ავტორი:

გიორგი კეკელიძე სოფელ ქანდასა და ქვემო ბოლნისს ეწვია და წიგნები და შემეცნებითი სათამაშოები ჩაიტანა

გიორგი კეკელიძე სოფელ ქანდასა და ქვემო ბოლნისს ეწვია და წიგნები და შემეცნებითი სათამაშოები ჩაიტანა

"ბიბლუსის" შემოქმედებითი დირექტორი, მწერალი გიორგი კეკელიძე სოფელ ქანდასა და ქვემო ბოლნისს ეწვია. მან "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" ელჩებთან ერთად იქ წიგნები და შემეცნებითი სათამაშოები მიიტანა.

  • გიორგი კეკელიძე სოფელ ქანდაში

"მორიგი გასვლა: ამჯერად სოფელი ძველი ქანდა, სადაც ბევრი ასურელი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს - ახალი წიგნები და შემეცნებითი სათამაშოები ჩავიტანეთ ჩვენი მოძრაობის ელჩ თაკო კობახიძესთან ერთად." - წერს გიორგი კეკელიძე.

  • გიორგი კეკელიძე სოფელ ქვემო ბოლნისში

"დღეს. სოფელი ქვემო ბოლნისი. სკოლაში, სადაც ეთნიკურად აზერბაიჯანელი ჩვენი თანამოქალაქეები სწავლობენ, ქართული ბიბლიოთეკა და შემეცნებითი სათამაშოების კუთხე მოვაწყვეთ. ნატა სამხარაძე, რომელიც ბავშვებს ქართულს ასწავლის, ბოლნისში "წიგნიერების გამავრცელებელი საზოგადოების" წარმომადგენელი იქნება." - წერს კეკელიძე