე­ბა­ში, თუმ­ცა ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი რი­ცხვე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რე­ა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის მხო­ლოდ მცი­რე ნა­წი­ლია.

ცხო­ველ­თა დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ეს, დიდი ალ­ბა­თო­ბით, ზუს­ტი რი­ცხვი არ არის, მათი შე­ფა­სე­ბით, უფრო ზუს­ტი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით დი­დია და მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 5,5 მი­ლი­არ­დამ­დე ტყვე­ო­ბა­ში მყოფ ცხო­ველს მო­ი­ცავს.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნეთ, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­დუსტრია მო­რა­ლუ­რად და ფი­ზი­კუ­რად ზი­ანს აყე­ნებს არა მხო­ლოდ ცხო­ვე­ლებს, ასე­ვე სე­რი­ო­ზულ რისკს ქმნის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვი­საც.

ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი არის ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, რომ­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ ცხო­ვე­ლე­ბი­დან ადა­მი­ან­ზე გა­დას­ვლა. ყო­ველ­წლი­უ­რად დად­გე­ნი­ლია, რომ ორი მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნის სიკ­ვდი­ლი გა­მოწ­ვე­უ­ლია სწო­რედ რომ ამ და­ა­ვა­დე­ბე­ბით - რო­მელ­თა­გან 70%-ზე მეტი ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბი­დან მომ­დი­ნა­რე­ობს.

ვი­ეტ­ნამ­ში, მკვლევ­რებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს მსგავს სივ­რცე­ებ­ში მო­ბი­ნად­რე მი­ნი­მუმ 43 000 გა­რე­უ­ლი ცხო­ვე­ლი, რომ­ლე­ბიც ადა­მი­ა­ნებ­ზე სა­ში­ში და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­და­დე­ბის მა­ღალ რისკს ქმნი­ან.

“ჩვენ ბევ­რი რამ ვი­ცით იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­საც ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი ატა­რე­ბენ, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი ვი­ცით იმ და­ა­ვა­დე­ბე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ვე­ლურ ბუ­ნე­ბა­ში გვხვდე­ბა, ამ რის­კე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბის გა­რე­შე, მსოფ­ლი­ოს შე­საძ­ლოა კი­დევ ერთი პან­დე­მი­ის გა­და­ტა­ნა მო­უ­წი­ოს“, - ამ­ბობს პრო­ფე­სო­რი დი­ა­ნა ბელ­მი, აღ­მო­სავ­ლეთ ინ­გლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის გან­ვი­თა­რე­ბა­დი ზო­ო­ნო­ზუ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბის ექ­სპერ­ტი.

სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ექ­სპერ­ტე­ბი ას­კვნი­ან:

"ეს არ არის მხო­ლოდ ცხო­ველ­თა კონ­სერ­ვა­ცი­ის, არა­მედ მმარ­თვე­ლო­ბის, კო­რუფ­ცი­ი­სა და კრი­მი­ნა­ლის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ფერ­მებს მარ­თა­ვენ კრი­მი­ნა­ლუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც არ ფიქ­რო­ბენ არც ცხო­ვე­ლებ­ზე და არც ადა­მი­ა­ნე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე, მათ მხო­ლოდ მო­გე­ბა და შე­მო­სა­ვა­ლი აღელ­ვებთ“.

ამ ყვე­ლა­ფერს კი ამარ­თლე­ბენ, რო­გორც რიგ შემ­თხვე­ვა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის და­საქ­მე­ბი­სა და უზ­რუნ­ველ­ყო­ფის გზას, მაგ­რამ მკვლევ­რე­ბი ხაზს უს­ვა­მენ, რომ ვე­ლუ­რი ბუ­ნე­ბის ინ­დუსტრი­უ­ლი მე­ურ­ნე­ო­ბა შე­და­რე­ბით ახა­ლი ფე­ნო­მე­ნია და მთავ­რო­ბებ­მა უნდა იმუ­შა­ონ და­საქ­მე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­ულ სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. წყა­რო

მო­ამ­ზა­და ანას­ტა­სია შა­ლი­კაშ­ვილ­მა

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გეგა
7

გარეული ცხოველები იზოლირებულები მაინც არიან თქვენ იმაზე იფიქრეთ ამდენი მაწანწალა დაავადებული ძაღლებით რო გაივსო ქვეყანა პადიეზდებიც სავსეა მაგათ განავლით ქუჩაში ხო სულ დაბლა უნდა იყურო რო ფეხი არ ჩადგა თან რა აგრესიულები არიან ბავშვს ვერ უშვებ სკვერია თუ პარკი რო არ დაკმინონ მარა ამ გამოსირებულ მთავრობას სუ არ კიდია ბავშვები როცა ევროპიდან აქვთ დირექტივა მიღებული

...
1

რამდენი მაიმუნის საქართველოში, ნუთუ ყველა ტყვეობაშია?

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

დატყვევებული და ერთ სივრცეში განთავსებული ველური ცხოველები შესაძლოა ახალი პანდემიების წყაროდ იქცეს - საფრთხე, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით

დატყვევებული და ერთ სივრცეში განთავსებული ველური ცხოველები შესაძლოა ახალი პანდემიების წყაროდ იქცეს - საფრთხე, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით

ცხოველთა უფლებების დამცველთა თქმით, დღესდღეობით მსოფლიოში უამრავი ცხოველი ექსპლუატაციის მსხვერპლია. დაახლოებით, 5,5 მილიარდი ველური ბუნების ბინადარი, გარეული ცხოველი სასტიკ პირობებში იმყოფება, რაც დიდ რისკს უქმნის როგორც თავად ცხოველებს, ასევე ადამიანებს.

ერთ სივრცეში - იქნება ეს ზოოპარკები, თუ ე.წ. ველური ცხოველების ფერმები, დიდი რაოდენობით მობინადრე ცხოველის თავმოყრამ შეიძლება გააჩინოს დიდი რისკი ამა თუ იმ დაავადების გაჩენის, გავრცელების და შესაძლოა, პანდემიად ქცევისაც.

"ეს მხოლოდ დროის საკითხია თუ როდის გადაედებათ ადამიანებს ესა თუ ის დაავადება. საზოგადოებამ ნახა Covid-19, თითქოს ეს იყო ერთჯერადი დაავადება, მაგრამ ეს მხოლოდ ერთ-ერთია ზოონოზური დაავადებების გრძელ ხაზში“, - ამბობს ცხოველთა დამცველი გლობალური კამპანიების დირექტორი ნიკ სტიუარტი.

მკვლევრებმა გამოიკვლიეს და შეისწავლეს ონლაინ ჩანაწერები მთელი მსოფლიოდან, რათა დაედგინათ ველური ცხოველების რაოდენობა ტურისტულ და ცხოველთა მოყვარულთათვის შექმნილ სივრცეებში. ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერებიდან გამომდინარე, ვარაუდობენ, რომ 2000-დან 2020 წლამდე ამგვარ სივრცეებში 963 711 547 ცხოველი იყო მოშენებული. სამთავრობო ორგანოებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად კი, 2021-დან 2022 წლამდე კიდევ 858 743 გარეული ცხოველი აღმოჩნდა ამ ვითარებაში, თუმცა ოფიციალურად გამოქვეყნებული რიცხვები, სავარაუდოდ, რეალური რაოდენობის მხოლოდ მცირე ნაწილია.

ცხოველთა დაცვის ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ ეს, დიდი ალბათობით, ზუსტი რიცხვი არ არის, მათი შეფასებით, უფრო ზუსტი მაჩვენებელი გაცილებით დიდია და მსოფლიო მასშტაბით, დაახლოებით, 5,5 მილიარდამდე ტყვეობაში მყოფ ცხოველს მოიცავს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ველური ბუნების მეურნეობის საერთაშორისო ინდუსტრია მორალურად და ფიზიკურად ზიანს აყენებს არა მხოლოდ ცხოველებს, ასევე სერიოზულ რისკს ქმნის ადამიანებისთვისაც.

ზოონოზური დაავადებები არის ინფექციური დაავადებები, რომლებსაც შეუძლიათ ცხოველებიდან ადამიანზე გადასვლა. ყოველწლიურად დადგენილია, რომ ორი მილიონი ადამიანის სიკვდილი გამოწვეულია სწორედ რომ ამ დაავადებებით - რომელთაგან 70%-ზე მეტი ველური ბუნებიდან მომდინარეობს.

ვიეტნამში, მკვლევრებმა აღმოაჩინეს მსგავს სივრცეებში მობინადრე მინიმუმ 43 000 გარეული ცხოველი, რომლებიც ადამიანებზე საშიში დაავადებების გადადების მაღალ რისკს ქმნიან.

“ჩვენ ბევრი რამ ვიცით იმ დაავადებების შესახებ, რომლებსაც შინაური ცხოველები ატარებენ, მაგრამ გაცილებით ნაკლები ვიცით იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც ველურ ბუნებაში გვხვდება, ამ რისკების გათვალისწინების გარეშე, მსოფლიოს შესაძლოა კიდევ ერთი პანდემიის გადატანა მოუწიოს“, - ამბობს პროფესორი დიანა ბელმი, აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის განვითარებადი ზოონოზური დაავადებების ექსპერტი.

საბოლოო ჯამში, ექსპერტები ასკვნიან:

"ეს არ არის მხოლოდ ცხოველთა კონსერვაციის, არამედ მმართველობის, კორუფციისა და კრიმინალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ველური ბუნების ფერმებს მართავენ კრიმინალური ორგანიზაციები, რომლებიც არ ფიქრობენ არც ცხოველებზე და არც ადამიანების უსაფრთხოებაზე, მათ მხოლოდ მოგება და შემოსავალი აღელვებთ“.

ამ ყველაფერს კი ამართლებენ, როგორც რიგ შემთხვევაში ადამიანების დასაქმებისა და უზრუნველყოფის გზას, მაგრამ მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ ველური ბუნების ინდუსტრიული მეურნეობა შედარებით ახალი ფენომენია და მთავრობებმა უნდა იმუშაონ დასაქმების ალტერნატიულ საშუალებებთან დაკავშირებით. წყარო

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა