მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:08-ზე, მთვარე მერწყულს ესტუმრება 21:19-ზე – რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. მოაწყვეთ კორპორაციული წვეულებები. არ არის რეკომენდებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა. სერიოზული და ფართომასშტაბიანი მოლაპარაკებების წარმოება. ხელსაყრელი პერიოდია სამეცნიერო საქმიანობის, კვლევისთვის. ადამიანები ავლენენ დამოუკიდებლობას, ექსტრავაგანტურობას, კომუნიკაბელურობას, ექსპერიმენტებისადმი მიდრეკილებას და გამომგონებლობას. მნიშვნელოვანია მოამზადოთ რაიმე გემრიელი და უჩვეულო, ჩაატაროთ ექსპერიმენტები სამზარეულოში.
პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
იდეიდან წარმატებულ საწარმომდე: როგორ გახდა ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე - ინტერვიუ „კორიდას“ დირექტორთან
იდეიდან წარმატებულ საწარმომდე: როგორ გახდა ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე - ინტერვიუ „კორიდას“ დირექტორთან

„კო­რი­და“ ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა სა­ქარ­თვე­ლო­ში, რო­მე­ლიც 2007 წელს ქა­ლაქ ფოთ­ში და­არ­სდა და 400-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი კად­რი და­ა­საქ­მა. ად­გი­ლობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა ეკო­ნო­მი­კის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კომ­პო­ნენ­ტია, რომ­ლის გან­ვი­თა­რე­ბაც და­დე­ბი­თად აი­სა­ხე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე, გან­სა­კუთ­რე­ბით რე­გი­ო­ნულ დო­ნე­ზე. რო­გორც ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის კომ­პა­ნია „კო­რი­და­ში“ გან­მარ­ტა­ვენ, თავ­და­პირ­ვე­ლად, კომ­პა­ნი­ის ახ­ლან­დე­ლი მას­შტა­ბე­ბი წარ­მო­უდ­გენ­ლად ეჩ­ვე­ნე­ბო­დათ, თუმ­ცა სწო­რი სტრა­ტე­გი­ი­თა და ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტით მა­ლე­ვე იქ­ცნენ ბაზ­რის ერთ-ერთ წამ­ყვან მო­თა­მა­შედ.

რო­გო­რია ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებ­ზე მო­თხოვ­ნა, რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რე­გი­ონ­ში მსხვი­ლი სა­წარ­მოს გან­ვი­თა­რე­ბას და რო­გო­რია კომ­პა­ნი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­მო­მავ­ლო სტრა­ტე­გია, - ამის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რად „კო­რი­დას“ დი­რექ­ტო­რი, რეზო ნარ­მა­ნია სა­უბ­რობს:

სა­ინ­ტე­რე­სოა, რა გა­მოწ­ვე­ვებ­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი 2007 წელს კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბა და რა პრო­ცე­სე­ბი გან­ვლო კომ­პა­ნი­ამ იმი­სათ­ვის, რომ ბაზ­რის ერთ-ერთი წამ­ყვა­ნი მო­თა­მა­შე გამ­ხდა­რი­ყო?

როცა ჩვენ საქ­მი­ა­ნო­ბა და­ვი­წყეთ, სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარ­ზე, მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის მხრივ, საკ­მა­ოდ დიდი კონ­კუ­რენ­ცია იყო. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ კომ­პა­ნი­ის და­ფუძ­ნე­ბამ­დე ბა­ზა­რი შეს­წავ­ლი­ლი გვქონ­და, ვიც­ნობ­დით მის ძლი­ერ და სუსტ მხა­რე­ებს, წი­ნას­წარ მა­ინც რთუ­ლი იყო მო­სა­ლოდ­ნე­ლი შე­დე­გე­ბის გან­სა­ზღვრა.

„კო­რი­დას“ ის­ტო­რია 2007 წლი­დან იწყე­ბა, როცა აღ­ვად­გი­ნეთ, მარ­თე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ ვი­ტყვით, რომ ავა­შე­ნეთ, ფოთ­ში არ­სე­ბუ­ლი, იმ პე­რი­ო­დის­თვის სრუ­ლად გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი თევ­ზის ქარ­ხნის შე­ნო­ბა. წარ­მო­ე­ბის გა­მარ­თვის შემ­დეგ მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა და­ვი­წყეთ. პირ­ვე­ლი პრო­დუქ­ცია, რაც გა­მო­ვუშ­ვით ეს იყო ძეხ­ვე­უ­ლი­დან „კრა­კო­ვუ­რი“, „სა­ე­ქი­მო“, „მოყ­ვა­რულ­თა“, „სერ­ვე­ლა­ტი“, სო­სი­სე­ბი­დან „რძი­ა­ნი“ და „ივე­რია“. მა­ღა­ლი კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში, აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო რომ მრა­ვალ იდენ­ტურ მზა ხორ­ცპ­რო­დუქ­ტებს შო­რის გვე­პო­ვა ჩვე­ნი ნიშა, მომ­ხმა­რე­ბელს გას­ჩე­ნო­და ახა­ლი ბრენ­დის გა­სინ­ჯვი­სა და ყიდ­ვის სურ­ვი­ლი.

შე­დეგ­მა მო­ლო­დინს გა­და­ა­ჭარ­ბა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სა­მო­მავ­ლოდ დიდ მას­შტა­ბებ­ზე გას­ვლა გვქონ­და და­გეგ­მი­ლი, მა­ინც რთუ­ლად წარ­მო­სად­გე­ნი იყო, რომ დრო­ის მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში კომ­პა­ნია ასე სწრა­ფად გა­იზ­რდე­ბო­და. მომ­ხმა­რე­ბელ­თან თა­ნა­მო­აზ­რე­ო­ბა ჩვე­ნი ძა­ლი­ან დიდი გა­მარ­ჯვე­ბაა, რად­გან ჩვენ გვყავს მას­შტა­ბუ­რი რა­ო­დე­ნო­ბის რე­გუ­ლა­რუ­ლი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი. მათი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, მათი კმა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდა, ჩვე­ნი ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის მთა­ვა­რი ამო­ცა­ნაა.

დღეს, „კო­რი­და“ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მსხვი­ლი მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნი­აა, სა­დაც ძი­რი­თა­დად, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი, ფო­თის მო­სახ­ლე­ო­ბაა და­საქ­მე­ბუ­ლი. ამას­თან, ქუ­თა­ის­ში, ბა­თუმ­ში, სა­მეგ­რე­ლო­სა, გუ­რი­ა­ში - დის­ტრი­ბუ­ცი­ას მთლი­ა­ნად ჩვენ უზ­რუნ­ველ­ვყოფთ, შე­სა­ბა­მი­სად, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ერთ-ერთი უმ­სხვი­ლე­სი დამ­საქ­მებ­ლე­ბიც ვართ. თუმ­ცა, „კო­რი­დას“ პრო­დუქ­ცია მხო­ლოდ და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არის პო­პუ­ლა­რუ­ლი. მას­ზე მო­თხოვ­ნა მუდ­მი­ვად მზარ­დია და პრო­დუქ­ცია სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ონ­შია ხელ­მი­საწ­ვდო­მი.

სა­წარ­მო­ში და­ნერ­გი­ლი მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბი, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია, მას­შტა­ბუ­რი სა­დის­ტრი­ბუ­ციო ჯაჭ­ვი, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი კად­რე­ბი, სა­ერ­თო ჯამ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს კომ­პა­ნი­ის წარ­მა­ტე­ბას და მდგრა­დო­ბას.

სა­ინ­ტე­რე­სოა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბაზ­რის რა წილს ფლობს „კო­რი­და“ და რო­გორ ინარ­ჩუ­ნებს ის წამ­ყვა­ნი სა­წარ­მოს ნი­შას?

და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში „კო­რი­და“ წარ­მო­ე­ბი­თა და გა­ყიდ­ვე­ბით ხორ­ცპ­რო­დუქ­ტე­ბის წამ­ყვა­ნი სა­წარ­მოა. ერ­თი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით, ტოპ სამ მწარ­მო­ე­ბელს შო­რის ვართ.

ბა­ზარ­ზე არ­სე­ბულ­მა მა­ღალ­მა მო­თხოვ­ნამ შე­საძ­ლებ­ლო­ბა მოგ­ვცა, წარ­მო­ე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გაგ­ვე­ზარ­და. სა­შუ­ა­ლოდ, ყო­ველ­წლი­უ­რი მა­ტე­ბა 8%-ია, მაგ­რამ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­დე­გი გვქონ­და გა­სულ წელს, სა­დაც 10%-იანი მა­ტე­ბა და­ფიქ­სირ­და. სა­მო­მავ­ლო გან­ვი­თა­რე­ბის სტრა­ტე­გი­ის ფარ­გლებ­ში და­გეგ­მი­ლია, რომ 2024წელს, წარ­მო­ე­ბა კი­დევ უფრო მე­ტად გა­ი­ზარ­დოს.

ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის ფასი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ა­ნია. მისი მყიდ­ვე­ლი სხვა­დას­ხვა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. ძა­ლი­ან დი­დია იმ სეგ­მენ­ტის მო­ცუ­ლო­ბა, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია შე­და­რე­ბით და­ბალ ფას­ზე და ამა­ვე დროს, სჭირ­დე­ბა პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ხა­რის­ხი­ა­ნია და ნდო­ბას იმ­სა­ხუ­რებს. „კო­რი­და“ სწო­რედ ასე­თი პრო­დუქ­ტია. ბრენდთან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ნდო­ბა. ფასი ნდო­ბის გან­მსა­ზღვრე­ლი არ არის. იგი ყა­ლიბ­დე­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, რამ­დე­ნად თან­მიმ­დევ­რუ­ლია ბრენ­დი. ამი­ტომ წლე­ბის მან­ძილ­ზე მო­პო­ვე­ბულ ნდო­ბას არ გა­ვუც­რუ­ებთ ჩვენს მომ­ხმა­რებ­ლებს. კი­დევ უფრო მე­ტად ვეც­დე­ბით მათი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბას და კმა­ყო­ფი­ლე­ბის გაზ­რდას.

რო­გო­რია თქვე­ნი ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის მე­თო­დე­ბი რო­გორც ნედ­ლე­უ­ლის შერ­ჩე­ვი­სას, ისე უშუ­ა­ლოდ წარ­მო­ე­ბი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრო­ცეს­ში?

„კო­რი­და“ იმ კომ­პა­ნი­ებს შო­რი­საა, რო­მელ­საც მრა­ვა­ლი წე­ლია და­ნერ­გი­ლი აქვს სა­ერ­თა­შო­რი­სო ISO 9001; ISO 22000 სტან­დარ­ტე­ბი, НАССР სის­ტე­მა, რაც კომ­პა­ნი­ის ნდო­ბის, მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბის და ეფექ­ტურ მარ­თვის სის­ტე­მე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­რან­ტი­აა.

წარ­მო­ე­ბი­სა და დის­ტრი­ბუ­ცი­ის პრო­ცეს­ში წარ­მო­ე­ბი­სა და მი­წო­დე­ბის თი­თო­ე­ულ კომ­პო­ნენტს ვუ­წევთ მო­ნი­ტო­რინგს. რაც შე­ე­ხე­ბა ნედ­ლე­უ­ლის შერ­ჩე­ვი­სა და კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზმს, თავ­და­პირ­ვე­ლად ნედ­ლე­უ­ლი გა­დის ლა­ბო­რა­ტო­რი­ულ შე­მოწ­მე­ბას, ვთა­ნამ­შრომ­ლობთ წამ­ყვან კომ­პა­ნი­ებ­თან, რომ­ლე­ბიც თა­ვი­სი ნედ­ლე­უ­ლით ამა­რა­გე­ბენ ევ­რო­პი­სა და ამე­რი­კის ბა­ზარს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი ნედ­ლე­უ­ლი სიმ­ცი­რის გამო, სამ­წუ­ხა­როდ, ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს სა­წარ­მოს მო­თხოვ­ნებს, ამი­ტომ ჩვე­ნი სა­წარ­მო იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით მა­რაგ­დე­ბა. იმ­პორ­ტი­ორ ქვეყ­ნებს შო­რის არის: არ­გენ­ტი­ნა, ბრა­ზი­ლია, იტა­ლია და სხვა.

რა სი­ახ­ლე­ე­ბი ინერ­გე­ბა „კო­რი­და­ში“ სა­წარ­მოო პრო­ცე­სე­ბი­სა და პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის გა­სა­უმ­ჯო­ბე­სებ­ლად?

იმი­სათ­ვის, რომ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წი­ოს, კომ­პა­ნი­ამ შე­უქ­ცე­ვა­დი გან­ვი­თა­რე­ბა უნდა გა­ნაგ­რძოს. სწო­რედ ამ პრო­ცეს­ში ვართ ჩვენს. ახ­ლაც, რე­კონ­სტრუქ­ცი­ის ფარ­გლებ­ში ჩვე­ნი სა­წარ­მო ფარ­თოვ­დე­ბა. სა­წარ­მოს გა­ფარ­თო­ე­ბას­თან ერ­თად, რა თქმა უნდა, და­საქ­მე­ბუ­ლი კად­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გა­იზ­რდე­ბა, რაც რე­გი­ო­ნის მა­ცხოვ­რებ­ლე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა.

დიდ ყუ­რა­დღე­ბას ვუთ­მობთ თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მებს. მა­გა­ლი­თად გა­რე­მო­ზე ზრუნ­ვის კომ­პო­ნენტს, შე­სა­ბა­მი­სად, მალე „კო­რი­დას“ სა­წარ­მოს ელექტრო­ე­ნერ­გი­ით მზის პა­ნე­ლე­ბი მო­ა­მა­რა­გებს.

იმი­სათ­ვის, რომ კომ­პა­ნი­ა­ში წარ­მო­ე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე მიდ­გო­მე­ბი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად ინერ­გე­ბო­დეს, ჩვე­ნი ტექ­ნო­ლო­გე­ბი მუდ­მი­ვად მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნა­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში. ამ­გვა­რი ვი­ზი­ტე­ბის ფარ­გლებ­ში უკვე შე­ვარ­ჩი­ეთ რამ­დე­ნი­მე ახა­ლი და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც სულ მალე სა­ქარ­თვე­ლო­ში იქ­ნე­ბა და წარ­მო­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და დახ­ვე­წა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა.

ზო­გა­დად, პრო­დუქ­ცი­ის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა­ში ჩარ­თუ­ლია კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა რგო­ლი თა­ვი­სი ფუნ­ქცია, მო­ვა­ლე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად. ძა­ლი­ან დიდ როლს ას­რუ­ლე­ბენ ტექ­ნო­ლო­გე­ბი, რომ­ლე­ბიც მუდ­მივ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბენ ახა­ლი პრო­დუქ­ცი­ის შექ­მნა­სა და გან­ვი­თა­რე­ბა­ზე. შე­დე­გიც სა­ხე­ზეა, ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი პრო­დუქ­ტი შევ­თა­ვა­ზეთ ამ ერთი წლის მან­ძილ­ზე სა­მომ­ხმა­რებ­ლო ბა­ზარს.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ ინარ­ჩუ­ნებთ შე­და­რე­ბით დე­მოკ­რა­ტი­ულ ფასს?

- ჩვე­ნი პრო­დუქ­ტე­ბი შე­და­რე­ბით ბი­უ­ჯე­ტუ­რია, თუმ­ცა არა ხა­რის­ხის ხარ­ჯზე. აღ­ნიშ­ნუ­ლი სტან­დარ­ტი ჩვენ მკაც­რად გვაქვს გან­სა­ზღვრუ­ლი. ამი­ტო­მაც არის პრო­დუქ­ტი კარ­გი და მო­თხოვ­ნა­დი. შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სით ბაზ­რის ათ­ვი­სე­ბა და მომ­ხმა­რებ­ლის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მე­თო­დია . ბა­ზარ­ზე არ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვცდი­ლობთ, რომ ფასი არ გავ­ზარ­დოთ, რათა მომ­ხმა­რებ­ლის­თვის მაქ­სი­მა­ლუ­რად ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს პრო­დუქ­ტი.

და­ბო­ლოს, რო­გო­რია კომ­პა­ნი­ის უახ­ლო­ე­სი სა­მო­მავ­ლო გეგ­მე­ბი? ხომ არ აპი­რებთ პრო­დუქ­ცი­ის ასორ­ტი­მენ­ტის ზრდას?

დიახ, სწო­რედ ასეა, 2024 წლის შე­მოდ­გო­მი­დან ახა­ლი პრო­დუქ­ტე­ბი ჩა­ეშ­ვე­ბა, რომ­ლე­ბიც ასე­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა თა­ვი­სი ხა­რის­ხი­თა და გე­მოვ­ნუ­რი თვი­სე­ბე­ბით.

NS

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

იდეიდან წარმატებულ საწარმომდე: როგორ გახდა ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე - ინტერვიუ „კორიდას“ დირექტორთან

იდეიდან წარმატებულ საწარმომდე: როგორ გახდა ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდა“ ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ქართულ ბაზარზე - ინტერვიუ „კორიდას“ დირექტორთან

„კორიდა“ ხორცპროდუქტების ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც 2007 წელს ქალაქ ფოთში დაარსდა და 400-ზე მეტი ადგილობრივი კადრი დაასაქმა. ადგილობრივი წარმოება ეკონომიკის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომლის განვითარებაც დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, განსაკუთრებით რეგიონულ დონეზე. როგორც ხორცპროდუქტების კომპანია „კორიდაში“ განმარტავენ, თავდაპირველად, კომპანიის ახლანდელი მასშტაბები წარმოუდგენლად ეჩვენებოდათ, თუმცა სწორი სტრატეგიითა და ხარისხიანი პროდუქტით მალევე იქცნენ ბაზრის ერთ-ერთ წამყვან მოთამაშედ.

როგორია ხორცპროდუქტებზე მოთხოვნა, რა მნიშვნელობა აქვს რეგიონში მსხვილი საწარმოს განვითარებას და როგორია კომპანიის განვითარების სამომავლო სტრატეგია, - ამის შესახებ დეტალურად „კორიდას“ დირექტორი, რეზო ნარმანია საუბრობს:

საინტერესოა, რა გამოწვევებთან იყო დაკავშირებული 2007 წელს კომპანიის დაფუძნება და რა პროცესები განვლო კომპანიამ იმისათვის, რომ ბაზრის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე გამხდარიყო?

როცა ჩვენ საქმიანობა დავიწყეთ, სამომხმარებლო ბაზარზე, მზა ხორცპროდუქტების მხრივ, საკმაოდ დიდი კონკურენცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დაფუძნებამდე ბაზარი შესწავლილი გვქონდა, ვიცნობდით მის ძლიერ და სუსტ მხარეებს, წინასწარ მაინც რთული იყო მოსალოდნელი შედეგების განსაზღვრა.

„კორიდას“ ისტორია 2007 წლიდან იწყება, როცა აღვადგინეთ, მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ავაშენეთ, ფოთში არსებული, იმ პერიოდისთვის სრულად განადგურებული თევზის ქარხნის შენობა. წარმოების გამართვის შემდეგ მცირე რაოდენობით მზა ხორცპროდუქტების წარმოება დავიწყეთ. პირველი პროდუქცია, რაც გამოვუშვით ეს იყო ძეხვეულიდან „კრაკოვური“, „საექიმო“, „მოყვარულთა“, „სერველატი“, სოსისებიდან „რძიანი“ და „ივერია“. მაღალი კონკურენციის პირობებში, აუცილებელი იყო რომ მრავალ იდენტურ მზა ხორცპროდუქტებს შორის გვეპოვა ჩვენი ნიშა, მომხმარებელს გასჩენოდა ახალი ბრენდის გასინჯვისა და ყიდვის სურვილი.

შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა. მიუხედავად იმისა, რომ სამომავლოდ დიდ მასშტაბებზე გასვლა გვქონდა დაგეგმილი, მაინც რთულად წარმოსადგენი იყო, რომ დროის მოკლე პერიოდში კომპანია ასე სწრაფად გაიზრდებოდა. მომხმარებელთან თანამოაზრეობა ჩვენი ძალიან დიდი გამარჯვებაა, რადგან ჩვენ გვყავს მასშტაბური რაოდენობის რეგულარული მომხმარებლები. მათი შენარჩუნება, მათი კმაყოფილების გაზრდა, ჩვენი ყოველდღიური საქმიანობის მთავარი ამოცანაა.

დღეს, „კორიდა“ საქართველოში, ხორცპროდუქტების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი კომპანიაა, სადაც ძირითადად, ადგილობრივები, ფოთის მოსახლეობაა დასაქმებული. ამასთან, ქუთაისში, ბათუმში, სამეგრელოსა, გურიაში - დისტრიბუციას მთლიანად ჩვენ უზრუნველვყოფთ, შესაბამისად, დასავლეთ საქართველოში, ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებლებიც ვართ. თუმცა, „კორიდას“ პროდუქცია მხოლოდ დასავლეთ საქართველოში არ არის პოპულარული. მასზე მოთხოვნა მუდმივად მზარდია და პროდუქცია საქართველოს ყველა რეგიონშია ხელმისაწვდომი.

საწარმოში დანერგილი მაღალი სტანდარტები, მაღალი ხარისხის პროდუქცია, მასშტაბური სადისტრიბუციო ჯაჭვი, პროფესიონალი კადრები, საერთო ჯამში უზრუნველყოფს კომპანიის წარმატებას და მდგრადობას.

საინტერესოა, დასავლეთ საქართველოს ბაზრის რა წილს ფლობს „კორიდა“ და როგორ ინარჩუნებს ის წამყვანი საწარმოს ნიშას?

დასავლეთ საქართველოში „კორიდა“ წარმოებითა და გაყიდვებით ხორცპროდუქტების წამყვანი საწარმოა. ერთიანი საქართველოს მასშტაბით, ტოპ სამ მწარმოებელს შორის ვართ.

ბაზარზე არსებულმა მაღალმა მოთხოვნამ შესაძლებლობა მოგვცა, წარმოება მნიშვნელოვნად გაგვეზარდა. საშუალოდ, ყოველწლიური მატება 8%-ია, მაგრამ განსაკუთრებული შედეგი გვქონდა გასულ წელს, სადაც 10%-იანი მატება დაფიქსირდა. სამომავლო განვითარების სტრატეგიის ფარგლებში დაგეგმილია, რომ 2024წელს, წარმოება კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს.

ჩვენი პროდუქციის ფასი კონკურენტუნარიანია. მისი მყიდველი სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები არიან. ძალიან დიდია იმ სეგმენტის მოცულობა, რომელიც ორიენტირებულია შედარებით დაბალ ფასზე და ამავე დროს, სჭირდება პროდუქტი, რომელიც ხარისხიანია და ნდობას იმსახურებს. „კორიდა“ სწორედ ასეთი პროდუქტია. ბრენდთან ურთიერთობაში უმნიშვნელოვანესია ნდობა. ფასი ნდობის განმსაზღვრელი არ არის. იგი ყალიბდება დროთა განმავლობაში, რამდენად თანმიმდევრულია ბრენდი. ამიტომ წლების მანძილზე მოპოვებულ ნდობას არ გავუცრუებთ ჩვენს მომხმარებლებს. კიდევ უფრო მეტად ვეცდებით მათი ინტერესების გათვალისწინებას და კმაყოფილების გაზრდას.

როგორია თქვენი ხარისხის კონტროლის მეთოდები როგორც ნედლეულის შერჩევისას, ისე უშუალოდ წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში?

„კორიდა“ იმ კომპანიებს შორისაა, რომელსაც მრავალი წელია დანერგილი აქვს საერთაშორისო ISO 9001; ISO 22000 სტანდარტები, НАССР სისტემა, რაც კომპანიის ნდობის, მაღალი ხარისხის პროდუქციის წარმოების და ეფექტურ მართვის სისტემების მნიშვნელოვანი გარანტიაა.

წარმოებისა და დისტრიბუციის პროცესში წარმოებისა და მიწოდების თითოეულ კომპონენტს ვუწევთ მონიტორინგს. რაც შეეხება ნედლეულის შერჩევისა და კონტროლის მექანიზმს, თავდაპირველად ნედლეული გადის ლაბორატორიულ შემოწმებას, ვთანამშრომლობთ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც თავისი ნედლეულით ამარაგებენ ევროპისა და ამერიკის ბაზარს. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ნედლეული სიმცირის გამო, სამწუხაროდ, ვერ აკმაყოფილებს საწარმოს მოთხოვნებს, ამიტომ ჩვენი საწარმო იმპორტირებული პროდუქციით მარაგდება. იმპორტიორ ქვეყნებს შორის არის: არგენტინა, ბრაზილია, იტალია და სხვა.

რა სიახლეები ინერგება „კორიდაში“ საწარმოო პროცესებისა და პროდუქციის ხარისხის გასაუმჯობესებლად?

იმისათვის, რომ წარმატებას მიაღწიოს, კომპანიამ შეუქცევადი განვითარება უნდა განაგრძოს. სწორედ ამ პროცესში ვართ ჩვენს. ახლაც, რეკონსტრუქციის ფარგლებში ჩვენი საწარმო ფართოვდება. საწარმოს გაფართოებასთან ერთად, რა თქმა უნდა, დასაქმებული კადრების რაოდენობაც გაიზრდება, რაც რეგიონის მაცხოვრებლებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

დიდ ყურადღებას ვუთმობთ თანამედროვე მიდგომებს. მაგალითად გარემოზე ზრუნვის კომპონენტს, შესაბამისად, მალე „კორიდას“ საწარმოს ელექტროენერგიით მზის პანელები მოამარაგებს.

იმისათვის, რომ კომპანიაში წარმოების თანამედროვე მიდგომები ევროპული სტანდარტების შესაბამისად ინერგებოდეს, ჩვენი ტექნოლოგები მუდმივად მონაწილეობენ სხვადასხვა გამოფენასა და საერთაშორისო ღონისძიებაში. ამგვარი ვიზიტების ფარგლებში უკვე შევარჩიეთ რამდენიმე ახალი დანადგარი, რომელიც სულ მალე საქართველოში იქნება და წარმოების განვითარებასა და დახვეწაში დაგვეხმარება.

ზოგადად, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში ჩართულია კომპანიის ყველა რგოლი თავისი ფუნქცია, მოვალეობის შესაბამისად. ძალიან დიდ როლს ასრულებენ ტექნოლოგები, რომლებიც მუდმივ რეჟიმში მუშაობენ ახალი პროდუქციის შექმნასა და განვითარებაზე. შედეგიც სახეზეა, ძალიან ბევრი ახალი პროდუქტი შევთავაზეთ ამ ერთი წლის მანძილზე სამომხმარებლო ბაზარს.

საინტერესოა, როგორ ინარჩუნებთ შედარებით დემოკრატიულ ფასს?

- ჩვენი პროდუქტები შედარებით ბიუჯეტურია, თუმცა არა ხარისხის ხარჯზე. აღნიშნული სტანდარტი ჩვენ მკაცრად გვაქვს განსაზღვრული. ამიტომაც არის პროდუქტი კარგი და მოთხოვნადი. შედარებით დაბალი ფასით ბაზრის ათვისება და მომხმარებლის მხარდაჭერის მოპოვება აპრობირებული, გავრცელებული მეთოდია . ბაზარზე არსებული ცვლილებების მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ფასი არ გავზარდოთ, რათა მომხმარებლისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს პროდუქტი.

დაბოლოს, როგორია კომპანიის უახლოესი სამომავლო გეგმები? ხომ არ აპირებთ პროდუქციის ასორტიმენტის ზრდას?

დიახ, სწორედ ასეა, 2024 წლის შემოდგომიდან ახალი პროდუქტები ჩაეშვება, რომლებიც ასევე გამორჩეული იქნება თავისი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით.

NS