ავტორი:

ინფორმაციული ტექნოლოგიის სფერო საქართველოში, რომლიდანაც ტვინების გადინება ხდება - როგორია ანაზღაურება ბაზარზე?

ინფორმაციული ტექნოლოგიის სფერო საქართველოში, რომლიდანაც ტვინების გადინება ხდება - როგორია ანაზღაურება ბაზარზე?

მსოფლიოში IT სფეროში მოთხოვნა გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ მოთხოვნა საქართველოშიც მზარდია, მიწოდება საკმარისი არ არის, რაც ნაწილობრივ დაკავშირებულია სექტორში არსებულ კადრების დეფიციტთან.

საქართველოს ციფრული ინდუსტრიის კონსორციუმის საორიენტაციო ჯგუფის კოორდინატორი დავით კიზირია "ბიზნესპრესნიუსთან“ ბაზარზე არსებული მდგომარეობის, გამოწვევებისა და გადაჭრის გზების შესახებ საუბრობს.

პირველ რიგში, კიზირია განმარტავს გაზრდილ მოთხოვნას სექტორში. მისი თქმით, პროგრამისტებზე მოთხოვნის ზრდა განსაკუთრებით დაიწყო კოვიდ პანდემიის პერიოდში, რა დროსაც სხვადასხვა სექტორმა გაციფრულების და ავტომატიზაციის აუცილებლობა გაითავისა.

"პროგრამისტებზე მოთხოვნა არამარტო ქართულ, ასევე გლობალურ დონეზე გაიზარდა. ამას დაემატა ბელარუსის მოვლენები, უკრაინაში რუსეთის შეჭრა, რამაც გამოიწვია ბაზრის ტრანსფორმაცია. მოხდა IT სექტორის რადიკალურად გადაწყობა. ქართული კომპანიები, რომლებიც იქამდე შიდა ბაზარზე იყვნენ ორიენტირებულები, გადაეწყვნენ. გაჩნდა ბევრი ახალი კომპანია, რომელიც უკვე ახალგაზრდებისგან შეიქმნა, ასევე არიან ფრილანსერებიც“, - აღნიშნა მან. გააგრძელეთ კითხვა