სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შავაძის მკვლელობის საქმე: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ
შავაძის მკვლელობის საქმე: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ

"და­ი­კი­თხა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის და მისი მკვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და ალი ბა­ლა­ძე თე­ი­მუ­რაზ პა­ტა­რი­ძეს­თან ერ­თად", - ამის შე­სა­ხებ საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ლაშა ბი­წა­ძემ სა­სა­მარ­თლოს სხდო­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ მე­დი­ას­თან გა­ნა­ცხა­და.

  • პრო­კუ­რო­რის თქმით, ბრალ­დე­ბის მხა­რემ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­მოკ­ვლე­ვა თით­ქმის უკვე და­ას­რუ­ლა, ხვა­ლინ­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე კი და­ი­კი­თხე­ბა საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და გა­მო­იკ­ვლე­ვენ წე­რი­ლო­ბი­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას.

"დღე­ვან­დელ სა­სა­მარ­თლო სხდო­მა­ზე როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით და­ი­კი­თხა კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სი, რო­მელ­მაც და­ა­დას­ტუ­რა, რომ უშუ­ა­ლოდ როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის და მისი მკვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში უშუ­ა­ლო მო­ნა­წი­ლე­ო­ბას იღებ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, ალი ბა­ლა­ძე თე­ი­მუ­რაზ პა­ტა­რი­ძეს­თან ერ­თად. ის გას­ცემ­და შე­სა­ბა­მის მი­თი­თე­ბებს 2008 წლის 16 აგ­ვის­ტოს დი­ლი­დან, როინ შა­ვა­ძის და­კა­ვე­ბის პრო­ცე­სი­დან, ასე­ვე, მისი მკვლე­ლო­ბის პრო­ცეს­ში, ასე­ვე ზო­გა­დად და­ნა­შა­უ­ლის ინ­სცე­ნი­რე­ბი­სა და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა­თა გა­ყალ­ბე­ბის პრო­ცეს­ში“, - გა­ნა­ცხა­და პრო­კუ­რორ­მა.

  • ალი ბა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს.

რო­გორც ად­ვო­კატ­მა ტა­რი­ელ კა­კა­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, ბრალ­დე­ბა ორი მოწ­მის იმედ­ზეა, რომ­ლე­ბიც ჩვე­ნე­ბებ­ზე იმას იტყვი­ან, რა­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა მათ და­ა­ვა­ლებს.

მი­სი­ვე თქმით, ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი მოწ­მე­ე­ბი მი­ნი­მუმ ოთხჯერ და­კი­თხეს და მათი ჩვე­ნე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს არ­ცერ­თხელ და­ემ­თხვა.

"საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი არ­ცერ­თი და­მა­ჯე­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბით არ დას­ტურ­დე­ბა, რომ ალი ბა­ლა­ძემ რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი ჩა­ი­დი­ნა. საქ­მე­ში უამ­რა­ვი მოწ­მის ჩვე­ნე­ბაა, რო­მელ­თა მი­ხედ­ვი­თაც არა­თუ დას­ტურ­დე­ბა, არა­მედ გა­მო­ი­რი­ცხე­ბა ალი ბა­ლა­ძის მხრი­დან რა­ი­მე სა­ხის და­ნა­შა­უ­ლი. ბრალ­დე­ბა დარ­ჩე­ნი­ლია მხო­ლოდ ორი მოწ­მის იმე­დად. ეს მოწ­მე­ე­ბი თა­ვად ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი არი­ან უმ­ძი­მე­სი მუხ­ლე­ბით, ისი­ნი აღი­ა­რე­ბენ და­ნა­შა­ულს და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბას ელო­დე­ბი­ან. ამ ადა­მი­ა­ნებს რა­საც ეტყვის პრო­კუ­რა­ტუ­რა, იმას გა­ი­მე­ო­რე­ბენ. მათი ჩვე­ნე­ბე­ბი არა­სან­დო და არა­სა­ფუძ­ვლი­ა­ნია. ისი­ნი მი­ნი­მუმ ოთხჯერ და­კი­თხეს და ყო­ველ ჯერ­ზე მათი ჩვე­ნე­ბე­ბი ერ­თმა­ნეთს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა.

ამ საქ­მე­ზე გა­მა­მარ­თლე­ბელ ვერ­დიქტს არა­ნა­ი­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა არ აქვს. თუ ვინ­მეს ჰგო­ნია, რომ ცრუ მოწ­მე­ე­ბის მოყ­ვა­ნით ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვანს, ძა­ლი­ან ცდე­ბა. მე ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ნა­ფიც მსა­ჯუ­ლებს შო­რის არ­სე­ბობ­დეს ერთი ადა­მი­ა­ნიც კი, რო­მე­ლიც ამ ორი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბას გა­ი­ზი­ა­რებს“, - გა­ნა­ცხა­და ალი ბა­ლა­ძის ად­ვო­კატ­მა.

  • ცნო­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი როინ შა­ვა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან თით­ქოს არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი უცხო ქვეყ­ნის "სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

კუდ-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ბა­თუმ­ში მდე­ბა­რე კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­ა­თავ­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს. ბა­თუ­მის გა­სას­ვლელ­თან მათ და­მა­ტე­ბით სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის სხვა წევ­რე­ბი შე­უ­ერ­თდნენ. აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ა­ყე­ნეს სა­ვა­ლი გზის გა­დას­წვრივ, ქარ­სა­ცა­ვი ხე­ე­ბის ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მო­ახ­დი­ნეს მისი ლიკ­ვი­და­ცია. სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, როინ შა­ვა­ძეს სხე­ულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ნიღ­ბად, კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ყალ­ბი ვერ­სია შე­ი­მუ­შა­ვეს, კერ­ძოდ: შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს და რე­ა­ლუ­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე თა­ვად და­კა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა მი­ი­ტა­ნეს.
ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო თბი­ლის­ში. მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში, როინ შა­ვა­ძემ თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ი­თხო­ვა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, რის შემ­დგო­მაც მო­ა­ხერ­ხა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რის­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა, გას­რო­ლა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით და გაქ­ცე­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ 2020 წლის 19 ნო­ემ­ბერს საქ­მე­ზე - „შა­ვა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ“ ევ­რო­პუ­ლი კონ­ვენ­ცი­ის მე-2 მუხ­ლის, კერ­ძოდ - სი­ცო­ცხლის უფ­ლე­ბის რო­გორც პრო­ცე­დუ­რუ­ლი, ასე­ვე არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლის დარ­ღვე­ვა და­ად­გი­ნა.

სა­სა­მარ­თლოს შე­ფა­სე­ბით, იმ­ჟა­მინ­დე­ლი მთავ­რო­ბის მტკი­ცე­ბა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ როინ შა­ვა­ძის სიკ­ვდი­ლი, და­კა­ვე­ბი­სას მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად სა­ჭი­რო ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბის შე­დე­გი იყო, არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და საქ­მე­ში არ­სე­ბულ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, სა­ხელ­მწი­ფოს და­ე­კის­რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა საქ­მე­ზე ჩა­ე­ტა­რე­ბი­ნა ეფექ­ტი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბა.

ევ­რო­პულ­მა სა­სა­მარ­თლომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მომ­ჩივ­ნის სა­სარ­გებ­ლოდ 40 000 ევ­როს გა­დახ­და და­ა­კის­რა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ხით.

მკითხველის კომენტარები / 12 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
???
0

სახელმწიფომ უნდა გადაიხადოს ეს ფული, მაგრამ შემდეგ დამნაშავეებს უნდა აზღვევინოს! ყველას შერჩება ოხრად აღებული და ნაპარავი, მათ შორის მლიონებიც აგერ, ბატონო, 4 წელი თუ ჩამსვით, მეც სიამოვნებით მოვიპარავდი 40 მილიონს, თუ უკან არავინ მომთხოვდა!!!!

ბიჭო, ბიჭოო, ბიჭოოო...
0

აბა თავი მოილა?..

გამოდის რომ მოკლულს ადანაშაულებენ, თავი მოიკლაო და ჩვენ გვაბრალებენო?!........

ესენი ვინ არიან, თუ ასეთი მაგარი ხარ რომ კაცის კვლაზე მიდიხარ, იმის ერთი ადგილი რატომ არ გაქვს რომ კაცურად ადგე და თქვა, მე მოვკალი და დამნაშავე ვარ?!....

მაგრამ დღეს სადღა არიან კაცები, ესენი არიან კაცუნები!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?
ავტორი:

შავაძის მკვლელობის საქმე: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ

შავაძის მკვლელობის საქმე: რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი 15 წელზე მეტი ხნის შემდეგ

"დაიკითხა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელმაც დაადასტურა, რომ როინ შავაძის უკანონო დაკავების და მისი მკვლელობის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა ალი ბალაძე თეიმურაზ პატარიძესთან ერთად", - ამის შესახებ საქმის პროკურორმა ლაშა ბიწაძემ სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა.

  • პროკურორის თქმით, ბრალდების მხარემ მტკიცებულებათა გამოკვლევა თითქმის უკვე დაასრულა, ხვალინდელ სასამართლო სხდომაზე კი დაიკითხება საქმის გამომძიებელი და გამოიკვლევენ წერილობითი მტკიცებულებას.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე როინ შავაძის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაიკითხა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის სპეციალური დანიშნულების რაზმის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, რომელმაც დაადასტურა, რომ უშუალოდ როინ შავაძის უკანონო დაკავების და მისი მკვლელობის პროცესში უშუალო მონაწილეობას იღებდა კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, ალი ბალაძე თეიმურაზ პატარიძესთან ერთად. ის გასცემდა შესაბამის მითითებებს 2008 წლის 16 აგვისტოს დილიდან, როინ შავაძის დაკავების პროცესიდან, ასევე, მისი მკვლელობის პროცესში, ასევე ზოგადად დანაშაულის ინსცენირებისა და მტკიცებულებათა გაყალბების პროცესში“, - განაცხადა პროკურორმა.

  • ალი ბალაძის ადვოკატის განცხადებით, საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს.

როგორც ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ აღნიშნა, ბრალდება ორი მოწმის იმედზეა, რომლებიც ჩვენებებზე იმას იტყვიან, რასაც პროკურატურა მათ დაავალებს.

მისივე თქმით, ზემოხსენებული მოწმეები მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და მათი ჩვენებები ერთმანეთს არცერთხელ დაემთხვა.

"საქმეში არსებული არცერთი დამაჯერებელი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ ალი ბალაძემ რაიმე სახის დანაშაული ჩაიდინა. საქმეში უამრავი მოწმის ჩვენებაა, რომელთა მიხედვითაც არათუ დასტურდება, არამედ გამოირიცხება ალი ბალაძის მხრიდან რაიმე სახის დანაშაული. ბრალდება დარჩენილია მხოლოდ ორი მოწმის იმედად. ეს მოწმეები თავად ბრალდებულები არიან უმძიმესი მუხლებით, ისინი აღიარებენ დანაშაულს და საპროცესო შეთანხმებას ელოდებიან. ამ ადამიანებს რასაც ეტყვის პროკურატურა, იმას გაიმეორებენ. მათი ჩვენებები არასანდო და არასაფუძვლიანია. ისინი მინიმუმ ოთხჯერ დაკითხეს და ყოველ ჯერზე მათი ჩვენებები ერთმანეთს ეწინააღმდეგება.

ამ საქმეზე გამამართლებელ ვერდიქტს არანაირი ალტერნატივა არ აქვს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ცრუ მოწმეების მოყვანით ნაფიც მსაჯულებს შეცდომაში შეიყვანს, ძალიან ცდება. მე ვერ წარმომიდგენია, ნაფიც მსაჯულებს შორის არსებობდეს ერთი ადამიანიც კი, რომელიც ამ ორი ადამიანის ჩვენებას გაიზიარებს“, - განაცხადა ალი ბალაძის ადვოკატმა.

  • ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის "სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

კუდ-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის ხელმძღვანელობით, ბათუმში მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით, სასტიკად გაუსწორდნენ.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ-ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს. ბათუმის გასასვლელთან მათ დამატებით სპეცდანიშნულების რაზმის სხვა წევრები შეუერთდნენ. აღნიშნულმა პირებმა უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, როინ შავაძეს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

გამოძიების ინფორმაციითვე, როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა ყალბი ვერსია შეიმუშავეს, კერძოდ: შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს.
ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს საქმეზე - „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ - სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა.

სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება.

ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ 40 000 ევროს გადახდა დააკისრა მორალური ზიანის ანაზღაურების სახით.