მსოფლიო
პოლიტიკა

19

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 01:35-ზე, მთვარე ვერძში გადავა 03:07-ზე – მოერიდეთ აჩქარებას და გაღიზიანებას. არ არის რეკომენდებული მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წინა არჩევნებზე "ოცნება" გარეჯის დაცვას ცდილობდა, შემდეგ სულ მიივიწყეს, ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ..." - რას ემსახურება ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტის შექმნა?
"წინა არჩევნებზე "ოცნება" გარეჯის დაცვას ცდილობდა, შემდეგ სულ მიივიწყეს, ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ..." - რას ემსახურება ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტის შექმნა?

ჩვენ­ში ბევ­რი ან­ტი­და­სავ­ლურ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ინი­ცი­ა­ტი­ვას, შექ­მნას ე.წ. ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლუ­რი პრო­პა­გან­დის შე­მა­კა­ვე­ბე­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტი... ამ სა­კი­თხზე გა­ზეთ "კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" ექ­სპერ­ტმა ვხტანგ ძა­ბი­რა­ძემ ისა­უბ­რა. გთა­ვა­ზობთ ამონ­რიდს ინ­ტერ­ვი­უ­დან:

- ეს არის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ შე­მოგ­დე­ბუ­ლი კი­დევ ერთი თემა. წინა არ­ჩევ­ნებ­ზე, თუ გახ­სოვთ, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" გა­რე­ჯის დაც­ვას ცდი­ლობ­და და გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ სულ მი­ი­ვი­წყა ეს თემა. ახლა კაც­მა არ იცის, კი­დევ რის დაც­ვას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ იმა­საც მალე მი­ი­ვი­წყე­ბენ. ეს არის კონ­სერ­ვა­ტო­რუ­ლი გან­წყო­ბის ამომ­რჩევ­ლის გუ­ლის მო­გე­ბის ცდა და ქა­რის წის­ქვი­ლებ­თან ბრძო­ლა. ლგბტ თე­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კამ­პა­ნია გა­აძ­ლი­ე­რეს რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა, ასე­ვე პრო­სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა, რომ­ლე­ბიც ამ ცოტა ხნის წინ ლგბტ თე­მის დიდი პრო­პა­გან­დის­ტე­ბი იყ­ვნენ. სა­არ­ჩევ­ნოდ ქუ­ლე­ბის მოგ­რო­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ, რად­გან ფიქ­რო­ბენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლი ამ თე­მებ­ზე რე­ა­გი­რებს. იქამ­დეც მი­ვიდ­ნენ, რომ გვა­ში­ნე­ბენ, მალე ვი­ღაც მოგვ­თხოვს სქე­სის აღმნიშ­ვნე­ლი ჩა­ნა­წე­რი გაქ­რეს პი­რა­დო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­და­ნო. ამან ის აჟი­ო­ტა­ჟი გა­მახ­სე­ნა, რო­მე­ლიც ახ­ლდა წლე­ბის წინ ეთ­ნი­კუ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის ჩა­ნა­წე­რის სა­კითხს, იმ­ჟა­მად ვთქვი, ამ ჩა­ნა­წე­რის გა­რე­შეც მშვე­ნივ­რად ვიცი, რომ ქარ­თვე­ლი ვარ და პას­პორ­ტში ჩა­ხედ­ვა ამის­თვის არ მჭირ­დე­ბა-მეთ­ქი და იგი­ვე შე­მიძ­ლია გა­ვი­მე­ო­რო სქე­სის აღმნიშ­ვნელ ჩა­ნა­წერ­ზეც.

მოკ­ლედ, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­არ­ჩევ­ნოდ სჭირ­დე­ბათ. ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ ოპო­ზი­ცია ამას მშვი­დად შეხ­ვდე­ბა, თან ჯერ ვნა­ხოთ, რას ჩა­წე­რენ იმ კა­ნონპ­რო­ექ­ტში. ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში ეს არ უნდა მი­ვიჩ­ნი­ოთ დიდ უბე­დუ­რე­ბად. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ უნდა მივ­ცეთ იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ამა­ზე აა­გოს თა­ვი­სი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია. მოკ­ლედ, სე­რი­ო­ზუ­ლად არც შე­იძ­ლე­ბა ამ სა­კი­თხზე ლა­პა­რა­კი. ჩვენ ევ­რო­კავ­შირ­თან და­სა­ახ­ლო­ებ­ლად 9 მუხ­ლი გვაქვს შე­სას­რუ­ლე­ბე­ლი, სჯობს ამას მივ­ხე­დოთ. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ასდსა---ს
4

რატომ? აღარ გინდათ უფასო ფული და განახევრებული კომუნალურები? ან და ბენზინი 1ლარად? ,თუნდათ 5 მილიონტი თითო სოფელში? გინდა ქუთაისის ელექტრო მანქანების საწარმო და 100 ქარხანა?? ნუ ხართ დაუნახავი,ფარდოდ გაახილედ თვალი,იქნებ (ერთი რამე მაინც დაინახოდ,რაც არ არსებობს))))))))))))

ასდსა
8

ის ხელი მომტყდეს მე რომ კიდე ოცნება შემოვხაზო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა
ავტორი:

"წინა არჩევნებზე "ოცნება" გარეჯის დაცვას ცდილობდა, შემდეგ სულ მიივიწყეს, ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ..." - რას ემსახურება ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტის შექმნა?

"წინა არჩევნებზე "ოცნება" გარეჯის დაცვას ცდილობდა, შემდეგ სულ მიივიწყეს, ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ..." - რას ემსახურება ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტის შექმნა?

ჩვენში ბევრი ანტიდასავლურ ნაბიჯად მიიჩნევს "ქართული ოცნების" ინიციატივას, შექმნას ე.წ. ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შემაკავებელი კანონპროექტი... ამ საკითხზე გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსპერტმა ვხტანგ ძაბირაძემ ისაუბრა. გთავაზობთ ამონრიდს ინტერვიუდან:

- ეს არის წინასაარჩევნოდ შემოგდებული კიდევ ერთი თემა. წინა არჩევნებზე, თუ გახსოვთ, "ქართული ოცნება" გარეჯის დაცვას ცდილობდა და გამარჯვების შემდეგ სულ მიივიწყა ეს თემა. ახლა კაცმა არ იცის, კიდევ რის დაცვას ცდილობენ, მაგრამ იმასაც მალე მიივიწყებენ. ეს არის კონსერვატორული განწყობის ამომრჩევლის გულის მოგების ცდა და ქარის წისქვილებთან ბრძოლა. ლგბტ თემის საწინააღმდეგო კამპანია გააძლიერეს როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე პროსახელისუფლებო ტელევიზიებმა, რომლებიც ამ ცოტა ხნის წინ ლგბტ თემის დიდი პროპაგანდისტები იყვნენ. საარჩევნოდ ქულების მოგროვებას ცდილობენ, რადგან ფიქრობენ, საზოგადოების ნაწილი ამ თემებზე რეაგირებს. იქამდეც მივიდნენ, რომ გვაშინებენ, მალე ვიღაც მოგვთხოვს სქესის აღმნიშვნელი ჩანაწერი გაქრეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიდანო. ამან ის აჟიოტაჟი გამახსენა, რომელიც ახლდა წლების წინ ეთნიკური კუთვნილების ჩანაწერის საკითხს, იმჟამად ვთქვი, ამ ჩანაწერის გარეშეც მშვენივრად ვიცი, რომ ქართველი ვარ და პასპორტში ჩახედვა ამისთვის არ მჭირდება-მეთქი და იგივე შემიძლია გავიმეორო სქესის აღმნიშვნელ ჩანაწერზეც.

მოკლედ, ეს ყველაფერი საარჩევნოდ სჭირდებათ. ძალიან კარგი იქნება, თუ ოპოზიცია ამას მშვიდად შეხვდება, თან ჯერ ვნახოთ, რას ჩაწერენ იმ კანონპროექტში. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არ უნდა მივიჩნიოთ დიდ უბედურებად. ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ იმის საშუალება, რომ ამაზე ააგოს თავისი წინასაარჩევნო კამპანია. მოკლედ, სერიოზულად არც შეიძლება ამ საკითხზე ლაპარაკი. ჩვენ ევროკავშირთან დასაახლოებლად 9 მუხლი გვაქვს შესასრულებელი, სჯობს ამას მივხედოთ. წაიკითხეთ სრულად