ავტორი:

როგორ შეძლებთ მარილის მიღების დარეგულირებით, არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემის მოგვარებას? - პრაქტიკული რჩევები

როგორ შეძლებთ მარილის მიღების დარეგულირებით, არტერიული ჰიპერტენზიის პრობლემის მოგვარებას? - პრაქტიკული რჩევები

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი გამომწვევი მიზეზი არტერიული ჰიპერტენზიაა, ყოველწლიურად მსოფლიოში 2.5 მილიონი ადამიანი იღუპება გულის შეტევისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამო. წნევის შესახებ ყველას სმენია, თუმცა ცოტამ თუ იცის, რეალურად რას ნიშნავს არტერიული წნევა. ეს არის ძალა, რომლითაც სისხლი ეჯახება სისხლძარღვებს. როცა ეს ძალა ნორმაზე დიდია, გულს გაძლიერებული მუშაობა უწევს. სისხლძარღვები ზიანდება, რაც სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს აჩენს და საშიშროება ემუქრება ყველა ორგანოს.

საერთაშორისო სტანდარტების თანახმად, 65 წლამდე ადამიანს 130/80-მდე წნევა უნდა ჰქონდეს. ამაზე მეტი უკვე მაღალ წნევად ითვლება.

ლეტალური შემთხვევები ხშირად იმით არის განპირობებული, რომ დაავადებული ადამიანების გარკვეულმა ნაწილმა არ იცის, რომ ჰიპერტენზია აქვს. ზოგ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა გულს და სხვა ორგანოებს აზიანებს. სწორედ ამ მიზეზის გამო არტერიულ ჰიპერტენზიას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ. რიგ შემთხვევაში კი ადამიანები მხოლოდ მაშინ იწყებენ პრობლემის მოგვარებაზე ზრუნვას, როდესაც სხვა გართულებები იჩენს თავს. მაღალი არტერიული წნევა გართულებას 8 ძირითადი მიმართულებით იწვევს. ესენია:

  • ინსულტი;
  • კორონარული არტერიების დაავადება;
  • გული უკმარისობა;
  • მოციმციმე არითმია;
  • პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები;
  • თირკმლის დაავადებები;
  • დემენცია;
  • ნაადრევი სიკვდილი.

საზოგადოებაში მიჩნეულია, რომ წნევა მხოლოდ მაშინ არის საშიში, როცა გაწუხებს. გარდა ამისა, კიდევ არაერთი მითია, რომლისაც ხალხს სჯერა და ხშირ შემთხვევაში, ფართოდ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას სავალალო მდგომარეობამდე მივყავართ. მნიშვნელოვანია ყველამ გაითვალისწინოს შემდეგი ინფორმაცია:

ფაქტი #1 - არტერიული წნევის მაჩვენებელში ორივე რიცხვი მნიშვნელოვანია. თუ რომელიმე მათგანი ნორმაზე მაღალია, ეს ნიშნავს რომ თქვენ მაღალი წნევა გაქვთ.

ფაქტი #2 - წნევის დარეგულირება მხოლოდ წამლებით შეუძლებელია. არტერიული წნევის დასარეგულირებლად ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრების წესის ცვლილებაა. მედიკამენტები შეიძლება აღარ დაგჭირდეთ თუ ივარჯიშებთ, შეზღუდავთ ალკოჰოლს, უარს იტყვით თამბაქოზე და გადახვალთ ჯანსაღ კვებაზე.

ფაქტი #3 - ჰიპერტენზია ინსულტის განვითარების ყველაზე დიდ რისკს წარმოადგენს. მსოფლიო გაიდლაინების თანახმად, ადამიანმა წნევის კონტროლი 18 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს.

ფაქტი #4 - არტერიული ჰიპერტენზიის დროს რეგულარული და ზომიერი ვარჯიში დასაშვებია. ფიზიკური აქტივობა ხელს უწყობს წნევის დარეგულირებას, აძლიერებს გულს, აქრობს სტრესს და გეხმარებათ წონის შენარჩუნებაში.

ფაქტი #5 - წნევის მაჩვენებელი შეიძლება გაიზარდოს მაშინ, როდესაც სტრესის ქვეშ ხართ. თუმცა სტრესი ერთმნიშვნელოვნად წნევის გამომწვევად არ ითვლება. მაღალ წნევას იწვევს სიმსუქნე, ფიზიკური აქტივობის ნაკლებობა, ჭარბი ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარება. მასზე გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორი, ასაკი, დიაბეტი და სხვა ქრონიკული დაავადებები.

ფაქტი #6 - მსოფლიოს მოსახლეობის 70%-ზე მეტი რეკომენდებულზე ორჯერ მეტ სუფრის მარილს მოიხმარს. მისი ჭარბი მიღება კი პირდაპირ კავშირშია მაღალ არტერიულ წნევასთან. რისკი იმდენად მაღალია, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წევრმა ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 2025 წლისთვის მარილის მოხმარება შემცირდეს 30%-ით.

და მაინც რატომ არის მარილი ასეთ მჭიდრო კავშირში წნევასთან?

მექანიზმი შემდეგნაირია - მარილის შემადგენლობაში შემავალი დიდი რაოდენობით ნატრიუმის იონები აკავებენ სითხეს, სითხე ზრდის პერიფერიულ წინააღმდეგობას, რაც სისხლძარღვებში წნევის ზრდას იწვევს.

მარილის ქიმიური დასახელება ნატრიუმის ქლორიდია. მის შემადგენლობაში 40% ნატრიუმი და 60% ქლორია. 1 გრამი მარილი 400 მგ ნატრიუმს შეიცავს. 1 გრამი ნატრიუმი კი 2.5 გრამი მარილის ეკვივალენტურია.

ჭარბი ნატრიუმის მოხმარება განსაკუთრებით აქტუალური პრობლემაა საქართველოში, სადაც ადამიანების დიდი ნაწილი მზა კერძს მარილს ისე ამატებს, რომ წინასწარ არც აგემოვნებს. ყველი და მწნილი კი, რომლებიც განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მარილს შეიცავს, ქართველების კვების რაციონში დიდ ადგილს იკავებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველო არტერიული ჰიპერტენზიის გავრცელებით ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა მსოფლიოში. კვლევებით დადასტურებულია, რომ ადამიანებს, რომლებიც კერძს საკვებს ავტომატურად ამატებენ, ნაადრევი გარდაცვალების 28%-ით უფრო მაღალი რისკი აქვთ. გარდა ამისა, ადამიანები ყოველდღიურად დიდი რაოდენობით ე.წ. „ფარულ მარილს“ იღებენ სხვადასხვა პროდუქტის, მათ შორის, ხორცპროდუქტების, სნექების, კონსერვების და თხილეულის სახით.

დადასტურებულია, რომ თუ ერთი თვის განმავლობაში ადამიანი მინიმუმამდე დაიყვანს მარილის მოხმარებას, მისი არტერიული წნევა 10-15 ნიშნულით შემცირდება.

მარილის კვებიდან ამოღება მარტივი არ არის, ამიტომ უმჯობესია მოხდეს მისი სასარგებლო ალტერნატივით ჩანაცვლება. ეს გახლავთ ბრიტანული ბრენდის „ლოსალტის“ ჯანსაღი მარილი, რომელიც სუფრის, ზღვის ან მთის მარილისგან განსხვავებით 66%-ით ნაკლებ ნატრიუმს შეიცავს. მასში ნატრიუმის ქლორიდი ჩანაცვლებულია კალიუმის ქლორიდით. „ლოსალტს“ სტანდარტული მარილის გემო აქვს, თუმცა თვისობრივად მისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.

„ლოსალტის“ მუშაობის მექანიზმი შემდეგნაირია: სხეულში ნატრიუმის კონკურენტი არის კალიუმი. თუ კალიუმის მიღებას გაზრდით, ამის ხარჯზე თქვენი სხეულიდან ნატრიუმის გამოძევება მოხდება. შედეგად კი თქვენ არტერიული ჰიპერტენზიის დარეგულირებას შეძლებთ.

„ლოსალტის“ ყოველდღიურად გამოყენების პარალელურად, აუცილებელია შეცვალოთ ცხოვრების წესი, გაზარდოთ ფიზიკური აქტივობა, უარი თქვათ თამბაქოზე, შეამციროთ ალკოჰოლი. წნევის გარკვეულწილად დარეგულირებაში ასევე დაგეხმარებათ თევზის ქონის, კალიუმის დანამატებისა და ბოჭკოების რეგულარული მიღება.

R