ჰაიტის დედაქალაქ პორტო-პრენსის მთავარ ციხეში შეიარაღებული ბანდები შეიჭრნენ და პატიმრების მასობრივი გაქცევა მოაწყვეს. ციხეში მყოფი 4 000 პატიმრიდან უმრავლესობა ახლა გაქცეულია, აცხადებს ადგილობრივი ჟურნალისტი BBC News-სთან.
გავრცელებული ინფორმაციით, პატიმრებს შორის იყვნენ იმ ბანდის წევრებიც, რომელსაც 2021 წელს პრეზიდენტ ჟოვენელ მოისის მკვლელობაში ედებოდა ბრალი.
ჰაიტიში, რომელიც ამერიკის ყველაზე ღარიბი ქვეყანაა, ბოლო წლებში ძალადობის შემთხვევები მოხშირდა, პორტ-ო-პრენსის 80%-ს კი ბანდები აკონტროლებენ, რომლებიც პრემიერ-მინისტრ არიელ ჰენრის გადაყენებას ისახავენ მიზნად.
წყარო: bbc
მოამზადა: ანა სიბოშვილმა