ავტორი:

158-მილიონიანი წინა საქორწილო წვეულება, 2500 კერძი და 1200 სტუმარი, რომელთა განკარგულებაში თვითმფრინავიც კი იყო - მილიარდერების სენსაციური გართობის დეტალები

158-მილიონიანი წინა საქორწილო წვეულება, 2500 კერძი და 1200 სტუმარი, რომელთა განკარგულებაში თვითმფრინავიც კი იყო -  მილიარდერების სენსაციური გართობის დეტალები

ინდოელი მილიარდერის, მუკეშ ამბანის უმცროსი ვაჟი, ანანტ ამბანი 12 ივლისს რადიკა მერჩანტზე ქორწინდება. თუმცა, ქორწილამდე, ოჯახმა მშობლიურ ჯამნგარში სამდღიან ზეიმს უმასპინძლა, ქორწილი, დიდი ალბათობით, ინდოეთის სენსაციად იქცევა.

წინასაქორწილო ზეიმი ჯამნაგარში, გუჯარატში, პირველიდან 3 მარტამდე გაიმართა და მას 1200 სტუმარი ესწრებოდა. სია საკმაოდ ვრცელია: ბოლივუდის ვარსკვლავები, Facebook-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, Alphabet-ის აღმასრულებელი დირექტორი სუნდარ პიჩაი, Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ბილ გეითსი, Walt Disney-ის აღმასრულებელი დირექტორი ბობ აიგერი, Morgan Stanley-ის აღმასრულებელი დირექტორი ტედ პიკი. Adobe-ის აღმასრულებელი დირექტორი შანტანუ ნარაიენი, BlackRock-ის აღმასრულებელი დირექტორი ლარი ფინკი და Bank of America-ს თავმჯდომარე ბრაიან თომას მოინიჰანი, მომღერალი რიანა და ა.შ.

მილიარდერი მუკეშ ამბანი ნეფე-დედოფალთან ერთად

საერთო ჯამში, წვეულებისთვის 158 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. სტუმრების მომსახურების უზრუნველყოფისთვის ოჯახმა 20 მილიონი დოლარი გადაიხადა.

მარკ ცუკერბერგი და პრისცილა ჩანი

ამბანისთან დაახლოებული პირების თქმით, რიანას წვეულებაში მონაწილეობისთვის 5 მილიონი გადაუხადეს.

დარჩენილი ბიუჯეტი გამოიყო მრავალრიცხოვანი პერსონალისა და 21 მზარეულისგან შემდგარი კულინართა გუნდისთვის - მათ სტუმრებისთვის 2500 კერძი მოამზადეს, რომელიც მოიცავდა ინდურ, მექსიკურ, ჩინურ და ევროპულ სამზარეულოს.

ჯამნაგარის მახლობლად მოეწყო ძვირადღირებული საცხოვრებელი 1000 გამორჩეული სტუმრისთვის. ადგილობრივ აეროპორტს დროებით საერთაშორისო სტატუსი მიენიჭა, რადგან სტუმრებს მთელი ქვეყნიდან და მსოფლიოდან იღებდა.

როგორც ცნობილია, შვილის ქორწილის აღსანიშნავად, მუკეშ ამბანმა ქალაქში 14 ახალი ტაძრის აშენება დააფინანსა. ასევე, ოთხშაბათს ოჯახმა სოფლის 50 000-ზე მეტ მცხოვრებს ვახშამზე უმასპინძლა. სააგენტო "როიტერსის" ცნობით, სტუმრებისთვის ხელმისაწვდომი იყო დაქირავებული თვითმფრინავები ნიუ დელიდან და მუმბაიდან, ისევე როგორც თმის სტილისტებისა და ვიზაჟისტების მომსახურება.

ივანკა ტრამპი ქმართან, ჯარედ კუშნერთან ერთად

ანანტის ქორწილმა გადააჭარბა მისი დის, იშას 2018 წლის ქორწილის ღირებულებას, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი აშშ დოლარი იყო.

ბილ გეითსი თავის რჩეულთან, პაულსთან ერთად

  • რა თქმა უნდა, ყველას მოწონება დაიმსახურა პატარძლის ჩაცმულობამაც: წვეულების პირველ დღეს რადიკას 2022 წლის Met Gala-ზე, ბლეიქ ლაივლის მიერ მორგებული Versace-ს კაბის ორიგინალური ვერსია ეცვა. ბოლო დღეს კი ტარუნ ტაჰილიანის კაბით გამოჩნდა - ასეთი სამოსით ინდოეთის კულტურასა და ისტორიას სცა პატივი.