მოზაიკა
პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის რომელი რესტორანი მასპინძლობდა რობერტ კაპას, ჯონ სტეინბეკსა და სხვა მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს
თბილისის რომელი რესტორანი მასპინძლობდა რობერტ კაპას, ჯონ სტეინბეკსა და სხვა მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს

მსოფ­ლი­ო­ში მრა­ვალ ქა­ლაქ­შია ისე­თი კაფე თუ რეს­ტო­რა­ნი, რო­მელ­საც ერთხელ მა­ინც უნდა ეს­ტუმ­რო: თუკი პა­რიზ­ში თვით პაბ­ლო პი­კა­სო და ამა­დეო მო­დი­ლი­ა­ნის საყ­ვა­რე­ლი რეს­ტო­რა­ნი „რო­ტონ­და“ იყო, ბუ­და­პეშ­ტი თავს „ნიუ იორკ კა­ფე­თი“ იწო­ნებს, ვე­ნა­ში კი ასე­თი აუ­ცი­ლებ­ლად სა­ნა­ხა­ვი კაფე „ზა­ხე­რია“, სა­დაც იმ­პე­რა­ტო­რე­ბის უსაყ­ვარ­ლე­სი ლე­გენ­და­რუ­ლი დე­სერ­ტე­ბი მზად­დე­ბო­და.

თბი­ლის­ში ასე­თი ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რია, 1938 წელს გახ­სნი­ლი ქარ­თუ­ლი რეს­ტო­რა­ნი, რო­მელ­მაც ათე­უ­ლო­ბით წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უამ­რავ ცნო­ბილ ადა­მი­ანს უმას­პინ­ძლა.

თბი­ლი­სელ­თა არა­ერ­თი თა­ო­ბის გა­მორ­ჩე­უ­ლი რეს­ტო­რა­ნი გახ­სნის დღი­დან­ვე არ იყო მხო­ლოდ რი­გი­თი კვე­ბის ობი­ექ­ტი: ნე­ბის­მი­ერ აქ მცხოვ­რებ ადა­მი­ანს - ახალ­გაზ­რდას თუ ასა­კო­ვანს - აქვს ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი თა­ვი­სი უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რია ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის შე­სა­ხებ, მო­გო­ნე­ბა, რო­მელ­მაც ის ამ ად­გილ­თან სა­მუ­და­მოდ და­ა­კავ­ში­რა.

რამ­დე­ნი­მე სცე­ნა ის­ტო­რი­ი­დან

ყვე­ლა­ფე­რი 1900 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც ბელ­გი­ელ ინ­ჟი­ნერ ალ­ფონს რო­ბიმ ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბა ჩა­ი­ბა­რა. ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის პირ­ვე­ლი მე­მან­ქა­ნე, ვა­სილ ყვა­ვი­ლაშ­ვი­ლი იხ­სე­ნებს რომ პირ­ვე­ლი მგზავ­რე­ბი აქ ფა­ე­ტო­ნე­ბით მოჰ­ყავ­დათ და ფულ­საც კი უხ­დიდ­ნენ, რომ უჩ­ვე­უ­ლო ტრან­სპორ­ტით ემ­გზავ­რათ. თუმ­ცა აქა­უ­რე­ბი სულ მალე მი­ეჩ­ვივ­ნენ ფუ­ნი­კუ­ლი­ორს და სულ მალე ის ხალ­ხის საყ­ვა­რე­ლი გა­სარ­თო­ბი ატ­რაქ­ცი­ო­ნი გახ­და.

1936-1938 წლებ­ში 27 წლის არ­ქი­ტექ­ტო­რებს - ზა­ქა­რია და ნა­დეჟ­და ქურ­დი­ა­ნებს სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი შე­ნო­ბის დაპ­რო­ექ­ტე­ბა და მშე­ნებ­ლო­ბა და­ე­ვა­ლათ.

ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ მშე­ნე­ბა­რე ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე ლავ­რენ­ტი ბე­რია ასუ­ლა და­სათ­ვა­ლი­ე­რებ­ლად, რო­მელ­საც ხა­რა­ჩო­ზე ფეხ­მძი­მე ქალი და­უ­ნა­ხავს და აღ­შფო­თე­ბუ­ლა: ეს ორ­სუ­ლი მუშა აქ რომ დგას, სირ­ცხვი­ლია. იტყვი­ან, საბ­ჭო­თა მუ­შებს ასე ექ­ცე­ვი­ა­ნო. თუმ­ცა ფეხ­მძი­მე ქალი არა მუშა, არა­მედ, პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი, 27 წლის ნა­დეჟ­და ქურ­დი­ა­ნი იყო, რო­მე­ლიც ად­გილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­მუ­შა­ო­ებს.

ასე გაჩ­ნდა თბი­ლი­სის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თიც მთაწ­მინ­და­ზე: მისი გა­მორ­ჩე­უ­ლი არ­ქი­ტექ­ტუ­რა თბი­ლი­სის ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან მოგ­ტა­ცებს თვალს. თა­ღებ­სა და გე­ო­მეტ­რი­ულ ფი­გუ­რებს შო­რის შუქ-ჩრდი­ლე­ბის კონ­ტრას­ტი უც­ნა­უ­რი ნა­თე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი სტუმ­რის გულს იმ­წამ­სვე მო­ი­ნა­დი­რებს.

60-იან წლებ­ში, მხატ­ვარ კოკა იგ­ნა­ტოვს ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის რეს­ტორ­ნის ერთ-ერთი კედ­ლის მო­ხატ­ვა და­ე­ვა­ლა. “ფი­როს­მა­ნის მო­ნატ­რე­ბა” - ასე ჰქვია პა­ნოს, რო­მე­ლიც ამ და­ვა­ლე­ბის შე­დე­გად გაჩ­ნდა კე­დელ­ზე. პა­ნო­ზე ასა­ხუ­ლია ფი­როს­მა­ნი ხმა­უ­რი­თა და ფე­რე­ბით სავ­სე იმ­დრო­ინ­დელ თბი­ლის­ში, ქა­ლაქ­ში, რო­მე­ლიც, თით­ქოს, დრო­ში გა­ჩერ­და. სტუ­მა­რი ამ დარ­ბაზ­ში ვახ­შმო­ბი­სას, თით­ქოს, დრო­ში მოგ­ზა­უ­რობს: ერთ მხა­რეს მე-19 სა­უ­კუ­ნის თბი­ლისს ხე­დავს, მე­ო­რე მხა­რეს კი - თა­ნა­მედ­რო­ვე დე­და­ქა­ლა­ქის ხე­დებს.

რეს­ტო­რა­ნი რამ­დე­ნი­მე ცნო­ბილ ქარ­თულ ფილმში ფი­გუ­რი­რებს: „აბე­ზა­რა“, „დღე უკა­ნას­კნე­ლი, დღე პირ­ვე­ლი”, „შეხ­ვედ­რა მთა­ში”.

2007 წლი­დან კი იწყე­ბა ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ახა­ლი სუნ­თქვა, რო­დე­საც ჯი­ემ­თი ჯგუფ­მა ქა­ლა­ქის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­სა და აღ­დგე­ნის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­კუ­თარ თავ­ზე აიღო, 90-ია­ნებ­ში და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი შე­ნო­ბა სრუ­ლად აღად­გი­ნა და მას პირ­ვან­დე­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა და და­ნიშ­ნუ­ლე­ბა და­უბ­რუ­ნა.

თბი­ლი­სის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თი 86 წლი­საა

შე­ნო­ბის რე­კონ­სტრუქ­ცი­ის დროს უც­ვლე­ლად შე­ნარ­ჩუნ­და პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ფა­სა­დი, სრუ­ლი რეს­ტავ­რა­ცია ჩა­უ­ტარ­და კოკა იგ­ნა­ტო­ვის ცნო­ბილ პა­ნოს, ხოლო შე­ნო­ბის ინ­ტე­რი­ე­რი თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბით მო­ე­წყო.

ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის კომ­პლექსმა ხე­ლა­ხა­ლი სი­ცო­ცხლე 2013 წელს და­ი­წყო, რო­დე­საც მშე­ნებ­ლო­ბა დამ­თავ­რდა და კომ­პლექსმა ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბით და­ი­წყო.

აქ სტუმ­რო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბაა, რო­მელ­საც ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ქვე­და სად­გუ­რი­დან, ჭონ­ქა­ძის ქუ­ჩი­დან იწყებ: სა­ლა­რო­ში ტრამ­ვა­ის ბი­ლეთს ყი­დუ­ლობ, ამ ის­ტო­რი­უ­ლი ტრან­სპორ­ტით, ნელ-ნელა აუყ­ვე­ბა მთაწ­მინ­დის ფერ­დობს, შენს თვალ­წინ კი თბი­ლი­სის მო­მა­ჯა­დო­ე­ბე­ლი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა.

ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის ზედა სად­გურ­ზე გა­მოს­ვლი­სას, პირ­ვე­ლი, რა­საც გრძნობ, ვა­ნი­ლის მოტ­კბო, შენი ბავ­შვო­ბის სურ­ნე­ლია: ლე­გენ­და­რუ­ლი პონ­ჩი­კე­ბი და ლა­ღი­ძის წყლე­ბი - ეს გა­ნუყ­რე­ლი წყვი­ლი ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე კვლავ გვხვდე­ბა ზუს­ტად იმ გე­მო­თი, რო­გო­რიც გახ­სოვს.

კარგ ამინ­დში აჯო­ბებს, ვე­რან­და­ზე მო­ი­კა­ლა­თო და არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პურ-ფუნ­თუ­შე­უ­ლით, გა­მორ­ჩე­უ­ლი ყა­ვით და თბი­ლი­სის ხე­დე­ბით დატ­კბე.

სა­ღა­მოს 6 სა­ათ­ზე ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის მე­ო­რე სარ­თულ­ზე არ­სე­ბუ­ლი ის­ტო­რი­უ­ლი რეს­ტო­რა­ნი იწყებს სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას. ინ­ტე­რი­ერს აქ კვლავ ამ­შვე­ნებს ოთარ ვე­ფხვა­ძის შე­სა­ნიშ­ნა­ვი ნა­ხა­ტე­ბი.

რეს­ტორ­ნის მე­ნიუ, რო­მე­ლიც ჯი­ემ­თი ჰოს­ფი­თა­ლი­თის ბრენდ-შეფ­მა, გი­ორ­გი სა­რა­ჯიშ­ვილ­მა ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი გე­მო­ე­ბის შთა­გო­ნე­ბი­თა და თა­ნა­მედ­რო­ვე­ო­ბის ჰარ­მო­ნი­უ­ლი შერ­წყმით შექ­მნა, სტუმ­რებს აღ­ფრთო­ვა­ნე­ბულს ტო­ვებს.

სხვა­დას­ხვა დროს, ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის რეს­ტო­რანს არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი სწვე­ვია სტუმ­რად: კუ­თხე­ში მდგარ მრგვალ მა­გი­დას­თან ერთხელ მარ­გა­რეტ ტეტ­ჩერს უმას­პინ­ძლეს, ვიტ­რა­ჟებ­თან ახ­ლოს კი - მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა მწე­რალ­მა, ჯონ სტე­ინ­ბეკ­მა ივახ­შმა. აქ და­პა­ტი­ჟეს ფი­დელ კას­ტროც, რო­მე­ლიც რეს­ტორ­ნის ცენ­ტრში გაშ­ლილ ყვე­ლა­ზე დიდ მა­გი­დას­თან უმას­პინ­ძლეს, ეს მა­შინ, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში. თბი­ლი­სის ხე­დე­ბით მო­ხიბ­ლულ­მა რო­ბერტ კა­პამ, კი ტე­რა­სა­ზე მდგა­რი ერთ-ერთი მა­გი­და შე­არ­ჩია სა­ვახ­შმოდ.

კომ­პლექ­სის მე­სა­მე სარ­თუ­ლი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვე­უ­ლე­ბე­ბის­თვი­საა გან­კუთ­ვნი­ლი. აქ სტუმ­რებს შე­უძ­ლი­ათ გა­მორ­ჩე­უ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის დი­დე­ბუ­ლად აღ­ნიშ­ვნა - სწო­რედ ისე, რო­გორც ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის კომ­პლექსს სჩ­ვე­ვია.

ფუ­ნი­კუ­ლი­ო­რის კომ­პლექსში სტუმ­რო­ბის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გა­მოც­დი­ლე­ბის სრულ­ყო­ფი­ლად მი­სა­ღე­ბად, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­როთ ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნის, კოკა იგ­ნა­ტო­ვის მიერ 1972 წელს შეს­რუ­ლე­ბუ­ლი, ძვე­ლი თბი­ლი­სის უნი­კა­ლუ­რი კედ­ლის მხატ­ვრო­ბა.

თბი­ლი­სის სა­ვი­ზი­ტო ბა­რა­თის მას­პინ­ძლო­ბის ტრა­დი­ცია, თით­ქმის, ერთ სა­უ­კუ­ნეს ით­ვლის. გახ­დით უნი­კა­ლუ­რი ის­ტო­რი­ის თა­ნა­მო­ნა­წი­ლე — ჭიქა ღვი­ნის, სა­ფირ­მო კერ­ძის, სა­სი­ა­მოვ­ნო მუ­სი­კი­სა და ხე­ლის­გუ­ლი­ვით გა­დაშ­ლი­ლი თბი­ლი­სის თვალ­წარმ­ტა­ცი ხე­დის ფონ­ზე.

R

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?
2

ამ რესტორანზე ამბობენ,რომ დანგრეული ტაძრის ქვებით ააშენესო,თუ სხვაა?

მიმა
1

მალცაზი-ს ბატონო უკაცრავად მ,მაგრამ რატომ არის უინტერესო?ეს სტატია არარის სრულყოფილი , მაგრამ ნამდვილად საინტერესოა,ის კარგია ვინ ვისი საყვარელია ,ვის რაფერის ბიკინი აცვია,ვინ სად დაისვენა ბილოსდაბოლოს მანიაკი ბელადის ჯსნმრთელობის მდგომარეობა,მისი საყვარლების ბინების და ბოდვის მოსმენა საინტერესოა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები
ავტორი:

თბილისის რომელი რესტორანი მასპინძლობდა რობერტ კაპას, ჯონ სტეინბეკსა და სხვა მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს

თბილისის რომელი რესტორანი მასპინძლობდა რობერტ კაპას, ჯონ სტეინბეკსა და სხვა მსოფლიოში ცნობილ ადამიანებს

მსოფლიოში მრავალ ქალაქშია ისეთი კაფე თუ რესტორანი, რომელსაც ერთხელ მაინც უნდა ესტუმრო: თუკი პარიზში თვით პაბლო პიკასო და ამადეო მოდილიანის საყვარელი რესტორანი „როტონდა“ იყო, ბუდაპეშტი თავს „ნიუ იორკ კაფეთი“ იწონებს, ვენაში კი ასეთი აუცილებლად სანახავი კაფე „ზახერია“, სადაც იმპერატორების უსაყვარლესი ლეგენდარული დესერტები მზადდებოდა.

თბილისში ასეთი ფუნიკულიორია, 1938 წელს გახსნილი ქართული რესტორანი, რომელმაც ათეულობით წლის განმავლობაში უამრავ ცნობილ ადამიანს უმასპინძლა.

თბილისელთა არაერთი თაობის გამორჩეული რესტორანი გახსნის დღიდანვე არ იყო მხოლოდ რიგითი კვების ობიექტი: ნებისმიერ აქ მცხოვრებ ადამიანს - ახალგაზრდას თუ ასაკოვანს - აქვს ფუნიკულიორთან დაკავშირებული თავისი უნიკალური ისტორია ფუნიკულიორის შესახებ, მოგონება, რომელმაც ის ამ ადგილთან სამუდამოდ დააკავშირა.

რამდენიმე სცენა ისტორიიდან

ყველაფერი 1900 წელს დაიწყო, როდესაც ბელგიელ ინჟინერ ალფონს რობიმ ფუნიკულიორის სადგურის მშენებლობა ჩაიბარა. ფუნიკულიორის პირველი მემანქანე, ვასილ ყვავილაშვილი იხსენებს რომ პირველი მგზავრები აქ ფაეტონებით მოჰყავდათ და ფულსაც კი უხდიდნენ, რომ უჩვეულო ტრანსპორტით ემგზავრათ. თუმცა აქაურები სულ მალე მიეჩვივნენ ფუნიკულიორს და სულ მალე ის ხალხის საყვარელი გასართობი ატრაქციონი გახდა.

1936-1938 წლებში 27 წლის არქიტექტორებს - ზაქარია და ნადეჟდა ქურდიანებს სამსართულიანი შენობის დაპროექტება და მშენებლობა დაევალათ.

ცნობილი ფაქტია, რომ მშენებარე ფუნიკულიორზე ლავრენტი ბერია ასულა დასათვალიერებლად, რომელსაც ხარაჩოზე ფეხმძიმე ქალი დაუნახავს და აღშფოთებულა: ეს ორსული მუშა აქ რომ დგას, სირცხვილია. იტყვიან, საბჭოთა მუშებს ასე ექცევიანო. თუმცა ფეხმძიმე ქალი არა მუშა, არამედ, პროექტის ავტორი, 27 წლის ნადეჟდა ქურდიანი იყო, რომელიც ადგილზე ხელმძღვანელობდა სამუშაოებს.

ასე გაჩნდა თბილისის სავიზიტო ბარათიც მთაწმინდაზე: მისი გამორჩეული არქიტექტურა თბილისის ნებისმიერი წერტილიდან მოგტაცებს თვალს. თაღებსა და გეომეტრიულ ფიგურებს შორის შუქ-ჩრდილების კონტრასტი უცნაური ნათებით ნებისმიერი სტუმრის გულს იმწამსვე მოინადირებს.

60-იან წლებში, მხატვარ კოკა იგნატოვს ფუნიკულიორის რესტორნის ერთ-ერთი კედლის მოხატვა დაევალა. “ფიროსმანის მონატრება” - ასე ჰქვია პანოს, რომელიც ამ დავალების შედეგად გაჩნდა კედელზე. პანოზე ასახულია ფიროსმანი ხმაურითა და ფერებით სავსე იმდროინდელ თბილისში, ქალაქში, რომელიც, თითქოს, დროში გაჩერდა. სტუმარი ამ დარბაზში ვახშმობისას, თითქოს, დროში მოგზაურობს: ერთ მხარეს მე-19 საუკუნის თბილისს ხედავს, მეორე მხარეს კი - თანამედროვე დედაქალაქის ხედებს.

რესტორანი რამდენიმე ცნობილ ქართულ ფილმში ფიგურირებს: „აბეზარა“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი”, „შეხვედრა მთაში”.

2007 წლიდან კი იწყება ფუნიკულიორის ახალი სუნთქვა, როდესაც ჯიემთი ჯგუფმა ქალაქის ღირსშესანიშნაობის შენარჩუნებისა და აღდგენის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო, 90-იანებში დაზიანებული შენობა სრულად აღადგინა და მას პირვანდელი მნიშვნელობა და დანიშნულება დაუბრუნა.

თბილისის სავიზიტო ბარათი 86 წლისაა

შენობის რეკონსტრუქციის დროს უცვლელად შენარჩუნდა პროექტით გათვალისწინებული ფასადი, სრული რესტავრაცია ჩაუტარდა კოკა იგნატოვის ცნობილ პანოს, ხოლო შენობის ინტერიერი თანამედროვე სტანდარტებით მოეწყო.

ფუნიკულიორის კომპლექსმა ხელახალი სიცოცხლე 2013 წელს დაიწყო, როდესაც მშენებლობა დამთავრდა და კომპლექსმა ფუნქციონირება განახლებული კვების ობიექტებით დაიწყო.

აქ სტუმრობა განსაკუთრებული გამოცდილებაა, რომელსაც ფუნიკულიორის ქვედა სადგურიდან, ჭონქაძის ქუჩიდან იწყებ: სალაროში ტრამვაის ბილეთს ყიდულობ, ამ ისტორიული ტრანსპორტით, ნელ-ნელა აუყვება მთაწმინდის ფერდობს, შენს თვალწინ კი თბილისის მომაჯადოებელი ხედები იშლება.

ფუნიკულიორის ზედა სადგურზე გამოსვლისას, პირველი, რასაც გრძნობ, ვანილის მოტკბო, შენი ბავშვობის სურნელია: ლეგენდარული პონჩიკები და ლაღიძის წყლები - ეს განუყრელი წყვილი ფუნიკულიორზე კვლავ გვხვდება ზუსტად იმ გემოთი, როგორიც გახსოვს.

კარგ ამინდში აჯობებს, ვერანდაზე მოიკალათო და არაჩვეულებრივი პურ-ფუნთუშეულით, გამორჩეული ყავით და თბილისის ხედებით დატკბე.

საღამოს 6 საათზე ფუნიკულიორის მეორე სართულზე არსებული ისტორიული რესტორანი იწყებს სტუმრების მიღებას. ინტერიერს აქ კვლავ ამშვენებს ოთარ ვეფხვაძის შესანიშნავი ნახატები.

რესტორნის მენიუ, რომელიც ჯიემთი ჰოსფითალითის ბრენდ-შეფმა, გიორგი სარაჯიშვილმა ქართული ტრადიციული გემოების შთაგონებითა და თანამედროვეობის ჰარმონიული შერწყმით შექმნა, სტუმრებს აღფრთოვანებულს ტოვებს.

სხვადასხვა დროს, ფუნიკულიორის რესტორანს არაერთი ცნობილი ადამიანი სწვევია სტუმრად: კუთხეში მდგარ მრგვალ მაგიდასთან ერთხელ მარგარეტ ტეტჩერს უმასპინძლეს, ვიტრაჟებთან ახლოს კი - მსოფლიოში ცნობილმა მწერალმა, ჯონ სტეინბეკმა ივახშმა. აქ დაპატიჟეს ფიდელ კასტროც, რომელიც რესტორნის ცენტრში გაშლილ ყველაზე დიდ მაგიდასთან უმასპინძლეს, ეს მაშინ, საბჭოთა კავშირში. თბილისის ხედებით მოხიბლულმა რობერტ კაპამ, კი ტერასაზე მდგარი ერთ-ერთი მაგიდა შეარჩია სავახშმოდ.

კომპლექსის მესამე სართული განსაკუთრებული წვეულებებისთვისაა განკუთვნილი. აქ სტუმრებს შეუძლიათ გამორჩეული მოვლენების დიდებულად აღნიშვნა - სწორედ ისე, როგორც ფუნიკულიორის კომპლექსს სჩვევია.

ფუნიკულიორის კომპლექსში სტუმრობის განსაკუთრებული გამოცდილების სრულყოფილად მისაღებად, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ ქართველი ხელოვანის, კოკა იგნატოვის მიერ 1972 წელს შესრულებული, ძველი თბილისის უნიკალური კედლის მხატვრობა.

თბილისის სავიზიტო ბარათის მასპინძლობის ტრადიცია, თითქმის, ერთ საუკუნეს ითვლის. გახდით უნიკალური ისტორიის თანამონაწილე — ჭიქა ღვინის, საფირმო კერძის, სასიამოვნო მუსიკისა და ხელისგულივით გადაშლილი თბილისის თვალწარმტაცი ხედის ფონზე.

R