ავტორი:

"უკრაინა, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, რუსეთია" - მედვედევი

"უკრაინა, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, რუსეთია" - მედვედევი

უკრაინა, უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, რუსეთია, - ამის შესახებ რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"უკრაინის ერთ-ერთმა ყოფილმა ლიდერმა ერთხელ თქვა, რომ უკრაინა რუსეთი არ არის. ეს კონცეფცია სამუდამოდ უნდა გაქრეს. უკრაინა, უპირობოდ, რუსეთია“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, რუსული საზოგადოებრივი აზრის უგულებელყოფის მცდელობები დავიწყებას უნდა მიეცეს.

"ის სამართლიანად თვლის უკრაინას და მის მოსახლეობას ჩვენი რუსული ცივილიზაციის ნაწილად. უკრაინა რომ არ ჩავარდნილიყო ყველაზე სულელურ ხაფანგში, რომელიც შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა დააგეს უკრაინის დახმარებით ჩვენს ქვეყანასთან დასაპირისპირებლად, ყველაფერი შეიძლებოდა სხვაგვარად ყოფილიყო“, - განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, უკრაინის ლიდერებს რომ მინსკის შეთანხმებები შეესრულებინათ, უკრაინაში ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ საჭირო აღარ გახდებოდა.