ავტორი:

"დიდი უმუშევრობა“ ანუ "მოჯადოებული წრე“ ქართულ ტელემედიაში

"დიდი უმუშევრობა“ ანუ "მოჯადოებული წრე“ ქართულ ტელემედიაში

2023 წლის 27 მარტს გამოქვეყნებულ სტატიაში - "პოლიტიკა ბიზნესის წინააღმდეგ ანუ რა არის მთავარი პრობლემა ქართულ ტელემედიაში?!“ - თქვენი მონა-მორჩილი წერდა: "პოლიტიკურ ფულზე დამოკიდებულ ტელემედიებს სტაბილურობის მხრივ სერიოზული პრობლემები აქვთ. პოლიტიკურმა დაჯგუფებამ თუ ჩათვალა, რომ მას ტელევიზიაში მილიონების ჩაყრა აღარ უღირს, არხი მომენტალურად წყვეტს არსებობას. ათეულობით მაღალ ხელფასს შეჩვეული ჟურნალისტი, ოპერატორი თუ ტექნიკური სპეციალისტი რჩება უმუშევრად. ასე დახურულ ტელევიზიებს, ვეჭვობთ, რომ არაერთს ვნახავთ, სავარაუდოდ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.“

ჩვენი პროგნოზი დროზე ადრე ხდება. პოლიტიკური ძალებმა "ანკესების დახვევა“ ჯერ კიდევ არჩევნებამდე დაიწყეს. აგერ "ფორმულაზე“ დაიხურა გასართობი და ბიზნესგადაცემები და ეთერში დარჩა მხოლოდ პოლიტიკური თოქ-შოუები და საინფორმაციო გამოშვებები. "ფორმულას“ ხელმძღვანელების განმარტებით, ამის მიზეზი ის იყო, რომ არხმა გასულ წელს ვერ შეძლო დაგეგმილი თანხების მობილიზება და საარჩევნო წლის კონტექსტის გათვალისწინებით, მიიღეს გადაწყვეტილება, არჩევანი საზოგადოებრივ-პოლიტიკურ კონტენტზე გაეკეთებინათ.

"პოლიტიკურ კონიუნქტურასთან ერთად პროცესზე იმოქმედა ქვეყანაში მოქმედმა იმ რეგულაციებმა, რომელთა მთავარი ამოცანაც კრიტიკული მედიისთვის დაფინანსების წყაროების შემცირება იყო. ამ მიზეზების გამო ოპტიმიზაცია მოუხდა საქართველოში მოქმედ ყველა კრიტიკულ მაუწყებელს და ახლა გვიწევს ჩვენც…გვიწევს რეორგანიზაცია; არხის გასართობი სეგმენტის შეზღუდვა და საშტატო ოპტიმიზაცია; შედეგად, საკადრო რესურსის შემცირება და სამწუხაროდ, ჩვენი გუნდის ძალიან მნიშვნელოვან ნაწილთან დამშვიდობება", - აცხადებენ "ფორმულაში“.

სავარაუდოდ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რეორგანიზაცია საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებსაც შეეხებათ და არ არის გამორიცხული, ეს ტელევიზია საერთოდ დაიხუროს.

"მოჯადოებული წრის“ ბოლო ფაზა უკვე დაწყებულია პოლიტიკურად კონტროლირებადი ტელევიზიების დიდ ნაწილში. "რეორგანიზაციები“, სავარაუდოდ, დაჩქარდება ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც პოლიტიკური დაჯგუფებები უბრალოდ აზრს ვეღარ დაინახავენ მილიონების ჰაერში "გასროლაში“. დიდი ალბათობით, პოლიტიკური ფულით დაფინანსებული ტელევიზიების ნაწილი დაიხურება, ნაწილისგან კი მინი-მოდელი დარჩება. გააგრძელეთ კითხვა