ავტორი:

"საზღვრები არ არსებობს, ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ..." - პუტინის ფავორიტი ქალი სოჭში, ფესტივალზე გამოჩნდა: ალინა კაბაევას მიმართვა და ფოტოები

"საზღვრები არ არსებობს, ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ..." - პუტინის ფავორიტი ქალი სოჭში, ფესტივალზე გამოჩნდა: ალინა კაბაევას მიმართვა და ფოტოები

სოჭში, ბავშვთა რიტმული ტანვარჯიშის მე-13 საერთაშორისო საქველმოქმედო ფესტივალი გაიმართა, რომელსაც პუტინის ფავორიტი ქალი, ოლიმპიური ჩემპიონი, ალინა კაბაევა მასპინძლობდა.

  • ფესტივალს 14 ქვეყნიდან 350-მდე მონაწილე, ესწრებოდა, მათ შორის, სომხეთიდან, ბელარუსიდან, გერმანიიდან, ყაზახეთიდან, ჩინეთიდან, მექსიკიდან, სერბეთიდან, უზბეკეთიდან.

"რა კარგია, როცა სპორტი და ხელოვნება განუყოფელია და ადამიანებს აერთიანებთ. ამ ფესტივალზე ვაჩვენეთ, რომ საზღვრები არ არსებობს, შეუძლებელია ხელოვნება ან სპორტი აკრძალო. ჩვენ არავის არაფერს ვუმტკიცებთ. ჩვენ უბრალოდ გვიყვარს ის, რასაც ვაკეთებთ", - განაცხადა კაბაევამ.

ალინა კაბაევა, ვლადიმერ პუტინის საყვარელი ქალია, რომელზეც მსოფლიო მედია წლებია წერს, თუმცა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, მისი პერსონის მიმართ ინტერესი გაიზარდა. ერთ-ერთი ვერსიით, ის შვეიცარიაში შვილებთან ერთად ცხოვრობდა.

მედია წლებია წერს, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან კაბაევას რამდენიმე შვილი ჰყავს და სწორედ მის გამო დაშორდა რუსეთის პრეზიდენტი თავის დროზე ოფიციალურ ცოლს.

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, კაბაევაზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის შვილებთან ერთად შვეიცარიას აფარებდა თავს. ადგილობრივები და უკრაინელები შვეიცარიის მთავრობას სთხოვდნენ, რომ კაბაევა ქვეყნიდან გაეძევებინათ.

შვეიცარიის ოფიციალური პირები კი ამბობდნენ, რომ ალინა კაბაევა მათ ქვეყანაში არ იმყოფებოდა. ფაქტია, რომ კაბაევა ომის დაწყების შემდეგ რუსეთში დაბრუნდა და ის პერიოდულად ჩნდება საზოგადოების წინაშე.