დიდი ბრიტანეთი პოლარული ციალის იშვიათი სანახაობის მომსწრე გახდა. როგორც წესი, ციალი ჩრდილოეთ პოლუსთან უფრო ახლოს მდებარე ქვეყნებსა და ტერიტორიებზე ჩანს ხოლმე, მაგრამ ამჯერად მან დიდი ბრიტანეთის სამხრეთ ნაწილსაც კი მიაღწია, მათ შორის კორნუოლსაც.
წუხელ ეს ჯადოსნური მომენტი ბრიტანეთის უამრავმა მაცხოვრებელმა საკუთარი თვალით იხილა. მოგვიანებით, მათ სოციალურ ქსელებს მიაშურეს თავიანთი გადაღებული ულამაზესი ფოტოების გასაზიარებლად.
პოლარული ციალი ატმოსფეროს ფენებში მზის ქარებითაა გამოწვეული. მაგნიტური ველი მზის ელექტრონების ნაკადს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მაგნიტური პოლუსების საზღვრებს გარეთ გადაამისამართებს. სწორედ ეს არის მიზეზი, რომ პოლარული ნათების ხილვა პოლარული წრის მაგნიტური სფეროს გარეთ არის შესაძლებელი. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.
წყარო: thesun
მოამზადა: ანა სიბოშვილმა