სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მადლობა ღარიბაშვილს და მინიშნება მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებზე - ჯანდაცვის მინისტრობიდან გაშვებული ზურაბ აზარაშვილი წერილს აქვეყნებს
მადლობა ღარიბაშვილს და მინიშნება მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებზე - ჯანდაცვის მინისტრობიდან გაშვებული ზურაბ აზარაშვილი წერილს აქვეყნებს

"მე, ჩემს სა­ა­მა­ყო გუნდთან ერ­თად შევ­ძე­ლი ის­ტო­რი­ის ერთი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი და­მე­წე­რა - შევ­ძე­ლით ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ში გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბის და 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა", - წერს ჯან­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ აზა­რაშ­ვი­ლი გან­ცხა­დე­ბა­ში, რომ­ლი­თაც ეხ­მა­უ­რე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გო­მის სა­კითხს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში.

ის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტზე საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გებს აჯა­მებს და აცხა­დებს, რომ შეძ­ლო სის­ტე­მა­ში იმ დრო­ის­თვის გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბის და ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის 2 წე­ლი­წად­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა“, მათ შო­რის აზა­რაშ­ვი­ლის თქმით, და­ა­ი­ნი­ცი­რა სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა, რო­მე­ლიც „არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, ხალ­ხის სი­ცო­ცხლი­სა და ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებ­და“. გარ­და ამი­სა, მისი შე­ფა­სე­ბით, დრჯ-ის და­ნერგვის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან თა­ნა­გა­დახ­და ის­ტო­რი­ულ 10%-იან მი­ნი­მუმ­ზეა და მო­სახ­ლე­ო­ბამ 170 მლნ ლარი უკვე და­ზო­გა, მკაც­რი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში კი ბი­უ­ჯეტ­ში მი­ტა­ცე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი დაბ­რუნ­და.

გთა­ვა­ზობთ წე­რილს უც­ვლე­ლად:

"მინ­და, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ჩემი სა­მი­ნის­ტრო­ში მოღ­ვა­წე­ო­ბის ორ­წლი­ა­ნი ან­გა­რი­ში, მად­ლი­ე­რე­ბით და­ვი­წყო, რად­გან ხში­რად მოკ­ლე­ვა­დი­ა­ნი პი­ა­რით მო­ხიბ­ლუ­ლებს ვინ ვართ გვა­ვი­წყდე­ბა. გულ­წრფე­ლი მად­ლო­ბა მსურს, გა­და­ვუ­ხა­დო ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს 4 წლის წინ გა­მო­ჩე­ნი­ლი ნდო­ბის­თვის, 20 - წლი­ა­ნი სა­ბან­კო საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ რომ მომ­ცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, მემ­სა­ხუ­რა ჩემი ქვეყ­ნის­თვის, ჯერ ქვეყ­ნის თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით და 2022 წლი­დან ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში. ამი­ტომ ჩემ­თვის უძ­ვირ­ფა­სე­სი ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის მისი გულ­წრფე­ლი შე­ფა­სე­ბაა.

სწო­რედ ამ მხარ­და­ჭე­რი­თა და ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბით შევ­ძე­ლით სის­ტე­მა­ში იმ დრო­ის­თვის გა­და­უჭ­რე­ლი პრობ­ლე­მე­ბის და ბოლო 30 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უძ­ლე­ბე­ლი რე­ფორ­მე­ბის 2 წე­ლი­წად­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. ჩემ­თვის ეს ხომ ერთი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სამ­სა­ხუ­რი კი არა, ქვეყ­ნის­თვის მსა­ხუ­რე­ბა იყო.

იმ დრო­ის­თვის, ჯან­დაც­ვის სექ­ტორ­ში მო­ცე­მუ­ლო­ბა იყო კრი­ტი­კუ­ლად რთუ­ლი, სუს­ტი კონ­ტრო­ლით და სრუ­ლი დე­რე­გუ­ლა­ცი­ით მი­ღე­ბუ­ლი სა­ვა­ლა­ლო შე­დე­გე­ბი კი - მყი­სი­ე­რად მო­საგ­ვა­რე­ბე­ლი. ამას თან ერ­თვო­და კო­ვი­დის მიმ­დი­ნა­რე საფრ­თხე­ე­ბი; ზო­გი­ერ­თი კლი­ნი­კის და ზო­გი­ერ­თი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ის მხრი­დან არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად ფუ­ლის მი­ტა­ცე­ბის ცხა­დი ფაქ­ტე­ბი.

სა­მი­ნის­ტრო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის ორ­წლი­ან პე­რი­ოდ­ში, ყო­ვე­ლი დღე, იყო სტრე­სით, ზე­წო­ლი­თა და პრო­ტეს­ტით სავ­სე. ჩვე­ნი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა კი - პრინ­ცი­პუ­ლი, გა­ბე­დუ­ლი და რის­კი­ა­ნი, ის ხომ სის­ტე­მა­ში წლო­ბით ფეს­ვგად­გმულ უმ­სგავ­სო­ბას პირ­და­პირ თუ ირი­ბად ეხე­ბო­და. თუმ­ცა, გუნ­დის ერ­თი­ა­ნი სუ­ლის­კვე­თე­ბით, საქ­მის კე­თე­ბის მა­ღა­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის ძლი­ე­რი პო­ლი­ტი­კუ­რი მხარ­და­ჭე­რით გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლეთ რე­ფორ­მე­ბი, რომ­ლებ­ზე სა­უ­ბა­რიც კი ბევ­რს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი ეჩ­ვე­ნე­ბო­და.

კლი­ნი­კე­ბის­თვის დი­აგ­ნოზ­თან შე­ჭი­დუ­ლი გა­დახ­დის სის­ტე­მა იყო 30 წლის მან­ძილ­ზე წი­ნა­მორ­ბე­დი ყვე­ლა მი­ნის­ტრის დიდი სურ­ვი­ლი, რომ და­ე­ნერ­გათ. პირ­ვე­ლი­ვე წელს შევ­ძე­ლით და ამოქ­მედ­და ეს სის­ტე­მა, რო­მელ­მაც ტრან­სპა­რენ­ტუ­ლი გა­ხა­და ყვე­ლა არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მო­თა­მა­შის ქმე­დე­ბა და დარ­ღვე­ვის ყვე­ლა დე­ტა­ლი ზე­და­პირ­ზე გა­მო­ი­ტა­ნა. სწო­რედ ამი­ტომ, და­ვა­ი­ნი­ცი­რეთ სა­მე­დი­ცი­ნო რე­გუ­ლი­რე­ბის კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბა, რო­მელ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ უფრო დიდი პრო­ტეს­ტი მოყ­ვა, ეს ხომ ზო­გი­ერ­თის­თვის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად, ხალ­ხის სი­ცო­ცხლი­სა და ბი­უ­ჯე­ტის ხარ­ჯზე გამ­დიდ­რე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ამ­ცი­რებ­და. დრჯ-ის და­ნერგვის შემ­დეგ მო­ქა­ლა­ქის მხრი­დან თა­ნა­გა­დახ­და ის­ტო­რი­ულ 10%-იან მი­ნი­მუმ­ზეა და მო­სახ­ლე­ო­ბამ 170 მლნ ლარი უკვე და­ზო­გა, მკაც­რი სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლის პი­რო­ბებ­ში კი ბი­უ­ჯეტ­ში მი­ტა­ცე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით ლარი დაბ­რუნ­და.ასე­თი­ვე ხმა­უ­რის ფონ­ზე დავ­ნერ­გეთ წამ­ლებ­ზე რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბი, რო­მე­ლიც დღეს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის წლი­უ­რად ასო­ბით მი­ლი­ო­ნი ლა­რის და­ზოგ­ვას­თან ერ­თად, მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ქვეყ­ნის ინფლა­ცი­ის შემ­ცი­რე­ბა­სა და სა­გა­დამ­ხდე­ლო ბა­ლან­სის პო­ზი­ტი­უ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ტრი­ბუ­ტო­რია. სა­ერ­თო ჯამ­ში, თურ­ქე­თის ბაზ­რის გახ­სნით, რე­ფე­რენ­ტუ­ლი ფა­სე­ბის და­წე­სე­ბით და ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის უშუ­ა­ლოდ მწარ­მო­ებ­ლე­ბი­დან შეს­ყიდ­ვით წლი­უ­რად 400 მლნ ლარი იზო­გე­ბა.

რე­ფე­რენ­ტულ­მა ფას­წარ­მოქ­მნამ მოგ­ვცა შე­საძ­ლებ­ლო­ბა 2024 წლი­დან სრუ­ლად მოგ­ვეხ­სნა ქრო­ნი­კუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის წლი­უ­რი ლი­მი­ტი და 350,000 ადა­მი­ანს ყო­ველ­დღი­უ­რად, სრუ­ლი­ად უფა­სოდ, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე მი­ე­წო­დე­ბათ სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბი. და­ი­ნერ­გა ელექტრო­ნუ­ლი რე­ცეპ­ტე­ბი, აფ­თი­ა­ქებს გა­უჩ­ნდათ ბა­ზე­ბის სა­მი­ნის­ტროს­თვის გახ­სნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

ზუს­ტად ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბით გა­მო­ავ­ლი­ნა სა­მი­ნის­ტრომ ფარ­მა­კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან კარ­ტე­ლუ­რი გა­რი­გე­ბის ფაქ­ტი რო­მე­ლიც კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტომ და­ა­დას­ტურ­და და 53მლნ ლა­რის ჯა­რი­მა და­ე­კის­რათ კომ­პა­ნი­ებს, რამ­დე­ნი­მე ფარ­მა­კომ­პა­ნი­ის ჭარ­ბი 3000%-იანი ზე­მო­გე­ბის საქ­მე კი კონ­კუ­რენ­ცი­ის სა­ა­გენ­ტო­ში გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია.პა­ცი­ენ­ტის უსაფრ­თხო­ე­ბის პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში სა­მი­ნის­ტრო რე­ა­ლურ დრო­ში აკონ­ტრო­ლებს ჭარ­ბი ან­ტი­ბი­ო­ტი­კე­ბის, ფსი­ქოტ­რო­პუ­ლი და არა­სა­ჭი­რო მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ან­გა­რე­ბის მიზ­ნით გა­მო­წე­რას. ამ უმწვა­ვე­სი გა­მოწ­ვე­ვის მო­საგ­ვა­რებ­ლად და­წყე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ო­ში სა­უ­კე­თე­სო პრაქ­ტი­კის მი­ხედ­ვით ქვე­ყა­ნა­ში ე.წ სან­შა­ი­ნის და­ნერგვის პრო­ექ­ტზე მუ­შა­ო­ბა, სა­დაც ფარ­მა­ცევ­ტულ კომ­პა­ნი­ებს შე­ე­ზღუ­დე­ბათ კლი­ნი­კებ­ში მარ­კე­ტინ­გუ­ლი აქ­ტი­ვო­ბე­ბი და ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის მხრი­დან ექი­მის­თვის გა­დახ­დი­ლი ყო­ვე­ლი ლარი და­დეკ­ლა­რირ­დე­ბა შე­სა­ბა­მის სა­ჯა­რო სის­ტე­მა­ში.ონ­კო­ლო­გი­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა მოხ­და რო­გორც სა­მე­დი­ცი­ნო სერ­ვი­სის და­ფარ­ვის, ასე­ვე წამ­ლე­ბის შეს­ყიდ­ვის პირ­და­პირ მწარ­მო­ებ­ლებ­თან და­კონ­ტრაქ­ტე­ბით, რა­მაც სა­შუ­ა­ლოდ 50%-ით შე­ამ­ცი­რა ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი წამ­ლე­ბის ფასი და ორ­ჯერ მე­ტის შეს­ყიდ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა შე­იქ­მნა. თუმ­ცა, ისევ დიდ გა­მოწ­ვე­ვად რჩე­ბა სწო­რი ონ­კო­ლო­გი­უ­რი დი­აგ­ნოს­ტი­კა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის გა­იდ­ლა­ი­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რად და­ნიშ­ვნის სა­კი­თხი. ასე­ვე, გა­მოვ­ლე­ნი­ლია ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც სა­ეჭ­ვო ქვეყ­ნი­დან ხდე­ბო­და და­უ­რე­გის­ტრი­რე­ბე­ლი, სა­ეჭ­ვო წარ­მო­მავ­ლო­ბის ათა­სო­ბით ცალი ონ­კო­ლო­გი­უ­რი მე­დი­კა­მენ­ტის შე­მო­ტა­ნა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ვა­რა­უ­დოდ, მი­ნი­მუმ 60 ონ­კო­ლო­გია ჩარ­თუ­ლი ამ სქე­მა­ში და მათ მიერ გა­მო­წე­რი­ლი ფორ­მა 100-ის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ლი­ო­ნო­ბით ლა­რის და­ფი­ნან­სე­ბის მო­თხოვ­ნა შე­მო­დი­ო­და რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში ასე­ვე მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებ­ში, ხოლო ონ­კო­ლო­გი­უ­რი პა­ცი­ენ­ტე­ბის­თვის ხდე­ბო­და გა­ურ­კვე­ვე­ლი წარ­მო­შო­ბის წამ­ლის გა­მო­წე­რა და გა­მო­ყე­ნე­ბა. ამ სა­კი­თხის შე­სა­ბა­მი­სი შუ­ა­ლე­დუ­რი გან­ხილ­ვა უკვე მოხ­და პრო­ფე­სი­ულ საბ­ჭო­ზე და საქ­მის მა­სა­ლე­ბი გა­დაგ­ზავ­ნი­ლია სა­მარ­თალ­დამ­ცავ სტრუქ­ტუ­რებ­ში. სწო­რედ ამ და სხვა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი მი­ზე­ზე­ბის გა­მოა რომ ვერ ხერ­ხდე­ბა პა­ცი­ენტზე ონ­კო­ლო­გი­ის­თვის დად­გე­ნი­ლი ლი­მი­ტის გა­უქ­მე­ბა, ხოლო ონ­კო­ლო­გი­ის ად­რე­უ­ლი დი­აგ­ნოს­ტი­კა კი სა­პი­ლო­ტედ მხო­ლოდ სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კებ­ში იწყე­ბა. და­ზოგ­ვის ეფექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით კი ონ­კო­ლო­გი­ის ჯა­მუ­რი ბი­უ­ჯე­ტი 2024 წელს 350მლნ ლა­რამ­დეა, რაც 2012 წლის­თვის მხო­ლოდ 20მლნ ლარი იყო.დიდი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა იყო ონ­კო­ლო­გი­უ­რი ბავ­შვე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ნა­წილ­ში. მშობ­ლებ­თან არა­ერ­თი შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტეთ დაგ­ვე­ნერ­გა ბავ­შვე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბის პროგ­რა­მა. წინა წლის აგ­ვის­ტო­დან, მსოფ­ლი­ოს 3 ქვე­ყა­ნა­ში, 7 სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტის მრა­ვალპრო­ფი­ლურ კლი­ნი­კა­ში, სრულ­ყო­ფი­ლი სერ­ვი­სით ვფა­რავთ ბავ­შვთა ონ­კო­ლო­გი­ას, რომ­ლი­თაც ამ დრო­ის­თვის 60-ზე მეტ­მა ბავ­შვმა უკვე ისარ­გებ­ლა.მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პროგ­რე­სი გვაქვს წამ­ლის ხა­რის­ხის კონ­ტრო­ლის კუ­თხით. წინა წელს გავ­ხსე­ნით 20 წლის წინ ქვე­ყა­ნა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, გა­უქ­მე­ბუ­ლი წამ­ლის ლა­ბო­რა­ტო­რია. ასე­ვე, გამ­კაცრ­და კონ­ტრო­ლი ქვე­ყა­ნა­ში წამ­ლი­სა და და­უ­ფა­სო­ე­ბე­ლი ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი პრო­დუქ­ტის იმ­პორტზე, სა­დაც გა­მო­იკ­ვე­თა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­უ­სა­ბა­მო­ბე­ბი ხა­რის­ხის კუ­თხით და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დო­ნე­ზე უკვე შე­ვი­ტა­ნეთ შე­სა­ბა­მი­სი ცვლი­ლე­ბე­ბი.ქვე­ყა­ნა­ში პირ­ვე­ლად შე­მო­ვი­ტა­ნეთ სა­მე­დი­ცი­ნო პერ­სო­ნა­ლის­თვის მი­ნი­მა­ლუ­რი ხელ­ფა­სის მე­ქა­ნიზ­მი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც სის­ტე­მა­ში 21000-ზე მეტ ადა­მი­ანს გა­ე­ზარ­და ყო­ველ­თვი­უ­რი ხელ­ფა­სი.

სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის ხა­რის­ხის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის მიზ­ნით, კლი­ნი­კე­ბის­თვის და­ი­ნერ­გა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. რო­მე­ლიც ამ კუ­თხით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია.დი­ა­ბე­ტი­ა­ნი ბავ­შვე­ბი უკვე სრუ­ლად არი­ან უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ­ნი 14 და­სა­ხე­ლე­ბის სა­ჭი­რო ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და პროგ­რა­მის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბით უკვე მთელს ქვე­ყა­ნა­ში.ქვე­ყა­ნა­ში სრუ­ლი­ად უკონ­ტრო­ლოდ წარ­მო­ებ­და წამ­ლის და სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლე­ბე­ბის კვლე­ვა ადა­მი­ა­ნებ­ზე, რაც შე­სა­ბა­მი­სი ჩარ­ჩო რე­გუ­ლა­ცი­ით, სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით მო­წეს­რიგ­და. კვლე­ვის ნე­ბარ­თვა­ზე გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე შე­სა­ბა­მი­სი უწყე­ბა­თა­შო­რი­სი კო­მი­სია იღებს. ასე­ვე მკვლე­ვარ კომ­პა­ნი­ას აქვს შე­დე­გებ­ზე პე­რი­ო­დუ­ლი რე­პორ­ტინ­გის და პა­ცი­ენ­ტის უპი­რო­ბო სა­და­ზღვე­ვო გა­რან­ტი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა.

და­ვაპ­რი­ო­რი­ტე­ტეთ და დღეს უკვე სრუ­ლად არის და­ფა­რუ­ლი დი­ა­ლი­ზის სერ­ვი­სის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა ქვეყ­ნის მას­შტა­ბით და­მა­ტე­ბით 15 ქა­ლაქ­ში, ჯამ­ში 49 ლო­კა­ცი­ა­ზე.

მას­შტა­ბუ­რი პრო­ტეს­ტი იყო სუ­რო­გა­ცი­ის შე­ზღუდ­ვის კა­ნონ­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც უკვე პარ­ლა­მენ­ტში გან­სა­ხილ­ვე­ლად მი­ვი­ტა­ნეთ და უნდა და­იც­ვას ყვე­ლა ქარ­თვე­ლის ეროვ­ნუ­ლი ინ­ტე­რე­სი.

მომ­ზად­და და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­საძ­ლოა მთავ­რო­ბას და შემ­დეგ პარ­ლა­მენტს წა­რედ­გი­ნოს სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის ქვე­ყა­ნა­ში დაშ­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის მი­ხედ­ვით რე­გუ­ლა­ცია. ეს კა­ნო­ნი მო­აგ­ვა­რებს უხა­რის­ხო სა­მე­დი­ცი­ნო მო­წყო­ბი­ლე­ბე­ბის და მა­სა­ლე­ბის ბრუნ­ვას ქვე­ყა­ნა­ში.რუხ­ში, 2018 წელს აშე­ნე­ბულ და მი­ტო­ვე­ბულ კლი­ნი­კა­ში, გავ­მარ­თეთ მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სერ­ვი­სე­ბი და კლი­ნი­კა დღეს უკვე ათა­სო­ბით ქარ­თველ თუ სა­ო­კუ­პა­ციო ხაზს მიღ­მა მცხოვ­რებ მო­სახ­ლე­ო­ბას წარ­მა­ტე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა.

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის ცენ­ტრში სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი იყო კლი­ნი­კებ­თან გა­რი­გე­ბის კუ­თხით, რის გა­და­სა­ზღვე­ვა­დაც წარ­მა­ტე­ბით ამოქ­მედ­და ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცი­ის ავ­ტო­მა­ტი­ზი­რე­ბუ­ლი მო­დუ­ლი. მთე­ლი ქვეყ­ნის მას­შტა­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია რე­ა­ნო­მო­ბი­ლის სერ­ვი­სი რო­მე­ლიც ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის გარ­და ასე­ვე უზ­რუნ­ველ­ყოფს ბი­უ­ჯე­ტი­დან არა­სა­ჭი­რო თან­ხე­ბის არ­გა­დახ­დას კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის ბრი­გა­დე­ბის­თვის.და­წყე­ბუ­ლია ქვეყ­ნის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი, ექი­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის, რე­სერ­ტი­ფი­ცი­რე­ბის, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ გაგ­ზავ­ნის პრო­ექ­ტი. უკვე მიმ­დი­ნა­რე წლის ბო­ლომ­დე და­გეგ­მი­ლი იყო და­მამ­თავ­რე­ბე­ლი კურ­სის სტუ­დენ­ტე­ბის სა­ზღვარ­გა­რეთ სას­წავ­ლებ­ლად გაშ­ვე­ბა, რო­მე­ლიც ში­ნა­არ­სობ­რი­ვად და ვა­და­ში ებ­მო­და ახა­ლი რეს­პუბ­ლი­კუ­რი კლი­ნი­კის გახ­სნას და უკვე უკან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი ექი­მე­ბი მყა­რი ფი­ნან­სუ­რი და თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი გა­რან­ტი­ე­ბით უნდა და­საქმდნენ სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კებ­ში.ასე­ვე უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია და უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სას­წავ­ლო ცენ­ტრის გახ­სნა, სა­დაც სპე­ცი­ა­ლუ­რი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბით, სა­მი­ნის­ტრო­ში შე­მა­ვალ ყვე­ლა ერ­თე­ულს ექ­ნე­ბა გა­დამ­ზა­დე­ბის და ტრე­ნინ­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პრე­მი­ე­რის უშუ­ა­ლო ძა­ლის­ხმე­ვით და­ვი­წყეთ დევ­ნი­ლე­ბის გან­სახ­ლე­ბის უპ­რე­ცე­დენ­ტო პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია და უკვე წელს და­ი­წყე­ბა ასე­უ­ლო­ბით ბი­ნის გა­ნა­წი­ლე­ბა, ჯამ­ში კი 2025 წლის­თვის 40000 დევ­ნილს ექ­ნე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი.კი­დევ არა­ერ­თი რე­ფორ­მა, სტან­დარ­ტი(ქი­რურ­გია, ბა­რი­ატ­რია, სტო­მა­ტო­ლო­გია, ნარ­კო­ცენ­ტრე­ბი, ონ­კო­ლო­გია, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნე­ბი და ა.შ) თუ ინი­ცი­ა­ტი­ვა გა­ვა­ტა­რეთ, ყვე­ლა­ფერს აქ ვერ ჩა­მოვ­თვლი და ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულს შე­უძ­ლია ამის მარ­ტი­ვად ნახ­ვა.მე, ჩემს სა­ა­მა­ყო გუნდთან ერ­თად შევ­ძე­ლი ის­ტო­რი­ის ერთი მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ფურ­ცე­ლი და­მე­წე­რა. მად­ლო­ბა მათ მრა­ვალ­სა­ა­თი­ან შრო­მა­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი ყო­ვე­ლი დღის­თვის. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ არ დარ­ჩა არ­ცერ­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რე­ფორ­მა, რო­მე­ლიც არ გა­ვა­ტა­რეთ ან იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და პრო­ცეს­ში არაა.რა­საკ­ვირ­ვე­ლია, სა­ხელ­მწი­ფო კლი­ნი­კე­ბის რო­ლის გაძ­ლი­ე­რე­ბა და მათ შო­რის, თბი­ლი­სის რეს­პუბ­ლი­კუ­რი კლი­ნი­კა ჩვე­ნი უმ­თავ­რე­სი პრი­ო­რი­ტე­ტი იყო. ბოლო 20 წე­ლია შე­ნო­ბის უპერ­სპექ­ტი­ვო­ბა­ზე არა­ერ­თი დას­კვნა თუ შე­ფა­სე­ბა გა­კეთ­და, მაგ­რამ სის­ტე­მა­ში რო­გორც სხვა მას­შტა­ბუ­რი რე­ფორ­მე­ბი, ესეც არას­დროს და­წყე­ბუ­ლა. შე­სა­ბა­მი­სად, იმ ნიშ­ნუ­ლამ­დე, წელს თე­ბერ­ვლის თვე­ში სა­დაც პრო­ექ­ტი მი­ვიყ­ვა­ნეთ, არას­დროს არა­ვინ მი­სუ­ლა. მჯე­რა რომ ის სა­მოქ­მე­დო გეგ­მა, რაც და­წყე­ბუ­ლი გვქონ­და, სხვა გან­ხი­ლუ­ლი ალ­ტერ­ნა­ტი­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ნაკ­ლე­ბი და­ნა­ხარ­ჯე­ბით და ეკო­ნო­მი­კუ­რი ეფექ­ტით რამ­დე­ნი­მე წე­ლი­წად­ში მი­იყ­ვან­და ქვე­ყა­ნას უკონ­კუ­რენ­ტო, თა­ნა­მედ­რო­ვე, მრა­ვალპრო­ფი­ლუ­რი სამ­კურ­ნა­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის შექ­მნამ­დე.ჩემს ორ­წლი­ან ძა­ლის­ხმე­ვა­ში შე­დე­გებს 90% და პი­ა­რულ აქ­ტი­ვო­ბებს 10% ეთ­მო­ბო­და, რაც დღე­ვან­დე­ლი გად­მო­სა­ხე­დი­დან ვრწმუნ­დე­ბი, რომ ალ­ბათ შე­საც­ვლე­ლი პრო­პორ­ცი­აა.

  • ჩვე­ნი ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ხომ ქვეყ­ნის­თვის გრძელ­ვა­დი­ა­ნი შე­დე­გის მი­სა­ღე­ბად იყო გათ­ვლი­ლი და არა ერ­თდღი­ან პი­ა­რაქ­ტი­ვო­ბაზე.

ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, რამ­დე­ნი ძალა, რამ­დე­ნი სი­მარ­თლე იყო ასე­თი ჩვე­ნი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის უკან, როცა მძლავ­რი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, 2 წლის მან­ძილ­ზე ვი­ნარ­ჩუ­ნებ­დი პოსტს, დღეს კი ღირ­სე­უ­ლად, ამაყ­მა დავ­ტო­ვე დრო­ე­ბი­თი თა­ნამ­დე­ბო­ბა.

წარ­მა­ტე­ბას ვუ­სურ­ვებ მო­მა­ვალ მი­ნისტრს, რო­მე­ლიც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, კი­დევ უფრო უკე­თე­სი მე­ნე­ჯე­რუ­ლი უნა­რე­ბით გულ­წრფე­ლად გა­აგ­რძე­ლებს ჩვენს მო­ნა­პო­ვარს, აღა­რას­დროს დაბ­რუნ­დე­ბა ის დრო, რაც დამ­ხვდა და, შე­სა­ბა­მი­სად, მო­სახ­ლე­ო­ბა და ბი­უ­ჯე­ტი კი­დევ უფრო და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა, კე­თილ­დღე­ო­ბა კი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე­ზე აი­სა­ხე­ბა. მე კი ვრჩე­ბი ჩემი ქვეყ­ნის რი­გით ჯა­რის­კა­ცად და სა­მი­ნის­ტროს გულ­მხურ­ვა­ლე გულ­შე­მატ­კივ­რად".

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

2023 წლის დეკემბრის თვიდან დღემდე ჩემს მეუღლეს წამალი არ მიუღია (არის ონკოლოგიური პაციენტი), იმიტომ რომ ზუსტად ამ მინისტრმა აუკრძალა და ლიცენზიები შეუჩერა აფთიაქებს იმ ძვირად ღირებულ მედიკამენტებზე, რომლებიც შემოქონდათ და გვჭირდებოდა, ეხლა რა ვქნათ ჩვენ, ამით გადაწყდა ჩვენი პრობლებები?, რატომ არ არის ალტერნატივა ქვეყანაში, რომ წამალი ავიღოთ სადმე 

მეგი
1

საჭმლის ფული ხომ მისცეს. კათარზისში არ მოუწიოს ოჯახს სიარული

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

მადლობა ღარიბაშვილს და მინიშნება მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებზე - ჯანდაცვის მინისტრობიდან გაშვებული ზურაბ აზარაშვილი წერილს აქვეყნებს

მადლობა ღარიბაშვილს და მინიშნება მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესებზე - ჯანდაცვის მინისტრობიდან გაშვებული ზურაბ აზარაშვილი წერილს აქვეყნებს

"მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა - შევძელით ჯანდაცვის სისტემაში გადაუჭრელი პრობლემების და 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების განხორციელება", - წერს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი განცხადებაში, რომლითაც ეხმაურება თანამდებობიდან გადადგომის საკითხს სოციალურ ქსელში.

ის ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე საქმიანობის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ შეძლო სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება“, მათ შორის აზარაშვილის თქმით, დააინიცირა სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელიც „არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა“. გარდა ამისა, მისი შეფასებით, დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.

გთავაზობთ წერილს უცვლელად:

"მინდა, საზოგადოებისთვის ჩემი სამინისტროში მოღვაწეობის ორწლიანი ანგარიში, მადლიერებით დავიწყო, რადგან ხშირად მოკლევადიანი პიარით მოხიბლულებს ვინ ვართ გვავიწყდება. გულწრფელი მადლობა მსურს, გადავუხადო ირაკლი ღარიბაშვილს 4 წლის წინ გამოჩენილი ნდობისთვის, 20 - წლიანი საბანკო საქმიანობის შემდეგ რომ მომცა შესაძლებლობა, მემსახურა ჩემი ქვეყნისთვის, ჯერ ქვეყნის თავდაცვის მიმართულებით და 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტროში. ამიტომ ჩემთვის უძვირფასესი ჩემი საქმიანობის მისი გულწრფელი შეფასებაა.

სწორედ ამ მხარდაჭერითა და ერთსულოვნებით შევძელით სისტემაში იმ დროისთვის გადაუჭრელი პრობლემების და ბოლო 30 წლის განმავლობაში შეუძლებელი რეფორმების 2 წელიწადში განხორციელება. ჩემთვის ეს ხომ ერთი ჩვეულებრივი სამსახური კი არა, ქვეყნისთვის მსახურება იყო.

იმ დროისთვის, ჯანდაცვის სექტორში მოცემულობა იყო კრიტიკულად რთული, სუსტი კონტროლით და სრული დერეგულაციით მიღებული სავალალო შედეგები კი - მყისიერად მოსაგვარებელი. ამას თან ერთვოდა კოვიდის მიმდინარე საფრთხეები; ზოგიერთი კლინიკის და ზოგიერთი ფარმაცევტული კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად ფულის მიტაცების ცხადი ფაქტები.

სამინისტროში საქმიანობის ორწლიან პერიოდში, ყოველი დღე, იყო სტრესით, ზეწოლითა და პროტესტით სავსე. ჩვენი ყველა გადაწყვეტილება კი - პრინციპული, გაბედული და რისკიანი, ის ხომ სისტემაში წლობით ფესვგადგმულ უმსგავსობას პირდაპირ თუ ირიბად ეხებოდა. თუმცა, გუნდის ერთიანი სულისკვეთებით, საქმის კეთების მაღალი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით და ირაკლი ღარიბაშვილის ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერით განვახორციელეთ რეფორმები, რომლებზე საუბარიც კი ბევრს წარმოუდგენელი ეჩვენებოდა.

კლინიკებისთვის დიაგნოზთან შეჭიდული გადახდის სისტემა იყო 30 წლის მანძილზე წინამორბედი ყველა მინისტრის დიდი სურვილი, რომ დაენერგათ. პირველივე წელს შევძელით და ამოქმედდა ეს სისტემა, რომელმაც ტრანსპარენტული გახადა ყველა არაკეთილსინდისიერი მოთამაშის ქმედება და დარღვევის ყველა დეტალი ზედაპირზე გამოიტანა. სწორედ ამიტომ, დავაინიცირეთ სამედიცინო რეგულირების კანონში ცვლილება, რომელსაც, სამწუხაროდ, კიდევ უფრო დიდი პროტესტი მოყვა, ეს ხომ ზოგიერთისთვის არაკეთილსინდისიერად, ხალხის სიცოცხლისა და ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად ამცირებდა. დრჯ-ის დანერგვის შემდეგ მოქალაქის მხრიდან თანაგადახდა ისტორიულ 10%-იან მინიმუმზეა და მოსახლეობამ 170 მლნ ლარი უკვე დაზოგა, მკაცრი სახელმწიფო კონტროლის პირობებში კი ბიუჯეტში მიტაცებული მილიონობით ლარი დაბრუნდა.ასეთივე ხმაურის ფონზე დავნერგეთ წამლებზე რეფერენტული ფასები, რომელიც დღეს მოსახლეობისთვის წლიურად ასობით მილიონი ლარის დაზოგვასთან ერთად, მეამაყება, რომ ქვეყნის ინფლაციის შემცირებასა და საგადამხდელო ბალანსის პოზიტიურობაში მნიშვნელოვანი კონტრიბუტორია. საერთო ჯამში, თურქეთის ბაზრის გახსნით, რეფერენტული ფასების დაწესებით და ონკოლოგიური მედიკამენტების უშუალოდ მწარმოებლებიდან შესყიდვით წლიურად 400 მლნ ლარი იზოგება.

რეფერენტულმა ფასწარმოქმნამ მოგვცა შესაძლებლობა 2024 წლიდან სრულად მოგვეხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350,000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის მანძილზე მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები. დაინერგა ელექტრონული რეცეპტები, აფთიაქებს გაუჩნდათ ბაზების სამინისტროსთვის გახსნის ვალდებულება.

ზუსტად ამ შესაძლებლობით გამოავლინა სამინისტრომ ფარმაკომპანიების მხრიდან კარტელური გარიგების ფაქტი რომელიც კონკურენციის სააგენტომ დაადასტურდა და 53მლნ ლარის ჯარიმა დაეკისრათ კომპანიებს, რამდენიმე ფარმაკომპანიის ჭარბი 3000%-იანი ზემოგების საქმე კი კონკურენციის სააგენტოში განხილვის პროცესშია.პაციენტის უსაფრთხოების პროექტის ფარგლებში სამინისტრო რეალურ დროში აკონტროლებს ჭარბი ანტიბიოტიკების, ფსიქოტროპული და არასაჭირო მედიკამენტების ანგარების მიზნით გამოწერას. ამ უმწვავესი გამოწვევის მოსაგვარებლად დაწყებულია მსოფლიოში საუკეთესო პრაქტიკის მიხედვით ქვეყანაში ე.წ სანშაინის დანერგვის პროექტზე მუშაობა, სადაც ფარმაცევტულ კომპანიებს შეეზღუდებათ კლინიკებში მარკეტინგული აქტივობები და ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ექიმისთვის გადახდილი ყოველი ლარი დადეკლარირდება შესაბამის საჯარო სისტემაში.ონკოლოგიის მიმართულებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესება მოხდა როგორც სამედიცინო სერვისის დაფარვის, ასევე წამლების შესყიდვის პირდაპირ მწარმოებლებთან დაკონტრაქტებით, რამაც საშუალოდ 50%-ით შეამცირა ძვირადღირებული წამლების ფასი და ორჯერ მეტის შესყიდვის შესაძლებლობა შეიქმნა. თუმცა, ისევ დიდ გამოწვევად რჩება სწორი ონკოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტების გაიდლაინების მიხედვით, კეთილსინდისიერად დანიშვნის საკითხი. ასევე, გამოვლენილია ფაქტები, როდესაც საეჭვო ქვეყნიდან ხდებოდა დაურეგისტრირებელი, საეჭვო წარმომავლობის ათასობით ცალი ონკოლოგიური მედიკამენტის შემოტანა. სამწუხაროდ, სავარაუდოდ, მინიმუმ 60 ონკოლოგია ჩართული ამ სქემაში და მათ მიერ გამოწერილი ფორმა 100-ის საფუძველზე მილიონობით ლარის დაფინანსების მოთხოვნა შემოდიოდა როგორც სამინისტროში ასევე მუნიციპალიტეტებში, ხოლო ონკოლოგიური პაციენტებისთვის ხდებოდა გაურკვეველი წარმოშობის წამლის გამოწერა და გამოყენება. ამ საკითხის შესაბამისი შუალედური განხილვა უკვე მოხდა პროფესიულ საბჭოზე და საქმის მასალები გადაგზავნილია სამართალდამცავ სტრუქტურებში. სწორედ ამ და სხვა საფუძვლიანი მიზეზების გამოა რომ ვერ ხერხდება პაციენტზე ონკოლოგიისთვის დადგენილი ლიმიტის გაუქმება, ხოლო ონკოლოგიის ადრეული დიაგნოსტიკა კი საპილოტედ მხოლოდ სახელმწიფო კლინიკებში იწყება. დაზოგვის ეფექტის გათვალისწინებით კი ონკოლოგიის ჯამური ბიუჯეტი 2024 წელს 350მლნ ლარამდეა, რაც 2012 წლისთვის მხოლოდ 20მლნ ლარი იყო.დიდი უკმაყოფილება იყო ონკოლოგიური ბავშვების მკურნალობის ნაწილში. მშობლებთან არაერთი შეხვედრის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვენერგა ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამა. წინა წლის აგვისტოდან, მსოფლიოს 3 ქვეყანაში, 7 საერთაშორისო სტანდარტის მრავალპროფილურ კლინიკაში, სრულყოფილი სერვისით ვფარავთ ბავშვთა ონკოლოგიას, რომლითაც ამ დროისთვის 60-ზე მეტმა ბავშვმა უკვე ისარგებლა.მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს წამლის ხარისხის კონტროლის კუთხით. წინა წელს გავხსენით 20 წლის წინ ქვეყანაში, სამწუხაროდ, გაუქმებული წამლის ლაბორატორია. ასევე, გამკაცრდა კონტროლი ქვეყანაში წამლისა და დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის იმპორტზე, სადაც გამოიკვეთა მნიშვნელოვანი შეუსაბამობები ხარისხის კუთხით და კანონმდებლობის დონეზე უკვე შევიტანეთ შესაბამისი ცვლილებები.ქვეყანაში პირველად შემოვიტანეთ სამედიცინო პერსონალისთვის მინიმალური ხელფასის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც სისტემაში 21000-ზე მეტ ადამიანს გაეზარდა ყოველთვიური ხელფასი.

სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კლინიკებისთვის დაინერგა საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულება. რომელიც ამ კუთხით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.დიაბეტიანი ბავშვები უკვე სრულად არიან უზრუნველყოფილნი 14 დასახელების საჭირო ფარმაცევტული საშუალებებით და პროგრამის ხელმისაწვდომობით უკვე მთელს ქვეყანაში.ქვეყანაში სრულიად უკონტროლოდ წარმოებდა წამლის და სამედიცინო მოწყობილებების კვლევა ადამიანებზე, რაც შესაბამისი ჩარჩო რეგულაციით, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით მოწესრიგდა. კვლევის ნებართვაზე გადაწყვეტილებას წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი უწყებათაშორისი კომისია იღებს. ასევე მკვლევარ კომპანიას აქვს შედეგებზე პერიოდული რეპორტინგის და პაციენტის უპირობო სადაზღვევო გარანტიის ვალდებულება.

დავაპრიორიტეტეთ და დღეს უკვე სრულად არის დაფარული დიალიზის სერვისის ხელმისაწვდომობა ქვეყნის მასშტაბით დამატებით 15 ქალაქში, ჯამში 49 ლოკაციაზე.

მასშტაბური პროტესტი იყო სუროგაციის შეზღუდვის კანონთან დაკავშირებით, რაც უკვე პარლამენტში განსახილველად მივიტანეთ და უნდა დაიცვას ყველა ქართველის ეროვნული ინტერესი.

მომზადდა და უახლოეს დღეებში შესაძლოა მთავრობას და შემდეგ პარლამენტს წარედგინოს სამედიცინო მოწყობილობების ქვეყანაში დაშვების საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით რეგულაცია. ეს კანონი მოაგვარებს უხარისხო სამედიცინო მოწყობილებების და მასალების ბრუნვას ქვეყანაში.რუხში, 2018 წელს აშენებულ და მიტოვებულ კლინიკაში, გავმართეთ მრავალპროფილური სერვისები და კლინიკა დღეს უკვე ათასობით ქართველ თუ საოკუპაციო ხაზს მიღმა მცხოვრებ მოსახლეობას წარმატებით ემსახურება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში სერიოზული პრობლემები იყო კლინიკებთან გარიგების კუთხით, რის გადასაზღვევადაც წარმატებით ამოქმედდა ჰოსპიტალიზაციის ავტომატიზირებული მოდული. მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილია რეანომობილის სერვისი რომელიც ხელმისაწვდომობის გარდა ასევე უზრუნველყოფს ბიუჯეტიდან არასაჭირო თანხების არგადახდას კერძო კომპანიების ბრიგადებისთვის.დაწყებულია ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი, ექიმების აკრედიტაციის, რესერტიფიცირების, წარმატებული სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნის პროექტი. უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილი იყო დამამთავრებელი კურსის სტუდენტების საზღვარგარეთ სასწავლებლად გაშვება, რომელიც შინაარსობრივად და ვადაში ებმოდა ახალი რესპუბლიკური კლინიკის გახსნას და უკვე უკან დაბრუნებული ექიმები მყარი ფინანსური და თანამდებობრივი გარანტიებით უნდა დასაქმდნენ სახელმწიფო კლინიკებში.ასევე უკვე დასრულებულია და უახლოეს დღეებში შესაძლებელია მრავალპროფილური სასწავლო ცენტრის გახსნა, სადაც სპეციალური სასწავლო პროგრამებით, სამინისტროში შემავალ ყველა ერთეულს ექნება გადამზადების და ტრენინგის შესაძლებლობა.

პრემიერის უშუალო ძალისხმევით დავიწყეთ დევნილების განსახლების უპრეცედენტო პროგრამა, რომელიც აქტიურ ფაზაშია და უკვე წელს დაიწყება ასეულობით ბინის განაწილება, ჯამში კი 2025 წლისთვის 40000 დევნილს ექნება საცხოვრებელი.კიდევ არაერთი რეფორმა, სტანდარტი(ქირურგია, ბარიატრია, სტომატოლოგია, ნარკოცენტრები, ონკოლოგია, სასწრაფო დახმარების მანქანები და ა.შ) თუ ინიციატივა გავატარეთ, ყველაფერს აქ ვერ ჩამოვთვლი და ყველა დაინტერესებულს შეუძლია ამის მარტივად ნახვა.მე, ჩემს საამაყო გუნდთან ერთად შევძელი ისტორიის ერთი მოკრძალებული ფურცელი დამეწერა. მადლობა მათ მრავალსაათიან შრომაში გატარებული ყოველი დღისთვის. ბედნიერი ვარ, რომ არ დარჩა არცერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელიც არ გავატარეთ ან იდენტიფიცირებული და პროცესში არაა.რასაკვირველია, სახელმწიფო კლინიკების როლის გაძლიერება და მათ შორის, თბილისის რესპუბლიკური კლინიკა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი იყო. ბოლო 20 წელია შენობის უპერსპექტივობაზე არაერთი დასკვნა თუ შეფასება გაკეთდა, მაგრამ სისტემაში როგორც სხვა მასშტაბური რეფორმები, ესეც არასდროს დაწყებულა. შესაბამისად, იმ ნიშნულამდე, წელს თებერვლის თვეში სადაც პროექტი მივიყვანეთ, არასდროს არავინ მისულა. მჯერა რომ ის სამოქმედო გეგმა, რაც დაწყებული გვქონდა, სხვა განხილული ალტერნატივებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად ნაკლები დანახარჯებით და ეკონომიკური ეფექტით რამდენიმე წელიწადში მიიყვანდა ქვეყანას უკონკურენტო, თანამედროვე, მრავალპროფილური სამკურნალო დაწესებულების შექმნამდე.ჩემს ორწლიან ძალისხმევაში შედეგებს 90% და პიარულ აქტივობებს 10% ეთმობოდა, რაც დღევანდელი გადმოსახედიდან ვრწმუნდები, რომ ალბათ შესაცვლელი პროპორციაა.

  • ჩვენი ყველა გადაწყვეტილება ხომ ქვეყნისთვის გრძელვადიანი შედეგის მისაღებად იყო გათვლილი და არა ერთდღიან პიარაქტივობაზე.

ყოველთვის ვფიქრობდი, რამდენი ძალა, რამდენი სიმართლე იყო ასეთი ჩვენი გადაწყვეტილებების უკან, როცა მძლავრი დაჯგუფებების ბიზნესინტერესების მიუხედავად, 2 წლის მანძილზე ვინარჩუნებდი პოსტს, დღეს კი ღირსეულად, ამაყმა დავტოვე დროებითი თანამდებობა.

წარმატებას ვუსურვებ მომავალ მინისტრს, რომელიც დარწმუნებული ვარ, კიდევ უფრო უკეთესი მენეჯერული უნარებით გულწრფელად გააგრძელებს ჩვენს მონაპოვარს, აღარასდროს დაბრუნდება ის დრო, რაც დამხვდა და, შესაბამისად, მოსახლეობა და ბიუჯეტი კიდევ უფრო დაცული იქნება, კეთილდღეობა კი ყველა მოქალაქეზე აისახება. მე კი ვრჩები ჩემი ქვეყნის რიგით ჯარისკაცად და სამინისტროს გულმხურვალე გულშემატკივრად".