სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თანამედროვე ლიტერატურის განვითარება დებიუტანტების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რაც წარმატებით ითავა კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი" - ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე
"თანამედროვე ლიტერატურის განვითარება დებიუტანტების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რაც წარმატებით ითავა კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი" - ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2024“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­მა წიგ­ნე­ბის გა­მო­ცე­მა­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე და­ი­წყეს. 18 ფი­ნა­ლისტს შო­რის 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ჟი­უ­რიმ და ხალ­ხმა გა­მო­ავ­ლი­ნეს. ჟი­უ­რის ვი­ნა­ო­ბა კონ­კურ­სის მსვლე­ლო­ბი­სას, რო­გორც წინა წლებ­ში, სა­ი­დუმ­ლო იყო. გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ კი მათ შე­სა­ხე­ბაც გახ­და ცნო­ბი­ლი. კონ­კურ­სის ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ:

  • რუ­სუ­დან რუ­ხა­ძე, მწე­რა­ლი;
  • ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი;
  • ნანა ტრა­პა­ი­ძე, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე.

ისი­ნი 2024 წლის კონ­კურსს და­დე­ბი­თად აფა­სე­ბენ და აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტი­ვი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა.

„ბოლო წუ­თამ­დე ვმსჯე­ლობ­დით, რაც ნიშ­ნავს იმას, რომ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა არ იყო მარ­ტი­ვი. ჟი­უ­რის არ ჰქონ­და ორზე მეტი გა­მარ­ჯვე­ბუ­ლის გა­მოვ­ლე­ნის უფ­ლე­ბა, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა ჩვენს წი­ნა­აღ­მდე­გობ­რივ მო­საზ­რე­ბებ­საც გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს და იმ ტექ­სტე­ბის გა­მო­ცე­მა­ზეც იფიქ­რებს, რო­მელ­თა გან­ხილ­ვა­საც გა­მარ­ჯვე­ბულ ტექ­სტებ­ზე არა­ნაკ­ლე­ბი დრო და­ვუთ­მეთ. ზო­გა­დად, ნა­წარ­მო­ე­ბის შე­ფა­სე­ბი­სას ამო­სა­ვა­ლი წერ­ტი­ლი ტექ­სტის ხა­რის­ხია და იმის პო­ტენ­ცი­ა­ლი, რომ მენ­ტორ­თან მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად კი­დევ უფრო გა­უმ­ჯო­ბეს­დეს. ჩვე­ნი თვით­მი­ზა­ნი ნამ­დვი­ლად არ ყო­ფი­ლა მცი­რე ან ჟან­რუ­ლი პრო­ზის წარ­მო­ჩე­ნა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თულ სა­გა­მომ­ცემ­ლო ინ­დუსტრი­ა­ში ორი­ვეს სჭირ­დე­ბა მხარ­და­ჭე­რა. თუმ­ცა, ასე გა­მო­ვი­და: მალე მკი­თხვე­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბის შე­სა­ნიშ­ნავ კრე­ბულს და ჩამ­თრევ დე­ტექ­ტივს მი­ი­ღებს, სა­ხა­სი­ა­თო პერ­სო­ნაჟ­თა და­სით. მინ­და გი­თხრათ, რომ ნინო ჟვა­ნი­ას თე­მა­ტუ­რად მრა­ვალ­ფე­რო­ვან ტექ­სტებს კონ­კურ­სამ­დეც ბევ­რი მკი­თხვე­ლი ჰყავ­და ფე­ის­ბუქ­ზე. სო­ცი­ა­ლურ­მა მე­დი­ამ კი­დევ უფრო დახ­ვე­წა მი­ნი­ა­ტი­უ­რუ­ლი პრო­ზა და ნი­ნო­საც არა­სო­დეს ღა­ლა­ტობს ფორ­მის შეგ­რძნე­ბა. ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბი თა­ვის გავ­ლე­ნას ახ­დენს ლი­ტე­რა­ტუ­რა­ზე და ამას გრა­ფი­კუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბიც ადას­ტუ­რებს - ფრა­ზებ­ში გა­მოჩ­ნდა „ემო­ჯი“, რო­გორც წი­ნა­და­დე­ბის წევ­რი. რაც შე­ე­ხე­ბა ნა­თია სა­გი­ნაშ­ვილს, თვი­თონ­ვე ძა­ლი­ან გა­ტა­ცე­ბუ­ლია იმით, რა­საც გვიყ­ვე­ბა და ეს აზარ­ტი ძა­ლი­ან გა­დამ­დე­ბია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ავ­ტო­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა­სა და იუ­მორს შე­სა­ნიშ­ნა­ვად აზა­ვებს, ენობ­რი­ვი ქსო­ვი­ლი სადა, თხრო­ბის მა­ნე­რა კი ლაღი და ძალ­და­უ­ტა­ნე­ბე­ლია,“ - გან­მარ­ტავს რუ­სუ­დან რუ­ხა­ძე.

ჟი­უ­რის კი­დევ ერთი წევ­რი ნანა ტრა­პა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის ამ კონ­კურ­სში ფენ­ტე­ზი­სა და დე­ტექ­ტი­ვის სი­ჭარ­ბე მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო.

„კონ­კურ­სში იყო ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი თვალ­საზ­რი­სით სა­ინ­ტე­რე­სო ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი, რო­მელ­თა გამო, შე­იძ­ლე­ბა თა­მა­მად ით­ქვას, რომ კონ­კურ­სმა მა­ღა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი დონე აჩ­ვე­ნა. მო­ცე­მულ შემ­თხვე­ვა­ში ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ტექ­სტე­ბის შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი უნდა გა­ნე­სა­ზღვრა კონ­კურ­სის მი­ზანს - ბესტსე­ლე­რის გა­მოვ­ლე­ნას. ამი­ტომ ინ­დი­კა­ტო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო არა მარ­ტო და, ალ­ბათ, არა იმ­დე­ნად ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი, რამ­დე­ნა­დაც სო­ცი­ო­ლო­გი­უ­რი ას­პექ­ტი - ვგუ­ლის­ხმობ, ტექ­სტმა უნდა შეძ­ლოს გახ­დეს პო­პუ­ლა­რუ­ლი, ეს ნიშ­ნავს, ფლობ­დეს ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან მის­ვლის­თვის სა­ჭი­რო სა­ერ­თო ენას. „სა­ერ­თო ენა“ მო­ი­ცავს ტექ­სტის თე­მა­ტი­კას, მის სი­უ­ჟე­ტის პო­პუ­ლა­რო­ბის გან­მსა­ზღვრელ სპე­ცი­ფი­კას, პერ­სო­ნა­ჟე­ბის ნა­ი­ვურ ნა­ტუ­რა­ლიზმს, რაც მა­სობ­რი­ვი მკი­თხვე­ლის­თვის სა­ა­მო და მიმ­ზიდ­ვე­ლია. მაგ­რამ, ვფიქ­რობ, ამ კონ­კურ­სში ლი­ტე­რა­ტუ­რა მისი სა­კუთ­რი­ვი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბით გახ­და გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი. ამას ვი­ტყო­დი ნინო ჟვა­ნი­ა­ზე, რო­მე­ლიც კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ას მივ­ცემ­დი გა­მომ­ცემ­ლო­ბას, გა­მოს­ცენ ვა­ლე­რი ოთხო­ზო­რი­ას რო­მა­ნი "იცო­ცხლე პრუს­ტო!“ ის მე­ტია, ვიდ­რე ბესტსე­ლე­რი,“ - აღი­ნიშ­ნა ნანა ტრა­პა­ი­ძემ.

„პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი უკვე მეშ­ვი­დედ ჩა­ტარ­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბამ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­ყიდ­ვე­ბით ტოპ წიგ­ნე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა. კონ­კურ­სი დიდი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა დამ­წყე­ბი ავ­ტო­რე­ბის­თვის, რომ სა­კუ­თა­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე მი­ი­ტა­ნონ, მე­ო­რე მხრივ კი გან­ვი­თარ­დნენ და და­იხ­ვე­წონ, რო­გორც მწერ­ლე­ბი.

„კონ­კურ­სე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ვე­ლის გან­სა­ზღვრის­თვის, რაც უფრო ფარ­თო კულ­ტუ­რულ-პო­ლი­ტი­კურ ველ­ზე ლი­ტე­რა­ტუ­რის მო­ნა­წი­ლე­ო­ბის, მისი პო­ზი­ცი­ო­ნი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არის. იმის­თვის, რომ ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ველი ერ­თგვა­რო­ვა­ნი არ იყოს, სა­ჭი­როა არ­სე­ბობ­დეს სხვა­დას­ხვა კონ­კურ­სი, რო­მელ­თაც თა­ვი­ან­თი ნიშა და რე­პუ­ტა­ცია ექ­ნე­ბათ. „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სის "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ ჩა­ნა­ფიქ­რია ახა­ლი ავ­ტო­რე­ბის აღ­მო­ჩე­ნა, მათ­თვის, ასე ვთქვათ, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი გზის გა­კაფ­ვა. ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი ბაზ­რის მარ­თვა ეს კულ­ტუ­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, რო­მელ­საც გავ­ლე­ნა აქვს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ გე­მოვ­ნე­ბა­ზე, ეს­თე­ტი­კურ პრი­ო­რი­ტე­ტებ­ზე, ღი­რე­ბუ­ლე­ბებ­ზე, ფორ­მა­ლურ თუ არა­ფორ­მა­ლურ სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სფე­რო­ებ­ზე. ქმნის გარ­კვე­ულ კულ­ტუ­რულ მო­ცე­მუ­ლო­ბას. ამ კონ­კურსს ვუ­სურ­ვებ სა­უ­კე­თე­სო ლი­ტე­რა­ტუ­რულ მო­სა­ვალს, ქარ­თუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი პრო­ცე­სის გან­ვი­თა­რე­ბა­ში სა­კუ­თა­რი წვლი­ლის და­სა­ფა­სე­ბელ შე­დე­გებს,“ - და­ა­მა­ტა ნანა ტრა­პა­ი­ძემ.

რო­გორც რუ­სუ­დან რუ­ხა­ძე ამ­ბობს, თა­ნა­მედ­რო­ვე ლი­ტე­რა­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა დე­ბი­უ­ტან­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის გა­რე­შე წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, რაც წარ­მა­ტე­ბით ითა­ვა კი­დეც „პა­ლიტ­რა L-ის“ კონ­კურ­სმა „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი“.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

"თანამედროვე ლიტერატურის განვითარება დებიუტანტების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რაც წარმატებით ითავა კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი" - ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე

"თანამედროვე ლიტერატურის განვითარება დებიუტანტების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რაც წარმატებით ითავა კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი" - ლიტერატურათმცოდნე ნანა ტრაპაიძე

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულებმა წიგნების გამოცემაზე მუშაობა უკვე დაიწყეს. 18 ფინალისტს შორის 3 გამარჯვებული ჟიურიმ და ხალხმა გამოავლინეს. ჟიურის ვინაობა კონკურსის მსვლელობისას, როგორც წინა წლებში, საიდუმლო იყო. გამარჯვებულების გამოვლენის შემდეგ კი მათ შესახებაც გახდა ცნობილი. კონკურსის ჟიურის წევრები იყვნენ:

  • რუსუდან რუხაძე, მწერალი;
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი;
  • ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურათმცოდნე.

ისინი 2024 წლის კონკურსს დადებითად აფასებენ და აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების მიღება მარტივი ნამდვილად არ ყოფილა.

„ბოლო წუთამდე ვმსჯელობდით, რაც ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღება არ იყო მარტივი. ჟიურის არ ჰქონდა ორზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენის უფლება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ გამომცემლობა ჩვენს წინააღმდეგობრივ მოსაზრებებსაც გაითვალისწინებს და იმ ტექსტების გამოცემაზეც იფიქრებს, რომელთა განხილვასაც გამარჯვებულ ტექსტებზე არანაკლები დრო დავუთმეთ. ზოგადად, ნაწარმოების შეფასებისას ამოსავალი წერტილი ტექსტის ხარისხია და იმის პოტენციალი, რომ მენტორთან მუშაობის შედეგად კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ჩვენი თვითმიზანი ნამდვილად არ ყოფილა მცირე ან ჟანრული პროზის წარმოჩენა მიუხედავად იმისა, რომ ქართულ საგამომცემლო ინდუსტრიაში ორივეს სჭირდება მხარდაჭერა. თუმცა, ასე გამოვიდა: მალე მკითხველი ჩანახატების შესანიშნავ კრებულს და ჩამთრევ დეტექტივს მიიღებს, სახასიათო პერსონაჟთა დასით. მინდა გითხრათ, რომ ნინო ჟვანიას თემატურად მრავალფეროვან ტექსტებს კონკურსამდეც ბევრი მკითხველი ჰყავდა ფეისბუქზე. სოციალურმა მედიამ კიდევ უფრო დახვეწა მინიატიურული პროზა და ნინოსაც არასოდეს ღალატობს ფორმის შეგრძნება. ტექნოლოგიები თავის გავლენას ახდენს ლიტერატურაზე და ამას გრაფიკული ცვლილებებიც ადასტურებს - ფრაზებში გამოჩნდა „ემოჯი“, როგორც წინადადების წევრი. რაც შეეხება ნათია საგინაშვილს, თვითონვე ძალიან გატაცებულია იმით, რასაც გვიყვება და ეს აზარტი ძალიან გადამდებია. მიუხედავად იმისა, რომ ავტორი დაძაბულობასა და იუმორს შესანიშნავად აზავებს, ენობრივი ქსოვილი სადა, თხრობის მანერა კი ლაღი და ძალდაუტანებელია,“ - განმარტავს რუსუდან რუხაძე.

ჟიურის კიდევ ერთი წევრი ნანა ტრაპაიძე აღნიშნავს, რომ მისთვის ამ კონკურსში ფენტეზისა და დეტექტივის სიჭარბე მოულოდნელი იყო.

„კონკურსში იყო ლიტერატურული თვალსაზრისით საინტერესო ნაწარმოებები, რომელთა გამო, შეიძლება თამამად ითქვას, რომ კონკურსმა მაღალი ლიტერატურული დონე აჩვენა. მოცემულ შემთხვევაში ლიტერატურული ტექსტების შეფასების კრიტერიუმები უნდა განესაზღვრა კონკურსის მიზანს - ბესტსელერის გამოვლენას. ამიტომ ინდიკატორი უნდა ყოფილიყო არა მარტო და, ალბათ, არა იმდენად ლიტერატურული, რამდენადაც სოციოლოგიური ასპექტი - ვგულისხმობ, ტექსტმა უნდა შეძლოს გახდეს პოპულარული, ეს ნიშნავს, ფლობდეს ფართო საზოგადოებასთან მისვლისთვის საჭირო საერთო ენას. „საერთო ენა“ მოიცავს ტექსტის თემატიკას, მის სიუჟეტის პოპულარობის განმსაზღვრელ სპეციფიკას, პერსონაჟების ნაივურ ნატურალიზმს, რაც მასობრივი მკითხველისთვის საამო და მიმზიდველია. მაგრამ, ვფიქრობ, ამ კონკურსში ლიტერატურა მისი საკუთრივი, ლიტერატურული ღირებულებით გახდა გამარჯვებული. ამას ვიტყოდი ნინო ჟვანიაზე, რომელიც კონკურსის გამარჯვებულია. ასევე რეკომენდაციას მივცემდი გამომცემლობას, გამოსცენ ვალერი ოთხოზორიას რომანი ,,იცოცხლე პრუსტო!“ ის მეტია, ვიდრე ბესტსელერი,“ - აღინიშნა ნანა ტრაპაიძემ.

„პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც გაყიდვებით ტოპ წიგნების სიაში მოხვდა. კონკურსი დიდი შესაძლებლობაა დამწყები ავტორებისთვის, რომ საკუთარი ნამუშევრები ფართო საზოგადოებამდე მიიტანონ, მეორე მხრივ კი განვითარდნენ და დაიხვეწონ, როგორც მწერლები.

„კონკურსები აუცილებელია ლიტერატურული ველის განსაზღვრისთვის, რაც უფრო ფართო კულტურულ-პოლიტიკურ ველზე ლიტერატურის მონაწილეობის, მისი პოზიციონირების საშუალებაც არის. იმისთვის, რომ ლიტერატურული ველი ერთგვაროვანი არ იყოს, საჭიროა არსებობდეს სხვადასხვა კონკურსი, რომელთაც თავიანთი ნიშა და რეპუტაცია ექნებათ. „პალიტრა L-ის“ კონკურსის ,,გახდი ბესტსელერის ავტორის“ ჩანაფიქრია ახალი ავტორების აღმოჩენა, მათთვის, ასე ვთქვათ, ლიტერატურული გზის გაკაფვა. ლიტერატურული ბაზრის მართვა ეს კულტურული საქმიანობაა, რომელსაც გავლენა აქვს საზოგადოებრივ გემოვნებაზე, ესთეტიკურ პრიორიტეტებზე, ღირებულებებზე, ფორმალურ თუ არაფორმალურ საგანმანათლებლო სფეროებზე. ქმნის გარკვეულ კულტურულ მოცემულობას. ამ კონკურსს ვუსურვებ საუკეთესო ლიტერატურულ მოსავალს, ქართული ლიტერატურული პროცესის განვითარებაში საკუთარი წვლილის დასაფასებელ შედეგებს,“ - დაამატა ნანა ტრაპაიძემ.

როგორც რუსუდან რუხაძე ამბობს, თანამედროვე ლიტერატურის განვითარება დებიუტანტების ხელშეწყობის გარეშე წარმოუდგენელია, რაც წარმატებით ითავა კიდეც „პალიტრა L-ის“ კონკურსმა „გახდი ბესტსელერის ავტორი“.

R